2023 წელს მართვის მოწმობა 27 277-მა ადამიანმა აიღო – მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომელთაგან 99 რუსეთის, 40 ინდოეთის, 18 უკრაინის და 31 აზერბაიჯანის მოქალაქეა.
უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოში მართვის მოწმობა 5 746 პირზე გაიცა; მეორე კვარტალში 7 299 პირზე; მესამე კვარტალში მოწმობა 7 420 ადამიანმა აიღო, ხოლო წლის ბოლო სამ თვეში – 6812-მა.
რაც შეეხება ბოლო კვარტლის მონაცემებს უფრო დეტალურად, სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი 2 226 მართვის მოწმობა თბილისშია გაცემულია.
ამასთან, მოცემულ პერიოდში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) მართვის მოწმობის ამღებ პირთა შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ბელარუსის, თურქეთის მოქალაქეებიც.