უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ყირიმში რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ ააფეთქეს.
ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა „ტელეგრამის“ არხზე წერს.
„რუსეთში ფლოტი მცირდება. ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ კვალს დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ მიუყვება“, – აღნიშნავს ოლეშჩუკი.
ამასთან, ნიკოლაი ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების პილოტებს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.
როგორც საჰაერო ძალებში განმარტავენ, ნოვოჩერკასკის სადესანტო ხომალდს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.