სინამდვილეში, არსებობს ორი ოპოზიცია – “ნაცები” და “გირჩი”- იაგო ხვიჩია

29
spot_img

სინამდვილეში, არსებობს ორი ოპოზიცია – „ნაცები“ და „გირჩი“, დანარჩენი ყველა „ნაცია“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ სულ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია.

„ოპოზიცია ჯერ ურთიერთქიშპობის ეტაპზეა და ნარჩევ „ნაცებს“ გუნდიდან უშვებენ, ნაცვლად იმისა, რომ ახალნაცობა შემოიკრიბონ, რაც არჩევნებისთვის სათანადო ფორმად ვერ ჩაითვლება. სინამდვილეში, ვარკვევთ, მართლა ვინ არის ოპოზიციონერი, რადგან „ნაცმოძრაობის“ ქმედებები, როცა პარტიიდან ძველ ღვაწლმოსილ ნაცებს უშვებენ და ახალს არ იმატებენ, ეს არ ჩანს როგორც ოპოზიციური ბრძოლა. გვაინტერესებს, „ნაცმოძრაობა“ შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს ოპოზიციურ პარტიად, თუ მხოლოდ გარეგნული ნიშნები აქვს ოპოზიციური პარტიის.

სინამდვილეში, სულ ორი ოპოზიცია არსებობს – „ნაცები“ და „გირჩი“. დანარჩენი ყველა „ნაცია“. ჩემი თუ არ გჯერათ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ და ჰკითხეთ, რომელ პარტიაშია ნიკა გვარამია, ნიკა მელია. „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ სულ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია. რით განსხვავდებიან? სწორედ ამიტომ „ჩალიჩობდნენ“ ერთმანეთის მოადგილეობას. „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ – ხაზარაძე. თვისობრივად, ერთნაირი პარტიები არიან. საქართველოში სულ სამი პარტია არის – „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“. სხვა დანარჩენი სატელიტია. ფაქტი უნდა მივიღოთ, თვალი უნდა გავახილოთ. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს, მათთვის ხმის მიცემით არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.