Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ინდოეთი და პაკისტანი სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ-ტრამპი

1

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მოუწოდებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიანი ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ. ვიმედოვნებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის მისაღები რეჟიმი იქნება დაცული და ორივე ქვეყანა პასუხისმგებლობას იკისრებს ამ პირდაპირი მოლაპარაკებების ხელშეუხებლობის დაცვაზე“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ასეთი ზავი არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები შემდგომ სანქციებს დააწესებენ.

„როგორც პრეზიდენტი, მე ერთგული დავრჩები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უზრუნველყოფის, ევროპელებთან ერთად, და ეს იქნება მყარი მშვიდობა! ცეცხლის შეწყვეტამ საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს სამშვიდობო შეთანხმების დადებამდე. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება გაკეთდეს და მე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიქნები“, – დასძინა მან.

“ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი…ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია” – შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს.

„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა. ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. ეს ბრძოლა რომ არა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ეს მსხვერპლი რომ არა, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე. ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. პირიქით, სწორედ ფაშიზმის დამარცხებამ შექმნა დღევანდელი ევროპა. ძალიან ცუდია, თუკი ამ დღის დემონსტრაციული იგნორირება, ერთის მეორით ჩანაცვლებას ემსახურება. საერთო მეხსიერება არის ის, რაც ჩვენს კონტინენტს ცივილიზაციად აქცევს. ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია“, – წერს შალვა პაპაუშვილი.

გერმანიის ელჩის განცხადებები უსუსურია იმ რეალობასთან შედარებით, რაც მსოფლიოში მართლაც არსებობს -გიორგი ვოლსკი

გერმანიის ელჩის განცხადებები უსუსურია იმ რეალობასთან შედარებით, რაც მსოფლიოში მართლაც არსებობს, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას.

„ეს არ არის მხოლოდ დაპირისპირება ორ შეხედულებას შორის, ეს არის გარკვეული პოზიცია, პოლიტიკა, რომელსაც დემაგოგიურად ცდილობენ ზოგიერთნი, მათ შორის გერმანიის ელჩი, თავს მოახვიონ იმ საზოგადოებას, რომელიც უნდათ, რომ ქუჩაში იდგეს და დაპირისპირებაში მონაწილეობდეს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ერთ-ერთ მედია საშუალებასთან თქვა, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს და ეს გამოგონილია.

პენტაგონი არმიიდან 1000-მდე ღიად ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეს გაათავისუფლებს მისცემს -The Associated Press

პენტაგონი არმიიდან 1000-მდე ღიად ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეს გაათავისუფლებს, ხოლო დანარჩენებს თვითიდენტიფიცირებისთვის 30 დღეს მისცემს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით რთულია ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენი ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურეა, თუმცა სამედიცინო ჩანაწერები გამოავლენს მათ, ვისაც დაუდგინდა გენდერული დისფორია, აქვს სიმპტომები ან გადის მკურნალობას.

მანამდე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 2024 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნული გვარდიისა და რეზერვის აქტიურ სამსახურში მყოფ 4 240 სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა გენდერული დისფორია. თუმცა, მათ აღიარეს, რომ ეს რიცხვი შესაძლოა მეტი იყოს.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციას შეუძლია არმიაში ტრანსგენდერი ადამიანების სამსახურზე აკრძალვა დააწესოს, ვიდრე სხვა სასამართლო პროცესები გრძელდება.

გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა-დავით მათიკაშვილი

გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის უკვე გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია, რეალურ ევროპულ ღირებულებებთან.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება როდესაც ის არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ, რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას ურთიერთთანამშრომლობას, საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას სთავაზობდა. ისეთ პოზიციაზე დგომას სთავაზობდა, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს ჰერჩინსკის და სხვა ევროპელი ბიუროკრატების სურვილს, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. ეს შეცვლილი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს. მეტყველებს ევროპელი ბიუროკრატების დღის წესრიგსა და მათ სურვილზე, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

ორკვირიანი მზადების, პროპაგანდისტული მანქანის სრულად ამოქმედების მიუხედავად, ვერ შეძლეს 2 000 კაცზე მეტის შეკრება. საზოგადოებისთვის უკვე სრულად გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია, რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მათ 2 000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს და ჰერჩინსკიმ ვერ შეძლო კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყნის ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრება სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.

„გვახსოვს, მაგალითად კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებს, იქნება ეს მზია ამაღლობელი თუ სხვა, ის აცხადებდა მის სურვილებს და არა იმ რეალობას რაც საქართველოსვე არის და საზოგადოებამ იცის.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჰერჩინსკის და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც ქმნიდნენ მოცემულობას თითქოს სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ვინმე აწამებს, არაადამიანურ პირობებს უქმნის. სინამდვილეში აბსოლუტურად საპირისპიროა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ გვახსოვს, სასამართლო სხდომებზე, კონკრეტული ჩინოსნების, ელჩების დასწრება, რომელიც რა არის სხვა თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მე მაქვს გზავნილი რუსეთისთვის და უკრაინისთვის, დაასრულეთ ეს სულელური ომი -ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა და უკრაინამ „სულელური ომი უნდა დაასრულონ“.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ამერიკის საელჩომ აშშ-ის მოქალაქეები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ გააფრთხილა.

დონალდ ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა იქნებოდა მისი გზავნილი პუტინის მიმართ საელჩოს განცხადების შემდეგ, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორივე მხარის მიმართ ერთი გზავნილი აქვს, დაასრულონ ომი.

„მე მაქვს გზავნილი ორივე მხარისთვის – დაასრულეთ ეს ომი. ჩვენ ვკარგავთ 5 000 ჯარისკაცს კვირაში, რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს და ასევე სხვა ადამიანებსაც. დაასრულეთ ეს სულელური ომი, ეს არის ჩემი გზავნილი ორივესთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებელია, განვიხილოთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები ევროკავშირთან, არის მეგობრული და თანასწორი დამოკიდებულება ჩვენი ერის მიმართ-მაია ბითაძე

განცხადება, რომელიც დღეს სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის მხრიდან, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ ევროკავშირში გაერთიანება, წევრობა, კანდიდატის სტატუსი, ისტორია, რომელიც გვახსოვს, მოგცემ-არ მოგცემ, მოლაპარაკებებს გავხსნი-არ გავხსნი, არის ქართველი ხალხის საშანტაჟოდ გამოყენებული, რომ იქნებ, როგორმე ძალადობრივი გზით დაამხონ ხელისუფლება ქართველებმა, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ვერ გაიგეს ევროპის დედაქალაქებში, რომ ეს ასე აღარასდროს აღარ მოხდება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ევროკავშირის სახელმწიფოებთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლის წევრი სახელმწიფოები არიან იგივე სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირში არიან გაერთიანებული, მართალია, არ არის ისეთი ინტენსიური, როგორიც უნდა იყოს იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა პროცესი მუშა რეჟიმშია და მიმდინარეობს უწყვეტად.

„ჩვენ გვინახავს არაერთი ვიზიტი, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე, რომელიც გაიმართა სხვადასხვა სახელმწიფოში, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათ შორის, იყო მაღალი დონის ვიზიტები, სადაც ჩვენ მუშა პროცესში განვიხილავდით მათ შორის, იმ გამოწვევებს, რომელიც სხვათა შორის, ევროკავშირის აქაური წარმომადგენლობის დახმარებით შეიქმნა დღევანდელი მოცემულობით, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ, „ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა ის პირდაპირი დავალებები, რომლის შედეგებს ჩვენ უკვე კარგად ვხედავთ, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო. ჩვენ დღეს იმაზე მკაფიოდ ვხედავთ, რა სავალალო შედეგები შეიძლებოდა, დამდგარიყო საქართველოსთვის, თუ ჩვენ ყველა იმ დავალებას გავითვალისწინებდით, რა ინდიკაციებსაც გვაძლევდნენ ევროპული დედაქალაქებიდან, თუ ავიღებთ უკრაინის მაგალითს, უკრაინის, რომელიც პრაქტიკულად, განწირული და მიტოვებულია ამ ძალიან დიდ და საშიშ ძალასთან, რასაც რუსეთი ჰქვია. დღესაც მოვისმინეთ ჩვენ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა რომ ამ დიდ ომშია ჩართული, ეს არ არის იმის გარანტია, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება”, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად გაითავისა, რომ 21-ე საუკუნის ამ ტურბულენტურ გარემოში უმთავრესი არის ეროვნული ინტერესები.

„იმიტომ, რომ ამ პლანეტაზე დიდი სახელმწიფოების ჭიდილის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ არათუ ჩვენი იდენტობა, ისტორია და რელიგია, არამედ აქ არის გადარჩენაზე საუბარი. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და, რომელიც გარშემორტყმულია ისეთი სახელმწიფოებით, სადაც ომები მიმდინარეობს, ან გაყინული ომებია და ამ სიტუაციაში საქართველო ვითარდება. ეკონომიკური განვითარების ისეთი მაჩვენებელი გვაქვს, როგორიც პრაქტიკულად, არასდროს არ გვქონია. შესაბამისად, მე მგონი, ვერავინ ვერ გაიგო, ბოლომდე ვერ აღიქვეს, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაექვემდებარება ძალიან მარტივად ამ შანტაჟს. ევროკავშირში წევრობა საქართველოს მოსახლეობას იმიტომ არ უნდა, რომ საიდანღაც იმართოს. საქართველოს მოქალაქისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მიიღებს დირექტივას, ბრიუსელიდან, მოსკოვიდან, თუ ნებისმიერი სხვა დედაქალაქიდან. ასე რომ, ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებელია, ჩვენ მიერ იქნას განხილული იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები ევროკავშირთან, არის გზა მეგობრული და თანასწორი დამოკიდებულება ჩვენი ერის მიმართ. ეს მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რადგან ისინი აქ არიან და ძალიან კარგად გრძნობენ ატმოსფეროს, რომელიც ქვეყანაშია. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ევროკავშირის ელჩმა იცის ყველაზე კარგად, თუ რა ძალისხმევა გაიღო „ქართულმა ოცნებამ” იმისთვის, რომ მიეღო ყველა ის წარმატება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, რაც აქამდე მივიღეთ”, – განაცხადა ბითაძემ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მთელი ეს პროცესი, რაც აქამდე მიმდინარეობდა, იყო ერთადერთი მიზნისთვის შექმნილი და წარმოებული, რომ ძალადობრივი გზით დაემხოთ ხელისუფლება.

„ამ მიზანს ვერ მიაღწიეს და ახლაც რაღაც ჰიბრიდული ფორმები, გამოგონილი მასკარადები და სცენები არჩევნების ტელეფონით ჩატარებასთან დაკავშირებით და ა.შ, მიმართულია იმისკენ, რომ დასასრულს ვერ პოულობენ საკუთარი ქმედებებისთვის და ჩარჩენილი არიან იმ გეგმაში, რომელიც თავიდან წამოიწყეს. პრაქტიკულად, ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, თავისი დამკვეთებიანად, თვითონვე გაება იმ თავის მახეში, რომლის დაგებასაც საქართველოს მოსახლეობისთვის აპირებდნენ”, – განაცხადა ბითაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა პოლიტიკური ძალა აქვს მეგობარი აქტის მიღებას, რომელიც ჯო უილსონის მიერ იქნა ინიცირებული, რასაც ოპოზიციაში დიდი ზეიმი მოჰყვა და ითქვა, რომ ამით ამერიკამ ქართველ ხალხს გიორგობა მიულოცა, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ჯო უილსონი არ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციას და ის არის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად, მონაწილე იყო საქართველოში გადატრიალების მოხდენის მცდელობის, დღევანდელ ადმინისტრაციასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის განსხვავება არის ძალიან მარტივად დასანახი და ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც „სინამდვილეში არამეგობრული აქტია, არის იმ ძველი პროცესის გაგრძელების კუდი, ის უკვე დაწერილი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და პროცედურულად გაგრძელდა მისი განხილვა.“

„მესმის, რომ მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ამ აქტს საბოლოო ჯამში, კიდევ სჭირდება განხილვა მეორე პალატაში და ასევე სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელსაც დარწმუნებული ვართ, ეს აქტი ვერასდროს ვერ ნახავს”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მთელი დღე ებრძვით სურვილს, რომ ყველაფერი მიატოვოთ და გაიქცეთ იქ, სადაც არავინ გიცნობთ, მაგრამ ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება. ამ დღეს ხალხის მასიდან გამორჩევას არ უნდა ეცადოთ. პირიქით, რაც შეიძლება შეუმჩნეველი უნდა იყოთ.

კურო

ხელსაყრელი დროა ახალი პროექტების დასაწყებად, განსაკუთრებით – თუ გვერდით ჭკვიანი და სანდო პარტნიორი გყავთ. ამ დღეს ბევრი ფიქრი და ანალიზი საჭირო არ არის, უბრალოდ, ეს დღე ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა გაატაროთ. 

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მოგეცეთ, რაც გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. ეცადეთ, თავი შეიკავოთ რჩევების მიცემისგან და საკუთარი აზრები თავს არავის მოახვიოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს განწყობა ისე სწრაფად გეცვლებათ, რომ გარშემო მყოფები ვერ ხვდებიან, როდის გიხარიათ და როდის გწყინთ. ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მისი აყოლა სიკეთეს არ მოგიტანთ და საკუთარ სისუსტეს მალე ინანებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნურაფერს დააყენებთ მასზე წინ.

ლომი

ამ დღეს პირადი პრობლემების სწრაფად და წარმატებით მოგვარებას შეძლებთ. შეიძლება საყვარელი ადამიანის გულწრფელობა არ დააფასოთ, რითაც ძალიან გაანაწყენებთ. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – რამდენიმე დღეში ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ.

ქალწული

ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტეთ, რითაც ოპონენტებსაც გაახარებთ და თავადაც მოგეწონებათ პრობლემის გადაჭრის ეს მეთოდი. დროა გაიხსენოთ, რომ ცხოვრებაში მუშაობის გარდა, სხვა უფრო სასიამოვნო საქმეებიც არსებობს.

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში ბინის ან სამუშაო ადგილის შეცვლის დრო დადგა. თუნდაც ახლა არ მოგწონდეთ, მალე მიხვდებით, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. მოვლენებს შორიდან ვერ დააკვირდებით, მეტი უნდა იაქტიუროთ. შესაძლოა, ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობისას სირთულეებს შეეჯახოთ, ამიტომ გირჩევთ, დახმარება გამოცდილ ადამიანს სთხოვოთ.

მორიელი

გეჩვენებათ, რომ ვიღაცამ კუთხეში მიგიმწყვდიათ. ეს კვირა თქვენთვის ქაოსური იქნება, თუმცა კვირის ბოლოს შეძლებთ სიმშვიდის მოპოვებას. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში თქვენი შესანიშნავი ინტუიცია დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უმნიშვნელო წვრილმანიც კი სიხარულს განიჭებთ. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, იმედი არ უნდა დაკარგოთ გახსოვდეთ, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს, ღამეს კი – დღე. დღის მეორე ნახევარში ფულის დაუგეგმავი ხარჯვა გელით.

თხის რქა

შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის იმედი გქონდეთ – ის არ გიღალატებთ და არ მოგატყუებთ. სიწყნარეში მუშაობის იმედი ნუ გექნებათ, დღეს ამის საშუალებას არავინ მოგცემთ. კონფლიქტური სიტუაციებიც გელით, თუმცა თქვენი თავდაჯერება დაგეხმარებათ, ყველაფერი უმტკივნეულოდ მოაგვაროთ.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება შემთხვევით გაიგოთ ამბავი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და შესაძლოა, დადებითი ცვლილებებისკენ გიბიძგოთ. სამსახურში ყველა თქვენზე უფროსობას ეცდება, მაგრამ საკუთარ პრინციპებს არ უნდა უღალატოთ.

თევზები

თევზებო, ამ დღეს ნებისმიერ ახალ საქმეს გაუმკლავდებით. იყავით თავდაჯერებული, რადგან ზოგიერთი ახლობელი თქვენს კრიტიკასა და მხილებას ეცდება. ეცადეთ, დათმოთ და ამ სიტუაციიდან კონფლიქტის გარეშე გამოხვიდეთ. გამონახეთ დრო, რომ შეეხმიანოთ ადამიანს, რომელიც ძალიან გენატრებათ.

როგორი ამინდი იქნება 10 მაისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

10  მაისს ქვეყნის მასშტაბით მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +23 – წვიმა 

სოხუმი +25 – უმეტესად ღრუბლიანი 

ზუდგიდი +29 – უმეტესად ღრუბლიანი 

მესტია +16 – უმეტესად ღრუბლიანი 

ფოთი +26 – მზიანი 

ბათუმი +27 – უმეტესად მზიანი  

ოზურგეთი +29 – მზიანი 

ქუთაისი +30 – მზიანი 

ამბროლაური +27 – მზიანი 

ახალციხე +25 – უმეტესად მზიანი 

ბორჯომი +22 – უმეტესად მზიანი 

ბაკურიანი +19 –  წვიმა 

გორი +26 – უმეტესად მზიანი 

ცხინვალი +25 – უმეტესად მზიანი 

სტეფანწმინდა +16 – უმეტესად ღრუბლიანი  

გუდაური +12- უმეტესად ღრუბლიანი 

თელავი +27 – უმეტესად ღრუბლიანი 

რუსთავი +31 –  უმეტესად ღრუბლიანი 

თბილისი +29 – უმეტესად ღრუბლიანი 

აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ – Reuters 

Grunge USA EU and Ukraine flags together isolated on blurred background, abstract US Europe Ukraine politics relationship concept

აშშ და ევროპა უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებას ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ფრანგულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ და ევროპელი მოკავშირეები უკრაინაში 30-დღიანი „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ წინადადების მომზადების ბოლო ეტაპებზე არიან.

წყაროს თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ცალმხრივად გამოცხადდეს თუ არა ცეცხლის შეწყვეტა თუ რუსეთს პასუხის გასაცემად მოკლე ვადა მიეცეს. თუმცა, უარის შემთხვევაში, ამერიკელებისა და ევროპელების მიერ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები იქნება შემოღებული. ის ასევე აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სასანქციო პაკეტებზე კოორდინაცია მიმდინარეობს.

„ბოლომდე დასრულებული პროექტი არ გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დაახლოების მომენტში ვართ. ეს შესაძლოა, მომდევნო საათებსა და დღეებში მოხდეს, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდეს ან 30 დღით, რაც ჯერ კიდევ განიხილება“, – განაცხადა წყარომ.

„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს

752,446,0,0.6226315789473684,-1

„ძალა ერთობაშია, „ძალა ევროპაშია“ – ამ ლოზუნგით მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიძრა.

ისინი აღნიშნული ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. მსვლელობა-მარშში ასევე მონაწილეობენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრები და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლი. მათ დაკავებულთა ფოტოსურათები უჭირავთ წარწერით – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მსვლელობის მონაწილეები პერიოდულად სკანდირებენ – „ცეცხლი ოლიგარქიას“.

დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვის ზრუნვის აუცილებლობა – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს სოციალურ ქსელში ულოცავს.

„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს.

ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის.

თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული – განადგურდა ქალაქები, სოფლები, ტაძრები, ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები… და რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაღუპულთა რიცხვმა 61 000 000-ს მიაღწია; მათ შორის, 300 000-ზე მეტი მებრძოლი შეეწირა საქართველოდან.

დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი ურთულესი გამოწვევის წინაშეა, 80 წლის წინ გაღებულმა ამ უდიდესმა მსხვერპლმა და განსაცდელმა ყველას კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოს მშვიდობისათვის ზრუნვის აუცილებლობა, რათა წარსულის უმძიმესი გამოცდილება უფრო დიდი ტკივილის ფასად არ ექცეს კაცობრიობას.

ყველასთვის ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის შედეგ დამყარდა მშვიდობა და ქვეყნებს შორის ურთიერთობა და მეგობრობა ახალ საფეხურზე. მშვიდობის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა ევროკავშირიც, რასაც 1950 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, დაედო სათავე.

ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს ვულოცავთ გაერთიანების საიუბილეო თარიღს, ხოლო ყველას და განსაკუთრებით, ვეტერანებს – გამარჯვების ზეიმს.

„მაშ, ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას ემსახურება“ (რომ 14.19).
ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.