ქვეყანას არ სჭირდება არანაირი რევოლუცია. კი, ხალხს უნდა ცვლილება, მაგრამ არჩევნების გზით -ალეკო ელისაშვილი

25
spot_img

ოპოზიციური პარტიები თუ მოეშვებიან ამ 12 წლის განმავლობაში ვერშემდგარ, ვერგანხორციელებულ რევოლუციაზე ჯახირს, კარგი იქნება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ქვეყანას არ სჭირდება არანაირი რევოლუცია. ვიღაცები რაღაცებს რომ ბაქიბუქობენ, ეს არის ცარიელი სიტყვები და მეტი არაფერი. რევოლუციას სჭირდება სამზადისი, განწყობა, ხალხი სათანადოდ უნდა იყოს აღრენილი და არ არის ეს ვითარება. კი, ხალხს უნდა ცვლილება, მაგრამ არჩევნების გზით“, – მიიჩნევს ელისაშვილი.

 

თეიმურაზ ჯანაშიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინარევოლუციურ პროცესში.