Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა.ის ჯვარზე აღესრულა და მისი სურვილით თავდაყირა დაკიდეს. პავლეს კი თავი მოკვეთეს.

დღეს, პეტრე-პავლობის მარხვა დასრულდა.

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გამორიცხული არ არის ახალი რომანტიკული გატაცება. პლანეტები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ახალ ბიზნესწინადადებას და თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის, ლაშქრობისა და ვარჯიშისთვის.

კურო

ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ, თუ დილიდან კარგად შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედებთ. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, უმჯობესია დილით მოასწროთ, რადგან დღის მეორე ნახევარში შეიძლება საოჯახო საქმეების მოგვარება დაგჭირდეთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი.

ტყუპები

აქტიური დასვენებისა და გართობისთვის ხელსაყრელი დღეა. დღის მეორე ნახევარში თქვენი მხრიდან გამოჩენილი უტაქტობა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის ან უცნობების აგრესიის მიზეზი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ არ გადაიღალოთ და უარი თქვით ალკოჰოლურ სასმელებზე.

კირჩხიბი

შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. სურვილის შემთხვევაში შეიძლება რაღაც არაჩვეულებრივი შექმნათ. სამყაროს უჩვეულო აღქმას ოპტიმისტური განწყობა გააძლიერებს. პლანეტების მხარდაჭერა ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ვარსკვლავები შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებას და ახალ ნაცნობობას გპირდებიან. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ჰობი შემოსავლის ახალ წყაროდ იქცეს. პლანეტა ვენერას მფარველობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა მოხიბვლაში დაგეხმარებათ.

ქალწული

მოსალოდნელია შემოქმედებითი აღმაფრენა ან ახალი, საინტერესო ნაცნობობა. მშენებლობის, რემონტის ან სახლის კეთილმოწყობის დროს, ფრთხილად იყავით – დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტრავმა ან შეცდომა, რაც დაწყებული სამუშაოს დასრულებაში ხელს შეგიშლით.

სასწორი

ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა – მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და გარედან უარყოფითი გავლენა. გირჩევთ შეზღუდოთ კონტაქტები, გააუქმოთ შეხვედრები და დროებით, სტუმრების მიღებაზეც უარი თქვათ. ოპტიმიზმი ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

შესაძლებელია, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ კომპრომისის გარეშე სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება. გირჩევთ საფრთხეს ნუ გააზვიადებთ. გახსოვდეთ, რომ სისასტიკე და დაუნდობლობა ამაზრზენი ადამიანური თვისებებია.

მშვილდოსანი

შინაგანი თავისუფლების დღეა. ხელსაყრელია აქტიური დასვენება, ვარჯიში გართობა და მეგობრებთან ერთად მოლხენა. ყურადღება მიაქციეთ მეზობლებთან, ნაცნობებთან და შორეულ ნათესავებთან ურთიერთობას – გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ თქვენთვის მახეს დაგება სცადოს.

თხის რქა

საკუთარ შესაძლებლობებს ნებისმიერ სფეროში ბრწყინვალედ გამოავლენთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. თავი შეიკავეთ გლობალური პროექტების განხორციელებისგან. ახლა ამისთვის არახელსაყრელი დღეა.

მერწყული

ამ დღეს მერწყულის შემოქმედებითი პოტენციალი და ინტუიცია იზრდება. თუ გონივრულად და წინდახედულად იმოქმედებთ, შესაძლოა, ოჯახური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ. მოსალოდნელ პრობლემებს უახლოესი მეგობრების დახმარებით გაუმკლავდებით.

თევზები

სტაბილურობის დასაცავად გარკვეული ძალისხმევა მოგიწევთ. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ახალი ძალების და ახალი იდეები შემოდინება, რომელთა განხორციელება კმაყოფილებას მოგანიჭებთ. 

ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო – სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე

რა ხდება დღეს მსოფლიოში? ვიჩოქებთ ძლევამოსილი ქვეყნების წინაშე, რომლებსაც სურთ იყვნენ მსოფლიოს მმართველები?! – განაცხადა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურსკა კლაკოჩარ ზუპანციემ დუბროვნიკის ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ევროკავშირი იყო ოცნება, ოცნება ქვეყნებზე, განსხვავებულ ერებზე, განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებსა და განსხვავებულ რელიგიებზე.

„სად არის ევროპელი ხალხის ერთიანი ხმა, როდესაც მსოფლიოში სისასტიკეებს ეხება საქმე, იქნება ეს ევროპასთან ახლოს თუ უფრო მოშორებით? რატომ ვდუმვართ? და რატომ ვაკვირდებით? ან მხოლოდ ერთი-ორ სიტყვას ვიტყვით და არაფერს ვაკეთებთ.

რატომ არაფერს ვაკეთებთ გულწრფელად რომ ვთქვათ?! ახლა, თქვენ წინაშე ვდგავარ და გთხოვთ, არ იყოთ ჩუმად, არ იყოთ უმოქმედოდ. სიცოცხლის გადარჩენა ამად ღირს. იქნება ეს ისრაელის, პალესტინის, უკრაინის თუ რუსეთის მხარე. ევროკავშირო, გაიღვიძე! დროა გაიღვიძო და ღირებულებებით იცხოვრო. დაიწყო იმ ღირებულებების განხორციელება, რომელსაც ასე მტკიცედ ემხრობი – დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კაცობრიობის დაცვა. ასე გვამოძრავებს კაპიტალი, რომ ვერ ვხედავთ რა ხდება ჩვენს თვალწინ? ვიმედოვნებ, რომ ადამიანობა გაიმარჯვებს. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი ფეხზე წამოდგება და დაიწყებს იმის კეთებას, რაზეც ამდენი წელია ვსაუბრობთ. კაცობრიობა უპირველეს ყოვლისა“, – აღნიშნა მან.

მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი დევს – მომდევნო კვირაში გაკეთდება განცხადება 15 პირის სანქცირებაზე, რომელთა ნაწილი მოსამართლეა – ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახური

ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის (EEAS) ოფიციალურმა პირმა ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვამდე ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა ზომები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს.

მისი თქმით, მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ.

„საქართველოს შესახებ სამ მთავარ საკითხს გამოვყოფ: პირველი, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიერ 2024 წლის ივნისიდან მიღებული ზომების შეფასება, რომელიც დაფუძნებული იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დროს.

კაია კალასი წევრ სახელმწიფოებს ასევე მოუწოდებს მეორე მიმართულებისკენ, რაც სანქციების გზით მოქმედებას გულისხმობს, რათა უზრუნველყოს, რომ წევრი სახელმწიფოების კონსესუსი მოიპოვოს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დარღვევების და მშვიდობიანი მომიტინგეების ჩაგვრის საკითხების მოგვარება.

მესამე საკითხია მინისტრების მოსაზრებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რას ხედავენ ისინი შემდგომ შესაძლებლობებად, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს არის საერთო მიმართულება ქართველი ხალხის, ქართული თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროპული გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ნამდვილად არის ის გზა, რომელსაც ხელისუფლება უნდა გაჰყვეს. მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, სრულიად საპირისპიროა“, – განაცხადა მან.

„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვაზე, თუ რა ზომების მიღებას გეგმავს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების გარკვეული წევრების წინააღმდეგ, EEAS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი“ დევს.

„ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტი, რომლის წარმოდგენაც შეგიძლიათ, პოტენციურად განიხილება. და ამავდროულად, ამისთვის ჩვენ გვჭირდება საგარეო საქმეთა მინისტრების კონსესუსი და შეთანხმება“, – განაცხადა მან.

ამასთან, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ევროკავშირი მოსამართლეების დასანქცირებას, EEAS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოტენციურად სანქცირებულთა სიაში სწორედ მოსამართლეთა ნაწილია.

„მომდევნო კვირაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განაცხადებს, რომ სიებთან დაკავშირებით სულ მცირე 15 პირზე არსებობს მყარი, იურიდიულად დასაბუთებული წინადადება და შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სიების ნაწილი მოსამართლეები არიან. რა თქმა უნდა, სახელებს ვერ დავასახელებ, რადგან ეს ასევე ეწინააღმდეგება შეთანხმების ძიების მთელ მიზანს. მაგრამ სწორედ ეს იქნება ძალიან რთული, რადგან ამ წინადადებებზე 27-მა ქვეყანამ ერთხმად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, 15 ივლისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.

შსს თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მოპედის მძღოლმა, რომელიც ამაღლების ქუჩაზე გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

უწყების ცნობით, გამვლელი პირი სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

სამართალდამცველებმა ამაღლების ქუჩაზე, მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 1993 წელს დაბადებული გ.კ. მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გ.კ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ.

სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რაც არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ვიდეო პოლიციელის მიერ მოქალაქის დაკავების ამსახველი კადრით იწყება. ამ დროს დაკავებულს გამოესარჩლა სხვა მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს შემდეგი სიტყვებით მიმართა: – „მოვა დრო და მაგისთვის დედას გიტირებენ“. ვიდეოში ჩანს, რომ მასთან სამართალდამცავები მიდიან და ძალის გამოყენებით მის დაკავებას ცდილობენ, რა დროსაც ეს უკანასკნელი შეუძლოდ ხდება და სავარაუდოდ, გონებას კარგავს.

“პუტინის გულში შიში სუფევს. სასოწარკვეთილმა დიქტატორმა შეიძლება ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს, რომლითაც ორივე არმია განადგურდება – რუსულიც და უკრაინულიც”- The Daily Telegraph-ი

„პუტინის გულში შიში სუფევს. სასოწარკვეთილმა დიქტატორმა შეიძლება ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს, რომლითაც ორივე არმია განადგურდება – რუსულიც და უკრაინულიც“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 11 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატია-კომენტარს, რომლის ავტორია ჰემიშ ბრეტონ-გორდონი – სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

შესაძლოა ყველაზე პოზიტიური ამბავი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ლონდონში ვიზიტის დროს მოხდა, არის ის, რომ გამოცხადდა ერთობლივი ფრანგულ-ბრიტანული ალიანსი ბირთვული იარაღთან დაკავშირებით.

ჩვენ, რასაკვირველია, დიდი ხნის წინ ვვარაუდობდით, რომ საფრანგეთი მხარს დაგვიჭერდა ნებისმიერი ბირთვული აგრესიის შეკავებაში, მაგრამ მტკიცედ დარწმუნებულები მაინც არ ვიყავით: დღევანდელ რთულ და დაძაბულ მსოფლიოში აღქმა და ფსიქოლოგიური განწყობა შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენს პოლიტიკაზე, ვიდრე ფიზიკური საბრძოლო მზადყოფნა. ახლა კი ემანუელ მაკრონისა და კირ სტამერის ერთობლივი ბირთვული განცხადება ბევრად უფრო მეტ რეზონანსს გამოიწვევს კრემლში, ვიდრე იმ ყველა ჭურვისა და რაკეტის წარმოება, რაზედაც პარიზი და მოსკოვი შეთანხმდა – მით უმეტეს, რომ მათი გამოშვება ხვალვე კი არა, არამედ 3-4 წლის შემდეგ თუ დაიწყება.
კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელდა და რომელიც ასევე ევროპის ბირთვულ თავდაცვას უკავშირდება, არის ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომლის თანახმად, დიდი ბრიტანეთი შეისყიდის ამერიკულ რეაქტიულ „უჩინარ“ თვითმფრინავს F-35A-ს, რომელსაც ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა აქვს, მაგალითად, ამერიკული ტაქტიკური ატომური გრავიტაციული ბომბისა, სახელწოდებით B61.

ბირთვული შეკავების ეფექტურობა, საყოველთაო გაგებით, ეფუძნება პარიტეტს და წონასწორობას, თუმცა ეს პოზიცია სერიოზულად შეილახა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარებით ბოლო თვეების განმავლობაში. შესაძლოა, კრემლმა იფიქრა, რომ აშშ არ მოახდენს რეაგირებას, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში ან ევროპაში. ვლადიმერ პუტინი და მისი ბანდიტები მუდმივად იმუქრებოდნენ ბირთვული დარტყმით მანამდეც, სანამ უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ ომს დაიწყებდნენ, მაგრამ ახლა, როცა სამდღიანი ომი სამწლიანად გადაიქცა, ისინი შესაძლოა უკვე ფიქრობენ რადიკალური ნაბიჯის გადადგმას ომი სწრაფად დასრულების მიზნით. კრემლს ჰგონია, რომ ჩვენ რეაგირებას ვერ გავბედავთ.

ერთი მხრივ,კრემლის ასეთ პოზიციას აზრი აქვს: პუტინმა კარგად იცის, რომ ლონდონს ტაქტიკური ბირთვული იარაღი არ აქვს (უფრო სწორად, ჰქონდა და ნაადრევად გაანადგურა 1990-იან წლებში) და აქედან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი ბრიტანეთი, რუსეთის მოქმედების ანუ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საპასუხოდ, მოსკოვისაკენ ბევრად უფრო მეტი პოტენციალის მქონე სტრატეგიული დანიშნულების რაკეტას „ტრაიდენტს“ გაუშვებს. არმაგედონის გაჩაღება ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედის, მაგრამ აუცილებელია გარკვეული პასუხის გაცემა.

გასაგებია, რომ F-35A-სა და B61-ის შესყიდვას, მათი ექსპლოატაციის დაწყებას და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას წლები დასჭირდება, მაგრამ ახლა, როცა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, თანამედროვე „ანტანტას“, უკვე აქვთ [ფრანგული] ტაქტიკური ბირთვული იარაღი ერთობლივი სარგებლობისათვის, ვლადიმერ პუტინს მოუწევს იფიქროს, რომ თუ იგი უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, იგი აუცილებლად მიიღებს პასუხს რუსეთის არმიაზე იგივე ბირთვული დარტყმის სახით.

სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერისათვის ასეთი პერსპექტივა შიშისმომგვრელი და გულისშემძვრელი უნდა იყოს, რადგან მისი არმია არამარტო თავდასხმისა და აგრესიის ინსტრუმენტს წარმოადგენს, არამედ კრემლის დიქტატორული ხელისუფლების საყრდენსაც. (…)
ევროპას ძლიერი სამხედრო ხელმძღვანელობა ჭირდება: იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვუპირისპირდებით უკანასკნელ ევროპელ ტირანს, არაფერი მას არ შეაშინებს, გარდა საპასუხო ბირთვული დარტყმის შიში. ორი დღევანდელი მომენტი – ფრანგულ-ბრიტანული ბირთვული ალიანსი და ნატოს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის 5%-იანი ზრდა – აი, ეს არის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიმართული რეალური და დამაჯერებელი ფსიქოლოგიური სიგნალი, რომელსაც იგი გააცნობიერებს. ძალის პოზიციით ლაპარაკი ვლადიმერ პუტინს უკეთ ესმის, რადგან ეს მისი ენაა. სამწუხაროდ, ამ ენის შესწავლაზე და მის დამახსოვრებაზე ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ.

უეჭველია, პრესაში გამოქვეყნებული ვიზიტის ამსახველი პუბლიკაციების სათაურები უფრო მეტად მიძღვნილი იქნება მიგრანტებისა და თევზჭერის საკითხების (რაც ორივე ქვეყნის პრობლემაა) და არა ბომბებისა და რაკეტების მიმართ, მაგრამ თუ ჩვენ თავდაცვაზე არ ვიფიქრებთ, მალე დადგება დრო, როცა ლა-მანშის სრუტეში მცურავი არალეგალი მიგრანტებით სავსე ნავები და უკანონო თევზსაჭერი გემები ჩვენი ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება.

ვფიქრობ, მისასალმებელია ფრანგი პრეზიდენტისა და ჩვენი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. მადლობა მათ იმის გაცნობიერებისათვის, რომ პუტინი პატივს სცემს მხოლოდ ძალას და უმოწყალოდ სარგებლობს მეტოქის სისუსტით. აშშ-ის პრეზიდენტმაც, ალბათ, ეს გააცნობიერა: იგი ბოლო დროს მტკიცე ხასიათს ავლენს და თავის მეგობარ ვლადიმერ პუტინს მკაცრად აკრიტიკებს. თუ იგი უკან არ დაიხევს, ჩვენ, ალბათ, თავიდან ავიცილებთ უფრო მასშტაბურ ომს ევროპაში და უკრაინისათვის სამართლიანი მშვიდობის მოწმენი გავხდებით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7160 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7174 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1753 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1875 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0122 ლარი შეადგინა.

უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის კომისია საბაკალავრო საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების კურსს უნივერსიტეტებს აგვისტოს ბოლომდე წარუდგენს

სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის შემუშავებაზე იმსჯელა უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ პირველ სხდომაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძისა და მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კომისიის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების დაბრუნებას უკავშირდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა. მოხარული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვედით აქამდე და ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ბუნებრივ წიაღში – საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების შემდეგ აღნიშნული ცვლილებები ასევე გავრცელდება აფხაზურ ენაზე, რადგან, კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, აფხაზური სახელმწიფო ენად არის აღიარებული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს პოლიტიკურ ხედვაზე, გაუფრთხილდეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს აფხაზური ენის გაძლიერებას. ჩვენ, უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მოხდეს ქართული ენის, როგორც საგნის ინტეგრირება სასწავლო პროცესში საბაკალავრო დონეზე და უზრუნველყოფილი იყოს მისი უმაღლესი სტანდარტით სწავლება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გაძლიერებისა და საზღვარგარეთ ქართველოლოგიის ცენტრების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

„კომისიის წევრებმა საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების კურსის შინაარსზე, ხანგრძლივობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. ქართული ენის უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულოდ სწავლების წესების შემუშავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია უნივერსიტეტებს კურსის სწავლების წესს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზებს. წესის დამტკიცების შემდეგ, 2025-2026 სასწავლო წლიდან ქართული ენის სპეციალური კურსი საბაკალავრო საფეხურზე შესაბამისი ფორმატით ისწავლება“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტებისთვის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო გახდა, პარლამენტმა 10 ივნისს დაამტკიცა.

ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ევროკავშირიდან შემოსული თანხები – არჩილ გორდულაძე

მდიდარი „ენჯეოებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს, რაღაც საიტზე იყვნენ დარეგისტრირებულები, თუ ეს უცხოურია, მაგრამ ქართული საიტის შემთხვევაში პრობლემა აქვთ, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ევროკავშირიდან შემოსული თანხები.

„დაფინანსებაზე გავიგეთ ევროკავშირის ფარგლებში არსებული საიტიდან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული თანხების შესახებ არის ინფორმაცია. რეალურად, არ ვიცით, სად დაიხარჯა ეს თანხები. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მდიდარი „ენჯეოები“ არიან, ჩვენი ქვეყნის და კანონმდებლობის უპატივცემულობას უსვამენ ხაზს. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რაღაც საიტზე იყვნენ დარეგისტრირებულები, თუ ეს უცხოურია, მაგრამ ქართული საიტის შემთხვევაში პრობლემა აქვთ. სწორედ ამის გამო ვამბობთ ამ ადამიანებთან დაკავშირებით, რომ მათთვის სამშობლო არ არსებობს.

მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, როგორ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც, რათა მათ იცოდნენ, რაში იხარჯება ევროკავშირიდან შემოსული თანხები. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან დაფინანსებული ადამიანები, „ენჯეოები“ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის კამპანიას აწარმოებენ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს კითხვები აქვს ევროკავშირსა და ათეულ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისი მონაცემების დეტალურად გამოქვეყნებას ითხოვს. ევროკომისიიდან გამოთხოვილ და გამოქვეყნებულ მასალებში ბრიუსელიდან საქართველოს მესამე სექტორისთვის გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციაც იძებნება.

გარე აქტორები ცდილობენ, რომ “ლელო” და გახარიას პარტია გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ახლა ეს სპექტაკლი მიმდინარეობს -ლევან მაჭავარიანი

ვხედავთ, როგორი რებრენდინგი მიდის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გარე აქტორების მხრიდან, ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“, კარგად ხვდებიან, რომ წინა არჩევნებზე ხალხმა არ მიიღო, ვითომდა პარტია „ახალი“ რომ შეასაღეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის შეფასებით, ეს არის ერთი დიდი სპექტაკლი.

„თვალყურს ვადევნებთ, როგორი დასუსტებულია ოპოზიცია, ფაქტობრივად, განადგურებული არიან, იქაც აზრები იყოფა, ვიღაცამ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ვიღაცამ – არა. ეს არის ერთი ძალიან დიდი სპექტაკლის ნაწილი, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები მათი მიღებული არ არის, როგორი ინსტრუქციაც მოდის იმ ვერტიკალიდან, საიდანაც ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება, ზუსტად ამ ინსტრუქციას უნდა მიჰყვნენ. შიდა პაექრობაა, კონკურენცია არსებობს, ოთხივე რადიკალურ პარტიას სურს, იყოს ფავორიტი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის, იგივე გლობალური ომის პარტიისთვის და აქედან გამომდინარე მიმდინარეობს ერთმანეთის დაჭმა. საბოლოო კონფიგურაცია ჯერ მაინც ჩამოყალიბებული არ არის, ჯერ არჩევნებამდე დროა.

ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მზად ვართ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის, კიდევ უფრო დაშლიან, დაანაწევრებენ, თუ კიდევ უფრო გააერთიანებენ. ჩვენ საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს, თუმცა ვხედავთ, როგორი რებრენდინგის პროცესი მიდის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ამ გარე აქტორების მხრიდან. ისინი ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია უფრო გამიჯნონ „ნაციონალური მოძრაობისგან“, კარგად ხვდებიან იმას, რომ წინა არჩევნებზე ხალხს რომ შეასაღეს ვითომდა პარტია „ახალი“, ხალხმა არ მიიღო. რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ერთსა და იმავე ძალაზეა საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვერ აკეთებენ ფსონს, რადგან ვერ წაუშალეს და ვერც ვერასდროს წაუშლიან ის წარსული, რაც მათ მოჰყვებათ. აქედან გამომდინარე, ამ ორ პარტიაზე გააკეთეს ფსონი და ცდილობენ, რაღაცნაირად გამიჯნონ. გამიჯვნის სპექტაკლი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც დღეს ვერ აღიქვამენ ბოლომდე, რომ ეს ოთხივე რადიკალური პარტია ერთი ვერტიკალიდან იმართება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ლიმიტ და სტოპ დავალებები დაემატა. ახლა უკვე შეგიძლია აქციები  შენთვის სასურველ ფასად იყიდო ან გაყიდო – ბაზარზე მუდმივი დაკვირვების გარეშე.

ლიმიტ და სტოპ ორდერების მეშვეობით, წინასწარ შეარჩევ აქციის სასურველ ფასს და როგორც კი ბაზარზე მითითებული ნიშნული დაფიქსირდება, ყიდვის  ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება.

ლიმიტის დავალებაიყიდე და გაყიდე აქციები შენს მიერ შერჩეულ ფასად

ლიმიტის დავალება გაძლევს საშუალებას, მიუთითო ფასი, რომელშიც გსურს აქციის შეძენა ან გაყიდვა. როცა ღირებულება ზუსტად შენ მიერ მითითებულ ნიშნულს მიაღწევს, ყიდვის ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება მითითებული ან უკეთესი ფასითაც კი. ეს დაგეხმარება, აქციები შენთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინო ან გაყიდო ისე, რომ ბაზარზე მუდმივი დაკვირვება არ დაგჭირდეს.

სტოპ დავალებადააზღვიე ინვესტიცია რისკებისგან

 

სტოპ დავალება გეხმარება წინასწარ განსაზღვრო მინიმალური ფასი, რომელზეც აქციების გაყიდვა გინდა. როგორც კი ბაზარზე შენ მიერ მითითებული ფასი დაფიქსირდება, გაყიდვის დავალება ავტომატურად გააქტიურდება და ტრანზაქცია შესრულდება იმ მომენტისთვის არსებულ ფასად. სტოპ დავალება საშუალებას გაძლევს, შეამცირო რისკები და დაიცვა პორტფელი ბაზრის მკვეთრი მერყეობის პირობებში. შესაბამისად, როცა ფასი შენ მიერ მითითებულ ზღვრებს უახლოვდება, სტოპ დავალება მოქმედებას იწყებს, რათა ინვესტიცია არ შეგიმცირდეს იმაზე მეტად, ვიდრე განსაზღვრული გაქვს.

გაიმარტივე ინვესტირება თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე: https://app.tbcbank.ge/YiId/chj86sn2

(R)

როცა სამომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და ამ დროს თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, ცოტა უხერხულია -რატი იონათამიშვილი

როცა სამ ომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და ამ დროს თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ინფორმაციას, რომ ლიეტუვის ხელმძღვანელი პირები თავშესაფარში გადაიყვანეს.

კერძოდ, მედიის ინფორმაციით, ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერები თავშესაფარში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ქვეყანაში ბელარუსიდან დრონი შეფრინდა.

„მესმის სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ქვეყნის ხელმძღვანელობის სტანდარტული პროტოკოლის შესაბამისად დაცვა, მაგრამ, როცა სამომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და, ამ დროს, თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია“, – წერს რატი იონათამიშვილი.