“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონრების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები” – ნათია თურნავა

30
spot_img

პენსიონრებისა და პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პრობლემატიკა ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზოგადად, როგორც არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონრების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

„პენსიონრებთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მექანიზმის და მათი უფლების დაცვის ნაწილში არსებული ყველა გარანტიის ზედმიწევნით აღსრულება და ჩვენ, როგორც ეროვნული ბანკი, ჩვენს ნაწილში მუდმივად ვმუშაობთ“, – განაცხადა თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე, მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებს, ვინც სებ-თან სამუშაო ჯგუფის ფორმატში ამ თემაზე თანამშრომლობდა.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.