Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

„ნაციონალურ მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ჩასაფრებულია, როგორ არიოს ქვეყანა და ძალით დაითრიოს ხელისუფლება -ირაკლი რუხაძე

„ნაციონალურ მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ჩასაფრებულია, როგორ არიოს ქვეყანა და ძალით დაითრიოს ხელისუფლება. სანამ ეს არსებობს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გაიაროს გამთლიანების პროცესი, რაც ბევრმა ქვეყანამ გამოცადა, სადაც ასევე მასობრივად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები იყო.

„ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს მთავარი დომინანტური ოპოზიციური ძალა ეს არასდროს დასრულდება, რადგან მათი ერთადერთი შანსი, რომ დაბრუნდნენ უკან, არის ასეთი არეულობა. ბოლო-ბოლო ზუსტად იციან, რომ ქართველი ხალხი მათ ხმას არ მისცემს. შესაძლოა, 50 წლის მერე მისცენ, მაგრამ მაშინ ესენი არ იქნებიან და აღარ მადარდებს, მაგრამ ახლა არ მისცემენ. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც ჩასაფრებულია, როგორ არიოს ქვეყანა და ძალით დაითრიოს ხელისუფლება. სანამ ეს არსებობს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს არის გასაკეთებელი. „ქართულ ოცნებას“ ეს უნდა გაეკეთებინა 2012-13 წლებში. ახლა როგორ გააკეთებენ, არ ვიცი, შევხედოთ“, – განაცხადა რუხაძემ.

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს არცთუ ისე საინტერესოა საუბრები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა საეჭვოა, მათი თავიდან აცილება შეძლოთ. კარგი ის არის, რომ შეგიძლიათ ამ საუბრებით ისარგებლოთ – მაგალითად, რაღაც ახალი ისწავლოთ, ასე რომ, თანამოსაუბრეს ყურადღებით მოუსმინეთ. საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ. საღამოს ძველი ნაცნობის ნახვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს სხვა ადამიანების საქმეების მოგვარება მოგიწევთ. სხვების დახმარება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, მით უმეტეს, თუ ამისთვის მადლობას იღებთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

ტყუპები

თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. ამ დღეს სწავლას და ახალი ინფორმაციის ათვისებას ადვილად ახერხებთ. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ამ დღეს თქვენი იდეებით ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან. ასევე შესაძლებელია მოგებიანი გარიგებები.

კირჩხიბი

სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ბუნება უამრავი პრობლემის გადაჭრაში და დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ოჯახური საკითხების განსახილველად.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ძველ ნაცნობებთან ურთიერთობისთვის – შესაძლოა, წარსულის გახსენების გარდა, გართობასა ან მოგზაურობასთან დაკავშირებული, ერთობლივი გეგმებიც განიხილოთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება და მოგებიანი გარიგების დადებასაც შეძლებთ. ასევე შესაძლებელია თანამშრომლობის მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ.

ქალწული

კარგი დღეა რთულ და მნიშვნელოვან ამოცანებზე მუშაობისთვის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ და გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდოთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს გარემოს შეცვლა ელის, რაც სარგებელს მოგიტანთ.

სასწორი

საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც – თქვენთვის საინტერესო საკითხებსა განიხილავთ. სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით. გირჩევთ, საოჯახო საქმეები ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.

მორიელი

წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. კოლეგების დახმარებით როგორც ნაცნობ, ასევე ახალ ამოცანებს სწრაფად და მარტივად უმკლავდებით. თქვენი ინიციატივა უფროსი ნათესავების მოწონებას დაიმსახურებს. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რთული საქმეები სამომავლოდ გადადოთ. თქვენს პირად ცხოვრებას სხვა ადამიანებთან ნუ განიხილავთ.

მშვილდოსანი

ენერგიული და მიზანდასახული ხართ და სიახლეების არ გეშინიათ. სხვების რჩევებსა და კრიტიკას ყურადღებას არ აქცევთ და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ თქვენზე გავლენის მოხდენა შეძლოს. ზოგი მშვილდოსანი მიიღებს იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ურთიერთობა გელით. ხელსაყრელი დღეა სწავლის დასაწყებად. პირველ წარმატებებს დიდი ლოდინი არ დასჭირდება.

თხის რქა

რთული და მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად არახელსაყრელი დღეა – წინ ბევრი დაბრკოლება შეგხვდებათ. სამაგიეროდ, შანსი გაქვთ, მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. გირჩევთ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ. ასევე, ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია.

მერწყული

მცირე გაუგებრობები და უსიამოვნო მოვლენები გელით, მაგრამ ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. არახელსაყრელი დღეა საკუთარ პრობლემების სხვებისთვის გასაზიარებლად – შეიძლება მხარდაჭერის ნაცვლად, ბევრი კრიტიკა მიიღოთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება, მაგრამ დიდ შესყიდვებს უნდა მოერიდოთ.

თევზები

ამ დღეს გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. გარდა ამისა, ბევრს ისწავლით და ეს ცოდნა მალე გამოგადგებათ. საღამო ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის. შესანიშნავ ფორმაში ხართ და დაღლას ვერ გრძნობთ, ამიტომ „უიმედო“ საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით

 

 

„ოპოზიციას აქვს ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი”- მიხეილ სარჯველაძე

„ოპოზიციას აქვს ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი, მათ მიაჩნიათ რომ მთელი პოლიტიკური კარიერა უნდა მოხმარდეს ვინმეს სამსახურში საქართველოს ჩაყენებას – ამაშია ზუსტად აბსურდულობა და ეს მინდა ამ ახალგაზრდობამ კარგად გაიგოს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ვინც შეიძლება ეგზალტირებული იყოს, ზედმეტი ემოციით იყოს აღტყინებული. აი ეს არ გამოეპაროთ მხედველობიდან, ვინ ვისთვის იბრძვის“, – აღნიშნულის შესახებ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან პარლამენტთან მიმდინარე აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროპული ინსტიტუციები – სტრასბურგის, ლუქსემბურგის სასამართლოები ამბობენ, რომ ნებისმიერი საზოგადოება უფლებამოსილია ფლობდეს ინფორმაციას ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან, როგორც პოლიტიკური, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ემსახურება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

„ეს უფლება ყველა საზოგადოებას დეიურე გააჩნია და ნახეთ რისთვის არის ბრძოლა, რომ ქართველ ხალხს ეს უფლება ჰქონდეს აყრილი. ისინი იძახიან რომ ტრანსფარენტულობა არ არის ის რაც ჩვენ გვჭირდება, გამჭვირვალობა არ შეიძლება ქართველ ხალხს ჰქონდეს. ესეც გამომდინარეობს იმ ეროვნული არასრულფასოვნების ერთგვარი კომპლექსიდან, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას გააჩნია და მიაჩნიათ რომ კუბილიუსი უკეთ გადაგვიწყვეტს საკითხს ვიდრე აქ ჩვენი ქვეყნის რომელიმე პოლიტიკოსი.

რამხელა მარაზმია როდესაც სააკაშვილი იჩემებს პატრიოტიზმს, ადამიანის უფლებების დაცვას, იჩემებს ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას. ილუზია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი ადამიანი იყო თვითონ მის მომხრეებს არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ ეს ასე არასოდეს ყოფილა. ის იყო მმართველი, რომელსაც ჰქონდა ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც თვლიდა რომ საქართველო არის შეუმდგარი სახელმწიფო და გარკვეული გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ და მხოლოდ ვინმეს მორჩილება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უმრავლესობის დეპუტატები ხვალ პარლამენტში ვერ შევლენ – იმდენი უნდა ვიყოთ, რომ შენობამდე ვერ მოვიდნენ – ნიკა მელია

დროსა და სივრცეში არის დაკარგული მთელი „ქართული ოცნება“. მათ ჩაუვარდათ პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ახლა აუცილებელია ხალხმრავალი და უწყვეტი მშვიდობიანი დემონსტრაციები.

„ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში იმას ცდილობდნენ, რომ პარალელური სამყარო შეექმნათ, სადაც სულ უფრო და უფრო მეტ სიბნელეს შეიტანდნენ და მერე ყველანი დავბნელდებოდით. ვერ შექმნეს პარალელური სამყარო და ამ პროცესში სიბნელე კი არა, მეტი და მეტი სინათლე შედის. ერთადერთი უებარი გამოსავალი არის ხალხმრავალი, უწყვეტი მშვიდობიანი დემონსტრაციები“, – განაცხადა მელიამ.

მან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს უკვე არაფრის ეშინია.

„მუქარებით, ძალადობით, სადარბაზოებთან ჩასაფრებებით, ცემა-ტყეპით ფონს ვერ გავიდნენ. დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანი, ვინც გუშინ თბილისში გამოვიდა, თვლიდა, რომ მაინც და მაინც უსაფრთხო გარემოში არ გამოდიოდა. ნორმალურ ადამიანს ყველას აქვს შიში, მაგრამ ეს შიში გადატეხეს. 200 ათასზე მეტმა ადამიანმა თქვა, რომ რაც არ უნდა იძალადო, მე გამოვალ დედაჩემთან ერთად, ჩემს შვილთან ერთად, ოჯახის წევრთან ერთად და ეს მოხდა. დღესაც იგივე უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მელიამ.

მისი განმარტებით, ხვალ არ მისცემენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საშუალებას, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„ხვალ ვერ შევლენ. პერსონალურად არავის ვერჩი, სახელმწიფოებრივად ვერჩი ყველას იქ, ვინც არის. 83 დეპუტატი მყავს მხედველობაში. ისინი სახლებიდან რომ გამოვლენ, იმდენი უნდა ვიდგეთ, რომ აქამდე ვერ მოვიდნენ“, – განაცხადა მელიამ.

რომელი ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები იმყოფებიან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – დეტალურად

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ითხოვენ, ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს კანონპროექტი. მომიტინგეთა შეფასებით, ეს კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები:

ნიკა მელია (ახალი)
ნიკა გვარამია (ახალი)
გიორგი ვაშაძე (აღმაშენებელი)
ლევან ხაბეიშვილი (ენმ)
სოფო ჯაფარიძე (ენმ)
ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი)
ელენე ხოშტარია (დროა)
გიგა ლემონჯავა (დროა)
ლაშა ფარულავა (ენმ)
მამუკა ყურაშვილი (ენმ)
გიორგი ბოტკოველი (ენმ)
ხატია დეკანოიძე (ოპოზიციონერი დეპუტატი)
გუბაზ სანიკიძე (ოპოზიციონერი დეპუტატი)
თამარ კორძაია (ოპოზიციონერი დეპუტატი)
მამუკა ხაზარაძე (ლელო)
ბადრი ჯაფარიძე (ლელო)
საბა ბუაძე (ლელო)
ირაკლი კუპრაძე (ლელო)
ოთარ ფარულავა (ლელო)
ბექა ბერიძიშვილი (ლელი)
ვატო სურგულაძე (ლელო)
მანანა ნაჭყებია (ლელო)
გაიოზ ჯაფარიძე (ფრანკლინის კლუბი)
სანდრო ზიბზიბაძე (ფრანკლინის კლუბი)
გიგა ბოკერია (ევროპული საქართველო)
თამარ ჩერგოლეიშვილი (ევროპული საქართველო)
ეკა გიგაური (გამჭვირვალობა)
ლევან გოგიჩაიშვილი (გახარია)
ნოდარ ჩაჩანიძე (ახალი)
პაატა მანჯგალაძე (აღმაშენებელი)
ლაშა დიაროვი (აღმაშენებელი)
სერგო ჩიხლაძე (აღმაშენებელი)
ბექა ბასილაია (ადვოკატი)
ლანა ღვინჯილია (ძალა ერთობაშია)
მანჩი ანდღულაძე (ენმ)
ბესო გედენიძე (ენმ)
დავით დიღმელაშვილი (სირცხვილია)
მალხაზ პატარაია (ენმ)
მამუკა გუგეშაშვილი (ენმ)
ბესო გაზდელიანი (ენმ)
გოგა ონიანი (ენმ)
შოთა გრიგოლია (ენმ)
ლადო ლაგვილავა (ენმ)
ვასო ურუშაძე (ენმ)
ირაკლი ნადირაძე (ენმ)
აბო გურჯიშვილი (ენმ)
ზაზა გოგავა (ენმ)
გიგა გიგიტელაშვილი (ენმ)
დაჩი ნატროშვილი (ენმ)
იგორ ნარმანია (ენმ)
ნიკა ნარსია (ენმ)
კახა კვეკვესქირი (ახალი)
დიმიტრი ბიძინაშვილი (ახალი)
თეა გოჩიტაშვილი (ენმ)
ანა დოლიძე (ხალხისთვის)
ზვიად ცეცხლაძე (დაფიონი)
ნადიმ ხმალაძე (უკრაინაში მებრძოლი)
ზვიად ქორიძე (გამჭვირვალობა)
ხატია ჯინჯიხაძე (ყოფილი სოროსი)

რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები პარლამენტთან ღამის გათენებას აპირებენ, რადგან დილით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი და ეცდებიან, სხდომის ჩატარებას ხელი შეუშალონ.

,,როგორც ჩანს, ოპოზიციონერებს თავის წაქეზებულ ადამიანებთან უნდათ თავის გამართლება და ხვალ დილით იტყვიან: „იცით რა, პარლამენტარები უკვე შიგნით იყვნენ, ამიტომ აზრი არ ჰქონდა ბლოკირებას”- მდინარაძე

მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ „ლელოს“ წარმომადგენლის, საბა ბუაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში არიან პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ ბრიფინგებს უკავშირდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირებისთვის საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით აღიძვრება, ოპოზიციონერები მათ მიერ წაქეზებული ახალგაზრდების წინაშე თავის მართლებას ცდილობენ.

„რეალურად, თუ სიტყვა-სიტყვით განვმარტავთ, 222-ე მუხლში მეორე ნაწილია, სადაც წერია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირება რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. მსგავსი ქმედებების შემდგარი კვალიფიკაცია რომ იყო შესატყვისი, ამასთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა საერთოდ არ იწყებოდა. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ასეთი პრაქტიკის გაგრძელებას ჩვენ არ ვაპირებთ და შესაბამისი რეაქცია იქნება.

როგორც ჩანს, ეს რომ მოისმინეს, თავის წაქეზებულ ადამიანებთან უნდათ თავის გამართლება და ხვალ დილით იტყვიან: „იცით რა, პარლამენტარები უკვე შიგნით იყვნენ, ამიტომ აზრი არ ჰქონდა [ბლოკირებას]“. ახლა შეშინდნენ, მიხვდნენ – თვითონ მანდ მიმსვლელები არ არიან, ახლა ეს ახალგაზრდა ადამიანები უნდა წააქეზონ, რომ იქ მივიდნენ, ამისიც შეეშინდათ, როგორც ჩანს. ეს ჩემი ვარაუდია, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ერთადერთი ახსნა ეს არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ასეთ განცხადებებს „საოცრებას“ უწოდებს.

„არა, საოცრებაა, წარმოუდგენელი ხალხია. არ ვიცი. უჩა აბაშიძის მორალის ხალხი არიან ისინი. არ ვიცი რომელმა თქვა და რა თქვა… რა პარლამენტის შენობაში არიან? ხომ უნდა მოგაფიქრდეს?“, – ამბობს მდინარაძე.

 “ყველა ამას ამბობს, რომ ისინი შიგნით არიან – გვინდა მოვინახულოთ და საკვები მივაწოდოთ, იქნებ შიათ”- ვაშაძე

უცებ თუ აღმოცენდნენ დილით კომიტეტი სხდომაზე [საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები], სიმართლე ყოფილა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში უკვე იმყოფებიან.

ვაშაძის თქმით, “ყველა ამას ამბობს, რომ ისინი შიგნით არიან”.

„მინდა მოვინახულოთ და საკვები მივაწოდოთ, იქნებ შიათ – ახალგაზრდები ამბობენ, რომ გავუნაწილებთო. ყველა ამას ამბობს, რომ შიგნით არიან [საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები] და ხომ ვნახავთ? უცებ თუ აღმოცენდნენ დილით კომიტეტი სხდომაზე, ალბათ, სიმართლე ყოფილა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „მშიშარა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვიწრო დაჯგუფების ზურგს უკან დგას, სამშობლოს ღალატზე აგებს პასუხს“.

„ეს კანონი ყველა მისი მუხლით არის რუსული და მას შერბილება და შელამაზება არ უშველის. ამიტომ მშიშარა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვიწრო დაჯგუფების ზურგს უკან დგას, ნახავთ, რომ ის სამშობლოს ღალატზე აგებს პასუხს. კონსტიტუციაზე წინ დააყენეს საკუთარი თავი. არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეგეც და ყველა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

,,ამ კანონზე ავაღებინოთ ხელი, შევცვალოთ ხელისუფლება, ხალხს უნდა კოალიციური მთავრობა”- ხაბეიშვილი

ამ კანონზე ავაღებინოთ ხელი, შევცვალოთ ხელისუფლება, ხალხს უნდა კოალიციური მთავრობა ყველა გამოკითხვით, ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი ხელისუფლება უნდა, – ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, არჩევნებს დაელოდოს და კანონპროექტი არ მიიღოს.

“ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ არ უნდათ ეს ისტერიკა, დამშვიდნენ, დაწყარდნენ, არჩევნებს დაელოდონ და ეს კანონი გაიტანონ. მე მგონი, ძალიან მშვიდად, წყნარად გადაწყდება ყველაფერი 4-5 თვეში, რატომ არიან მგლებივით? რატომ ჭამენ ხალხს, რატომ უვარდებიან ოჯახებში? 4-5 თვე მოითმინონ.

ასევე, მინდა, ჩემს კოლეგებს, ყველას, მოვუწოდო, ერთობა არის უმნიშვნელოვანესი. დღეს ვდგავართ ისტორიის ისეთ ეტაპზე, რომ არანაირი პარტიული კუთვნილების ეს ხაზი პროქართულ და პროევროპულ, პროდასავლურ პარტიებს, ცხადია, პირველ რიგში, პროეროვნულ პარტიებს შორის, არის მორღვეული.

ამ კანონზე ავაღებინოთ ხელი, შევცვალოთ ხელისუფლება, ხალხს უნდა კოალიციური მთავრობა ყველა გამოკითხვით, ხალხმა გადაწყვიტოს როგორი ხელისუფლება უნდა.

გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი მანამ, სანამ კანონი, რომელიც არ უნდა ხალხს და შემაფერხებელია ევროკავშირის გზაზე არ იქნას მიღებული,“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

მან პარლამენტში შესვლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ, ამ ეტაპზე, ამას ვერ შეძლებს.

შს მინისტრთან მაქვს კითხვა – მამუკა ხაზარაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ორგულობის, უტიფრობის, არაკომპეტენტურობის და პირდაპირ დავარქვათ, ღალატის განცხადება, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და დღეს ღამის გათენებას გეგმავენ.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ მიზანმიმართულად მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ და ეს სიტუაცია უკვე კულმინაციასთან მივიდა.

„შს მინისტრის განცხადება არის ღალატი იმიტომ, რომ მას, როგორც შს მინისტრს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ევალება მოქალაქეების დაცვა. როცა პრევენციულ განცხადებას აკეთებ და საუბრობ სხვადასხვა მუხლებზე, რომ აქ ახალგაზრდებს დაიჭერ, მე მაქვს მასთან პირადი კითხვა, ვისზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ნიღბებით სხვადასხვა ახალგაზრდებს, ჩემს თანაგუნდელებს აედევნენ?! გუშინ ჩვენს თანაგუნდელებზე 5 ადამიანი იყო ადევნებული. ზურა (გირჩი) ჯაფარიძეს უკვე მესამედ დახვდნენ სახლში. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაუსაფრდნენ. მითხრას პირადად, გამოვიდეს და თქვას, ვისზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ვინ იქნა კანონის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული. ახლა როცა საუბრობს 4 წლით გავუშვებ ციხეშიო, მინდა მას პირადად და ყველას, ვინც ასე ფიქრობს, ვუთხრა, რუსულ ციხეში ჯდომას ისევ ქართულ ციხეში ჯდომა სჯობს, იმიტომ, რომ თქვენ ეს ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ და უკვე კულმინაციასთან მივიდა დღეს ეს სიტუაცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მას ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

„მეორე კითხვა ბიძინა ივანიშვილს, 7 ნოემბერი რომ მოხდა, ვინ აფინანსებდა იმდროინდელ სპეცრაზმს? ვინ აფინანსებდა იმდროინდელ ხელისუფლებას 7 ნოემბრის მერე? აფინანსებდი შენ. ანუ, ყველაფერ ამ არეულობის უკან დგახარ შენ პირადად. ამიტომ, არ დაგითმობთ არცერთ კვადრატულ მეტრს არც რუსთაველზე და არც თავისუფლების არცერთ მიტკალს არ დაგითმობთ!“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ზოგიერთი ევროპელის აზრი მთლიანად ეწინააღმდეგება ქართველების ინტერესებს – მიხეილ სააკაშვილი

ზოგიერთი ევროპელის აზრი მთლიანად ეწინააღმდეგება ქართველების ინტერესებს. ივანიშვილის მხრიდან ეს იქნება მანევრი, რომლის მსგავსს ადრეც არაერთხელ მიმართავდა: ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, რის შემდეგაც გაათმაგებული აგრესიით თავს დაესხმება სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, პოსტში სააკაშვილი აღნიშნავს: „შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, გამოვტაცოთ ხელიდან საარჩევნო კომისია და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ „რუსული კანონის“  მიღება, რომელიც არჩევნებსაც აუქმებს“.

„დიდი საფრთხის წინაშე

ახლა ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს ეროვნული სულისკვეთების ძლიერი ამოფრქვევა, მეორე მხრივ, გვყავს რუსეთისგან სრულად მართული ოლიგარქი, რომელიც არა მარტო არ აპირებს არჩევნების გზით წასვლას, რაც ყველანაირი პროგნოზით წაგებული აქვს, არამედ არჩევნები მიაჩნია გადამეტებული საფრთხის წყაროდ, რომელიც სასწრაფოდ უნდა გააუქმოს.

მას შემდეგ, რაც ისევე, როგორც ყველამ, მანაც დაინახა, რომ დაშინებამ და ძალადობამ არ გაჭრა და რომ დასავლეთიც აღარ აპირებს თამაშს ინდივიდუალური სანქციების თემით, ამასთანავე გამოიკვეთა ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პერსპექტივა, რაც ხალხს კიდევ უფრო გააბრაზებს და გაზრდის წინააღმდეგობის ტალღას, მან მიიღო მაშველი რგოლი რამდენიმე ევროპელი ბიუროკრატისაგან. ეს გამოიხატება იმით, რომ უნდა დაასრულონ პროცესი, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის შენიშვნები და ხელახლა მიიღონ ეს ყველასათვის მიუღებელი კანონი, რადგან მესამე მოსმენის შემდეგ არანაირი ცვლილება ვეღარ მოხდება.

ამ შემთხვევაში ზოგიერთი ევროპელის აზრი მთლიანად ეწინააღმდეგება ქართველების ინტერესებს. ხოლო ივანიშვილის მხრიდან ეს იქნება მანევრი, რომლის მსგავსს ადრეც არაერთხელ მიმართავდა: ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, რის შემდეგაც გაათმაგებული აგრესიით თავს დაესხმება სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ასეთი ვირეშმაკობით ფიქრობს ის ქვეყნის სამუდამოდ ჯიბეში ჩადებას, რაც საბოლოოდ დაასრულებს საქართველოს.

შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, პირველ რიგში, გამოვტაცოთ ხელიდან საარჩევნო კომისია და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ „რუსული კანონის“  მიღება, რომელიც ფაქტობრივად არჩევნებსაც აუქმებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ხვალიდან 10-ზე მეტ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდება

ხვალიდან 10-ზე მეტ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ე.წ  ,,რუსულ კანონს” უკან არ გაიტანს. თსუ-ს, ილიაუნის, ჯიპას, საქართველოს უნივერსტეტის, ალტეს, ჯის, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერისტეტების სტუდენტები ხვალიდან აღარ აპირებენ ლექციებზე შესვლას.

ახალგაზრდების პროტესტს ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდნეტებიც. საპროტესტო მანიფესტს სამედიცინოს 600-ზე მეტმა სტუდენტმა მოაწერა ხელი, რომლებიც დღევანდელ აქციაზე სიმბოლურად თეთრი ხალათებით მივლენ. სტუდენტების პროტესტს რამდენიმე უნივერსიტეტში ლექტორებიც შეუერთდნენ.

პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება,  საავტომობილო გზა გადაიკეტა

პარლამენტთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის”, გზა გადაიკეტა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი.

მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ყველა ის ნივთი, რაც მათივე შეფასებით დაეხმარებათ „უსაფრთხოდ ყოფნაში“. აღნიშნული ნივთებია – საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.