Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა რომელიმე ნათესავთან ურთიერთობა გაგირთულდეთ, ამიტომ პრობლემურ და პრინციპულ თემებზე საუბარს მოერიდეთ.
დღეს ბევრ საქმეს მოასწრებთ, მთავარია საკუთარი ძალების გჯეროდეთ. ახალი საქმის დაწყება არასასურველია, რადგან ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს.
თუ დიდი ხანია დიეტის ან ვარჯიშის დაწყებას აპირებთ, ახლა სწორედ ამის დროა.
ასტროლოგიური პროგნოზი ვარაუდობს, რომ ფიზიკური დატვირთვაც ძალიან წაგადგებათ.
ხელსაყრელია სილამაზის სალონში ვიზიტი, იმიჯის ან ვარცხნილობის შეცვლა.

კურო

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, გონების ხმას უსმინეთ.
ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ!
დღეს ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა მოგიწევთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მცირე პრობლემები — დაღლილობა და საერთო სისუსტე.
ამ დღეს არასასურველია ფინანსური ოპერაციების ჩატარება.
ყურადღება მიაქციეთ საქმიანი პარტნიორის კეთილგანწყობილ რჩევას.
ახალი სიმპტომები შეიძლება შინაგანი ორგანოების პრობლემებზე მიუთითებდეს, ამიტომ თერაპევტს დროულად მიმართეთ.

ტყუპები

შესაძლებლობა გექნებათ, რომ ეს დღე ახლობელ ადამიანებთან ერთად შესანიშნავად გაატაროთ, ცოტათი ფლირტიც არ გამორიცხოთ.
პარტნიორს საყოფაცხოვრებო საკითხებით ნუ შეაწუხებთ – ახლა კარის თუ ფანჯრის შეკეთებაზე მეტად ურთიერთნდობა, ზრუნვა და სითბო გჭირდებათ.
კარგი დღეა, ხელმძღვანელობასთან სადავო საკითხების მოგვარებისა და ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. სცადეთ საკუთარი პოზიცია არგუმენტირებულად აუხსნათ და გულწრფელი საუბრის ნუ შეგეშინდებათ.
უმჯობესია დღე წინა დღეებისგან განსხვავებულად დაგეგმოთ — ყოველდღიურობამ ძალიან დაგღალათ.

კირჩხიბი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ გაცივდა, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი ილუზიაა — მას უბრალოდ ბევრი პრობლემა დაუგროვდა და გრძნობების გამოსავლენად არ სცალია.
მალე გაგიჩნდებათ შანსი, რომ ის საკითხები მოაგვაროთ, რომლებიც ბოლო დღეებში გტანჯავდათ.
ყურადღება მიაქციეთ, რას და რამდენს მიირთმევთ. თუ წონაში ადვილად იმატებთ, უმჯობესია მეტი წყალი და ბოსტნეული მიირთვათ.

ლომი

ეცადეთ, პირად ცხოვრებაში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ — ამ პერიოდში შესაძლებელია მიაღწიოთ იმას, რაზედაც ადრე მხოლოდ ოცნებობდით.
ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს და მათთან ურთიერთობისას ემოციები შეიკავეთ.
ხელსაყრელი დროა მსხვილი ფინანსური გარიგებებისთვის, თუმცა ფრთხილად იყავით — გადაღლამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ.
უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს – თუ დაღლილობას გრძნობთ, აუცილებლად მოეშვით და დაისვენეთ.

ქალწული

თუ ამჟამად მარტოხელა ხართ, შესანიშნავი დროა ახალი სიყვარულის საძებნელად. შეგიძლიათ ეს ინტერნეტით, მეგობრების დახმარებით ან სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებით სცადოთ.
დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება ნუ შეგეშინდებათ, თუმცა შინაურების რჩევებიც არ უგულებელყოთ.
შეეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ, თუნდაც საქმე უსიამოვნო ადამიანებთან გქონდეთ — კონფლიქტები არასასურველ შედეგებს მოიტანს.
საღამოს თავს განტვირთვის და დასვენების უფლება მიეცით. ცივი გონებით გადახედეთ იმას, რაც გაწუხებთ და გაარკვიეთ, რა გიშლით ცხოვრებაში ხელს.

სასწორი

საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დაპირისპირებამ შეიძლება თქვენი რეპუტაცია შეარყიოს.
მოთმინება, თავშეკავება და ყურადღების გადატანის უნარი დაგეხმარებათ, რომ ეს პერიოდი მშვიდად გაიაროთ, განსაკუთრებით მათ, ვისი ქორწინებაც კრიზისულ ფაზაშია.
ნუ აჰყვებით სკანდალებს, თუნდაც ამისკენ გიბიძგებდნენ. შესაძლოა, ფინანსურ საკითხებზე განსხვავებულმა პოზიციამ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ყველა ყველა მსხვილი შენაძენი წინასწარ შეათანხმოთ.

მორიელი

სირთულეების მიუხედავად, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დალაგდება და კიდევ უფრო გამტკიცდება. წყენა და ეჭვები წარსულში დარჩება, თქვენ კი შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებთ.
ეს დღე მშვიდად, კონფლიქტების გარეშე ჩაივლის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საყოფაცხოვრებო საკითხები დროულად მოაგვაროთ და მეორე ნახევრისგან საჭირო რჩევები მიიღოთ.
ფინანსური მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ და ეცადეთ, რესურსები დაზოგოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები მარტოხელა მშვილდოსნებს ურჩევენ, რომ ახალი ნაცნობობისას გულწრფელობა გამოიჩინონ.
ამ დღეს მცირე ტყუილიც კი გაუგებრობას და ურთიერთობის დასრულებას გამოიწვევს.
სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
ფინანსური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, რაც საშუალებას მოგცემთ, სასურველი ნივთები შეიძინოთ.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ ეჭვიანობა და უნდობლობა ცუდი მრჩეველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. ჰარმონიული ურთიერთობა მხოლოდ ნდობას ემყარება.
სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა მტკიცე და ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზრდება. თქვენი ენერგია ახლა სატურნის არახელსაყრელი ზემოქმედების გამო სუსტდება, ამიტომ სერიოზულ მოლაპარაკებებსა და რთულ საქმეებს მოერიდეთ — მათ ბოლომდე მისაყვანად შეიძლება ძალა არ გეყოთ.
მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები – ეცადეთ, ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ.

მერწყული

თუ გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ გაცივდა, მიზეზი აუცილებლად უნდა გაარკვიოთ.
თუ ოჯახში ურთიერთგაგება და ჰარმონიაა, საყოფაცხოვრებო საკითხები მარტივად გადაწყდება. სასურველია, რომ საღამოობით ოჯახთან მეტი დრო გაატაროთ და პრობლემური საკითხები ერთად განიხილოთ.
სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ – კოლეგის არაკეთილსინდისიერმა ქცევამ შეიძლება გარკვეული დაბრკოლებები შეგიქმნათ. საკუთარი ინტერესებისა და სხვისი ამბიციების დაბალანსება მოგიწევთ.
გირჩევთ, ფეხით სიარული ან სპორტული ვარჯიშები დაიწყოთ, რაც თავს ენერგიულად გაგრძნობინებთ.

თევზები

თუ ურთიერთობაში ბოლო დროს დაძაბულობა გაჩნდა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სიყვარული დასასრულისკენ მიდის.
დღეს სამსახურთან დაკავშირებით შეძლებთ სწორი არჩევანი გააკეთოთ, რაც სამუშაო პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.
თქვენი ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.
დღის ბოლოს შეიძლება მოულოდნელმა სირთულეებმა განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ თქვენს გვერდით აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობის ტვირთს თქვენთან ერთად გაიყოფს.

“დადგა დრო რუსეთ-უკრაინის ომიც დავასრულოთ”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დადგა დრო რუსეთ-უკრაინის ომიც დავასრულოთ“: ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გამოცხადებით გამხნევებულ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ უკრაინისათვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემით რუსეთზე ზეგავლენას მოახდენს“ (ავტორები – ჯო ბარნსი და ბენედიქტ სმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი ემზადება უკრაინის არმია „ტომაჰავკის“ რაკეტებით შეაიარაღოს, რომლებსაც დიდ მანძილზე ფრენა შეუძლიათ. ამ ნაბიჯით აშშ-ის პრეზიდენტი შეეცდება, რომ რუსეთი ომის შეწყვეტაზე დაითანხმოს.
ორშაბათს, ისრაელში საზეიმო ვიზიტის დროს, ქნესეთში გამოსვლისას, დონალდ ტრამპს ქება-დიდებას ასხამდნენ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გამო.
თავის მხრივ, მსოფლიოს ლიდერებმა ეგვიპტეში, შარმ-ალ-შეიხში გამართულ სამიტზე მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას როგორც ისრაელ-„ჰამასის“, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის თაობაზეც. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში პარასკევს, 17 ოქტომბერს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი დონალდ ტრამპთან ერთად იმსჯელებს იმ ახალ გარემოებებზე, რომელიც რაკეტა „ტომაჰავკის“ მიწოდებით შეიქმნება რუსეთთან ომის ფრონტზე და რომლითაც ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. „მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობა“, – თქვა უკრაინელმა ლიდერმა.
დონალდ ტრამპი უკვე ღიად ემუქრება ვლადიმერ პუტინს, რომ თუ იგი არ დათანხმდება ომის შეწყვეტას, გააგრძელებს აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევის იგნორირებას და მისი იმედების გაცრუებას, მაშინ აშშ კიევს „ტომაჰავკებს“ მიაწვდის. ამას წინათ თეთრმა სახლმა გააქტიურა უკრაინელი სამხედროებისათვის სადაზვერვო ინფორმაციების გადაცემა, რომ მათ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს ზუსტი დარტყმები მიაყენონ, კრემლის ეკონომიკის დასუსტების მიზნით.
ორშაბათს დონალდ ტრამპმა ისრაელის ქნესეთში გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა როცა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მიღწეულია, იგი თავისი სამშვიდობო ძალისხმევას მთლიანად რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისაკენ მიმართავს: „ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ასევე შევძლოთ სამშვიდობო შეთანხმების დადება [ირანთან[, მაგრამ უპირველესად რუსეთთან დაკავშირებული საკითხი უნდა მოვაგვაროთ“, – თქვა მან ქნესეთში გამოსვლისას, – „მოდით, ყურადღება ჯერ რუსეთზე გავამახვილოთ“.
ღაზას სექტორში ომის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში მეორე ვადით მისვლის მომენტიდან მან უკვე რვა კონფლიქტი მოაგვარა, მაგრამ ჯერჯერობით მისი ძალისხმევა უშედეგო გამოდგა მოსკოვი-კიევის სამწლიანი კონფლიქტის შესაჩერებლად და დღემდე პრობლემატური რჩება. აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობდა გავლენა მოეხდინა თავის რუს კოლეგაზე და ბერკეტები გამოეყენებინა მასზე ზეწოლის მოსახდენად.
მაგრამ როცა ორშაბათს დონალდ ტრამპმა მაღალ დონეზე შეაფასა თეთრი სახლის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც „მშვიდობის ძალით დამყარებას“ ითვალისწინებს, იმედი გაჩნდა, რომ იგივე მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნითაც იქნება გამოყენებული. ვოლოდიმირ ზელენსკიმაც თქვა, რომ ახლა უკრაინაშიც დადგა მშვიდობის დამყარების დრო.
ორშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ვაშინგტონში გაემგზავრნენ მოსალაპარაკებლად, პარასკევს კი მათ ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება. როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტი თავის ამერიკელ კოლეგას რუსეთის იმ სამხედრო ობიექტების სიას წარუდგენს, რომლებიც „ტომაჰავკებით“ იქნებიან განადგურებულები.

წყარო:

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი – ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა

საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვეძიოთ მშვიდობა და გზა მშვიდობისკენ სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით გავიაროთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, უკანონო სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.

„ეუთოს თავმჯდომარეობის ტრადიციული ვიზიტი საქართველოში არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის დასტური და ეუთოს დღის წესრიგისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მნიშვნელობის ხაზგასმა.

არსებულ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოსთვის ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მე მსურს მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ეუთოს ფინეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში თქვენ ეწვიეთ საქართველოს. ხვალ თქვენ მოინახულებთ საოკუპაციო ხაზს, პირადად ნახავთ, რამდენად ხილულია და რამდენად ახლოს არის ის საფრთხეები, რაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფარგლებში და რაზეც საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ოკუპაციას აქვს მძიმე შედეგები ხალხისთვის, რომელიც მოკლებულია საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, საერთაშორისო წესრიგი დავიცვათ, ვიყოთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვეძიოთ მშვიდობა და გზა მშვიდობისკენ სწორედ სამართლის პრინციპების დაცვით გავიაროთ.

საქართველოს ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა. ამ პროცესში ყველა ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი.

ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვეხმაურები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია ვალდებული იქნება, გადაუხადოს 253 მილიონზე მეტი ქართულ მხარეს დარღვეული უფლებებისთვის. ასეთი გამარჯვებები მნიშვნელოვანია ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად მშვიდობიანი გზით. ჩვენს ბრძოლაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც მნიშვნელოვან ფორმატზე, რომელშიც ეუთოს წარმომადგენელიც არის ჩართული. კიდევ ერთხელ მსურს, ხაზი გავუსვა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობას. საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა და სუვერენიტეტის დარღვევა, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს გამყოფი ხაზები, რომელიც ყოფს ოჯახებს, საზოგადოებასა და ჩვენს ქვეყანას.

უკანონო სამხედრო ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.

შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო ყოველთვის იყო და რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ადვოკატად და ხელშემწყობად ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

“ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები-როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები”-The Economist

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 11 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ფრონტისპირა ეკონომიკა: რუსეთთან მეზობლობის გაკვეთილები – როგორ გადარჩე, როცა მეომარ ქვეყანას ესაზღვრები”. პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის მეზობელი ბალტიისპირა ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ზოგიერთი ასპექტი.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

ჰელსინკის ნავსადგურში მდგარი ყინულმჭრელი, რომლის ძრავის სიმძლავრე ისეთია, რომ მოზრდილი ქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია, სუპერთანამდროვე გემია. თუ მის ბორტზე ახვალ და დაათვალიერებ, დაგავიწყდება, რომ სულ რაღაც 150 კილომეტრში აგრესიული დიქტატურა ბატონობს. ყინულმჭრელი ისეთ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას წარმოადგენს, რომლითაც ფინეთს შეუძლია იამაყოს, მაგრამ გემი იმავდროულად ფინური ეკონომიკის დაცემის მოწმეც არის: მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და ფინეთმა რუსეთთან საზღვარი დახურა, მას ვაჭრობა მხოლოდ ბალტიის ზღვის მეშვეობით შეუძლია. ფინეთმა რუსული ბაზარი დაკარგა – დიდი ფინური ყინულმჭრელები, რომლებსაც მოსკოვი [„ჩრდილოეთის საზღვაო გზის“] ექსპლოატაციისთვის აქტიურად იყენებდა, დღეს უქმად დგანან ნავსადგურებში…

ფინეთი ამ მხრივ მარტო არ არის. ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან – განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და პოლონეთი – ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან, ისინიც რუსული ბაზრის გარეშე დარჩნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდება: იმ დროს, როცა პოლონეთისა და ლიეტუვას ეკონომიკები აშშ-ის ეკონომიკაზე უფრო სწრაფად მატულობენ (დაახლოებით 3%-ით), ესტონეთისა და ფინეთის ეკონომიკები „ადგილს ტკეპნიან“ და არ იზრდებიან.

თანამედროვე ბალტიისპირული ეკონომიკების პერიპეტიებში რომ გავერკვეთ, განვიხილოთ რუსეთთან ვაჭრობის ნიუანსები, ინვესტორთა ეჭვები, თავდაცვის ხარჯები და მომხმარებელთა დამოკიდებულება.

კონფლიქტი როგორც დაბრკოლება

 ომამდე რუსეთი ბევრი ქვეყნისათვის მსხვილ სავაჭრო პარტნიორად და რესურსების ძირითად მნიშვნელოვან მიმწოდებლად ითვლებოდა, მაგალითად, ფინეთი ყოველწლიურად ყიდულობდა რუსეთში დიდი რაოდენობით ხე-ტყეს თავისი ქაღალდის მრეწველობისათვის, ხოლო მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მილიონობით ტონა რუსულ ნავთობს ბენზინად და დიზელის საწვავად გარდაქმნიდნენ. ფინეთის ეროვნული ავიაკომპანია „ფინეირი“ (Finnair) წარმატებით სარგებლობდა რუსეთის საჰაერო სივრცით (ევროპა-აზიის საჰაერო მარშრუტით), რითაც დიდ შემოსავლებს იღებდა. დღეს Finnair-ისთვის რუსეთი დახურულია.

ამრიგად, რუსეთთან კავშირების გაწყვეტა სუომისათვის მტკივნეული აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ფინეთის ცენტრალური ბანკის მიერ მომზადებული გამოკვლევა მოწმობს, რუსული ეკონომიკასთან კავშირების გაწყვეტა ფინეთისათვის მაინცდამაინც დიდად ნეგატიური არ არის და მის ეკონომიკის ზრდის ტემპებზე შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენს. ყველაზე ცუდი აღმოჩნდა ინვესტორთა ნდობის დაკარგვა – ფინეთში უცხოური ინვესტიციები მცირდება. მთავრობა ფიქრობდა, რომ ომის გამო ნატოს სამხედრო დაკვეთები მოიმატებდა, მაგრამ რეალურად მაინცდამაინც დიდი ზრდა არ შეინიშნება. როგორც ჩანს, მიზეზი ისაა, რომ ფინეთში სამხედრო ქარხნები ძალიან ცოტაა – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთმა მილიტარიზების დონე მკვეთრად შეამცირა, რაც, თავის მხრივ, ამ სფეროში ინვესტიციებს და მოგებას ამცირებს. როცა 2021 წელს ფინეთმა აშშ-ში 9,4 მილიარდი დოლარის 64 ავიაგამანადგურებელი F-35 დაუკვეთა (მთლიანი შიდა პროდუქტის 3,2%), ჰელსინკმა თავის ქარხნებში მხოლოდ თითო-ოროლა მოწყობილობის დამზადება თუ შეძლო.

მომხმარებლის რეაქცია და სახელმწიფო ვალი

 ამრიგად, რჩება მხოლოდ მომხმარებლის დაინტერესება პროდუქციით – როგორი იქნება მისი  მსყიდველობითუნარიანობა. პოლონეთში და ლიეტუვაში მოსახლეობა ფულს საკმაოდ კარგად ხარჯავს: ტემპები ისეთია, რომ ტენდენცია, ალბათ, სამომავლოდაც შენარჩუნდება. ესტონეთში, ლატვიასა და ფინეთში მომხმარებლები შედარებით ნაკლებ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რაც სიტუაციის გაუარესებას მოასწავებს. როცა ეკონომიკა არ იზრდება და სტაგნაციაა,  მომხმარებლები ეჭვის თვალით უყურებენ მსხვილ საყიდლებს – ეშინიათ, რომ უმუშევრობის შემთხვევაში უფულოდ დარჩებიან. პროდუქციის გაყიდვის შემცირება კი, თავის მხრივ, ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს: ბოლო წლებში ფინეთში უმუშევრობის დონემ 10%-ით მოიმატა, პოლონეთში კი პრაქტიკულად არ იზრდება.

და მაინც, ოფიციალურ ვარშავას თავისი პრობლემები ბევრი  აქვს – „ცეცხლზე ნავთს ასხამს“ სახელმწიფო ხარჯების ზრდა. მთავრობისავე პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,9% იქნება და 2028 წლამდე მაღალი დარჩება – 6,1%-ის ოდენობით. მთავრობა ყველაზე მეტ ყურადღებას თავდაცვას უთმობს და ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. „კონსერვატორები ფინანსურ სფეროში აღარ არიან“, – ამბობს მათეუშ ურბანი კვლევითი კომპანია Oxford Economics-დან. სახელმწიფო ვალმა 2028 წლისათვის შეიძლება მშპ-ის 70%-ს მიაღწიოს და ეს მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ვალი მხოლოდ მშპ-ის 51%-ს შეადგენდა.

არჩევანი „ზარბაზანს და კარაქს“ შორის

 ფინეთში კი საქმე უარესად არის: სახელმწიფო ვალის მოცულობის შესაბამისობა მშპ-სთან მომავალი წლისათვის 90%-მდე გაიზრდება. როცა ფრონტისპირა ქვეყნის ეკონომიკას მართავ, გიწევს შეუგება არამარტო იმ ფაქტთან, რომ ვლადიმერ პუტინის მეზობლად ცხოვრობ, არამედ მნიშვნელოვანია გაითვალისწინო იმის რისკიც, თუ რას ამოირჩევ (ერთი ცნობილი გამოთქმის მიხედვით) – ზარბაზანსა თუ კარაქს. ამ დროს ყველას უნდა ახსოვდეს, როგორი ფინანსური დანაკარგები (ან მოგებები) მოჰყვება გაკეთებულ არჩევანს სამომავლოდ.

წყარო:

გიორგი შარაშიძე- „ოცნების“ ახალი კანონპროექტები არის შედეგი იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობისა, რომლებიც ადამიანებს 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ

ოცნების“ ავტოკრატიული რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლება, მათ შორის კანონმდებლობით გააძლიეროს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებთან შედარება არასწორია, რადგან ევროპის ქვეყნებში სამართლიანი სასამართლო და დემოკრატიული ინსტიტუტებია.

„უნდა გავიხსენოთ, როდესაც ვსაუბრობდით, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა, პოლიტიკური პროცესის მხოლოდ ქუჩის იმედად დატოვება, შემდეგ არჩევნების ბოიკოტი, რასაც მოყვა უკვე მშვიდობიანი დამხობა, – მთელი ეს პროცესი არ მუშაობდა „ოცნების“ საწინააღმდეგოდ და როგორც აღმოჩნდა, მუშაობდა „ოცნების“ სასარგებლოდ. ჩვენ ვამბობდით იმასაც, რომ ამ 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიან დამხობას „ოცნება“ რა თქმა უნდა გამოიყენებდა საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად. ეს ასეც მოხდა, ეს კანონპროექტები, ეს ყველაფერი არის იმ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგი. იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი, რომლებიც ადამიანებს 4 ოქტომბერს რუსთაველზე გამოსვლისკენ, ე.წ. მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობისკენ და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.

ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, როდესაც ასეთი ძირეული მოვლენები ხდება ქვეყანაში და ამას ჰყავს თავისი კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ოპოზიციაში, თუნდაც ამ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.

აქ მთავარი ის კი არ არის „ოცნება“ რას აკეთებს, ჩვენ ვინმეს გვიკვირს „ოცნებისგან“ ამ ტიპის ქმედებები? „ოცნება“ რომ ავტოკრატიული რეჟიმია, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლება, მათ შორის კანონმდებლობით გააძლიეროს, ეს ხდება დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეზღუდვები შეიძლება ევროპის გარკვეულ ქვეყნებშიც იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ქვეყნებში სამართლიანი სასამართლო არსებობს და დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს. მე დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების მაგალითს მოიტანს, როგორც იქ არის ანალოგიური ტიპის სასჯელებიო. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, ვინ მისცა საბაბი „ოცნებას“ ამ დრაკონული, ძალადობრივი კანონების მიღების, ვინ მისცა საბაბი და იყო თუ არა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია, მათ შორის საბაბი „ოცნებისთვის“ რომ კიდევ უფრო დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რომელსაც აშენებს ბოლო რამდენიმე წელია. ამავე დროს „ოცნებას“ უნდა შევახსენოთ, რომ ევროპული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში არც თავისუფალი სასამართლო გვაქვს, არც დემოკრატიული ინსტიტუტები და სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ დამოუკიდებლად, ბუნებრივია არ იქნება სწორი და ლოგიკური“, – განაცხადა შარაშიძემ.

მეუფე შიო: დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ

დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე.

როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს – 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.

მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა.

მიტროპოლიტმა ქართველი ერისადმი სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა.

„სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნის განმავლობაში დიდი ისტორიის მქონე ქართველი ერი, ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას, ქრისტეს აზიარა. ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, გაღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა. საქართველში მართლმადიდებლობის ისტორია ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი შედეგია უაღრესად მყარი საფუძველი, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში“, – ნათქვამია კომისიის მიმართვაში.

სპეციალური კომისიის მიმართვის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაა.

“ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა”

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის დრონებისა და რაკეტების სამიზნე უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა გახდა“ (ავტორი – ფოლკერ პაბსტი). „რუსეთი ადრე არ აზიანებდა უკრაინის გაზმომარაგების სისტემას, მაგრამ მას შემდეგ, რაც კიევმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, მოსკოვმა ელექტროენერგეტიკის ობიექტებთან ერთად, უკრაინის გაზსადენებს, გაზის საბადოებს და გაზსაცავებსაც შეუტია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ზამთრის მოახლოების კვალობაზე მოსკოვმა კვლავ გააძლიერა დარტყმები უკრაინის ენერგოსექტორის ობიექტებზე. ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ყოველ შემოდგომაზე ცდილობს „მოსახლეობის დემორალიზებას“, თუმცა კრემლის არმიის მოქმედებაში დღეს მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება: თუ წინა წლებში მოსკოვი უკრაინის ელექტროგადამცემ ხაზებს, თბო- და ჰიდროელექტროსადგურებს, ელექტროდენის ტრანსფორმატორებს ბომბავდა, მაგრამ გაზით მომარაგების ინფრასტრუქტურას ხელუხლებელს ტოვებდა, ახლა ყველაფერს ურტყამს და მათ შორის, განსაკუთრებით გაზის ინფრასტრუქტურასაც, რომელიც ცენტრალურ ფაქტორად ითვლება გათბობის სეზონში.

გასულ კვირას, სამშაბათს, რუსეთმა მასირებულად – 450 დრონით და 30 ბალისტიკური რაკეტით –  დაბომბა კიევის, ხარკოვის, ოდესისა და სუმის ოლქების ენერგოობიექტები: ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იულია სვირიდენკოს შეფასებით, „ქვეყნის ენერგოსექტორზე ერთ-ერთი უდიდესი შეტევა განხორციელდა“. დასავლური მასმედიის შეფასებით, მოსკოვი გასულ შემოდგომაზეც აქტიურად ცდილობდა უკრაინის ენერგოსისტემის განადგურებას, მაგრამ საბოლოო წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. მაგრამ ახლა, როცა რუსეთის სამხედრო მრეწველობა დიდი რაოდენობით უშვებს საბრძოლო დრონებს, ბალისტიკურ რაკეტებს და ე.წ. „მფრინავ ბომბებს“, დაბომბვის არეალში, ელექტროსისტემასთან ერთად, ბუნებრივი გაზის მოპოვება-განაწილების სისტემაც მოექცა.

რუსეთის მიზანი: უკრაინა გაზის გარეშე

კრემლმა გადაწყვიტა, რომ უკრაინის გაზით მომარაგების სისტემის განადგურების დროც დადგა: ხუთშაბათს რუსეთის არმიამ ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში არსებული უკრაინის სახელმწიფო კონცერნის „ნაფტოგაზის“ ობიექტების დასაბომბად 60 უპილოტო საფრენი აპარატი და 35 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც გაზის შიდა მოპოვება (ანუ ჭაბურღილების განადგურება-დაზიანების გამო), 60%-ით შემცირდა.

რუსული მხარე გაზის მოპოვების ობიექტების დაბომბვას ამართლებს და თვლის, რომ ეს არის უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის პასუხი, ანუ კრემლის „შურისძიება“.

უკრაინას საკმაოდ აქვს ბუნებრივი გაზის საბადოები, თუმცა მთლიანად საკუთარ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს – 2020 წლის მონაცემებით, კიევმა 16 მილიარდი კუბმეტრი გაზი მიიღო ევროპის ქვეყნებიდან („რევერსული წესით“) და რუსეთიდან (გაზის ტრანზიტით), თუმცა ომის დაწყების შემდეგ, როცა რუსეთმა ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, გაზის მოხმარება, რასაკვირველია, იმდენი აღარ არის, რამდენიც ადრე იყო. აქედან გამომდინარე, კიევს ახლა მარტის თვემდე ადრინდელი 16 მილიარდის ნაცვლად, 4,4 მილიარდი კუბმეტრი ბუნებრივი გაზის იმპორტი დაჭირდება. ერთი შეხედვით, ეს რაოდენობა შედარებით მცირეა და წესით, უკრაინას შესყიდვა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ… თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეისათვის ევროპის ქვეყნებმა რუსული გაზის იმპორტი მინიმუმამდე შეამცირეს და ახლა გაზს აშშ-დან და სკანდინავიიდან იღებენ, თანაც შედარებით ძვირად და რუსეთმაც უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტი შეწყვიტა, კიევისათვის ევროპაში გაზის შესყიდვა საკმაოდ პრობლემატური გახდა.

ალტერნატივა არის, მაგრამ შანსები მცირეა

უკრაინას ევროპაში უდიდესი მიწისქვეშა გაზსაცავები აქვს, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ ავსებს. ქვეყანა ევროპულ გაზსატრანსპორტო ქსელს უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მეშვეობით უკავშირდება.

მიმდინარე წლის ივლისიდან მოქმედებს ახალი მიმართულებაც: ტრანსბალკანური გაზსადენი, რომელიც კიევს შესაძლებლობას აძლევს [საქართველოსა და თურქეთის გავლით], აზერბაიჯანული გაზი მიიღოს, ასევე თხევადი გაზიც, საბერძნეთისა და ხორვატეთის გაზოტერმინალების მეშვეობით.

უფასო გაზი არ არსებობს

რუსეთის დარტყმებით გაზმომარაგების სისტემის დაზიანების შემდეგ, რომლის აღდგენის ვადები ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, უკრაინას უცხოეთიდან 4,4 მილიარდი კუბმეტრი გაზის შესაძენად (რაც, როგორც ითქვა, პრობლემატურია) 2 მილიარდი ევრო დასჭირდება.

აგვისტოში კიევმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან უკვე მიიღო 500 მილიონი ევრო გაზმომარაგების გაუმჯობესებისათვის. დაბომბვის შემდეგ ბანკმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალ კრედიტს მისცემს, თუმცა დეტალები არ მჟღავნდება. ეყოფა თუ არა კრედიტის მოცულობა უკრაინას, ჯერ-ჯერობით უცნობია. საბოლოო ჯამში, ბევრი რამ არის დამოკიდებული რუსეთის არმიის აქტიურობაზე – გაგრძელდება თუ არა ინტენსიურად უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება-დაზიანების მცდელობები.

წყარო:

დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ -მეუფე შიო მუჯირი

მეუფე შიო მუჯირი – დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ

დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს – 2026 წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან.

მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა -კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს საიუბილეო დღეების აღნიშვნა.

მიტროპოლიტმა ქართველი ერისადმი სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვა წაიკითხა.

„სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი. საქართვეოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, 2026 წელს შესრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. განვლილი 17 საუკუნის განმავლობაში, დიდი ისტორიის მქონე ქართველი ერი, ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას ქრისტეს აზიარა. ქრისტიანობამ მოგვმადლა შესაძლებლობა ცხონებისა, გაღმრთობისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისა. საქართველში მართლმადიდებლობის ისტორია ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. ერის მიერ სარწმუნოების ამგვარი შედეგია უაღრესად მყარი საფუძველი, რაც არსობრივად ვლინდება სარწმუნოებრივი ცნობიერების და ეროვნული იდენტობის განუყოფლობაში“, – ნათქვამია კომისიია მიმართვაში.

სპეციალური კომისიის მიმართვის მიხედვით, საქართველოში ქრისტიანობის რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღნიშვნა, ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად, ქვეყნის 2000-წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაა.

„ღვთის განგებით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს წინ უძღვის ერის ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი ეპოქის და ორი სრულიად გამორჩეული პიროვნების – წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი, რომელიც წელს, 2025 წლის 8 თებერვალს შესრულდა და წმინდა ქეთევან დედოფლის მწამებლური აღსასრულიდან 400 წლისთავი, რომელიც 2024 წლის 26 სექტემბერს აღინიშნა.

საქართველოს ეკლესიის ყველა წმინდანი და სიწმინდე განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენენ ქვეყნის თვითმყოფადობის ორ უმთავრეს ნიშანს – სულიერი სრულყოფისკენ ერის დაუცხრომელ სწრაფვასა და ღვთისა და მამულისადმი თავგანწირვის საკვირველ უნარს. ამ საღვთო თვისებების წყალობით გამუდმებით ყოფნა/არყოფნის წინაშე მდგომი მცირერიცხოვანი ქართველი ერი, არა მარტო გადარჩა და თვითმყოფადობა შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერების და კულტურის საგანძურში.

შარშან, 13 დეკემბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ სრულიად საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობის შენარჩუნებისკენ. მის მიმართვაში ვკითხულობთ: „ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისთვის ზრუნვა“.

დღეს ჩვენი პრობლემა ისიც არის, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ. ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული.

საიუბილეო თარიღების აღნიშვნა საუკეთესო საშუალებაა, სამშვიდობო მისიის აღსრულებისა და, შესაბამისად, მათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო დატვირთვა აქვთ. ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღები ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ აღნიშნოს. იმისთვის, რომ საიუბილეო დღეებმა მთელი სახელმწიფო მოიცვას, პროცესში უნდა ჩაერთონ ჩვენი მოქალაქეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქალაქებსა თუ სოფლებში, ოჯახებსა თუ საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში, უმაღლეს თუ საჯარო სასწავლებლებში, სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში.

საიუბილეო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გვმართებს სარწმუნოებრივ-ეროვნული ღირებულებების და თვითმყოფადობის სავსე გაცნობიერება და მათზე დაფუძნებული ცხოვრების წესის განმტკიცებაზე ზრუნვა. ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანა. შეგვეწიოს უფალი, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ამ უმნიშვნელოვანესი, ისტორიული თარიღის სათანადოდ აღნიშვნა, რაც იქნება მყარი საფუძველი საზოგადოების სულიერი განმტკიცებისა და ღირსეული აწმყოსი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისა“, – ნათქვამია სპეციალური კომისიის მიმართვაში.

სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა

2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. განგრძობადი ოკუპაცია“ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

„სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საქმეზე, 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.

დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.

აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს.

მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ ქალაქში, წმინდა ტაძარში, სვეტიცხოველში. მიწისა და ზეცის შენაერთს უწოდებენ ჩვენს სვეტიცხოველს. აქ დაბრძანებულია უფლის კვართი, რომელიც სიამაყით აღგვავსებს და დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ქართველებს საუკუნეების მანძილზე. ასევე, უფლის კვართია სწორედ ჩვენი ერისა და ქრისტიანობის განუყოფელი სიმბოლო. სწორედ უფლის კვართი იყო შთამაგონებელი წმინდა ნინოსთვის, რომ ჩამობრძანებულიყო საქართველოში და ექადაგა ქრისტიანობა. სწორედ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მეოხებით გაქრისტიანდა ჩვენი ერი და მას შემდეგ, ასე მტკიცე და ურყევია ქრისტეს სიყვარულში.

მიუხედავად უამრავი ქარტეხილებისა, დღემდე მოვედით სწორედ ამ რწმენით. ამ რწმენაშია გათავისებული ჩვენი იდენტობაც, კულტურაც, წარმომავლობაც, სწორედ ქრისტიანობით არის შევსებული. ასევე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე საქართველოში, ჩვენ ქართველები, სწორედ ჩვენი დედაეკლესიის, მართლმადიდებლური სარწმუნოების მეშვეობით ვართ ასე განმსჭვალული, რომ ასე ძლიერად ვართ წარმოჩენილი. უდიდესი ძალა აქვს ჩვენს სარწმუნოებას.

არ შემიძლია, არ ვახსენო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომლის მეოხებითაც სწორედ ვართ ასე მტკიცედ ქრისტეს რწმენაში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

არ არსებობს დამხობა, სრული აფერა იყო, დროშაში გაბუდნული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ, რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ სხვა მუხლით -თამარ ჩერგოლეიშვილი

რეალურად არ არსებობს დამხობის საქმე, არსებობს მხოლოდ ერთი დიდი აფერა უკიდურესად უსინდისო და უპასუხისმგებლო ადამიანების, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ათობით ადამიანი საერთოდ ტყუილად ზის დამხობის მუხლით ციხეში.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა, იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ, ფაქტია, ვიღაც ადამიანები დაემორჩილნენ და ჩათვალეს, რომ სწორი იყო მისვლა. რისი იმედით, როგორ, რანაირად? ფაქტია, არაფერი მზადდებოდა. ამ სიმულანტ რევოლუციონერებს ბოლოს 100 კაცი არ ჰყავდათ, რომელიც დაკავებისას გვერდზე იქნებოდა. უტვინოები არიან. ერთი შეცდომა ხომ დაუშვეს, რომ 50-ზე მეტი ოჯახი გააუბედურეს, ახლა მეორე შეცდომას უშვებენ. გამოვიდნენ და პატიოსნად თქვან, მოგატყუეთ, ხალხოო“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მართლმსაჯულება ყველა შემთხვევაში იქნება პოლიტიკური და შერჩევითი.

კითხვაზე, – „თქვენი პარტია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ასეთი შემთხვევისთვის ადამიანები დასაკავებლები იქნებოდნენ თუ არა?“ – ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა:

„რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ თუ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს და არ არსებობს დამხობის სცენარი?“

ჩერგოლეიშვილის აზრით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ადამიანები დაკავებული უნდა იყვნენ არა დამხობის, არამედ სხვა მუხლით, მაგალითად, სახელმწიფო ქონების დაზიანების მუხლით.

„სხვა მუხლი. გაცილებით მსუბუქი მუხლი. მაგალითად, სახელმწიფო ქონების დაზიანება ან რაღაც ასეთი და არა დამხობა, რადგან არ არსებობს დამხობა. სრული აფერა იყო, დროშაში გაბუდნული იდიოტები, სრული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ სიბრძნე და გამძლეობა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ამ დღეს საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება ან ავადმყოფი ნათესავის მოვლა მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი განწყობა შეიცვლება – თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ და საქმეებიც უკეთესობისკენ წავა.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვან. სამსახურში მცირე დაპირისპირება გელით, რასაც თავს ადვილად გაართმევთ. გადაღლა ნერვულ აშლილობას მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

ტყუპები

ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. ამ დღეს ნებისმიერი საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. მოსალოდნელია რთული საუბარი ხელმძღვანელებთან, რაც საბოლოოდ, სარგებელს მოგიტანთ და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა გელით.

კირჩხიბი

საკუთარი გამოცდილების წყალობით, ამ დღეს ფინანსების სწორად განკარგვას შეძლებთ, თუმცა ავტომობილის მართვისას მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, ძალიან წარმატებული იქნება. იდეები, რომლებიც ამ დღეს გაგიჩნდებათ, სავარაუდოდ, შემოსავალს მოგიტანთ.

ლომი

ამ დღეს თუ წინასწარ დაგეგმავთ, ნებისმიერ რთულ საქმესთან გამკლავებას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება თქვენი კარიერული წინსვლა შეაფერხოს. გირჩევთ, ფინანსური პრობლემების მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და დოკუმენტს ხელი არ მოაწეროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უფროსებთან ურთიერთობაში. ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება, ყველაფერი გააფუჭოს.

ქალწული

ეს დღე სავსეა თავგადასავლებით და ინტრიგებით. მოვლენები ისე განვითარდება, რომ თანდათან თავდაჯერებულობის გრძნობას დაკარგავთ. სამუშაოს სიმცირეს არ უჩივით, მაგრამ ამჟამად ეს უფრო მეტად გაღიზიანებთ და გღლით, ვიდრე გახარებთ. ხელსაყრელია ვალუტის გაყიდვა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და დროებითი პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. საოჯახო საქმების კეთება სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ,

მორიელი

ამ დღეს მოსალოდნელია სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სილამაზის ან სპა სალონში ვიზიტისთვის. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს და მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას ოჯახის წევრებთან. ამ დღეს გადაღლა ნერვულ აშლილობას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ამ დღეს უხილავ ადამიანად იქცეთ, რომელსაც ვერავინ ამჩნევს. მოულოდნელი შეთავაზება ან ბიზნესპარტნიორთან შეხვედრა გელით. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის. კვალიფიციური სპეციალისტების რჩევები მნიშვნელოვანი საკითხების დაუყოვნებლივ მოგვარებაში დაგეხმარებათ. გავლენიან ადამიანებთან საინტერესო შეხვედრა გელით.

თხის რქა

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. ეცადეთ, უფროსებთან ურთიერთობაში ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი განწყობა შეიცვლება – წარმატებული იდეების დამსახურებით, თავს უფრო ოპტიმისტურად იგრძნობთ და საქმეები უკეთესობისკენ წავა.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი განხორციელება თქვენთვის სასარგებლო გამოდგეს. ეცადეთ, უფროსებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

თევზები

გირჩევთ, მთლიანად დანებდეთ გრძნობას, რომელმაც დაგიპყროთ. ინტუიციურად აცნობიერებთ, როგორ შეუსაბამოთ პირადი ამბიციები გარშემო მყოფთა სურვილებს. მოსალოდნელია რთული საუბარი უფროსებთან, რაც საბოლოოდ სარგებელს მოგიტანთ და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.