პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მცირე ხნით ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც მედია წერს, ამის მიზეზი იყო შეტყობინება, რომ შენობაში 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული.
პოლიციის ცნობით, მათ დაურეკა ინგლისურად მოსაუბრე კაცმა, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთ ნაწილში 5 ბომბი იყო.
„ინგლისურ ენაზე მოსაუბრე პირმა განაცხადა, რომ ვაცლავ ჰაველის აეროპორტში ხუთი ბომბი იყო განთავსებული. ამჟამად უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ჩვენ ვთხოვთ მგზავრებს გამოიჩინონ მოთმინება და დაემორჩილონ პოლიციის ინსტრუქციებს“, – აცხადებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.
პოლიციამ სამძებრო სამუშაოები ჩაატარა და აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.
როგორც აღმოჩნდა, მათ ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. პოლიციას კი ეძებს პირს ვინც ეს შეტყობინება განახორციელა.