რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უცხოელ ლიდერებს დამდეგი 2024 წელი და შობა მიულოცა. ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კრემლის ლიდერმა შობა ახალი წელი მიულოცა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას.
როგორც პუტინის მილოცვაშია აღნიშნული, ორ „ქვეყანას“ შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რაც სრულად დაადასტურა ოქტომბერში სოჭში გამართულმა შეხვედრამ.
გარდა ამისა, კრემლის ლიდერმა დამდები შობა-ახალი წელი მიულოცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „ხელმძღვანელსაც“.