Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

კალანდა -14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება

14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება.

ახალ წელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ხვდებოდნენ.

გურიაში ახალ წელს “კალანდას” ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილი დიდის, ხსენების დღეს ემთხვევა. 14 იანვარს, გურიაში, მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისგან ამზადებენ. ჩიჩილაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.

კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა.მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული…” შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები. საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია საცივი. საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია (ღვიძელი). ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლო იყო.

გურული ღვეზელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი.

ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო. საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე. მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ ან ფრცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დააწყობდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბედებს.”

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს “კერია-ბერია”-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას “მაკვრიელი” ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით.

ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს და ამბობს, რომ კარი გააღონ, რადგან მოაქვს ღვთის წყალობა.

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.
თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს “ქრისტეს საგძალს”, კაცზე “ბაცუკაცს” და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და დალოცავს ოჯახს.

ხევსურები ახალ წელს “წელწადს” უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს.
ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
ძველით ახლი წელი 13 იანვრის ღამეს შემოდის.

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: ურთიერთგაგება და მეგობრული კომუნიკაცია დაგეხმარებათ თანამოაზრეების პოვნასა და მათი მხარდაჭერის მოპოვებაში.

კურო: საინტერესო დღე გელით. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ინტერესი ახალი სფეროს მიმართ. დაუგეგმავი მოკლე მოგზაურობები ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, წვრილმანებზე არ იჩხუბოთ ახლობლებთან.

ტყუპი: შეგიძლიათ დაიწყოთ დიდი ხნის სურვილებისა და გეგმების რეალიზება. გამოიყენეთ საყვარელი ადამიანების რჩევები. ეცადეთ, შეიკავოთ ემოციები და არ დაიწყოთ ჩხუბი.

კირჩხიბი: ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად. შესაძლოა, კონფლიქტი წარმოიშვას ხანდაზმულებთან. გაითვალისწინეთ თქვენი დიეტა და ცხოვრების წესი; გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.

ლომი: რეალისტური მიდგომა და წინდახედულობა დაგეხმარებათ რთული ამოცანების შესრულებაში. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.

ქალწული: დილით საქმეები სწრაფად მოგვარდება, შესაძლოა, მიიღოთ დახმარება და მომგებიანი შეთავაზებები. საღამო გაატარეთ ძველ მეგობრებთან, რათა ემოციურად განიტვირთოთ.

სასწორი: აირჩიეთ გარემო, სადაც კეთილგანწყობა და ოპტიმიზმი სუფევს. ეცადეთ, შეამციროთ კონტაქტი კრიტიკულ ადამიანებთან.

მორიელი: ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი კომუნიკაციისთვის. სასარგებლოა ახალი ნაცნობების დამყარება ან საინტერესო დისკუსიებში მონაწილეობა. გაატარეთ დრო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.

მშვილდოსანი: საკმარისი ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა გაქვთ, რომ წარმატებით გაართვათ თავი ამოცანებს. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან; ნუ იქნებით ზედმეტად გულწრფელი.

თხის რქა: რთული და კონფლიქტური დღეა. არ დაეთანხმოთ შემოთავაზებებს, თუ ისინი ეჭვს იწვევს. დღეს უმჯობესია, თავი შეიკავოთ დიდ შესყიდვებზე; დაზოგეთ ფული მომავლისთვის.

მერწყული: მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ ემოციები და არ ჩაიდინოთ დაუფიქრებელი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა ინანოთ. ფრთხილად იყავით სიტყვების არჩევაში, რათა არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

თევზები: არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში. სასარგებლოა საღამოს გატარება ახლობლებთან ან ძველ მეგობრებთან. შესაძლებელია, მიიღოთ კარგი ამბები.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 3 პირს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა.

გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც გააპროტესტეს.

„ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ხუთდღიან პატიმრობაში გაუშვა მათე და ჩვენი თანამებრძოლები მურისიძე-ჩინჩალაძის კრიმინალურმა სინდიკატმა. ვერ დაგვღლით, ვერ გაგვტეხთ, ვერ გაგვაჩერებთ“, – განაცხადა აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ და გახარიას პარტიის წარმომადგენელმა აკაკი გვიანიძემ.

საქალაქო სასამართლოში გრძელდება 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმის განხილვა.

,,როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ცემს პოლიციელს, უნდა დაისაჯოს თუ არა? – თუ კითხვაა – კი”- მამუკა მდინარაძე

ეს არის უმარტივესი „ქეისი“, სადაც პოლიციელს სახეში ურტყამს ხელს ქალბატონი, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაპატიმრების ფაქტზე საუბრისას, რომელიც სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს.

„ეს არის უმარტივესი „ქეისი“, სადაც პოლიციელს სახეში ურტყამს ხელს ქალბატონი. ახლა ჩვენ უნდა შევჯერდეთ, ეს მარტივია. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ცემს პოლიციელს, უნდა დაისაჯოს თუ არა? – თუ კითხვაა – კი. მაშინ ის ადამიანი დაკავებულია კანონიერად – დამთავრდა!“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როდესაც „ნაცის“ გვერდზე დგახარ და აპროტესტებ ძალადობას, ასეთი პარადოქსი ბუნებაში არ არსებობს – მამუკა მდინარაძე

ბევრი მიზეზია და სხვებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ყველამ უნდა იცოდეს, ვის გვერდით დგას. მაგალითად, ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ გულწრფელები არიან და დღეს დგანან აქციებზე, ამბობენ, რომ „ნაცები“ არ არიან და „ნაცებს“ არ უჭერენ მხარს. უნდა თქვან, ვის უჭერენ მხარს. კითხვა რომ დავუსვათ, ვის გვერდით დგანან, შეიძლება გითხრან, თვითორგანიზებით მოვედიო, მაგრამ, რეალურად ყველამ ვიცით, რომ ამას აორგანიზებენ „ნაცების“ სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლები, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზეზებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი განცხადებით, პარადოქსია, როდესაც „ნაცის“ გვერდით დგახარ და თან ძალადობას აპროტესტებ.

მდინარაძის თქმით, რთული გასაგებია, როდესაც ებრძვი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველა ნაბიჯი გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით და იმ ძალასთან ერთად უპირისპირდები მმართველ გუნდს, რომელმაც რუსული საქმეები რეალურად გააკეთა.

„როდესაც „ნაცის“ გვერდზე დგახარ და აპროტესტებ ძალადობას, ასეთი პარადოქსი ბუნებაში არ არსებობს. როგორ შეიძლება, იდგე „ნაცის“ ორგანიზებულ აქციაზე და აპროტესტებდე ძალადობას? შეიძლება, შენი აზრი გაგაჩნდეს და გააპროტესტო ყველაფერი. ბუნებრივია, ჩვენ რაც არ უნდა დავუძახოთ, მსხვერპლი ბინძური პროპაგანდის, რომელსაც საქართველოს გარუსებას ახმარენ ხოლმე ჩვენი ოპონენტები და მათი გარედან დავალების მიმცემები, რაც არ უნდა გავუგოთ ამ ადამიანებს, მას შემდეგ, რაც ის გააცნობიერებს, რომ ის დგას „ნაცის“ ორგანიზებულ, დაფინანსებულ აქციაზე და აპროტესტებს ძალადობას, „რუსული საქმის“ კეთებას, ვერ გავუგებ, ძნელი გასაგებია. მე, როგორც ერთი მოქალაქე, მხოლოდ პოლიტიკოსი კი არა, ვერ გავუგებ ადამიანს, რომელსაც რაღაც რუსულის გაპროტესტება უნდა, რუსთაველზე ებრძვის იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ყველა ნაბიჯი გადადგა პრაგმატულად, ქართული ეროვნული ინტერესების ხარჯზე რაღაცის გადავლის გარდა, სხვა ყველაფრის ფასად, სანქცირების ფასად და ა.შ., ევროინტეგრაციის პროცესი არ შეაჩერა, ყველაფერი გააკეთა და იმ ძალას უდგახარ გვერდით და იქითა მხრიდან რაღაც რუსულს ებრძვი აბსტრაქტულს, რომელი ძალაც დეტალურად ჩამოგითვლით, რას აკეთებდა რუსულს. ამდენი დღის განმავლობაში, რაც კითხვა დავსვი, რა იყო სარგებელი რუსეთისთვის 2012 წლის შემდეგ, ერთი პასუხი მოისმინეთ? ხომ არ მოგისმენიათ? – ეს არის კითხვაც და პასუხიც, თუ რამდენად მავნებლურ პროპაგანდას ახმოვანებენ ისინი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,რასა იუკნევიჩიენეს, სიკორსკის და მიხეილ სააკაშვილის სხვა დანარჩენ მოტრფიალე და მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, მოისმინონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება სურთ მათ საქართველოში”- შალვა პაპუაშვილი

რასა იუკნევიჩიენეს, სიკორსკის და მიხეილ სააკაშვილის სხვა დანარჩენ მოტრფიალე და მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, მოისმინონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება სურთ მათ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინიციატივა შეეხება 2003 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის გამოკვლევას.

„ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა, რაც არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სახით, შეეხება 2003 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამყარების მომენტიდან საპარლამენტო გამოკვლევას იმისა, რას წარმოადგენდა დანაშაულებრივი რეჟიმი, ყველა მისი გამოვლინებით, იქნებოდა ეს მედიის მიტაცება, ბიზნესის მიტაცება, ადამიანების წამება და სხვა სისტემური დანაშაულები, რათა კიდევ ერთხელ, მათ შორის ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა, რომელიც დღემდე სააკაშვილს მოდერნიზატორად და დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებს, როგორც მაგალითად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი რამდენიმე თვის წინ ამას აცხადებდა, დაინახონ, რას წარმოადგენდა ის რეჟიმი, რომელსაც ისინი 2003-12 წლებში ტაშს უკრავდნენ და დღემდე ეტრფიან.

ეს ყველაფერი იქნება პირდაპირ ეთერში გადაცემული. ამიტომ ყველას, ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, ბატონ სიკორსკის და მიხეილ სააკაშვილის სხვა დანარჩენ მოტრფიალე და მფარველებს მოვუწოდებ, პირდაპირ ეთერში უყურონ, მოისმინონ, რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ თავის დროზე მხარს და რა დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება სურთ მათ საქართველოში. მიხვდნენ, რატომ ეუბნება ქართველი ხალხი ასე დაჟინებით უარს როგორც ამ რეჟიმს, ისე მათ უცხოელ მფარველებს. რაც შეეხება გამოძიებას უკვე სისხლის სამართლებრივ ნაწილში, ეს პროკურატურის საკითხია. ჩვენ პოლიტიკურად ვაფასებთ და ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი შეფასებები. პარლამენტი პოლიტიკურად შეაფასებს ამ საკითხს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ შიგნით მოიაზრება სისხლის სამართლებრივი დანაშაულები. ამიტომ ალბათ მნიშვნელოვანია, პროკურატურამაც შეხედოს ამას გულისყურით და იქ, სადაც შეიძლება, დადგინდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული, შესაბამისი გამოძიება და კვლევა ჩაატაროს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

,,გერმანული პოლიტიკიდან გარიყული და გაგდებული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში, გვეტენება და ერთი რამით არის დაკავებული, როგორმე ქართველები დააპირისპიროს ერთმანეთს”- შალვა პაპუაშვილი

ყველას მოვუწოდებ, ჩახედონ, რატომ არის ეს მისთვის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი, რატომ არ იყრის ის კენჭს თებერვალში ბუნდესტაგის არჩევნებზე? რადგან ის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის პოლიტსაბჭოში აღარ აირჩიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გერმანიაშიც მიხვდნენ, რომ მიხაელ როთი არის ადამიანი, რომელიც სრულად დისკრედიტაციას უწევდა მის პარტიას და სწორედ ამიტომაც უწევს პოლიტიკიდან წასვლა.

„გერმანული პოლიტიკიდან გარიყული და გაგდებული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში რომ გვეტენება და ერთი რამით არის დაკავებული, როგორმე ქართველები დააპირისპიროს ერთმანეთს, ლანძღოს ჩვენი ეკლესია, ვინც მას ჩაეხუტება, ერთადერთ რამეს აჩვენებს, იზიარებს იმ მორალს, შეხედულებებს თუ პრინციპებს, რომელიც მას აქვს, დააპირისპიროს ხალხი და ჩამოაგდოს შუღლი ადამიანებს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,ჩემი მხარდაჭერა ღირსეულ ქართველს და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი პოლიციელების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა და ბულინგის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

თბილისის მერი მხარდაჭერას უცხადებს ირაკლი დგებუაძეს და აქვე მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს.

„ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ ადამიანს, ღირსეულ ქართველსა და ღირსეულ პოლიციელს, ირაკლი დგებუაძეს.

ეს ახალგაზრდა კაცი 24 საათი დგას ბათუმელების სიმშვიდისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში ირაკლი ფაშისტური ბულინგისა და ფიზიკური შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა, მაგრამ მის გუნდთან ერთად, ის ყველა გამოწვევას ღირსეულად პასუხობს.

მადლობა ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანასა და ხალხს!”, – წერს კახა კალაძე.

ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ.

“მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა, დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ ჩემს საქართველოს, ჩემს მაგარ ხალხს – განსაკუთრებით, სამარგალოს, დიდი სიყვარულით. ჰო, რაღაც ინციდენტი მოხდა. არ არის ეს საამაყო… უბრალოდ, ერთი უნდა ვიცოდეთ ყველამ: ქართველები ვართ – თავმოყვარეები. როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

საზოგადოებას მიმართავს ვიქტორ სანიკიძეც.

“მოგესალმებით მეგობრებო. გილოცავთ დამდეგ, ძველით ახალ წელს. მრავალს დაესწარით. მადლობა გვერდში დგომისთვის. ყველაფერი კარგადაა. როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. კიდევ ერთხელ, მადლობა. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მრავალ ძველით ახალ წელს დაესწარით, ბედნიერად, ჯანმრთელად!”, – აცხადებს ვიქტორ სანიკიძე.

ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაბიტაშვილმა, აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ “ქართული ოცნების” დეპუტატებს, გუშინ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

,,ყველას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ”- მიხაილ როთი

ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის „სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას“ შორის.

„ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება, მაგრამ ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არ არის შიდა დავა მმართველ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, არამედ ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთგული ევროპელები საფრანგეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, ვალდებულები ვართ ხმა ავიმაღლოთ, როცა დემოკრატია და თავისუფლება ზეწოლის ქვეშ არის. ასე რომ, მმართველი პარტიისთვის ჩემი გზავნილი მკაფიოა, ამ სიტუაციის დაძლევის ერთადერთი შანსი, გაყალბებული არჩევნებისა და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახალი არჩევნებია. ჩვენ ყველას ახალი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვჭირდება, რათა ნდობა აღვადგინოთ“, – განაცხადა მიხაილ როთმა.

მისი თქმით, საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მიესალმება.

„ინდივიდუალურ სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დარღვევებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების გაყალბებასა და კონსტიტუციის დარღვევაზე, ნამდვილად ვაფასებ. ევროკავშირში ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს მოვუწოდებ, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგომა გააგრძელონ. ოპოზიციასთან საუბრის შემდეგ მადლობელი ვარ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია გაერთიანებულია ახალი არჩევნების, თავისუფალი არჩევნების, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის გამოხატვისას, რათა ევროპის გულში ამ შესანიშნავი ქვეყნის მომავლის შესახებ ხალხს სიტყვის თქმის უფლება ჰქონდეს“, – აღნიშნა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

,,მიხაილ როთმა გვთხოვა, რომ მასთან შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ”- ზურა ჯაფარიძე

მიხაილ როთმა გვთხოვა, რომ მასთან შევინარჩუნოთ კომუნიკაცია და თუ რამე იდეები გვექნება, თუ რაში შეიძლება ის იყო ჩართული და გამოგვადგეს, ყველანაირად დაგვეხმარება, ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მან ჩამოიტანა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურა ჯაფარიძის თქმით, მიხაილ როთი აპირებს, რომ ისევ ინტერესით დააკვირდეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში.

„მთავარი გზავნილი, რომელიც როთმა ჩამოიტანა იყო ის, რომ ის იყო 27 წელი გერმანიის პოლიტიკაში, მათ შორის იყო ძალიან მაღალ თანამდებობებზე, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ის აღარ აპირებს გერმანიის პოლიტიკაში აქტიურად დარჩენას და იყო იმის სათქმელად ჩამოსული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ იქნება გერმანიის აქტიურ პოლიტიკაში ჩართული, მას ჰყავს ძალიან ფართო სანაცნობო და სამეგობრო გერმანიის პოლიტიკურ წრეებში და ის აპირებს, რომ ისევ ინტერესით დააკვირდეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში. გვითხრა, რომ შევინარჩუნოთ მასთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ ისევ აქტიურად იქნება ჩართული ამ ამბებში და თუ შეიძლება, რომ დაგვეხმაროს და ჩართოს თავისი სამეგობრო, სანაცნობო წრე და დააბრუნოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, ის ამას გააკეთებს, ყველაფერს გააკეთებს ამისთვის“, – განაცხად ზურა ჯაფარიძემ.

,,სავარაუდოდ ეს ადამიანები ფსიქიკურად დაზიანებულები არიან“ – გიორგი ვოლსკი

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დეპუტატ ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის. გაბიტაშვილმა, აბუ-დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ „ქართული ოცნების” დეპუტატებს, გუშინ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ვინაიდან ეს ინციდენტი მოხდა საზღვარგარეთ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ადამიანები არა მარტო რაღაც გარკვეული გეგმით მოქმედებენ, არამედ ფსიქიკურად დაზიანებულები არიან და სამწუხარო არის, რომ ასეთი არაერთია.

ეს „აღშფოთებული“ გარკვეული საზოგადოება არის შეტევაზე გადმოსული. ასეთი ფაშისტური გამოვლინება და არა მარტო ეს ერთი გამოვლინებაა, არის მახასიათებელი იმ პროპაგანდით მოწამლული ადამიანებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოჩნდნენ თბილისის ქუჩებში.

ორგანიზებულია ეს შეტევა თუ არა, ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, რომელიც სახელს უტეხს ქვეყანას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.