Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სურვილები აკონტროლოთ და დაუფიქრებელ ქმედებებს ერიდოთ. შესაძლოა, რომ სრულიად უსარგებლო ნივთში, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებთ, დიდი ფული დახარჯოთ და ოჯახის ბიუჯეტი დააცარიელოთ. ეცადეთ, ურთიერთობაში გულწრფელი იყოთ და ის, ვინც გენდობათ, არასოდეს მოატყუოთ. მაშინ გაიგებთ, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ უბრალოდ სარგებლობს თქვენით. გახსოვდეთ, რომ წარმატებული ექსპერიმენტებით ბევრის მიღწევა შეიძლება.

კურო

ამ დღეს უინტერესო და მოსაწყენი სამუშაოს კეთება მოგიწევთ. ეცადეთ ამ საქმეს მეორე მხრიდან შეხედოთ. შემოქმედებითი მიდგომა და მდიდარი წარმოსახვის უნარი დაგეხმარებათ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. პარტნიორზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ და ნურც ახლობელი ადამიანების დახმარებას ელით.

ტყუპები

ამ დღეს მუშაობის განწყობა არ გაქვთ. ყურადღების კონცენტრირება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი აქტიურობა და კამათის დროს თავშეუკავებლობა სარგებელს არ მოგიტანთ. ამ დღეს შეიძლება ფინანსური შემოსავლის რეალური პერსპექტივა გაჩნდეს. ნუ მიიღებთ ცხიმიან საკვებსა და ალკოჰოლს. ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.

კირჩხიბი

ამ დღეს გაუთვალისწინებელი მოვლენები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. სავარაუდოდ, დაგეგმილი შეხვედრების გაუქმება და განსხვავებული საქმის კეთება მოგიწევთ, რაც თქვენს განწყობაზეც იმოქმედებს. ეცადეთ, ახალ გარემოებებს მოერგოთ, ახალი შესაძლებლობები მოძებნოთ და წარმატებას მიაღწევთ. დღეს თავი უჩვეულო და კრეატიული იდეებით სავსე გაქვთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი ჩაიწერეთ – ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ. ერიდეთ კატეგორიულობას, ცინიზმსა და უსაფუძვლო კრიტიკას.

ლომი

ამ დღეს მოულოდნელად წარმოქმნილი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ, რაშიც ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან. ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები არ უნდა გამართოთ, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. მოემზადეთ ცხოვრებაში ცვლილებებისთვის და ხელმძღვანელებთან კამათს ერიდეთ.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ. გარშემო კეთილგანწყობილი, მხიარული ადამიანები გახვევიათ და სასიამოვნო სიახლეები გელით, რაც ოპტიმიზმით გავსებთ. მზად იყავით ნებისმიერი გაერთიანებებისათვის – ერთობლივ მოქმედებას წარმატების მეტი შანსი აქვს. ნუ მისცეთ პარტნიორს თქვენი ინტერესების იგნორირების საშუალებას.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვის და ან მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელებისთვის. სასურველის მისაღებად მეტი უნდა იაქტიუროთ. თავი უჩვეულო და საინტერესო იდეებით სავსე გაქვთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი ჩაიწერეთ – ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ. რთულ სიტუაციაში შეგიძლიათ ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ.

მორიელი

თუ ოჯახურ ან პირად ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდა, გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს გულწრფელად ესაუბროთ და საკუთარი განცდები გაუზიაროთ. ეს თქვენ შორის ნდობას განამტკიცებს და კომპრომისულ გადაწყვეტილებას გაპოვნინებთ. დააკვირდით თანამოსაუბრის განწყობას, რათა უკეთ გაუგოთ. მკაფიოდ შედგენილი გეგმა დაგეხმარებათ, რომ ძვირფასი დრო გონივრულად გამოიყენოთ. გათავისუფლდით პირქუში აზრებისგან და მოერიდეთ სიტუაციის დრამატიზებას.

მშვილდოსანი

თუ შესაძლებელია, ახალი პროექტების დაწყება გადადეთ – ახლა სიახლეებისთვის არახელსაყრელი პერიოდია. აჯობებს, საქმიანი მოლაპარაკებებიც სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს საკუთარი აზრის გამოხატვა და თანამოსაუბრეების დარწმუნება გაგიჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოს. გადაწყვეტილების მიღებისას უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომ შეცდომა არ დაუშვათ.

თხის რქა

თქვენი ენერგეტიკული დონე დაბალია, ამიტომ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას უნდა მოერიდოთ. აკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნეთ. რთული დღის შემდეგ სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სპორტდარბაზში მსუბუქი ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ახლობელი ადამიანების რჩევები უფრო მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს, ამიტომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ.

მერწყული

გირჩევთ, ამ დღეს სახლში მეტი დრო გაატაროთ და თუ შესაძლებელია, დისტანციურად იმუშაოთ. სასურველია, რომ ახლად წარმოქმნილი პრობლემები დღესვე მოაგვაროთ, რათა მომავალში მათთან დაბრუნება არ მოგიწიოთ. ადამიანების დარწმუნებას ადვილად ახერხებთ, ამიტომ ნებისმიერი მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

თევზები

მოერიდეთ სტრესს და გადაღლას, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება თქვენ წინაშე ახალ პერსპექტივებს წარმოაჩენს. დღეს თამამად შეგიძლიათ მკურნალობის კურსის დაწყება. პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.

საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით – ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი

საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით და ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში დემოკრატიასთან მიმართებით არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უარესდება.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციის აკრძალვის შესახებ, არა უბრალოდ საგანგაშო ნიშანია – მტკიცებულებაა დიქტატურის, რომელიც თავის შანსს ელის.

“დემოკრატიასთან მიმართებით ვითარება საქართველოში ათწლეულზე მეტია უარესდება. ივანიშვილის მთავრობის პირველ წლებში მან და მისმა ქვეშევრდომებმა ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიული რეფორმების გზის გაგრძელების შესახებ გამოაცხადეს. ოპოზიციიდან ჩვენი ქართველი კოლეგების არაერთ დელეგაციას ვუმასპინძლეთ ამ შენობაში და ისინი დასაწყისიდანვე გვაფრთხილებდნენ: “გთხოვთ, ყურადღებით იყავით, ვინაიდან, ივანიშვილის რეჟიმი იმისთვისაა, რომ ძალაუფლება მიიტაცოს”.

ყოველი არჩევნების დროს სულ უფრო მეტ ძალადობრივ ინციდენტებსა და წინასაარჩევნო ღონისძიებებს ვხედავდით, რომელსაც რეჟიმთან დაახლოებული ხალხი აორგანიზებდა, ოპოზიციურ ლიდერებს აპატიმრებენ და თავისუფალ მედიას აჩუმებენ.

პრემიერ-მინისტრ [ირაკლი] კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება ოპოზიციის აკრძალვის შესახებ, თუ “ქართული ოცნება” მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს, არა უბრალოდ საგანგაშო ნიშანია – მტკიცებულებაა დიქტატურის, რომელიც თავის შანსს ელის. მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით იმ ხალხსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლისთვის. და ხელმძღვანელით – ოლიგარქ ივანიშვილით – უნდა დავიწყოთ, რათა მაგალითი შევქმნათ”, – განაცხადა ტერასმა.

საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია , – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იუროვას თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ლიდერებმა პოლარიზაცია შეამცირონ, ხოლო არჩევნები მშვიდობიან და ინკლუზიურ გარემოში უნდა ჩატარდეს.

ამასთან

“საქართველოს მომავალი, მათ შორის ევროკავშირისკენ გზა, თავიდან ბოლომდე მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია. საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა პოლარიზაცია შეამცირონ და მოქალაქეებთან პოზიტიურად ჩაერთონ. არჩევნები მშვიდობიან და ინკლუზიურ გარემოში უნდა ჩატარდეს”, – დასძინა მან.

იუროვას თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყანაში ყველა განვითარების მონიტორინგს. იუროვამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება, თუმცა ხაზი გაუსვა ევროკავშირის პრინციპებთან თანხვედრის აუცილებლობას.

„ევროპულ გზაზე ნამდვილი პროგრესი დამოკიდებულია დემოკრატიულ და მდგრად რეფორმებზე, რომლებიც თანხვედრაშია ევროპული ინტეგრაციის საკვანძო პრინციპებთან. პოლიტიკური მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებების, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დაცვა ასევე ცენტრალურია [ევროკავშირის] გაფართოების პროცესისთვის.

ევროკავშირის კარი ღია რჩება და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყანას რეფორმებიც ყველა ძალისხმევაში, მაგრამ ნათლად დავგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის სასარგებლოდაა”, – განაცხადა იუროვამ.

საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა – ვერა იუროვა

საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახევ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

“უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ევროპულ პარლამენტს, იმისთვის, რომ ხმამაღლა საუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირს ქმედებებისთვის მოუწოდებთ, საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ ევროკავშირმა შესაბამისი ზომებით უპასუხა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, პოლიტიკური კონტაქტები დაქვეითდა, “ევროპული მშვიდობის მექანიზმის” მეშვეობით ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელიც 30 მილიონს ევროს შეადგენდა, შეჩერდა, ხოლო მხარდაჭერის პორტფოლიო გადახედვის პროცესშია.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, რომ შეაბრუნონ საკუთარი ქმედებების კურსი და ჩვენი კომუნიკაცია გავზარდეთ საქართველოს მოქალაქეებთან. ბევრ თქვენგანს გაახსენდება მსგავსი მოწოდებები. ეს ზომები შესაძლოა შებრუნებულ იქნას და გამოსავალი მარტივია – თუ არსებობს პოლიტიკური ნება.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა დაიწყონ კანონების გაწვევით, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს გამოთქმულ სურვილს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, კონკრეტულად კი კანონები, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავენ”, – განაცხადა იუროვამ.

შეხვედრა სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, ასევე ცესკოს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია  არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიზნით უკვე განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.  

საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა  ლევან იოსელიანმა. მან დადებითად შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეთნიკურ უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.  

ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა არჩევნებში თანაბარ მონაწილეობას ეხებოდა. მან ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, მათი ინფორმირების, ტრენინგების, სწავლების ცენტრთან ერთად ადმინისტრირებული სერტიფიცირების პროცესის შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მათთვის გასაგებ ენაზე ჩატარდა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.  შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ახალი საინფორმაციო ბროშურები, ასევე მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ნათარგმნი.

კიდევ მეტი ნაბიჯია გადასადგმელი ხელისუფლებასთან ერთად იმ მიზნამდე, რასაც შერიგება და ურთიერთმიტევება ჰქვია – მეუფე შიო კონფერენციაზე „აფხაზეთი – ისტორია და თანამედროვეობა“

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მზრუნველობა, ლოცვა და შრომა აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად არასდროს განელებულა – საპატრიარქომ არაერთი პროექტი და აქტივობა განახორციელა, თუმცა კიდევ უფრო მეტი ნაბიჯია გადასადგმელი ხელისუფლებასთან ერთად იმ მიზნამდე, რასაც შერიგება და ურთიერთმიტევება ჰქვია , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)კონფერენციაზე „აფხაზეთი – ისტორია და თანამედროვეობა“ განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, აფხაზეთი არამარტო ტერიტორია, არამედ ჩვენი ერის სულიერი მთლიანობის ერთ-ერთი ის აუცილებელი მდგენელია, რომლის გარეშეც ჩვენი საზოგადოების წინსვლა და ერთობა წარმოუდგენელია.

„პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარევ, ბატონო მინისტრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, ქალბატონებო და ბატონებო, კონფერენციის მონაწილენო, მოგესალმებით ყველას, ვისაც გულთან ახლოს გაქვთ მიტანილი აფხაზეთი, მისი წარსული, აწმყო და მომავალი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღევანდელი კონფერენციის თემა „აფხაზეთი – ისტორია და თანამედროვეობა“ მკაფიოდ გამოკვეთს ჩვენი ფიქრისა და მსჯელობის თვალსაწიერს. ჩვენ უნდა შევძლოთ და სიღრმისეულად წარმოვაჩინოთ აფხაზეთის ისტორია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესში. არაერთი უცხოური წყარო საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებდა, ხოლო აფხაზებს – ქართველებად და ქართველს – აფხაზად.

უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი არამარტო ტერიტორია, არამედ ჩვენი ერის სულიერი მთლიანობის ერთ-ერთი ის აუცილებელი მდგენელია, რომლის გარეშეც ჩვენი საზოგადოების წინსვლა და ერთობა წარმოუდგენელია.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი უწმინდესობისა უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მზრუნველობა, ლოცვა და შრომა აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად არასდროს განელებულა და სწორედ ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად განაპირობა ახალგაზრდების აფხაზეთისადმი სიყვარული და ინტერესი. საპატრიარქომ არაერთი პროექტი და აქტივობა განახორციელა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ უფრო მეტი ნაბიჯია გადასადგმელი ხელისუფლებასთან ერთად იმ მიზნამდე, რასაც შერიგება და ურთიერთმიტევება ჰქვია. სიყვარული და მიტევება ჩვენთვის არა უბრალოდ სიტყვები, არამედ ის საღვთო სათნოებებია, რომელთაც ჭეშმარიტად მოაქვთ მადლი ღვთისა, მადლი სულისა წმინდისა, რომელსაც ნამდვილად ძალუძს მოიტანოს მშვიდობა და ჩვენ შორის კეთილგანწყობა.

ხშირად ვამბობთ, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია. დიახ, ეს ასეცაა, მაგრამ ქრისტიანული აზროვნება სხვაგვარად გვთავაზობს ყოველგვარი პრობლემის აღქმას. ჩვენი რწმენით, ჯვარცმას და გოლგოთას ყოველთვის მოსდევს აღდგომა და ამაღლება; დიდ განსაცდელებს, თუკი ადამიანი გადაიტანს მართებულად, გონივრულად, სიბრძნით, ღვთის ნებით, მოსდევს დიდი სულიერი აღმავლობა და გამარჯვებები. ამიტომ ამ ტკივილთან დაკავშირებულია ჩვენი იმედიც. ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთმანეთის ახლებურად დანახვას, ეს არის იმედი ურთიერთმიტევების, ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენი დევნილები თავიანთ კუთხეში დაბრუნდებიან, ყველანი… ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ერთ სახელმწიფოში, ერთ ქვეყანაში თანაცხოვრებას სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით, უფლის ნებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით.

კიდევ ერთხელ დავლოცავ ჩვენს დღევანდელ კონფერენციას, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებულ მუშაობას”, – განაცხადა მეუფე შიომ.

რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან? რისი გულისთვის? – იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, სად იხარჯება ეს ფული? – გია ვოლსკი ევროკავშირის ოფისის განცხადებაზე

რატომ? რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან?! რისი გულისთვის? – იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული? – ეს რაღაც უსამართლობაა! – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შედეგად 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.

ვოლსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას “პოლიტიკურად ანგაჟირებულს“ უწოდებს.

„ეს რაღაც უსამართლობაა! ჯერ ერთი, რატომ არის დემოკრატიის უკუსვლა?! – იმიტომ, რომ დესპოტ სააკაშვილს არ ვათავისუფლებთ თუ იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვიღებთ?

რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან?! რისი გულისთვის? – იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული? – რა უბედურებაა, საიდან მოიტანეს! ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისა და ხალხის მიმართ უსამართლოა და ვერ გავითვალისწინებთ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა რეიტინგი საქართველოს წინ აყენებს როგორც დემოკრატიის, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით.

ყველა ადამიანს, ვინც ასეთ განცხადებებს აქვეყნებს, ვურჩევ, ევროსაბჭოს ბოლო კვლევა წაიკითხოს, თუ სად არის საქართველო თავისი დემოკრატიით, ეკონომიკით, ღიაობით და გამჭვირვალობით. როდესაც ასეთ განცხადებას ვკითხულობთ, დამატებით უნდა ვიკითხოთ, რატომ, რა არის ამის მიზეზი? სად გადავდგით უკან ნაბიჯი?!

რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც ამ თანხებით უნდა განხორციელებულიყო და უკავშირდება არა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არამედ სოფლის მეურნეობას, განათლებას ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებს, რა საკვირველია, აქ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს და რესურსების მობილიზაცია გააკეთოს, რათა დარგში ჩამორჩენა არ იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად. ამავე ცნობებით, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს და აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტოფ ჰოისგენს შეცვლის.

შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. 1-ელ ოქტომბერს იგი ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ჩაანაცვლა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7230 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7230 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7230 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0221 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0106 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0197 ლარი შეადგინა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7230 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7230 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7230 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7451 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0221 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0106 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0197 ლარი შეადგინა.

საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად – ევროკავშირის ოფისი

საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმადვე, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

„ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2022-2024 წლებში ევროკავშირისგან „121.3 მილიონი ევრო შეჩერდა/გადანაწილდა დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“. 2022 წელს გამოყოფილი თანხებიდან შეჩერებული/გადანაწილებულია 12 მილიონი ევრო, 2023 წლიდან 72, ხოლო 2024 წლიდან 37.3 მილიონი ევრო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

არ არსებობს სფერო, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიღწევა -კახა კალაძე

მშვიდობის გარეშე შეუძლებელია იმ კეთილდღეობაზე და პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას პარტიის ლიდერები, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ღონისძიებას მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„წარდგენას პოლიტიკური ლიდერები არ ესწრებოდნენ. არ იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და პარლამენტის მაღალი თანამდებობის მქონე პირები. იქ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, მეც ვიყავი, როგორც დედაქალაქის მერი და იყო საზოგადოება, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რას ვგეგმავთ.

თქვენ ხომ გამოდიოდით და ამბობდით, რომ „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკის მიმართულებით სალაპარაკო არაფერი აქვსო?“ ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ ხალხს, რამდენი რამეა გაკეთებული, შედარებები იყო მოყვანილი, რა ხდებოდა 2012 წლამდე და დღეს რა პროგრესი გვაქვს, საით მივდივართ, როგორია ჩვენი ხედვა ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, განათლების, ჯანდაცვის თვალსაზრისით. არ არსებობს სფერო, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მიღწევა. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა, რა გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ. ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო პროგრამის მთავარ პუნქტებს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა, კახა კალაძის თქმით, ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების მიღწევის შედეგად.

„ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა თემაზე ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამის გარეშე შეუძლებელია, ამ კეთილდღეობაზე და იმ პროექტების განხორციელებაზე საუბარი, რასაც ვგეგმავთ. ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს და არავის ვუსურვებ იმის გამეორებას, რაც, სამწუხაროდ, ახლა უკრაინაში ხდება.

მთავარი არის მშვიდობა, რაც მოიტანს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს. ეს კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე პირდაპირ აისახება. ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა სიღარიბე, ამას პრემიერმაც ხაზი გაუსვა. გვახსოვს, სიღარიბის ზღვარს მიღმა რამდენი ადამიანი იყო, დღეს რამდენია მათი რაოდენობა, სადამდე ჩამოვიდა. ჩვენ გვინდა, რომ ისტორიულ მინიმუმამდე დავიყვანოთ გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა. სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით ასეთ ოჯახებს იქამდე, სანამ თითოეული ოჯახი არ ამოისუნთქებს და ბედნიერი არ იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე, კითხვაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვა როდის მოხდება, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომი დასასრულს მიუახლოვდება.

„არსებულ მოცემულობაში, როდესაც უკრაინაში ომია და ვხედავთ იმ მძიმე შედეგებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მსგავსი რისკები დღესაც არსებობს. არის მოწოდებები და მცდელობები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაჩნდეს. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, როგორც კი ომი მილევად რეჟიმში გადავა, რა თქმა უნდა, მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. შევძლებთ, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.