აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე არსებობს დე ფაქტო მშვიდობა – ილჰამ ალიევი

37
spot_img

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე არსებობს დე ფაქტო მშვიდობა.

ალიევის თქმით, ორი ქვეყნის საზღვარზე რამდენიმე თვეა მშვიდობიანი ვითარება სუფევს.

მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, თუ ასეთი პრეტენზიები დასრულდება და სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებები შევა.