“ჩვენი ხმა ისმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად და ჩვენ ვართ ამ დისკუსიის მონაწილეები” – მაკა ბოჭორიშვილი

26
spot_img

ის, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ ისეთ შეხვედრებში, როგორიც დღეს არის, სწორედ ამის დასტურია, რომ ჩვენი ხმა ისმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად და ჩვენ ვართ ამ დისკუსიის მონაწილეები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ ისეთ შეხვედრებში, როგორიც დღეს არის, სწორედ ამის დასტურია, რომ ჩვენი ხმა ისმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად და ჩვენ ვართ ამ დისკუსიის მონაწილეები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ მსგავს შეხვედრებში, ვინაიდან თუ რაიმე გვაქვს სათქმელი, გავუზიაროთ მათ ჩვენი მოსაზრებები, ხედვები, ევროკავშირის, ჩვენს მომავალთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ვიყოთ ამ დისკუსიების ნაწილი. ასევე, თქვენ ალბათ გახსოვთ, იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით დიდი კონფერენცია ბერლინში, რომელიც სწორედ ევროკავშირის მომავალს, რეფორმებს მიეძღვნა და საქართველო იყო მოწვეული ამ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ასე რომ ეს პროცესი არის დაწყებული, ვართ ამ პროცესის ნაწილი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი სიტყვა და სათქმელი ვთქვათ ამ ფორმატებში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბელგიაშია. იგი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.