“რუს დიპლომატებს დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხის მოგვარების შესახებ არ უსაუბრიათ” – პესკოვი

54
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუს დიპლომატებსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარების შესახებ კონტაქტები არ ყოფილა და კრემლმა არ იცის, როგორ აპირებს ის კონფლიქტის მოგვარებას.

„წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს. ამ საკითხზე არანაირი კონტაქტები არ ყოფილა”, – აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იცის თუ არა კრემლმა, როგორ აპირებს დონალდ ტრამპი მშვიდობის მიღწევას და ყოფილა თუ არა მასსა და რუს დიპლომატებს შორის კონტაქტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისა და ისრაელის სიტუაციას ძალიან სწრაფად მოაგვარებს.