Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

გერმანელებს და იტალიელებს სურთ თავიანთი ოქროს მარაგი – 245 მილიარდი დოლარის ღირებულებით – აშშ-დან წამოიღონ – Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გერმანელებს და იტალიელებს სურთ თავიანთი ოქროს მარაგი – 245 მილიარდი დოლარის ღირებულებით – აშშ-დან წამოიღონ: ტრამპი არაპროგნოზირებადი პრეზიდენტია“ (ავტორები: ოლაფ სტორბეკი – ფრანკფურტიდან და ემი კაზმინი – რომიდან).

 გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გერმანიისა და იტალიის მთავრობებს პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მოუწოდებენ, რომ ნიუ-იორკიდან ოქროს მარაგები წამოიღონ – აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე (რომელიც ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს) პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთგზის თავდასხმის და გეოპოლიტიკური ტურბულენტობის გაძლიერების გამო.

ფაბიო დე მასი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი მემარცხენე პარტიიდან, „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში ამბობს, რომ ამჟამად, როცა მსოფლიოში არეული და არასტაბილური სიტუაციაა, არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები იმისათვის, რომ გერმანიისა და იტალიის ოქროს მარაგი, რომელიც აშშ-ში ინახება, მფლობელ ქვეყნებში იქნას გადატანილი.

ოქროს მსოფლიო საბჭოს (შეიქმნა 1987 წელს, მთავარი ოფისი – ლონდონში) ცნობით, გერმანია და იტალია მსოფლიოში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ ოქროს მარაგის მოცულობით, აშშ-ის შემდეგ: გერმანიის აქვს 3352 ტონა, ხოლო იტალიას – 2452 ტონა (მეოთხე-მეხუთე ადგილზე არიან საფრანგეთი – 2437 ტონა და რუსეთი – 2360 ტონა). გერმანია და იტალია თავიანთ ოქროს მარაგის მესამედს (ზოდების სახით) აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარე ფედერალური სარეზერვო სისტემაში ინახავენ. „ფაინენშელ თაიმსის“ გათვლებით, აშშ-ში შენახული ოქროს საბაზრო ღირებულება 245 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.

აშშ-ში ოქროს მარაგის შენახვა აიხსნება ისტორიული მიზეზებით, თუმცა ასევე განპირობებულია ნიუ-იორკის სტატუსით, როგორც ოქროთი ვაჭრობის ერთ-ერთი მსოფლიოს ცენტრის სახით, ლონდონთან ერთად.

დამაინც, ამის მიუხედავად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაპროგრონოზირებადი პოლიტიკა და გეოპოლიტიკური მღელვარება ხელს უწყობს ზოგიერთ ევროპულ საზოგადოებაში დებატების გაჩაღებას – რამდენად საიმედოა აშშ-ში ოქროს მარაგის შენახვა. გავიხსენოთ, რომ მიმდინარე თვეში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაღაც გადაწყვეტილების მიღება დაჭირდება, თუ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა კრედიტების (სესხების) ღირებულებას არ შეამცირებს.

გერმანიაში ოქროს მარაგის რეპატრიაციის იდეა პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის მხარდაჭერით სარგებლობს.

პეტერ გაუვაილერი, ყოფილი დეპუტატ-კონსერვატორი ბავარიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიდან ხაზს უსვამს, რომ გერმანიის ბუნდესბანკმა „გზა არ უნდა მოიჭრას“, როცა საქმე ქვეყნის ოქროს მარაგის შენახვას ეხება. „ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ საკითხს: გახდა თუ არა საზღვარგარეთ ოქროს შენახვა უსაფრთხო და სტაბილური ბოლო წლების განმავლობაში“, – ამბობს ექს-დეპუტატი და აღნიშნავს, რომ „პასუხი ამ კითხვაზე ნათელია – გეოპოლიტიკურმა რისკებმა მსოფლიოს უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ დააყენა“.

ევროპის გადასახადების გადამხდელთა ასოციაციამ (TAE) წერილი გაუგზავნა იტალიისა და გერმანიის ფინანსთა სამინისტროებს და ცენტრალურ ბანკებს, რომელშიც მათ მოუწოდა გადახედონ თავიანთ დამოკიდებულებას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის, როგორც ოქროს მარაგის შემნახველი ორგანოს მიმართ.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რომ დონალდ ტრამპი ხელყოფს ფედერალური სარეზერვო ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას“, – განუცხადა „ფაინენშელ თაიმსს“ მაიკლ ეგერმა, TAE-ს პრეზიდენტმა, – „ჩვენი რეკომენდაცია გამოიხატება იმაში, რომ დაბრუნდეს [გერმანული და იტალიური] ოქრო სამშობლოში, რათა ევროპის ცენტრალურ ბანკებს შეუზღუდავი კონტროლი ჰქონდეთ საკუთარ ოქროს მარაგზე დროის ნებისმიერ მომენტში“.

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯა მელონის აშშ-ში ვიზიტის წინ (აპრილში), როცა იგი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა, ეკონომიკურმა მიმომხილველმა ენრიკო გრაცინიმ გაზეთ  Il Fatto Quotidiano-ში დაწერა: „იტალიის ოქროს მარაგის 43%-ის დატოვება ამერიკაში, დონალდ ტრამპის არასაიმედო ადმინისტრაციის ხელში, ძალიან სახიფათოა ჩვენი  ეროვნული ინტერესებისათვის“.

მსოფლიოს ქვეყნების 70-ზე მეტი ცენტრალური ბანკის გამოკითხვამ, რომელიც ამ კვირაში ჩატარდა, აჩვენა, რომ სულ უფრო მეტი მოქალაქეს უმტკიცდება აზრი, რომ სახელმწიფო თავის ოქროს მარაგს თვითონ, თავის ტერიტორიაზე უნდა ინახავდეს – იმ არგუმენტით, რომ კრიზისის დროს თავისი ოქროს ზოდებით სარგებლობის უფლება ჰქონდეს.

ევროპის ცენტრალური ბანკების დამოკიდებულება აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის როგორც ოქროს მარაგის მცველის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში „განხეთქილების ვაშლს“ წარმოადგენდა. დასავლეთევროპულმა ქვეყნებმა დიდი რაოდენობით ოქროს მარაგი მოაგროვეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური ბუმის დროს, როცა მათ აშშ-სთან ვაჭრობის ბალანსში დადებითი სალდო ჰქონდათ.

1971 წლამდე აშშ-ის ცენტრალური ბანკი დოლარის ოქროში კონვერტირებას ახდენდა – ბრეტონ-ვუდის სისტემით ჩამოყალიბებული გადაცვლითი კურსის შესაბამისად.  კეთილშობილი ყვითელი ლითონის შენახვა ატალანტიკის მეორე მხარეს იმ დროისათვის განიხილებოდა როგორც დაცვის საშუალებად საბჭოთა კავშირთან შესაძლებელი ომის შემთხვევაში.

და მაინც, სსრ კავშირთან ომის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთმა 1960-იან წლებში თავისი ოქროს საზღვარგარეთული მარაგები მოკლე ხანში ნიუ-იორკიდან პარიზში გადაზიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა ბრეტონ-ვუდის სისტემის მიმართ ნდობა დაკარგა.

გერმანიაში მასობრივი კამპანია „ჩვენი ოქროს რეპატრიაციის“ ლოზუნგით ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, რომლის შედეგად ბუნდესბანკის პოლიტიკა შეიცვალა. 2013 წელს გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა ოქროს მარაგის ნახევარი თავისთან შეენახა – პარიზიდან და ნიუ-იორკიდან 674 ტონა ოქროს ზოდები თავის შტაბ-ბინაში, მაინის ფრანფურტში გადაზიდა. ოპერაცია ზესაიდუმლოდ განხორციელდა და 7 მილიონი ევრო დაიხარჯა. დღეისათვის ბუნდესბანკის ოქროს რეზერვების 37% ჯერ კიდევ ნიუ-იორკში ინახება.

„როცა ჩვენ ოქროს დაბრუნების კამპანია დავიწყეთ, რას არ გვაბრალებდნენ – შეთქმულების თეორიის გამავრცელებლები ხართო“, – ამბობს პეტერ ბერინგერი, ძვირფასი ლითონების ექსპერტი, რომელიც ამჟამად ბუნდესტაგის დეპუტატია. მისთვის ოქროს დაბრუნების სასარგებლოდ მთავარი არგუმენტი აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან კავშირში არ არის: „ოქრო არის ბოლო ინსტანციის აქტივი ცენტრალური ბანკისათვის, ამიტომაც ის აუცილებელია შენახული იყოს ისე, რომ მეორე-მესამე პირისაგან მომდინარე რაიმე საფრთხის რისკი არ არსებობდეს… საკუთარი ოქროს მიმართ მნიშვნელოვანია არამარტო იურიდიული ფლობის აუცილებლობა, არამედ ფიზიკური კონტროლიც“.

2019 წელს იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „იტალიის ძმებმა“, რომელიც ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო, ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ქვეყნის ოქროს მარაგს სამშობლოში დააბრუნებდა. 

„იტალიის ძმები“ მართლაც მოვიდა ქვეყნის ხელისუფლებაში და პარტიის ლიდერი ჯორჯა მელონი იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდა 2022 წლის დეკემბერში, მაგრამ იგი თავისი დაპირების შესრულებაზე საეჭვოდ დუმს. კრიტიკოსების თქმით, ჯორჯა მელონს არ სურს მეგობრული ურთიერთობა გაიფუჭოს დონალდ ტრამპთან, მას ასევე უნდა, რომ თავიდან აიცილოს სავაჭრო ომი, რომლის საფრთხე აშშ-ის მხრიდან არსებობს.

როგორც ფაბიო რამპელმა – პარლამენტის დეპუტატმა „იტალიის ძმებიდან“ – განაცხადა, პარტიის ამჟამინდელი პოზიცია ოქროსთან მიმართებით ასეთია: „იტალიის ოქროს მარაგის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას მხოლოდ შედარებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ოქროს ისტორიული მეგობარი და საიმედო მოკავშირე იცავს“.

გერმანული ინვესტირების ვეტერანი ბერტ ფლოსბახი მსგავს ანალოგიურ არგუმენტს ასახელებს: „გერმანიის ოქროს მარაგის დაბრუნება იმის მიზეზი გახდება, რომ ჩვენ აშშ-სთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს“.

ბუნდესბანკის მიერ „ფაინენშელ თაიმსისათვის“ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ში არსებული ოქროს მარაგი შენახვის ადგილი 2013 წლიდან რეგულარულად მოწმდება როგორც უსაფრთხოების, ასევე ლიკვიდობის თვალსაზრისით, რათა ჩვენ გარანტია გვქონდეს – სჭიროების შემთხვევაში მისი გაყიდვა, ან გადაცვლა უპრობლემოდ განვახორციელოთ“.

წერილში ხაზგასმულია, რომ ნიუ-იორკი გერმანიის ოქროსათვის საიმედო შესანახ ადგილს წარმოადგენს და ამ მხრივ რაიმე პრობლემა არ გაჩენილა.

ჯერ-ჯერობით იტალიის ცენტრალური ბანკი, ჯორჯა მელონის ოფისი და გერმანიის ფინანსთა სამინისტრო დუმილს ინარჩუნებენ და „ფაინენშელ თაიმსის“ კითხვებს არ პასუხობენ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის – შალვა პაპუაშვილი

ბატონო ანრი, თქვენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის დროს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, ქვეყნისთვის ყველა რისკის თავიდან აცილების პროცესში, უსაფრთხოების თანამშრომლების დამსახურება ძალიან დიდია.

„იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, სწორედ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ არცერთი რისკი, რომელიც რეალური იყო არ რეალიზდა. საქართველოში შენარჩუნებულ იქნა უსაფრთხოების ის გარემო, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
ეკონომიკის ზრდის რეკორდული მაჩვენებლებიც მიუთითებს, რომ უსაფრთხოების გარემო არის შექმნილი ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ლევან დავითაშვილის გადადგომასა და რომეო მიქაუტაძის დაკავებას შორის კავშირი არაა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ლევან დავითაშვილის გადადგომასა და რომეო მიქაუტაძის დაკავებას შორის კავშირი არაა, რადგან მისივე თქმით, „წინააღმდეგ შემთხვევაში, დავითაშვილს საქმე არა გადადგომასთან, არამედ პროკურატურასთან ექნებოდა“.

შარმანაშვილის განცხადებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში როტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა.

„რა თქმა უნდა, ამას ერთმანეთთან კავშირი არ ექნება, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რამე კავშირი ექნებოდა, გადადგომასთან კი არ გვექნებოდა საქმე, არამედ მას პროკურატურასთან ექნებოდა საქმე და ასეთი არ არის“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის ლევან დავითაშვილის ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზი, მაშინ როცა ის ერთადერთი იყო მინისტრთა კაბინეტში, ვისაც აშშ-სთან კავშირი ჰქონდა, შარმანაშვილი პასუხობს, რომ „დაუკავშირებელი რაღაცების ერთმანეთთან დაკავშირება ყოვლად წარმოუდგენელია“.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, დავითაშვილი აშშ-ში, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დავალებით და თანხმობით იმყოფებოდა.

„არ ვიცი, რა კავშირებს ეძებთ?! თქვენ როგორ გგონიათ, ის აშშ-ში წავიდა თვითნებურად?! ტურისტი იყო?! რა თქმა უნდა, ის წავიდა მთავრობის შესაბამისი დავალებით და თანხმობით. ამის ერთმანეთთან დაკავშირება არის… მაშინ უნდა გადავაყენოთ ის, ვინც ამის თანხმობა მისცა და შესაბამისი დავალებით გააგზავნა. პრემიერ-მინისტრი გადადგა?! ხომ არ გაგიგიათ?! მე ჯერ არ გამიგია. ამიტომ დაუკავშირებელი რაღაცების ერთმანეთთან დაკავშირება ყოვლად წარმოუდგენელია. ის რომ თვითნებურად წასულიყო, კიდე ვიფიქრებდი რომ ამ კითხვებს საფუძველი გააჩნია“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. მას მარიამ ქვრივიშვილი შეცვლის. ლევან დავითაშვილი კი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

საქართველოსთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა – ანრი ოხანაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა. მან გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

სუსის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა 2024 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად საფრთხეებსა და გამოწვევებზე და მათ საპასუხოდ უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში უწევს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესრულება.

„საქართველოსთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მშვიდობის შენარჩუნება და რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან უწყებათშორის კოორდინაციას და უსაფრთხოების სფეროში მეზობელ სახელმწიფოებთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დეესკალაციასა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლს და მის მნიშვნელობას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში”, – აღნიშნა სუსის უფროსმა.

საჭმლის მონელების სირთულეები – როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სიმსუბუქის შენარჩუნებაში?

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას. სწორედ საკვებით იღებს ჩვენი ორგანიზმი იმ საჭირო ელემენტებს, რომლებსაც იყენებს ზრდისთვის, აღდგენისთვის, დაცვისა და ფუნქციონირებისთვის. ჯანსაღი საკვები პროდუქტები წარმოადგენს აუცილებელი მინერალების, ვიტამინებისა და ენერგიის წყაროს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს ყოველდღიურ აქტივობასა და კეთილდღეობას. თუმცა საკითხავია როგორი რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს?!

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს „სწორი კვება“, რეალურ ცხოვრებაში მის დაცვას ბევრი სირთულე ახლავს. XXI საუკუნის გამოწვევები – ცხოვრების დაჩქარებული ტემპი, სწრაფი კვების კულტურის დამკვიდრება, სტრესული სამუშაო გარემო და დროის მუდმივი სიმცირე – ხშირად ხდება მიზეზი არასწორი კვების რაციონისა, რაც თავის მხრივ, სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

როგორც წესი, როცა საქმე უკვე შედარებით თავისუფალ, მსუბუქ და გართობაზე ორიენტირებულ პერიოდს – ზაფხულს ეხება, სიტუაცია კიდევ უფრო მძაფრდება. ზაფხული დასვენების, გართობისა და თავგადასავლების სეზონია. თუმცა, ამ სასიამოვნო ცვლილებებთან ერთად, ხშირად ირევა ჩვენი კვების რუტინა და პარალელურად ჩნდება არაჯანსაღი კვებითი ჩვევებიც. სწორედ წლის ამ სეზონზე ვეტანებით განსაკუთრებულად ლუდს, გაზიან სასმელებს, ალკოჰოლს, უამრავი სახეობის ცოცხალი ხილი და ბოსტნეული კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი ხდება, ხშირდება სპონტანური პიკნიკები, გასართობი ღონისძიებები და მოგზაურობები,  რაც ავტომატურად ნიშნავს კვების არეულ რაციონსა და სწრაფი კვების  უფრო აქტიურ მოხმარებას.

გართობისა და უდარდელი დღეების ფონზე, ხშირად გვავიწყდება, რომ ეს ცვლილებები დიდ დატვირთვას აყენებს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ჭარბი ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლის უკონტროლო მიღება და გაზიანი სასმელები ქმნის ზედმეტად მჟავე გარემოს კუჭში, აღიზიანებს ნაწლავებს და უარყოფითად მოქმედებს პანკრეასზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფერმენტებს გამოიმუშავებს. შედეგად, ვიღებთ ისეთ უსიამოვნო სიმპტომებს, როგორიცაა: შებერილობა, მუცლის ტკივილი, სიმძიმე, გულძმარვა და საერთო დისკომფორტი, რაც ზაფხულის განწყობას გვიფუჭებს და ჩვეული სიმსუბუქის ნაცვლად, უსიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს.

სანამ გამოსავალ გზებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, ჩავუღრმავდეთ თავად საჭმლის მონელების პროცესს, რომელიც რთული ფიზიოლოგიური მექანიზმია. ის მოიცავს საკვების მექანიკურ დაქუცმაცებას, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მცენარეული უჯრედისის ფერმენტულ გადამუშავებას და რაც ყველაზე მთავარია, ვიტამინებისა და მინერალების სრულყოფილ ათვისებას.

მონელების პროცესი საკვების პირში მოხვედრისთანავე იწყება. პირის ღრუში ხდება მისი მექანიკური და ნაწილობრივ ფერმენტული დამუშავება, ღეჭვის შედეგად ლუკმა ფორმირდება და საყლაპავი მილის გავლით კუჭში გადაადგილდება, სადაც ხდება საკვების კუჭის წვენთან შერევა. კუჭიდან საკვების ულუფა ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში. სწორედ აქ მიმდინარეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელება ნაღვლის მჟავებისა და პანკრეასის ფერმენტების საშუალებით. საკვები კუჭისა და წვრილი ნაწლავის გავლას 6-დან 8 საათამდე ანდომებს, ხოლო ამის შემდეგ მსხვილ ნაწლავში გადადის.

მონელების ამ რთულ და კოორდინირებულ პროცესში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ორგანო შეთანხმებულად მუშაობს. თუმცა, ფერმენტულ მონელებაში განსაკუთრებული როლი კუჭქვეშა ჯირკვალს (პანკრეასი) უკავია. ის გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, როგორიცაა პროტეაზა (ცილებისთვის), ლიპაზა (ცხიმებისთვის) და ამილაზა (ნახშირწყლებისთვის). ამავე დროს, ნაღვლის წვენში შემავალი მჟავები აუცილებელია ცხიმების სწორად დაშლისა და ათვისებისთვის.

იმ შემთხვევებში, როცა მონელებას თან ახლავს შებერილობა, სიმძიმე, დისკომფორტი და აირების დაგროვება, განსაკუთრებით ცხიმიანი ან უჯრედისით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ, სპეციალისტები გვირჩევენ ცხოვრების წესის გადახედვას – სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა და ძილის რეჟიმის დარეგულირება ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდაციები უკვე კარგად ნაცნობია, ზაფხულის დინამიკურ რიტმში მათი შესრულება მაინც გართულებულია. ასეთ დროს, ორგანიზმს შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი მხარდაჭერა ფერმენტული პრეპარატების სახით.

სწორად შერჩეული ფერმენტული საშუალება ამსუბუქებს მონელებას, ამცირებს დისკომფორტს და ხელს უწყობს საკვებიდან სასარგებლო ნუტრიენტების სრულ ათვისებას. ფერმენტული საშუალებების შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პრეპარატის შემადგენლობა, ფერმენტების აქტივობა, გამოშვების ფორმა და ორგანიზმზე მისი კომპლექსური მოქმედება. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მომხმარებელს სთავაზობს ორი განსხვავებული ტიპის ფერმენტულ პროდუქტს: კრეზამს და რეოკონს – თითოეული მათგანი თავის როლსა და მიზნობრივ გამოყენებას ემსახურება.

თუ გემრიელი სადილი კმაყოფილების ნაცვლად, სიმძიმის შეგრძნებას იწვევს ან კვების შემდეგ კუჭის წვა, ტკივილი, შებერილობა და გულძმარვა გაწუხებთ, შესაძლოა თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი საკვების სრულფასოვნად მონელებას ვერ ახერხებდეს.

ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომელიც საკვების ეფექტურ გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი, პანკრეასია – კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს. როდესაც პანკრეასი ვერ ახერხებს ამ ფერმენტების საჭირო რაოდენობით გამომუშავებას, ირღვევა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა და მათი ათვისებაც რთულდება. შედეგად, ჩნდება მონელებასთან დაკავშირებული სიმპტომები: ჭამის შემდგომ გამოვლენილი სიმძიმე, დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის არეში.

ასეთ შემთხვევებში ეფექტური დახმარება შეიძლება იყოს ფერმენტული საშუალება, როგორიცაა კრეზამი (პანკრეატინი 10 000 სე) – პროდუქტი, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და სწრაფად ხსნის ჭამის შემდგომ სიმძიმის შეგრძნებასა და დისკომფორტს.

კრეზამის შემადგენელი ფერმენტები – ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზახელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მონელებასა და წვრილ ნაწლავში მათ შემდგომ სრულ შეწოვას. კრეზამი მიიღება 1 ან 2 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

როცა მონელების დისკომფორტს მხოლოდ ფერმენტული დეფიციტი არ იწვევს და მას თან ერთვის შებერილობა, ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვება ან ბოჭკოვანი საკვების მონელების სირთულე, შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი საშუალება, რომელიც კომპლექსურად ეხმარება მონელების პროცესს.

რეოკონი სწორედ ასეთი კომბინირებული, პოლიფერმენტული ბიოლოგიურად აქტიური დანამატია,  რომელიც საჭმლის მონელების დარღვევის განმაპირობებელ რამდენიმე რგოლზე ერთდროულად მოქმედებს.

რეოკონი, ჩვეულებრივი პანკრეატინისგან განსხვავებით, საკვების მომნელებელ ფერმენტებთან ერთად (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა) დამატებით შეიცავს დიმეტიკონს – მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ, ხარის ნაღვლის ექსტრაქტს – ცხიმების აბსორბციისთვის და ჰემიცელულაზას – მცენარეული ბოჭკოს ადვილად ასათვისებლად.

უნიკალური კომბინაციის წყალობით, რეოკონი ხსნის შებერილობას, სიმძიმეს და დისკომფორტს მუცლის არეში, ამცირებს კუჭ-ნაწლავში დაგროვილი აირების რაოდენობას, ხელს უწყობს საკვებით მიღებული ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების გადამუშავებასდააადვილებს მცენარეული უჯრედისის ათვისებას.

რეოკონი მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

R

“ირანის თავდასხმა კატარზე როგორც აიათოლა ალი ჰამენეის ბალანსირება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ირანის თავდასხმა კატარზე როგორც აიათოლა ალი ჰამენეის ბალანსირება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის“ (ავტორი – დევიდ ბლერი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სპარსეთი ყურის ყველა ქვეყნის მონარქიებიდან ირანის მიმართ განსაკუთრებულ პრაგმატულობას კატარის მმართველები ამჟღავნებდნენ და ცდილობდნენ თეირანთან ნაკლებად დაძაბული პოლიტიკა გაეტარებინათ, მაგრამ 23 ივნისს მომხდარ ფაქტზე ამ გარემოებას რაიმე მნიშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია, როცა ირანული რაკეტები კატარის დედაქალაქის დოჰას ცაზე გამოჩნდნენ.

საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებული საემიროებს ირანული წარმოების რაკეტებთან მიმართებით მწარე გამოცდილება აქვთ – ირანი იარაღს იემენელ ჰუსიტებს აწვდის, ისინი კი შემდეგ ამ რაკეტებით საუდის არაბეთისა და საემიროებისაკენ უშვებენ. მაგრამ ორშაბათს პირველად მოხდა, რომ რაკეტები კატარისაკენ თვითონ ირანმა გაუშვა. ეს შემთხვევა, რომ კატარი ირანის სამიზნე გახდა, მოწმობს იმას, რომ ირანი მზადაა ესკალაციაზე წავიდეს.

მართალია, ირანმა წინასწარ განაცხადა, მის მიერ გაშვებული რაკეტები „კატარის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზის დასაბომბად არის განკუთვნილი და მოძმე კატარს არ ვემუქრებითო“, აიათოლა ალი ჰამენეი მიანიშნებს, რომ ისრაელის გარდა მას სხვა სამიზნეებიც აქვს, იგი მზადაა უშუალო მეზობლებსაც დაემუქროს, იმ სახელმწიფოს (კატარის) ჩათვლით, რომელიც არასდროს არ წყვეტდა კავშირებს ირანთან.

ალი ჰამენეის თვალსაზრისით, ირანის გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია – კატარის ტერიტორიაზე განლაგებულია აშშ-ის ყველაზე მსხვილი სამხედრო-საჰაერო ბაზა ახლო აღმოსავლეთში – „ალ-უდეიდი“, რომლის მეშვეობით აშშ-სა და მისი მოკავშირეების საჰაერო რეგიონული ოპერაციები ხორციელდება. ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ობიექტი, რომელსაც ხშირად იყენებენ როგორც აშშ-ის, ისე დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები. ალი ჰამენეისათვის „ალ-უდეიდი“ აშკარად მნიშვნელოვანი სამიზნე იყო პასუხის გასაცემად იმისთვის, რომ ამერიკამ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

ესკალაციის მიღწევა სხვადასხვა წესებით შეიძლება. არსებობს იმის ნიშნები, რომ ირანმა კატარზე დარტყმა საგულდაგულოდ დაგეგმა, სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით. ისევე როგორც სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებს, კატარსაც თანამედროვე რთული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა აქვს და მისი გარღვევისათვის ირანს ათობით და ასობით სარაკეტო ზალპი დასჭირდებოდა. ირანისათვის უკეთესი იქნებოდა ამერიკული ბომბების ჩამოყრისათვის მის ბირთვულ ობიექტებზე ასევე ბომბების ჩამოყრით ეპასუხა კატარში, მაგრამ თეირანს ბომბდამშენი ავიაცია არ აქვს და ამიტომ სარაკეტო შეტევით დაკმაყოფილდა. ამასთან, თეირანმა კარგად იცოდა, რომ აშშ-ის ბაზა უკვე ევაკუირებული იყო და ისიც, რომ კატარის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა მის რაკეტებს აუცილებლად მოიგერიებდა.

შესაბამისად, ირანმა იმდენი რაკეტა გაუშვა, რამდენსაც „მოძმე“ კატარი მოიგერიებდა. თეირანს აშშ-ის ბაზაზე შეტევა ჩაეთვალა (იმიჯის შესანარჩუნებლად), მაგრამ არავინ არ დაზარალებულა – არც აშშ და არც კატარი, ყველა ირანული რაკეტა ჰაერში ფრენის დროს იქნა „დაჭერილი“ და უვნებელყოფილი.

დიახ, დოჰას ცაზე ღამით დიდი სამხედრო ფეიერვერკი განხორციელდა, მაგრამ ეს არ იყო ირანის ტოტალური შეტევა. ის, რომ ირანმა „მოძმე“ კატარი და ამერიკაც წინასწარ გააფრთხილა, იმაზე მეტყველებს, რომ თეირანმა ფრთხილი და აწონილ-დაწონილი ესკალაცია შეარჩია. ირანი იმედოვნებს, რომ აშშ მხედველობაში მიიღებს მის მოკრძალებულ მოქმედებას. [პარადოქსია, მაგრამ ომებში ასეც ხდება]: მართლაცდა, დონალდ ტრამპმა მადლობა უთხრა ირანს წინასწარი გაფრთხილებისათვის და „სუსტი საპასუხო დარტყმისათვის“. ეს იმას მოწმობს, რომ თეთრ სახლში აიათოლას სიგნალი მიიღეს და გაიგეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. დღეს დილით, გამთენიისას თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დავაკავეთ ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი, რომელთაგან ნაწილს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს კი უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისათვის დაკავებული პირები, სისტემატურად აორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას – მათ შორის, სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალებების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინებების გადაცემას, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებზე; ასევე, ხორციელდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემისა, თუ სხვა მეთოდებით. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ჩვენი თანამშრომლების მიერ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვენ მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ამის დასტურია ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამკაცრა სასჯელი ნარკოტიკების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას“, – განაცხადა გელა გელაძემ ბრიფინგზე.

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

მოსწავლე გოგონებს ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ მათთვის შექმნა საზაფხულო სკოლა, სადაც ისინი სრულიად უფასოდ შეძლებენ შეისწავლონ ტექნოლოგიები და დაეუფლონ თავიანთ მომავალ პროფესიას.

წარმატებული და ძალიან მოთხოვნადი თიბისი ტექსკოლის ფარგლებში, ბრენდი მოსწავლე გოგონებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს – ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგან. ამ მიზნით თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები გოგონებისთვის ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით. საზაფხულო სკოლის Crash კურსებში მონაწილეობის მიღება ყველა 9-12 კლასის მოსწავლე გოგონას სრულიად უფასოდ შეუძლია.

  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
  • შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში
  • შესავალი ვებგვერდები პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
  • შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)

კურსებზე დარეგისტრირება შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ყველა მოსწავლე გოგონებს, სწავლა სრულიად უფასოა და ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

რეგისტრაცია 24 ივნისს დაიწყო და 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა დარეგისტრირდი და დაიწყე სასურველი მომავალი პროფესიის შესწავლა. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს!

®

სასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სასამართლო სხდომას ვაშაძე არ ესწრებოდა.

გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 15 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ისრაელი ადასტურებს, რომ თანახმაა ირანთან დონალდ ტრამპის ინიცირებულ ორმხრივ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა აცხადებს, რომ მკაცრად უპასუხებს შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას

ისრაელმა დაადასტურა, რომ თანახმაა დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ ორმხრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ირანთან, თუმცა აცხადებს, რომ მკაცრად უპასუხებს შეთანხმების ნებისმიერ დარღვევას. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუ შეხვდა კაბინეტს, თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალებისა და „მოსადის“ ხელმძღვანელებს, რათა ეცნობებინა, რომ ისრაელმა მიაღწია ოპერაციის ყველა მიზანს და ბევრად მეტსაც.

„ისრაელმა აღმოფხვრა ორმაგი უშუალო ეგზისტენციური საფრთხე – როგორც ბირთვული, ისე ბალისტიკური რაკეტების სფეროში. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს სრულ საჰაერო კონტროლს თეირანის ცაზე, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს სამხედრო ხელმძღვანელობას და გაანადგურეს ათობით ობიექტი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა მადლობა გადაუხადა აშშ-სა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის.

„ისრაელი მადლობას უხდის პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის. ოპერაციის მიზნების მიღწევის გათვალისწინებით და პრეზიდენტ ტრამპთან სრული კოორდინაციით, ისრაელი დაეთანხმა პრეზიდენტის ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Mostbet AZ Azərbaycandan etibarlı platformaya rahat giriş

Mostbet AZ Azərbaycandan etibarlı platformaya rahat giriş

Aviator casino oynamaq üçün ilk addım, bu platformlardan birinə qeydiyyatdan keçməkdir. Aviator kazinosuna qeydiyyatdan keçmək və daxil olmaq üçün bir neçə yol ola bilər. Ən çox istifadə olunan yollar, adınızı, elektron poçtunuzu və telefon nömrənizi daxil edərək qeydiyyatdan keçməkdir. Bəzi kazinolar sosial şəbəkə hesablarınız və ya e-poçtunuz vasitəsilə də Aviator qeydiyyat imkanı təklif edir.

Aviator Kazinoda Qeydiyyat və Giriş

Mostbet platformasında oyun təcrübəm tamamilə inanılmaz oldu! İdman mərcləri və slot oyunlarında çox əyləndim. Ən əsası, qazanclarımı sürətli şəkildə çıxara bildim. Mostbet AZ-də hər gün yeni oyunlar kəşf edirəm.

Bu proqramlar, oyunun nəticələrini manipulyasiya etməyə çalışır və daimi qalib gəlməni təmin edəcəyini iddia edir. Lakin Aviator oyununun mühafizə altında olduğu ilə işlədiyi üçün bu növ proqramlar işləməyəcəkdir. Oyunun adilliyyətini qorumaq üçün çoxlu təhlükəsizlik tədbirləri mövcuddur. Aviator Predictor proqramları və botları, oyunun nəticəsini proqnoz etməyə cəhd edir.

Bu, təhlükəsizlik və məxfilik tədbirlərinin yerinə yetirilməsini təmin edir. 1xBet Casino şəxsi məlumatların qorunması üçün security tədbirləri həyata keçirir. Bu, məxfilik və təhlükəsizlik tədbirlərinin yerinə yetirilməsini təmin edir. 1xBet Casino etibarlı ödəniş üsulları təklif edir.

Bu növ proqramlar və botlar, çeşitli statistik məlumatları və alqoritmləri istifadə edir. Bu texnologiya oyundakı hər mərcin təsadüfi və gözlənilməz olmasını təmin edir. Aviator oyunu HTML-5 ilə işləyir və hər hansı bir cihaz üçün uyğunlaşır. Bu, istənilən qurğudan mobil versiyada oynaya bilərsiniz.

  • Bu platformalar arasında o, həm də azərbaycanlı oyunçular üçün əlverişli və populyar seçimdir.
  • Qeydiyyat prosesi asandır və yalnız beberapa dəqiqə çəkir.
  • İstər idman mərcləri, istərsə də kazino oyunlarında iştirak edərək unudulmaz anlar yaşaya bilərsiniz.
  • Demo rejimində oynamaq üçün qeydiyyatdan keçmək və ya giriş etmək tələb olunmur.
  • Güzgü saytlarının işləmə prinsipi, əsas saytın kontentinin surətini yaratmaq və oyunçulara bu kontentə çatmaq imkanı verməkdir.

Bu, riskli bir taktikadır, lakin uğurlu olduqda sürətli pul qazanmaq üçün zəmanət verir. Sürətli və sadə oyun qaydaları, yeni və təcrübəli oyunçulara kompleks olmayan, təlatümlü əyləncə təklif edir. Müxtəlif onlayn kazinolarda mövcudluq, oyunçulara istədikləri platformada Aviator oyununun zövqünü çıxarmaq imkanı verir. Hər bir turun nəticəsi təsadüfi olaraq müəyyənləşir, bu da nəticələri süni etməni və ya proqnozlaşdırmağı çətin edir. Agresiv bahis strategiyaları ilə sürətli itkilər mümkündür, yüksək riskli bir oyundur. Aviator online olaraq rahat oynamalıdır, amma bir az gecikmə var idi.

Etibarlı ödəniş üsulları

1xBet Casino güzgü saytları, əsas saytın surətini yaradır və oyunçulara 1xBet Casino-nun xidmətlərindən istifadə etməyə imkan verir. Bu, oyunçuların əsas saytın bloklanması halında, xidmətlərdən istifadə etməyə davam etməsinə imkan verir. Güzgü saytlarının işləmə prinsipi, əsas saytın kontentinin surətini yaratmaq və oyunçulara bu kontentə çatmaq imkanı verməkdir. Güzgü saytları, əsas saytın eyni funksionallığını təmin edir, lakin fərqli bir ünvan altında fəaliyyət göstərir. Bu, oyunçuların əsas saytın bloklanması halında, güzgü saytlarına keçid etməyə imkan verir. Bu siyahı, əsas saytın bloklanması halında, oyunçuların xidmətlərdən istifadə etməyə davam etməsinə imkan verir.

Həm idman mərcləri, həm də kazino oyunları mükəmməl işləyir. Hər hansı sual yarananda 24/7 dəstək komandası çox operativ cavab verir. Burada oynamaq həqiqətən çox maraqlıdır! Şəxsi kabinetinizə daxil olaraq şirkət məlumatlarınızı idarə edə bilərsiniz. Aşağıdakı formanı doldurum saytda qeydiyyatdan keçə bilərsiniz. Məlumat internet səhifələrində istifadə edildikdə müvafiq keçidin qoyulması mütləqdir.

Bu strateyalar oyunun dinamiklərinə və hər bir raundun əvvəlində qoyulan mərc ölçüsünə görə dəyişir. Bu strateji yeni başlayanlar üçün idealdir. Bütün diqqətinizi oyuna verəcək və vaxtında “Cashout” düyməsini sıxmaq vaxtı gəldikdə olacaq – təyyarə havaa qalxmazdan əvvəl. Bu strateji ilə mərc ölçüsünü seçmək əhəmiyyətlidir. İlk 200 oyununuz üçün bankroll’unuzun yetəcəyini gözləmək üçün minimum mərc ölçüsünü təklif edirik oyundur. Məsələn, əgər əmanətiniz 100 AZN-dir, o zaman mərciniz 1 AZN olmalıdır.

Təyyarə nə qədər uzun müddət uçuşda olarsa, bahis çarpanı bir mostbet.az o qədər yüksək olar. Oyunçu mərcini raundun sonuna qədər satarsa, o, cari çarpana vurulur və qalib gəlir. Əgər bunu vaxtında etməsəniz, mərciniz itirilir. Bu sadə, lakin əyləncəli mexanik ola Aviator Azerbaycan oyunçular arasında məşhur edir.

Bu rejimdə, oyunçu virtual kreditlərlə təmin olunmuş demo hesabı ilə oynayır. Demo rejimində oynamaq üçün qeydiyyatdan keçmək və ya giriş etmək tələb olunmur. Aviator oyununda uğur qazanmaq üçün müxtəlif strategiyalar və məsləhətlər mövcuddur.

გუშინ ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება ვიხილეთ, მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს საბაზისო ღირებულებებს, პასუხისმგებლიანად მოიქცეს ყველა დონორი -შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ასევე მნიშვნელოვანია, „ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი“.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც ბოლო პერიოდში სამწუხარო ტენდენციად იქცა. ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი. ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად კითხვებისგან გაქცევისა, ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.