“2023 წელს 284 ნარკომოვაჭრე დავაკავეთ, ამდენი არასოდეს ყოფილა დაკავებული საქართველოში” – ვახტანგ გომელაური

29
spot_img

ძალიან ცუდი ფაქტია, ეს არ არის პირველი, ბოლოს ერთ-ერთი გახმაურდა, თუმცა სამწუხაროდ არ არის იშვიათი, 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები. დამეთანხმებით, ეს მსოფლიო პრობლემაა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გომელაურის თქმით, ნარკოტიკების პრობლემა მთელ მსოფლიოშია და მასთან საბრძოლველად კომპლექსური მუშაობაა საჭირო.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. ნარკომოვაჭრეების დაკავების ფაქტები ძალიან მაღალი იყო, 2023-ში 284 პირი დავაკავეთ, როცა იყო 70-20-30 წინა წლებში. ამდენი ნარკომოვაჭრე არასდროს არ დაკავებულა საქართველოში, არც ერთ წელიწადს. მესმის, რომ კიდევ სხვა ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, პრობლემა რომ არის მსოფლიოში, გასაგებია. არ მინდა, ქვეყნები დავასახელო, ჩვენზე ათჯერ მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ალბათ ერთობლივი სამუშაო იქნება საჭირო და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსი“, – განაცხადა გომელაურმა.