Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხები, შესაძლოა, სწორედ დღეს მოაგვაროთ, მთავარია, საქმეების მსვლელობისას, გამორიცხოთ ყველა მოსალოდნელი არასასურველი ფაქტორი, რომელიც წარმატებაში შეგიშლით ხელს.

კურო

მცირე საჩუქარიც კი დიდ აღტაცებას გამოიწვევს თქვენში და პოზიტიური მუხტით აგავსებთ, ყველა საქმე წარმატებული და პერსპექტიული იქნება, გზა ხსნილია თქვენი შესაძლებლობებისთვის.

ტყუპები

შესაძლოა, თქვენს გეგმებში კორექტივების შეტანა გახდეს საჭირო, ფინანსურ საკითხებში გაუგებრობების გამო, მნიშვნელოვანი საქმეები, სჯობს, უკეთეს პერიოდამდე გადადოთ.

კირჩხიბი

დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ უსიამოვნო საუბრებთან გასამკლავებლად, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდება. მალე, გაიგებთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა სტრატეგიით მოქმედებს.

ლომი

ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, დღეს, სასიკეთო იქნება ფიზიკური აქტივობა, მხოლოდ ასე შეძლებთ შინაგან მღელვარებას გაუმკლავდეთ და შეცდომებს აარიდოთ თავი.

ქალწული

გარემოებებმა, შესაძლოა, ცხოვრებაზე დაგაფიქროთ. სწორედ ახლა გაუჩნდება ყველას სურვილი, მყუდროება დაგირღვიოთ, ამიტომ, ეცადეთ, გათიშოთ საკომუნიკაციო საშუალებები და საკუთარ თავთან განმარტოვდეთ.

,ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის”- ვიქტორ ორბანი

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვიდრე აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი შეხვედრა არ გაიმართება, ცეცხლის შეწყვეტის შანსი არ არსებობს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ზელენსკი უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია.

„მე ყოველთვის ვცდილობ, სათანადოდ მოვიქცე, რაც აუცილებელია, თუ კარგი ურთიერთობები გვსურს. ამიტომ, მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ მჯერა, რომ მან შეცდომები დაუშვა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ერთი წლის წინანდელი შეთავაზების უარყოფა მშვიდობის დამყარების თაობაზე, რადგან რაც უფრო მეტი დრო დასჭირდება ამას, მით უფრო მაღალი ფასი დაჯდება. შემდეგ მან დამარწმუნა, რომ ამ ომში დრო მისი ქვეყნის მხარეს იყო. მან უარყო ჩემი ინტერპრეტაცია, რომ დრო რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ჩვენ დღეს აქ ვართ. პრეზიდენტ ზელენსკის მდგომარეობა ადვილი არ არის. ძალიან რთულია ერის გაერთიანება, რომელიც უიმედო ომშია“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

,,დროა, მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება შევწყვიტოთ”- მაია ბითაძე

დროა, მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება შევწყვიტოთ, ყველაფერი კომიკური გახდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილი ის ადამიანია, რომელიც ცოტა ხნის წინ დემენციით იყო დაავადებული.

„არასერიოზულია, რომ სერიოზულად განვიხილოთ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები. ადამიანის, რომელიც, როგორც გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ დემენციით იყო დაავადებული. ვფიქრობ დროა, საერთოდ შევწყვიტოთ კომენტარების გაკეთება მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე. ყველაფერი კომიკური გახდა“, – აღნიშნავს ბითაძე.

 ,,არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია”- ირაკლი ზარქუა

არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ მთავარი ერთია, ვინც დააშავებს და ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რა არის და რას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და ის, ვინც ზღვარს გადავა, დაარღვევს კანონმდებლობას, რეაგირება ადეკვატური იქნება.

„ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და ის, ვინც ზღვარს გადავა და კანონმდებლობას დაარღვევს, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, რეაგირება ადეკვატური იქნება. ბელადი, მზეთუნახავი იქიდან რას იტყვის, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან მისი ამიცანაა, საზოგადოება დაძაბოს და ქაოსში შეიყვანის. ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა.

ერთი ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ვიდრე მმართველი პარტია არის „ქართული ოცნება“, მშვიდიბა იქნება და ეკონომიკურ განვითარებაზე ვიქნებით აქცენტირებული. ვიდრე მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, აქცენტირებული ვიქნებით, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად შევუქმნათ უკეთესი საცხოვრისი, უკეთესი პირობები ცხოვრებისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ცხოვრების ნაწილში, ეს ქვეყანა უფრო უკეთესი და უკეთესი იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 ,,გადაწყვეტილებას ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ თუ მიიღებენ, მას იგივე ბედი ეწევა, როგორც ნებისმიერ სხვა „ნაცს”- არჩილ გორდულაძე

დამარცხებისთვისაა განწირული ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაბედავს და ბატონი კახი კალაძის წინააღმდეგ ჩაერთვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ თუ მიიღებენ, მას იგივე ბედი ეწევა, როგორც ნებისმიერ სხვა „ნაცს“.

„გული დაგვწყდება, თუ ბატონი ალეკო ელისაშვილი არ იქნება გახარიები-„ნაცებისა“ და „ლელოელი“ – „ნაცების“ ერთიანი კანდიდატი. მხოლოდ ბატონ ალეკო ელისაშვილს აქვს შანსი, „დიფ სთეითის“ დავალებები კარგად შეასრულოს. კომიკური ადამიანია და კომიკური კანდიდატი იქნება. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, იგივე ბედი ეწევა, როგორც ნებისმიერ სხვა „ნაცს“. დამარცხებისთვისაა განწირული ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაბედავს და კახი კალაძის წინააღმდეგ ჩაერთვება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

,,თუ კი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს, უნდა დაისაჯოს”- გიორგი ხელაძე

პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ინდულგენცია. დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა გასამართლდეს, – ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, „ნაცმოძრაობის“ წევრების შეფასებას, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის დაკავება პოლიტიკური სარჩულით მოხდა.

მისი თქმით, თუ კი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას წარმოადგენს, უნდა დაისაჯოს.

გიორგი ხელაძის განმარტებით, ოპოზიცია ძალია სუსტი არგუმენტებით ცდილობს მომხდარ ფაქტს პოლიტიკური სარჩული მოსდოს.

„არსებობს გარკვეული ჯგუფი საზოგადოებაში, რომელიც ყველაფერს აძლევს პოლიტიკურ შეფასებას. ჩვენ, ბოლო წლებია ვხედავთ თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. ზუსტად აი, ამ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისგან და მათი მხარდამჭერების მხრიდან, აი, ამ წლების განმავლობაში უამრავი სიკეთე აღქმული იყო ისე, როგორც თითქოს არაფერი არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკა არ განვითარებულა, ინსტიტუტებს არ განუცდიათ წინსვლა. დღევანდელი მოცემულობით პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ინდულგენცია. დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა გასამართლდეს. აუცილებლად უნდათ წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. დღეს გაკეთებული განცხადებები, რაც მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, თითქოსდა ეს რაღაცა აღმავალი პროცესია მათი რეიტინგის და შესაბამისად ხელისუფლება ცდილობს, რომ მათ წინააღმდეგ ამ ფორმებით იბრძოლოს, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სუსტ კონდიციაშია ბოლო პერიოდებს თუ ავიღებთ ოპოზიცია, არის გაქრობის პირას. მათ უპატიებელი შეცდომა დაუშვეს პარლამენტში შეუსვლელობით. დღეს, გამოგონილი თემებით ცდილობენ, რომ აქტუალობა არ დაკარგონ. როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სწორი შეფასება გაკეთდეს?! რამდენი წელია ჩვენ მათი მხრიდან ათასგვარ სისულელეს ვისმენთ და არაფერი ადეკვატური და სწორი შეფასება მათ მხრიდან არ მოგვისმენია.

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ჩვენი განცხადებული პოლიტიკა და პრიორიტეტია, რომ ამ მიმართულებით ვიქნებით უკომპრომისო. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი თუ ასე შემდეგ. ამ მიღწევებითაც გამოვირჩევით ბოლო წლების განმავლობაში“, -განაცხადა გიორგი ხელაძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

დაკავებული ლაშა ცანავა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, მისი თანაშემწეც იყო.

თიბისი ტექსკოლა: განათლების პლატფორმა მოსწავლეებისთვის

თიბისი ტექსკოლა, რომელიც ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყნის წამყვანი განათლების ონლაინ პლატფორმაა, გაზაფხულის ნაკადის კურსები 365-მა მონაწილემ დაასრულა. ჯამში ტექსკოლას უკვე 3200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც სრულიად უფასოდ, ყველა 9-12 ტექნოლოგიებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეს, აძლევს შესაძლებლობას გაიღრმაოს თეორიული და მიიღოს პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებაში.

ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება.

ტექსკოლაში მოსწავლეების მიღება სექტემბრიდან განახლდება.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პლატგორმა კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

(R)

 

 

 

რა ეღირება დოლარი და ევრო 31 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7070 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1230 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1344 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0114 ლარი შეადგინა.

კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, ეს არის პიროვნება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს -არჩილ გორდულაძე

კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, ორი ვადით მას უკვე იმდენი საქმე აქვს გაკეთებული, რაც ერთად აღებული სხვა ყველა დანარჩენ მერს არ აქვს თბილისის უახლეს ისტორიაში გაკეთებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სოციალური საკითხები უალტერნატივო და მასშტაბურია.

„კახა კალაძე თავისი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებას ახმარას. ეს არის პიროვნება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამავდროულად, განაგრძობს თბილისის მოსახლეობაზე ზრუნვას. რაც შეეხება ბატონი კახის, როგორც მერობის კანდიდატის გეგმებს, ამაზე უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. რაც მთავარია, ერთი ამომავალი პრინციპია, რომ ზრუნვა თბილისის მოსახლეობაზე კვლავ გაგრძელდება. კვლავ გაგრძელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც არაერთი განხორციელდა თბილისის მასშტაბით. ამავდროულად, გაგრძელდება დაზარალებულების თუ სხვა პირების დახმარებები“, – განაცხადა გორდულაძემ.

“ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალური სინდიკატია, ლაშა ცანავა ამ პარტიის მსხვილი შემომწირველია, როგორც ჩანს, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით -რატი იონათამიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალური სინდიკატია. ლაშა ცანავა ამ პარტიის მსხვილი შემომწირველია, როგორც ჩანს, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის გასაკვირი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კრიმინალური ქმედებები.

„„ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალური სინდიკატია. შესაბამისად, კრიმინალური საქმიანობა ამ პარტიის წევრების, მით უმეტეს პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ უკვირს. აქ საინტერესოა, რომ ეს ბატონი „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი შემომწირველი ბრძანდება და, როგორც ჩანს, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით. ესეც არ გვიკვირს, საზოგადოებას გავახსენებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ზუსტად ის კრიმინალური სინდიკატია, რომელიც იკვებება კეზერაშვილის თანხებით, რომელიც ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ევროპელ პენსიონერებს. ეს არის მთლიანად სახე „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის და იმ ადამიანების, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანას ებრძვიან და მტრობენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 სუს-მა ბინადრობის ნებართვის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა.

 

ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის – უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები -შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; ევროპის სახალხო პარტია, მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის – უნდათ, რომ გაგვიმეორონ 90-იანები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „4 ოქტომბერი არის ბუნებრივი თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გარეთ უნდა გავიდნენ“. თინა ბოკუჩავამ კი ხაბეიშვილს უპასუხა, რომ „რევოლუციების თარიღები ასე წინასწარ არ ცხადდება, ბუნებრივად უნდა მოხდეს“. კითხვაზე, ეს ერთგვარი დაპირისპირება ხომ არ ადასტურებს იმას, რომ „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს უკვე საჯაროდაც აღარ ინდობენ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აქ არსში დაპირისპირება არ არის, თარიღების ტაქტიკა აქვთ, შესაძლოა სხვაგვარი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერი გამოვიდა და დაადასტურა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა. არა არჩევნები, არა დემოკრატიული გზა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაა მათი მიზანი. ორივე ლიდერმა ეს დაადასტურა.

ახლა ამ პარტიას ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი, ევროპის სახალხო პარტია, მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის. უნდათ, რომ გაგვიმეორონ 90-იანები აქ – თავის ყველაფრით, შიდა და გარე დაპირისპირებით. რა თქმა უნდა, ამას არ უშვებს საქართველო. ეს იყო სწორედ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის პასუხი ყველა ამ ქართველისა და უცხოელისთვის, ვინც აქ ქუჩის ომების მოწყობას გვიპირებდა. ვნახეთ, ამ ქუჩის ომის იმიტაციაც შარშან, დეკემბერში, როდესაც მაშხალები დაიჭირეს ხელში და ლამის ტყვიამფრქვევივით ესროდნენ პოლიციელებს. ერთი ევროპელი ელჩი ვერ მოვძებნეთ დღისით, სანთლის შუქზე, რომ ერთს მაინც დაეგმო ეს ძალადობა პოლიციაზე, საქართველოს პარლამენტზე! დღემდე ევროკავშირის ელჩი ჩუმად არის, მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პარლამენტს და თავს ესხმოდნენ პოლიციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ლაშა ცანავა წესიერი კაცია, დახმარებას თუ სთავაზობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამაში დანაშაული სად არის, თუმცა სუს-ის აგენტი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს -ლევან ხაბეიშვილი

ლაშა ცანავა წესიერი კაცია, დახმარებას თუ სთავაზობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამაში დანაშაული სად არის?! თუმცა სუს-ის აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ლაშა ცანავას იგი არცერთ ბრძოლაში დაუტოვებია მარტო და სიცოცხლის ფასად ეფარებოდა.

„ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არცერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემ წინააღმდეგ „ტიტუშკის“ მოქნეულ ქვას, ხელს, ხელკეტს თავის თავსა და მუშტს უშვერდა. სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია.

წესიერი კაცია, მშრომელი – ოჯახი და შვილები რომ გამოეკვება, დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ ლაშას სუს-ის აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.

საზოგადოება კარგად ხედავს ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა!!! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა“, – წერს ხაბეიშვილი.