Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, როცა თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას, ეს უმაღლესი დონის ცინიზმია – თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა.

მისი თქმით, ღამით რუსები თავს დაესხნენ კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, მიკოლაივისა და კიევის ოლქებს. საერთო ჯამში, ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქებში 165 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. დონეცკისა და სუმის ოლქებში კი მთელი დილის განმავლობაში გრძელდებოდა მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმები.

„რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია. საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ სულ მცირე ერთი თვით, რათა ომი დასრულდეს. თუ სიჩუმეა, მაშინ ყოველდღიურად უნდა იყოს, თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს სხვა პარტნიორებთან და ვიძლევით სიგნალს – ის, რასაც ორბანი აკეთებს, სახიფათოა ევროკავშირისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვიქტორ ორბანის გეგმას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკითხვის ჩატარებასთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახიფათო უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა უნგრელი კოლეგა გააკრიტიკა.

„70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენს მხარესაა. თქვენ იცით, რომ ორბანმა გამოკითხვა მოამზადა, იქ ვითომ, ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას, მაგრამ არის სხვა გამოკითხვა და იქ 70% უკრაინის მხარესაა. უბრალოდ, საჭირო არაა საკუთარ არჩევნებში ჩვენი ჩათრევა, ის აკეთებს ამას, იმით, რომ ევროკავშირში გვბლოკავს. საბოლოო ჯამში, ეს მეთოდიკა მომგებიანი არ იქნება. რატომ? – იმიტომ რომ, ყველაფრის მიუხედავად, ხალხი იქ უკრაინის მხარესაა. ამას ვხედავთ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს. კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს სხვა პარტნიორებთან და ვიძლევით სიგნალს – ის, რასაც ის აკეთებს, სახიფათოა ევროკავშირისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.

რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში ნგრევა და ხანძარი სამ რაიონში მოხდა: ობოლონსკის, სვიატოშინსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები, გზის საფარი, ავტომობილები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები კი თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას აგრძელებენ.

დონალდ ტრამპმა მრჩევლის თანამდებობიდან მაიკ უოლცის გათავისუფლება მისი მოქმედებების მიმართ უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა, მათ შორის იყო ირანზე თავდასხმის მხარდაჭერა – „ვაშინგტონ პოსტი“

Republican presidential candidate former President Donald Trump speaks at a Super Tuesday election night party Tuesday, March 5, 2024, at Mar-a-Lago in Palm Beach, Fla. (AP Photo/Evan Vucci) J

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან მაიკ უოლცის გათავისუფლება მისი მოქმედებების მიმართ უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა, მათ შორის იყო ირანზე თავდასხმის მხარდაჭერა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

როგორც გამოცემა წერს, უოლცის გათავისუფლება ტრამპმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მარტში The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჯგუფურ ჩატში დაამატა, სადაც იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმას განიხილავდნენ. ამასთან, ანონიმური წყაროების თქმით, მხოლოდ ეს არ იყო უოლცის გათავისუფლების მიზეზი. ცნობილია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს კონფლიქტი ჰქონდა გუნდის სხვა წევრებთანაც.

გარდა ამისა, წყაროების თქმით, უოლცმა გააღიზიანა ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოვალურ კაბინეტში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაშინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დადგა დრო ირანზე იერიშის მისატანად.

მაიკ უოლცის გათავისუფლების შესახებ ცნობილი პირველ მაისს გახდა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპმა განაცხადა, რომ უოლცს გაერო-ში აშშ-ის ელჩად წარადგენდა.

აღ­დგო­მი­დან მე­სა­მე კვი­რას, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წმინ­და მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­და­თა ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს

აღ­დგო­მი­დან მე­სა­მე კვი­რას, ხვალ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წმინ­და მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­და­თა ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა გა­ი­მარ­თე­ბა.

ეკ­ლე­სია ხვალ წმი­და­თა მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებს: მა­რი­ამ მაგ­და­ლი­ნელს, მა­რი­ამ კლე­ო­პას, სა­ლო­მეს, იო­ა­ნას, მარ­თას და მა­რი­ამს, სუ­სა­ნა­სა და სხვებს იხ­სე­ნებს.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, უფ­ლის დაფვ­ლის შემ­დეგ ისი­ნი გამ­თე­ნი­ი­სას მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­თან მი­ვიდ­ნენ და თან ნელ­სა­ცხე­ბე­ლი მიჰ­ქონ­დათ. დე­დებს საფ­ლა­ვის ლოდი გა­და­გო­რე­ბუ­ლი დახ­ვდათ, ხოლო უფ­ლის ან­გე­ლოზ­მა მათ ახა­რა, რომ უფა­ლი აღ­დგა.

ამ დღეს ეკ­ლე­სია, ასე­ვე, მარ­თალ იო­სებ არი­მა­თი­ე­ლი­სა და ნი­კო­დი­მოს იხ­სე­ნებს, რო­მელ­თაც პი­ლა­ტეს­გან გა­მო­ი­თხო­ვეს უფ­ლის გვა­მი და იგი პა­ტი­ვით დაფ­ლეს.

წმინ­და­თა მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­და­თა ხსე­ნე­ბის დღეს, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია კე­თილ­მსა­ხუ­რი მე­ფის, თა­მა­რის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს.

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

მე­ტად და­აკ­ვირ­დით და ნაკ­ლე­ბი იმოქ­მე­დეთ, შემ­დეგ შეძ­ლებთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას არა მხო­ლოდ იმ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბით, არა­მედ გარ­შე­მო მყო­ფებ­ზეც.

კურო

ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ენერ­გი­ულ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს არა იმ­დე­ნად მათ, რამ­დე­ნა­დაც თქვენ. ამი­ტომ ნე­გა­ტი­ვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას გირ­ჩევთ.

ტყუ­პი

ნე­ბის­მი­ე­რი ნე­გა­ტი­ვი უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს თქვენ­ზე. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბა ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით: სა­უ­კე­თე­სოა ფო­კუ­სი­რე­ბა იმა­ზე, რა­საც და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­აქვს.

კირჩხი­ბი

გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­არ­თუ­ლოს რო­გორც სა­მუ­შაო პრო­ცე­სი, ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა კო­ლე­გებ­თან და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, ამი­ტომ უნდა დაძ­ლი­ოთ იგი.

ლომი

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ ახ­ლობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს და­ვი­წყე­ბუ­ლი გყავ­დათ, სას­წრა­ფოდ გა­მო­ას­წო­რეთ სი­ტუ­ა­ცია.

ქალ­წუ­ლი

დღეს ნე­ბის­მი­ერ­მა წვრილ­მან­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი. ამი­ტომ ეცა­დეთ, სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის გამო არ აი­შა­ლოთ ნერ­ვე­ბი. გა­ე­რი­დეთ ყვე­ლა­ფერს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­გაბ­რა­ზოთ.

სას­წო­რი

გეკ­რძა­ლე­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი ჩა­რე­ვა სხვის კონ­ფლიქ­ტში, გან­სა­კუთ­რე­ბით “კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბით”, გახ­დე­ბით დამ­ნა­შა­ვე სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის კა­მათ­ში.

მო­რი­ე­ლი

დი­ლი­დან და­ი­ძა­ბე­ბა სი­ტუ­ა­ცია, სა­ღა­მოს კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ნამ­დვი­ლი აფეთ­ქე­ბა. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, შე­ე­ცა­დეთ შე­ზღუ­დოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ახ­ლობ­ლებ­თან და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან.

მშვილ­დო­სა­ნი

ცუდი გან­წყო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა სა­მუ­შა­ოა, ამი­ტომ მი­უ­ხე­და­ვად დას­ვე­ნე­ბის დღი­სა, შე­ე­ცა­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იტ­ვირ­თოთ თავი ისე, რომ დროც კი არ გქონ­დეთ ცუდ­ზე ფიქ­რის­თვის.

თხის რქა

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მი­ი­კა­როთ ნე­გა­ტი­ვი. თუ დი­ლი­დან­ვე და­ი­წყებთ იმის თქმას, რომ მხო­ლოდ კარ­გი და სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა თქვენ ცხოვ­რე­ბა­ში, მა­შინ ეს რე­ა­ლუ­რად მოხ­დე­ბა.

მერ­წყუ­ლი

შე­იძ­ლე­ბა და­გე­უფ­ლოს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ცხოვ­რე­ბის მი­მართ, მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ყვე­ლა­ფერს არას­წო­რად აკე­თებთ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს მხო­ლოდ დღის მთვა­რის ენერ­გი­ე­ბის გავ­ლე­ნაა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ივ­ლის.

თევ­ზე­ბი

თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა არა­სა­თა­ნა­დოდ მო­იქ­ცნენ, რაც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­გა­ღი­ზი­ა­ნებთ: შე­ე­ცა­დეთ გა­ი­გოთ, ამის მი­ზე­ზი და დარ­ჩეთ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მათ მი­მართ.

ამინდი გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატში „სტრასბურგთან“ დამარცხდა

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის 32-ე ტურის მატჩში სტუმრად „სტრასბურგთან“ 1:2 დამარცხდა. ეს საფრანგეთის ჩემპიონისთვის შიდა პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხია.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. 20-ე წუთზე ლუკა ერნანდესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ლემარეშალმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

პარიზელებმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, 46-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლას გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, თუმცა ძირითადი მოთამაშეების არყოფნაში მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად სათადარიგოთა სკამზე იყო. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩისთვის დაასვენა, რომელიც „არსენალთან“ ელის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მარკო რუბიოს კრიტიკას გამოეხმაურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მარკო რუბიოს კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც გრძნობს, როცა უყურებს, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თვალთვალსა და ცენზურას უნდა ექვემდებარებოდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გერმანიაში ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების კრიტიკას არ ეთანხმებოდა. გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება არის დემოკრატიული, ეფუძნება კანონის უზენაესობას, ხოლო საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის.

„ჩემზე ვიტყვი: სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც ვგრძნობ, როცა ვუყურებ, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თვალთვალსა და ცენზურას უნდა ექვემდებარებოდეს. გერმანიავ, ვერ დაემალები იმას, რაც საკუთარი ისტორიის წყალობითაც ვერ ისწავლე. როგორც იცი, ეს ჩვენი ისტორიაცაა, რადგან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ შენი ისტორიის კონკრეტულად ამ თავის დახურვაში. ეს ჩემი ისტორიაც არის, რადგან მამაჩემი იძულებული გახდა ანშლუსის შემდეგ მშობლიური ვენა დაეტოვებინა (ის ამერიკის მოქალაქე გახდა და ამაყად იბრძოდა აშშ-ის არმიის რიგებში, ათავისუფლებდა რა ევროპას). ის ძალიან კარგი სიტყვის თავისუფლების გამო არ გაქცეულა. ის გაიქცა იმიტომ, რომ ისინი, ვისაც პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალისა და ცენზურის სჯეროდა, ხელისუფლებაში იყვნენ. თქვენ საკუთარ მოქალაქეებს „მემარჯვენე ექსტრემისტების“ დამღას ვერ დაადებთ, ვერ აიძულებთ, რომ ისინი გაჩუმდნენ, ციხეში ვერ ჩასვამთ იმის გამო, რომ ისინი, მაგალითად, ღია საზღვრების წინააღმდეგ გამოდიან. გთხოვთ, მორალისტობას გაეშვით“, – დაწერა ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში.

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა გუშინ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა. მიმდინარე წლის 23 თებერვალს გერმანიაში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილი დაიკავა და ხმათა 20,8% მიიღო.

 ,,უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა”- მიხეილ ყაველაშვილი

ალექსანდრე ჩივაძე იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მოედანზე იყო პირდაპირ ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი, მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა.

„ბატონო ალექსანდრე, პირადად, მინდა, მოგილოცოთ იუბილე, გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე, თქვენი არსებობით კიდევ გაახაროთ ჩვენი გულშემატკივარი, რადგან მართლაც ენით აღუწერელია თქვენი შთამბეჭდავი კარიერა. მე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს და ჩემს კოლეგებს ვხედავ აქ, რომელთაც დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ჩივაძემ და მისი თაობის ფეხბურთელებმა შეგვაყვარა ფეხბურთი, გაგვიჩინა სურვილი, დიდი ფეხბურთი გვეთამაშა. სწორედ ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი და ის დიდი ფეხბურთელები იყვნენ ჩვენი მაგალითები, რაზეც ვიზრდებოდით.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, მაშინდელ „დინამოში“ ჩივაძესთან ერთად მომიწია ვარჯიში, დიდი სიხარული იყო, ღამე არ მეძინა და ეს შთაბეჭდილებები დღემდე მოგვყვება. ახალგაზრდა ფეხბურთელები ვიყავით და ვგრძნობდით, რაოდენ დიდი განცდა იყო ამ ადამიანების არსებობა. შემდეგ, როცა უკვე ნაკრების ფეხბურთელები გავხდით, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი გახდა.  ძალიან მძიმე წლები იყო, მთელი ქვეყანა ლოდინის რეჟიმში იყო, როდის დაიწყებდა ჩვენი ნაკრები ოფიციალურ შეხვედრებს. გვიზიარებდა არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ პიროვნულ, ადამიანურ გამოცდილებებს – რამდენად რთული იყო მისთვის იმ დროს, როცა იცოდა, რას ნიშნავს დიდი ფეხბურთი, რა მოთხოვნები აქვს დიდ ფეხბურთს და იმ არსებულ რეალობაში, როგორი რთული იყო ამ ყველაფრის გადმოცემა და ჩვენი მოტივირება, რომ ჩვენ დიდი ფეხბურთი გვეთამაშა.

ძალიან ბევრი მაგალითია, მაგრამ მე მინდა, აღვნიშნო დიდი სპეციალისტების მიერ მისი, როგორც ფეხბურთელის შეფასება. მე როცა მომიწია შვეიცარიაში ცხოვრება, „ფიფა“-ში ურთიერთობა, იქ დათო ყიფიანზე, ალექსანდრე ჩივაძეზე პირდაპირ ამბობდნენ, რომ პროფესორია. ასეთი ეპითეტი აქვს მას მსოფლიო ფეხბურთში და ეს ალბათ არ არის გასაკვირი. იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ მე დავამატებდი, როცა ის იყო მოედანზე, იყო ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი. მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე. უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა“, – განააცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძეს ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რაც მან გულშემატკივარს და ერს მიანიჭა.

„მე, როგორც ფეხბურთელს, ბევრი შემიძლია, ვისაუბრო მასზე, მაგრამ დღეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ავიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას და ქართველი ხალხის სახელით, რადგან მე მქონდა შესაძლებლობა, დამენახა ქართველ ხალხის მისადმი სიყვარული, მადლობას გადაგიხდით ბატონო ალექსანდრე, იმ ემოციებისთვის, სიხარულისთვის, რაც თქვენ მიანიჭეთ ჩვენს გულშემატკივარს, ერს. იმ მძიმე წლებს მე და ჩემი კოლეგები ახლა ყოველთვის იუმორით ვიხსენებთ, „თელასში“ სირბილს „უელსის“ თამაშის წინ. ყოველ ნახევარ საათში მირბოდა, ჩაართვევინებდა სინათლეს, მერე ისევ მორბოდა, ოთხჯერ მოუწია მისვლა „თელასში“. ასეთ პირობებში გვიწევდა ჩვენ მომზადება და ამ დროს მოედანზე ვიმარჯვებდით. რომ არა ჩივაძის ეს მოტივირება, მისი გამოცდილება, როგორც არა მარტო მწვრთნელი, არამედ უფროსი მეგობარი ყველაფერს გვიზიარებდა და გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ მაქსიმუმი გაგვეღო. ბატონო ალექსანდრე, კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხის სახელით გულწრფელად დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ გაიღეთ ჩვენი ერისთვის. ეს არის უდიდესი დამსახურება. ხელისუფლებაში ვართ არაერთი სპორტსმენი და ვიცით სპორტის, ადამიანის ფასი, ვინც გაიღებს ბევრს ქართული სპორტისთვის და მე მიხარია, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება ამას აფასებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაორმაგდება. დღეს ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატება. სპორტსმენს მოკლე კარიერა აქვს და ძნელია შემდეგ სხვა ცხოვრებაში გადასვლა, სხვანაირად ჭირდება ხოლმე შეფასება და დაფასება, რის გაგებაც ზოგისთვის შეიძლება, რთულია, მაგრამ მე მგონი, ვართ უკვე იმ მდგომარეობაში, რომ ეს კარგად დავინახოთ და შევაფასოთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ საშა ჩივაძეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ალექსანდრე ჩივაძის მნიშვნელოვან წვლილს ქართული ფეხბურთის განვითარებაში და მას მადლობა გადაუხადა.

“შეუძლებელია, ყოველ ჯერზე არ გაგაოცოს განსაკუთრებულმა საფეხბურთო ინტელექტმა, განსაკუთრებულმა ხელწერამ, დახვეწილმა თამაშის სტილმა, რომლითაც ბატონი ალექსანდრე ჩივაძე გამოირჩეოდა, როგორც ქართული ფეხბურთისა და თბილისის “დინამოს” ნამდვილი ლიდერი. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ საშა ჩივაძეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის წარმატების გზაზე, ამაშიც არის ბატონი საშას და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილი.

მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ქართული ფეხბურთისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე ჩივაძიეს 70 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში”- ქადაგიშვილი

„მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციამ თავად ჩაიყენა ამ რთულ ვითარებაში თავი.

„ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მას დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა – ეს ნიშნავს, რომ თურმე საქართველოში არჩევნები, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობს და მათი ეს ყოვლად დაუსაბუთებელი არჩევნების შედეგების ბოიკოტი სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მათ.

მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს. მაგრამ ეს ბოიკოტის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, იწვევს მათ სრულ მარგინალიზაციას. მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.