“მსოფლიოში ბევრს არაფერი უსწავლია ჰოლოკოსტიდან” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

36
spot_img

ჰააგის სასამართლოს მიერ ისრაელისთვის გენოციდში ყალბი ბრალდებების განხილვა აჩვენებს, რომ ჰოლოკოსტის გაკვეთილები ნასწავლი არაა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

27 იანვარს, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღეს, გამართული პრესკონფერენციია დროს ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის არასდროს არ დაივიწყებს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას, სისასტიკეს და გატაცებებს.

“არასდროს არ ვაპატიებთ იმას, რაც ჰამასის მონსტრებმა ჩვენს შვილებს გაუკეთეს”,- დასძინა მან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღმაშფოთებელი იყო ის, რომ სამხრეთ აფრიკა ჰააგის სასამართლოში წავიდა და ტყუილად დაადანაშაულა ისრაელი ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდში.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ სწორედ “ჰამასი” ეძებს გენოციდს ისრაელისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ.

ნეთანიაჰუ არაბულ ენაზე თარგმინილი ადოლფ ჰიტლერის “მაინ კამპფით” გამოვიდა, რომელიც, მისი თქმით, ღაზას სექტორში იქნა ნაპოვნი და აჩვენებს “ახალი ნაცისტები” როგორ ასწავლიან თავიანთ ბავშვებს.

მისი თქმით, სასამართლოს თავად მზაობა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ ბრალდებებს მოუსმინოს, აჩვენებს, რომ “მსოფლიოში ბევრს არაფერი უსწავლია ჰოლოკოსტიდან.”

“ებრაული სახელმწიფო ჰოლოკოსტის ფერფლიდან აღდგა ებრაელი ხალხის დასაცავად. ამას ვერავინ წაგვართმევს…საშუალება რომ ჰქონოდათ, [7 ოქტომბერს] ყველას ამოგვჟლეტდნენ.ჩვენს შორის არიან ისინი, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებენ ჩვენს ზრახვებსა და შესაძლებლობებს. ისინი პატარა უმცირესობაა… მართალი არ არიან. სრულ გამარჯვებას მივაღწევთ” , – განაცხადა ნეთანიაჰუმ.