„მე მხოლოდ მშვიდობა მინდა, თუნდაც ნებისმიერი პირობებით“ – რას წერს უცხოური პრესა

40
spot_img

„უკრაინა ორი წელია აგრძელებს რუსულ აგრესიასთან ბრძოლას. ვერცერთი ქალაქი ვერ გადმოსცემს სრულად უკრაინელი ხალხის სულს ისე, როგორც ქალაქი ლიმანი და მისი მოსახლეობა. ეს პატარა, ნახევრადდანგრეული რკინიგზის კვანძი, რომელიც 2022 წლის მარტში ჯერ რუსეთმა დაიპყრო, შემდეგ უკრაინის არმიამ გაათავისუფლა, ახლა ისევ ხაფანგში აღმოჩნდა ფრონტის ხაზთან. მისი მშვიდობიანი მცხოვრებლები გამბედაობასა და სასოწარკვეთილების შორის იმყოფებიან“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBCის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში „მე მხოლოდ მშვიდობა მინდა, თუნდაც ნებისმიერი პირობებით“ (ავტორი – ენდრიუ ჰარდინგი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ალექსანდრე როგოვეცი, 74 წლის ყოფილი მეწარმე, ახლა კი პენსიონერი, ლიმანის გარეუბანში, 9-სართულიან ნახევრად დანგრეულ და გაყინულ შენობაში ცხოვრობს: „ახლა უკრაინისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობაა. მე მხოლოდ მშვიდობა მინდა, ნებისმიერი პირობებით“, – ამბობს იგი.

ავტორი იხსენებს ერთი წლის წინანდელ შეხვედრას ალექსანდრე როგოვეცთან, როცა ბიზნესმენს აბსოლუტურად სჯეროდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა. „შეხვედრის შემდეგ მე დიდი მქონდა ფიქრისათვის. შემეცვალა აზრი. ძალიან ბევრი უკრაინელი ახალგაზრდა იღუპება. თანდთ ვრწმუნდები, რომ დადგა დროს ომი შეწყდეს, თუნდაც ტერიტორიის დათმობის ხარჯზე რუსეთთან“.

„ასეთ თვალსაზრისს უკრაინაში ხშირად ვერ მოისმენთ და ალბათ, ალექსანდრე როგოვეცი უმცირესობაშია, მაგრამ ამით ხდება ილუსტრირება იმისა, რომ ომის საშინელება გაწამებულ მოსახლეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ავდეევკას დატოვების შემდეგ ლიმანიდან ფრონტის ხაზი უკვე 15 კილომეტრით არის დაშორებული. საარტილერიო სროლები და ჭურვების აფეთქებების ხმა ახლოვდება“, – აღნიშნულია სტატიაში.

უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა გასულ წელს მძიმედ იქნა აღქმული ლიმანელების მიერ. ქალაქი ფრონტთან ახლოს მდებარეობს, ამიტომაც მოსახლეობას არ აქვს იმედი, რომ მთავრობა მათ ყველა საჭირო საშუალებით მოამარაგებს. ქალაქის საბჭო მხოლოდ პენსიების დარიგებით, ელექტრონერგიის მიწოდების აღდგენით და ტყეში შეშის დასახერხად ბრიგადების გაგზავნით შემოიფარგლება. მთავარი ხიდი ჩანგრეულია, თუმცა ტრანსპორტი ნაწილობრივ მუშაობს.

„ქვეყნის მომავალი – ახალგაზრდობა ომში იღუპება. თუ ასე გაგრძელდება, ვის დარჩება უკრაინა? განა უკრაინა მოსახლეობის გარეშე იარსებებს?“, – ამბობს „ბიბისის“ ჟურნალისთან საუბრისას ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც სასურსათო დახმარების რიგში დგას.

რა თქმა უნდა, არიან ოპტიმისტურად განწყობილებიც. მათი თქმით, ქალაქში მოხერხდა ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა, შეკეთდა სკოლა, რომელშიც ასობით მოზარდი სწავლობს. „რა თქმა უნდა, ძალიან გაწამებულები ვართ, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. განა შეიძლება ამდენი მსხვერპლის შემდეგ მშვიდობიანი მოლაპარაკება?“, – ამბობს 42 წლის ირინა.

ლიმანის მერი ალექსანდრე ჟურავლიოვი თავისი ოფისით ამას წინათ ახალ შენობაში გადავიდა. მისი თქმით, უფლება არ აქვს დაღლილობაზე და პესიმიზმზე ილაპარაკოს, მაგრამ აღიარა, რომ შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომ ამერიკამ შეიძლება უკრაინისათვის იარაღის მოწოდებაზე უარი განაცხადოს. მერის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინის არმია იარაღით იყოს უზრუნველყოფილი.

ქალაქის ხელმძღვანელობას აქვს გეგმა იმ შემთხვევისათვის, თუ საჭირო გახდება ევაკუაციის განხორციელება, რუსების შემოტევის გამო.

რუსეთის არმია კი ახლოვდება. ლიმანიდან უკვე გამოვდიოდით, რომ ბომბი აფეთქდა და რკინიგზის სადგურთან მდებარე ზოგიერთ სახლის ფანჯრის მინებმა ზანზარი დაიწყეს.

ქალაქის გარეუბანში დავინახეთ ავტომანქანები, ნაძვისა და ფიჭვის ხის ძელებით დატვირთულები, რომლებსაც, როგორც ჩანს, თავდაცვითი თხრილებისა და ძელმიწურების გასამაგრებლად გამოიყენებენ. უკრაინა სასწრაფოდ ემზადება რუსეთის არმიის შეტევის მოსაგერიელებლად, რომელიც, ალბათ, ისევ დაემუქრება ლიმანს დასაპყრობად.

წყარო