ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელი შვიდ ფრონტზე იბრძვის.
„ჩვენ მრავალ ფრონტზე ვიბრძვით. ჩვენ თავს შვიდი სხვადასხვა მხრიდან დაგვესხნენ: ღაზა, ლიბანი, სირია, ერაყი, იემენი და ირანი“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
გალანტი აღნიშნავს, რომ ღაზაში ომი იქნება ხანგრძლივი.
„ჩვენ გვჭირდება მონდომება, გამძლეობა, სიძლიერე. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ყველა ვინც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს პოტენციური სამიზნეა, იმუნიტეტი არავისთვის არსებობს. ეს არის ბრძოლა, რომელშიც გადარჩება ის, ვინც უფრო ძლიერია“, – დასძენს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.