“უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის ოფიციალურად მიწვევას აშშ და გერმანია აყოვნებენ” – FP

45
spot_img

უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის ოფიციალურად მიწვევას ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია აყოვნებენ, – ამის შესახებ Foreign Policy წერს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ალიანსში გაწევრიანებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სურთ, კიევი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ივლისში დაგეგმილ სამიტზე მიიწვიონ, თუმცა წინააღმდეგობას ვაშინგტონისა და ბერლინის მხრიდან აწყდებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია მიიჩნევენ, რომ ალიანსში გაწევრიანების მიზნით უკრაინის ოფიციალურად მიწვევა ჯერ ნაადრევია, რადგან ქვეყანა რუსეთთან აქტიურ ომშია ჩართული.