Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, მუშაობისგან ცოტა შეისვენოთ. ბოლოდროინდელ სირთულეებს მალე წარმატებები შეცვლის. შეიძლება ოჯახის წევრმა ღამით, სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ბევრი ინერვიულოთ, თუმცა გირჩევთ, ამ დღეს თავი შეიკავოთ ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევისგან.

კურო

მშვენიერი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. მკაფიო და კვალიფიციური რჩევა მნიშვნელოვანი საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

ტყუპები

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. გირჩევთ, მაცდურ შეთავაზებებს არ დაუჯეროთ და რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. ნუ იქნები უმადური ადამიანის მიმართ, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

კირჩხიბი

ამ დღეს საკმარისზე მეტი ენერგია გაქვთ და ნებისმიერი საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებთ. დროა, იზრუნოთ ადამიანზე, რომელიც ყოველთვის უანგაროდ გედგათ გვერდში. პლანეტების კეთილგანწყობა ყველაზე რთულ დროს დაგეხმარებათ.

ლომი

მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სავარაუდოდ, სამსახურში, უფროსთან რთული საუბარი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ამ დღეს მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საყვარელ ადამიანებს დაუფიქრებელი სიტყვით თუ საქციელით გული არ ატკინოთ. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს დიდებულ მოსავალს მოიმკით. დროა, საკუთარ თავს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ – გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი შეცდომა შეიძლება თქვენს კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ მდგომრეობაზე ცუდად აისახოს. კონფლიქტის შემთხვევაში, მოჩხუბრების შერიგებას არ უნდა ეცადოთ – ეს მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას. გადადეთ ფინანსური პრობლემების მოგვარება და საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

მორიელი

ამ დღეს ბიზნესში სერიოზული ცვლილებები გელით. სამსახურში ბოლოდროინდელი წარმატებები კიდევ უფრო მოტივირებულს და შრომისმოყვარეს გაგხდით. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

პლანეტების განლაგება დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანების ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. მოსალოდნენ ფინანსურ სირთულეს უახლოესი მეგობრების დახმარებით გაუმკლავდებით. მოინახულეთ ადამიანი, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული თხის რქებისთვის. რთულ დროს შეგიძლიათ თქვენი „მეორე ნახევრის“ დახმარების იმედი გქონდეთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან დაპირისპირებას და ეცადეთ, მეტი დრო საოჯახო საქმეებს დაუთმოთ. ამ დღეს წარმატებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგყვებათ.

მერწყული

ეს დღე შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. მოერიდეთ ყველა წვრილმანზე ნერვიულობას, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. მკაფიო და კვალიფიციური რჩევები მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარებაში დაგეხმარებათ, მთავარია, რჩევისთვის მიმართვა არ დააგვიანოთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ძველი ვალის გადახდა ან პირობის შესრულება მოგთხოვონ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – ფინანსურ პრობლემებს მალე წარმატება შეცვლის. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებმაც ნივთის გადატანა სთხოვეს, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებად გაეცნენ – ადვოკატი

ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებული უკრაინის მოქალაქის, მიხაილ სკრუპსკის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნივთის გადატანა უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სთხოვეს.

ადვოკატის თქმით, სკრუპსკი ამბობს, რომ ნივთის გამოტანა პირველად მოუხდა და უარის თქმა ვერ შეძლო, რადგან უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმა სთხოვეს.

მისივე განმარტებით, სკრუპსკის თქმით, ამ პირებმა საკუთარ თავი უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებად გააცნეს და პირადობები უჩვენეს, თუმცა გვარები და სახელები ვერ დაიმახსოვრა.

„მერსედესის ტიპის ტრაილერის მძღოლია. 8 წლის განმავლობაში საქართველოში ჩამოჰქონდა ავეჯი, ხანდახან პროდუქტი.

ნივთის გამოტანის პირველი შემთხვევაა. ისეთმა ხალხმა მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარიო. ეს ადამიანები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები არიან. სანაცვლოდ თანხა არ აუღია. მე, როგორც უკრაინის მოქალაქემ, ვალად მივიჩნიეო.

ერთადერთი, ვკითხეო ნარკოტიკი ან რამე ხომ არ არის, შარში არ გავეხვიოო. მათ მითხრეს არა და სიტყვაზე ვენდეო.

როგორც მან თქვა, გაეცნენ როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები. პირადობები მაჩვენესო, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე გვარი და სახელებიო”,- განაცხადა ადვოკატმა.

შეიძლება ვინმეს არ მოვწონდე ან ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, მაგრამ ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ვაგინოთ, ბანერები დავუხიოთ, ეს არის სიბნელე – კახა კალაძე

ყოველდღე იკრიბებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ესაუბრებიან, ერთმანეთს აგინებენ და ალბათ, ხვალაც შეიკრიბებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 13 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ჩხუბი, გინება და ბანერების დაზიანება ევროპასთან და დემოკრატიასთან კავშირში არ არის.

„ყველას, გინდ იქ მდგომს, გინდ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს, მინდა ვუსურვო ის, რომ რეალობას შეხედონ. შეიძლება არ მოვწონდე, შეიძლება ვიღაცას სხვა არ მოსწონდეს, სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ მივიდეთ და ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ან ვაგინოთ, ან ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ეს დემოკრატიასთან და ევროპასთან არანაირ კავშირში არ არის, ეს არის სიბნელე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბათუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩემი დაკითხვა იყო არაოფიციალური – საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის საქმეზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე

საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე, დენის შურავლოვი, ბათუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩატარებულ დაკითხვას აფასებს როგორც არაოფიციალურს.

მისი თქმით, 11 სექტემბერს თბილისის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არაოფიციალური დაკითხვა ჩაატარეს, რომლის მიზანიც მისი მხრიდან დანაშაულის აღიარება იყო.

„გუშინ , 11 სექტემბერს, ვიყავი ბათუმის საგამოძიებო იზოლატორში. გამომიძახეს დაკითხვაზე. ეს დაკითხვა იყო არაოფიციალური. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ თბილისიდან. დაკითხვის მიზანი იყო ის, რომ ვაღიარო დანაშაული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაიძულეს დამელია წყალი, რაზეც უარი ვთქვი.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა დალია წყალი, იმის საჩვენებლად, რომ არ იყო საწამლავი . შემდეგ მითხრა დალიეო და მეც იძულებული ვიყავი, დამელია.

მე არ ვიცი გამოძიების მიმდინარეობა. მაქვს ვარაუდი, რომ იყო მეორადი დათვალიერება სასტუმროს ნომრის, რომელიც მდებარეობს ბათუმში, აეროპორტის ქუჩაზე, სასტუმრო “ბ25”, ოთახი 207. თუ იყო განმეორებითი ჩხრეკა, ვვარაუდობ, რომ ეს მოხდა ჩემი დაკითხვის შემდეგ. ვვარაუდობ, რომ ამ ჭიქაში იპოვეს ნარკოტიკული საშუალება. ჭიქა იყო ერთჯერადი”,- აცხადებს ბრალდებული.

შურავლოვი დაკავების გარემოებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ოფიციალურ ოქმში დრო მცდარად არის დაფიქსირებული.

„დღეს გავეცანი დაკავების ოქმს. უარი მითხრეს ასლის მოცემაზე, რადგან ქართულ ენაზე იყო. მაგრამ შევძელი გამერკვია, რომ დამაკავეს ბათუმში 17:15 , რაც არ არის სიმართლე. მე დამაკავეს სარფის ხიდთან, სადაც არის ბათუმის ნაგავსაყრელი. პოლიციის ორმა თანამშრომელმა , ეს იყო დაახლოებით 12 საათზე. მე დავამტკიცებ იმას, რომ დაკავება მოხდა 12 საათზე”,- განაცხადა დენის შურავლოვმა.

რა არის მარკეტ მეიქინგი კრიპტო ინდუსტრიაში?

კრიპტო კურსები და კრიპტოვალუტის პოპულარობის სწრაფი ზრდა ცხადყოფს, რომ მარკეტ მეიქინგი კრიპტო ინდუსტრიაში წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული აქტივების ბაზრების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

როდესაც კრიპტო ვალუტები და კრიპტო ბაზარი მუდმივად ვითარდება და ფართოვდება, იზრდება მოთხოვნა ეფექტურ მარკეტ მეიქინგ სერვისებზე. კრიპტო ბირჟებზე მოქმედი მარკეტ მეიქერები ხშირად ეყრდნობიან რეალურ დროში განახლებულ კრიპტო კურსებს, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილებები, უზრუნველყონ ლიკვიდურობა და შეამცირონ ფასების მერყეობა კრიპტო ბაზარზე.

კრიპტო მარკეტ მეიქინგის არსი

კრიპტო მარკეტ მეიქინგი გულისხმობს კრიპტო ვალუტების ყიდვა-გაყიდვის პროცესს, რომლის მიზანია კრიპტო ბაზრისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. მარკეტ მეიქერები განათავსებენ ყიდვისა და გაყიდვის ორდერებს კრიპტო ბირჟის ორდერბუქში, რაც ქმნის ბაზარს კონკრეტული კრიპტოვალუტისთვის.

მათი მუდმივი მზადყოფნა ყიდვაზე და გაყიდვაზე ხელს უწყობს “bid-ask” სპრედის შემცირებას — ეს არის სხვაობა მყიდველის მაქსიმალურ ფასსა და გამყიდველის მინიმალურ ფასს შორის.

ეს პროცესები კრიტიკულად მნიშვნელოვანია კრიპტო ბაზრის ეფექტიანობისთვის, რადგან ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვინც კონკრეტული კრიპტოვალუტის ვაჭრობაში მონაწილეობს. გარდა ამისა, მარკეტ მეიქერები ამცირებენ ფასების მერყეობას და ხელს უწყობენ სტაბილურობას კრიპტო ბაზარზე.

კრიპტო ბაზრის მარკეტ მეიქერების ტიპები:

  1. მარკეტ მეიქინგ ფირმები
    სპეციალიზირებულნი არიან კრიპტო ვალუტების ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფაში. ისინი იყენებენ რთულ ალგორითმებს და სავაჭრო სტრატეგიებს, რომ დიდი მოცულობით ყიდვა-გაყიდვის პოზიციები განათავსონ. ამ ფირმებს ხშირ შემთხვევაში თანამშრომლობა აქვთ ერთზე მეტ კრიპტო ბირჟასთან და იყენებენ თანამედროვე ანალიტიკურ და სავაჭრო ხელსაწყოებს ოპტიმიზაციისთვის. მაგალითად, WhiteBIT Georgia-ს კრიპტო მარკეტ მეიქინგ სერვისები.
  2. კრიპტო ბირჟა
    ბევრი კრიპტო ბირჟა თავადაც მარკეტ მეიქერის როლში გამოდის, რათა კრიპტო ბაზარი იყოს ლიკვიდური. ეს იზიდავს მეტ ტრეიდერს და ზრდის კრიპტო ვალუტებით ვაჭრობის სტაბილურობას. ისინი ხშირად იყენებენ ავტომატიზირებულ სისტემებს, რომლებიც მუდმივად განათავსებენ ბიდებს და აქტივებს.
  3. ინდივიდუალური ტრეიდერები
    საკუთარი სახსრებით მარკეტ მეიქერობას ახერხებენ. ისინი ცდილობენ მოგების მიღებას სპრედის მეშვეობით, თუმცა ამისათვის საჭიროა გამოცდილება და სარისკო პოზიციების მართვის უნარი.

ვინ სარგებლობს კრიპტო ბაზრის მარკეტ მეიქინგით

როცა ახალი ტოკენა ლისთინგში კრიპტო ბირჟაზე, მარკეტ მეიქერები უზრუნველყოფენ საწყის ლიკვიდურობას, რაც მნიშვნელოვანია ადრეული ინვესტორების მოსაზიდად და იმისთვის, რომ ტოკენის ფასი არ იყოს მკვეთრად მერყევი. მსგავსი სტაბილური კრიპტო ბაზარი მნიშვნელოვანია ახალი კრიპტო ვალუტების პროექტების წარმატებისთვის.

ალგორითმული ტრეიდერები და რაოდენობრივი ფონდებიც სარგებლობენ მარკეტ მეიქერების აქტივობით. მათთვის ლიკვიდურობა აუცილებელია, რადგან მათი სტრატეგიები ეფუძნება მაღალი სიხშირის ვაჭრობას და მცირე ფასობრივ სხვაობებს.

ინსტიტუციური ინვესტორები და აქტივების მენეჯერები საჭიროებენ კონკრეტულ ლიკვიდობას, რათა ივაჭრონ დიდი მოცულობის ტრანზაქციებით ისე, რომ კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად არ შეიცვალოს. მარკეტ მეიქერები უზრუნველყოფენ ამ საჭიროებას და ამარტივებენ მსხვილი მოთამაშეებისთვის პოზიციების კრიპტო ბაზარზე შესვლასა და გამოსვლას.

კრიპტო მარკეტ მეიქინგი წარმოადგენს კრიპტო ეკოსისტემის ფუნდამენტურ ნაწილს — ის უზრუნველყოფს, რომ კრიპტო ბირჟებზე ვაჭრობა იყოს ლიკვიდური, სტაბილური და ეფექტური.

საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენა არის ქართული, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება ქართულ ენაზე და მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს კომუნიკაციის აღნიშნული ფორმა – ირაკლი ლექვინაძე

ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური იყო მიწოდების სერვისებთან დაკავშირებული “ქეისები”, კერძოდ, როდესაც ნივთის მომწოდებელთან იქმნებოდა კომუნიკაციის პრობლემები, ანუ, კურიერმა არ იცოდა ქართული, ასევე უჭირდა კომუნიკაცია ინგლისურ ენაზეც კი, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება ქართულ ენაზე – ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულ კომპანიებს აქვთ მიცემული ვადა, რომ მოაგვარონ აღნიშნული საკითხი და ჰყავდეთ დამხმარე კადრი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნება.

„საქართველოში, სადაც სახელმწიფო ენა არის ქართული, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება ქართულ ენაზე და მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს მისთვის კომუნიკაციის აღნიშნული ფორმა. ეს შეფასდა, როგორც პრობლემად და მომხმარებელთა უფლებების დარღვევად, შესაბამისად, კონკრეტულ კომპანიებს დაევალა, რომ თუ მომხმარებელთან კომუნიკაცია იქნებოდა პრობლემური, მათ უნდა ჰყავდეთ შესაბამისი კადრი, რომ მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია ქართულ ენაზე. ეს კომპანიის იმიჯზეც აისახება, გარდა იმისა, რომ კანონდარღვევაა და ნებისმიერი კომპანიის ინტერესში უნდა იყოს აღნიშნულის უზრუნველყოფა. ამ კომპანიებს აქვთ მიცემული ვადა, რომ მოაგვარონ აღნიშნული საკითხი და ჰყავდეთ დამხმარე კადრი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნება,”- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

არსებული ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს აფიქსირებს – ფაქტს უარყოფს მისი ადვოკატი

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს აფიქსირებს, თუმცა, ფაქტს უარყოფს მისი ადვოკატი ბექა ბასილაია. რა ჩვენება მისცა გამოძიებას, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 11 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავა.

უწყებაში  გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

ზოდელავას ბრალად ედება „წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ“.

მურთაზ ზოდელავას 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა.

მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან გიორგი სანტურიანთან ერთად ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესიც.

„გრძელდება რეგიონული შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებში. ამჯერად ვიმყოფებით ქუთაისში და გვაქვს შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში პირადად მივიღოთ საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრისგან ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არჩევნებისთვის მზადებას და ყველა იმ ადგილობრივ გამოწვევასა თუ საჭიროებას, რომელიც დღეს ინსტიტუციის წინაშე დგას. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები არჩევნებამდე კიდევ გაგრძელდება, რათა ჩვენ უფრო მჭიდრო კავშირში ვიყოთ ადგილობრივ დონეზე საოლქო სარჩევნო კომისიებთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების ეფექტიანად და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის – ასეთია აგენტის ხვედრი -ირაკლი კობახიძე

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის – ასეთია აგენტის ხვედრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  როდესაც ადამიანი ხდება აგენტი, ის იძულებულია, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მასვე აზიანებს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველას გასაგონად, რომ არავის ვურჩევ აგენტობას. როდესაც ხდები აგენტი, შენ იძულებული ხარ, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შენვე გაზიანებს. მას აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა. ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის. ასეთია აგენტის ხვედრი. დანარჩენი არის გამოძიების საქმე”, – განაცხადა პრემიერმა.

იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს” სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში -ირაკლი კობახიძე

როგორც კი აშშ-ის საელჩო ჩამოყალიბდება, თუ ვის ემსახურება, ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციას, თუ „დიფ სთეითს”, მაშინვე ექნება რეაგირება ასეთ ფაქტებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აქციის მონაწილეების მხრიდან კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით ცინიკურ განცხადებებსა და აღნიშნულ საქმეზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში აშშ-ის ელჩი დანიშნული არ არის და გარკვეული კუთხით ბუნდოვანებაა საელჩოში.

„ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში საელჩო. დღეს, ელჩი დანიშნული არ არის, ამიტომ არის გარკვეული კუთხით ბუნდოვანება საელჩოში. იმედი მაქვს, როცა ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს” სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში,”- განაცხადა პრემიერმა.

გამოვლინდა 2025 წლის „სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ –  ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები

გამოვლინდა 2025 წლის „სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ –  ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები

გამოქვეყნდა 2025 წლის „სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ-  ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“  საბოლოო შედეგი.

კონკურსის მიზანია   საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), მათი მმართველობის სფეროში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების აღჭურვა თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურით,  სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამებით, კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო მასალებით, სათანადო ლიტერატურის შეძენის და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის, აუცილებელი სახსრებით უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია  კონკურსის გამარჯვებული პროექტების შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

https://shorturl.at/qBIJJ

(R)

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7002 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7002 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6939 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1679 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1473 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა.