“უკრაინის ნატოში მიწვევა მაშინ მოხდება, როდესაც ყველა მოკავშირე დათანხმდება ამას და პირობები დაკმაყოფილდება”

30
spot_img

უკრაინის ნატოში მიწვევა მაშინ მოხდება, როდესაც ყველა მოკავშირე დათანხმდება ამას და პირობები დაკმაყოფილდება, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

“უკრაინა ნატოში გაწევრიანებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე იყო. და ეს იმიტომ, რომ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გასულ წელს ვილნიუსში გამართულ სამიტზე, რადგან მაშინ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გაწევრიანების პროცესი ორეტაპიანი პროცესიდან ერთეტაპიანზე გადავა, წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნის მოხსნით. ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინას ეს არ სჭირდება. ასე რომ, მხოლოდ ამით ჩვენ გავხადეთ უკრაინის გაწევრიანების პროცესი ბევრად უფრო მარტივი და სწრაფი”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

“რა თქმა უნდა, მიწვევა მოხდება [მაშინ], როდესაც ყველა მოკავშირე დათანხმდება და პირობები დაკმაყოფილდება. ჩვენ ახლა უფრო და უფრო ვუახლოვდებით ამ წერტილს”, – დასძინა იენს სტოლტენბერგმა.