„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 29 იანვარს, 9 – პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეული.
მისივე თქმით, შეხვედრას დაესწრებიან ასევე, მესამე სექტორის წარმომადგენლებიც.
„9 – პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს გვექნება სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც იქნება მორიგი რაუნდი სამუშაო ფორმატის 9 პრიორიტეტზე დისკუსიისთვის.
ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ იქნებოდა სამუშაო ფორმატი უზრუნველყოფილი, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის. ჩვენ მოვიწვევთ მათ [ოპოზიციას], მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. იქნება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა,” – განაცხადა ოხანაშვილმა.