Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში – აპრილის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. –  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.

მომდევნო 1 თვე, სწორედ აპრილისთვის დამახასიათებელი ამინდები იქნება,~ ხანმოკლე წვიმა, სეტყვა, გამოდარება და ა.შ

„1 აპრილს, უმეტესად უნალექო ამინდი არის მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. 2 აპრილს, დღის ბოლოდან, დასავლეთ საქართველოში დაიწყება წვიმა ელჭექით.

3-ში, უმეტეს რაიონში იქნება წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი და ტემპერატურაც დაიკლებს, 12-17 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში, 18 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა და იქროლებს ძლიერი ქარი.

მომდევნო დღეებში, 4 აპრილიდან, ცოტას გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

ზოგადად აპრილის თვეში, ტემპერატურა 1-2 გრადუსით მაღალია, საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან.

ცალკეულ დღეებში, აპრილის შუა რიცხვებში, შესაძლებელია ტემპერატურის მომატება, +30 +32 გრადუსამდე. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.

ნალექებს რაც შეეხება, ცოტა უფრო ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული ყველაზე წვიმიანი პერიოდია და ამდენად ეს არ ნიშნავს, რომ უნალექო დღეები იქნება, უბრალოდ, ძლიერი ნალექები ნაკლებად იქნება.“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე. 

1-ელი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შეიძლება, დაგეგმილზე მეტი დახარჯოთ. ამიტომ შოპინგის ცდუნებებს არ აჰყვეთ – შეიძლება რაღაც ისეთი იყიდოთ, რაც მოგვიანებით უსარგებლოდ მოგეჩვენებათ. თუ საქმე დიდ ფინანსურ ინვესტიციებს ეხება, უმჯობესია გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე დღით გადადოთ, რათა სიტუაციაში უკეთ გაერკვეთ.

რჩევა: ფულის უაზროდ ფლანგვას მოერიდეთ და ოჯახური ბიუჯეტი რაც შეიძლება მომჭირნედ დაგეგმეთ.

კურო

ვარსკვლავები გიჩევენ, რომ ოჯახურ ურთიერთობებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავთ, ერთობლივი ვახშამი ან კულტურული დასვენება დაგეგმეთ – ეს რომანტიკული კავშირის გაღრმავებაში დაგეხმარებათ. მარტოხელა კუროს შეიძლება ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდეს. მთავარია, არ დაიზაროთ და ინიციატივა თავადაც გამოიჩინოთ.

რჩევა: იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე და ისინიც იმავეთი გიპასუხებენ. ურთიერთობის გაძლიერება ყურადღების პატარა ნიშნებსაც კი შეუძლიათ.

ტყუპები

ტყუპებს საკუთარ დაბნეულობასთან გამკლავება მოუწევთ. თავში უამრავი იდეა მოგივათ, მაგრამ მათი ორგანიზება და ბოლომდე მიყვანა რთული იქნება. საქმეების დაგროვება რომ თავიდან აიცილოთ, დღის მკაფიო გეგმა შეადგინეთ და ნელ-ნელა მიჰყევით. გირჩევთ, გარშემო მყოფებს კითხვებით ნუ შეაწუხებთ, განსაკუთრებით, თუ ეს კითხვები პირად ცხოვრებას ეხება.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. შეამცირეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გაღიზიანებენ.

კირჩხიბი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. შეიძლება გადაღლილობა და ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს – გადახედეთ კვების რაციონს და მძიმე საკვებს მოერიდეთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა და მსუბუქი ფიზიკური აქტივობა სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და ზედმეტი საკვებისა და კოფეინის მიღებას მოერიდეთ. დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ვარჯიში დაიწყოთ.

ლომი

ამ დღეს ერთადერთი სურვილი გაქვთ – დასვენება გინდათ, მაგრამ საქმიანი ვალდებულებები ამის საშუალებას არ გაძლევთ. თუ საქმიან შეხვედრას მყუდრო გარემოში მოაწყობთ, დღე უფრო ნაყოფიერად ჩაივლის. ყურადღება მიაქციეთ შეთავაზებებს, რომლებსაც ამ დღეს მიიღებთ – ისინი შეიძლება პერსპექტიული აღმოჩნდეს.

რჩევა: სასურველია, საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ. შემოქმედებითი მიდგომა თქვენი საქმეებისთვის სასარგებლო იქნება.

ქალწული

ეს დღე მოულოდნელი შემოსავლით ან ლამაზი საჩუქრებით დაგამახსოვრდებათ. გამორიცხული არ არის, რომ მეგობარმა ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნოთ, პრემია მიიღოთ ან მოგებიანი შეთანხმების დადება შეძლოთ. უფულობას რომც არ უჩიოდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდ ხარჯებს მოერიდოთ ან ფული რაიმე სასარგებლოზე დახარჯოთ.

რჩევა: ამ დღეს ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით — უცნობ ადამიანებთან.

სასწორი

სასურველია, რომ ეს დღე მთლიანად საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. უბრალო ყურადღების ნიშნებიც კი საკმარისია, რომ ურთიერთობაში ემოციები გააცოცხლოთ. მარტოხელა სასწორებმა შეიძლება ძველი ურთიერთობები გაიხსენონ, მაგრამ სანამ ძველ კავშირებს აღადგენთ, დაფიქრდით, ეს ნამდვილად გჭირდებათ თუ არა.

რჩევა: რომანტიკა მხოლოდ საჩუქრები არ არის — პირველ რიგში, ეს ზრუნვა და ყურადღებაა. ეცადეთ საყვარელი ადამიანი გაახაროთ.

მორიელი

პრობლემები შეიძლება დილიდანვე დაიწყოს, ამიტომ რთული დღისთვის უნდა მოემზადოთ. შუა დღეს შეიძლება ენერგიის დონემ მკვეთრად დაიკლოს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ, საღამოს სიტუაცია შეიცვლება.

რჩევა: ყველაზე მოსაწყენ საქმესაც კი ადვილად გაუმკლავდებით, თუ შემოქმედებითად მიუდგებით.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ ნერვიული სისტემის მდგომარეობას. ხლსაყრელი დღეა იმისთვის, რომ ემოციების კონტროლი და მოდუნება ისწავლოთ. სასურველი შედეგის სწრაფად მისაღწევად, გირჩევთ თქვენი გეგმა მცირე ნაწილებად დაყოთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ – პარტნიორებს და მოკავშირეებს ახლა თქვენთვის არ სცალიათ.

რჩევა: თუ მოსალოდნელ რისკებს გაითვალისწინებთ, შეიძლება შეცდომები თავიდან აიცილოთ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება შინაგან კონფლიქტს შეეჯახოთ – ერთი მხრივ, დასვენება გსურთ, მეორე მხრივ კი ხვდებით, რომ საქმეს თქვენს ნაცვლად საქმეს არავინ გააკეთებს. ეცადეთ კომპრომისი მოძებნოთ – დილას ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ, საღამოს კი გაერთოთ და დაისვენოთ. ხელსაყრელი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

რჩევა: ეცადეთ ფინანსურად მოგებიან გარიგებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება საინტერესო ფინანსური შემოთავაზება მიიღოთ. სავარაუდოდ, საქმე ახალ ინვესტიციას ან მოულოდნელ შემოსავალს ეხება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია კარგად გადაამოწმოთ – ეს დღე შესაფერისია დაგეგმვისა და ფიქრისთვის, მაგრამ არა — იმპულსური გადაწყვეტილებებისთვის. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს.

რჩევა: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, მაგრამ პერსპექტიული შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ.

თევზები

შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, რომ პირად ცხოვრებაში რამე შეცვალოთ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან, ამიტომ, მიწვევაზე უარს ნუ იტყვით და წვეულებაზე გაემგზავრეთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა — შეძენილი ნივთი იმედს მალე გაგიცრუებთ.

რჩევა: ეცადეთ, ურთიერთობის დროს ოპონენტი არ შეურაცხყოთ და საჭირო სიტყვები დიდი სიფრთხილით შეარჩიოთ.

„ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება”- მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების მიზნები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

„მათი ასეთი რეაქცია მიანიშნებს მხოლოდ პანიკასა და აგონიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთრივ „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს თავისი წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი მათ და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები, თუმცა ამის მტკიცება მათ გაუჭირდებათ, რადგან ჩართული არიან აგენტურულ საქმიანობაში, პირდაპირი და გადატანითი პოლიტიკური მნიშვნელობით, ისინი ცდილობენ ამ ქვეყნის დანგრევას, ომში ჩართვას და ყველაფრის ფასად ხელისუფლებაში მოსვლას, რასაც ასევე ძალიან ცუდი შედეგები უნდა მოაყოლონ.

მათ აქვთ ასეთი დავალება. იმიტომ არ განსხვავდება მათი ე.წ. მესიჯბოქსი ერთმანეთისგან, არ განსხვავდება მათი მიზნები ერთმანეთისგან და რადგან ეს არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, ამაზე სახელმწიფო რეაგირებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. აქ მეტი არაფერი ხდება.

თუკი რომელიმე პარტიის საქმიანობა იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, და აქ მტკიცებულებების დონეზე ვსაუბრობთ ჩვენ, არამხოლოდ პოლიტიკური შეფასებების დონეზე, მაშინ პირიქით, მივესალმებით, რომ ოპოზიციურ ველზე რაც შეიძლება მეტი და ძლიერი პარტია იყოს.

ეს არის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, მაგრამ დღეს აგენტურულ პარტიებს მთლიანად იმდენად აქვთ ოპოზიციური ნიშა ათვისებული, რომ ვერცერთი ახალგაზრდა თუ არაახალგაზრდა, ნიჭიერი, პატრიოტი ადამიანი ვერ ახერხებს ამ ველზე ოდნავ მაინც რაღაც ხარისხით შესვლას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ფულით დაფინანსებული აგენტურული პარტიები ამ გასაქანს არავის აძლევენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის

მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, პლატფორის წევრებმა გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი პოლიტიკური შეუთავსებლობები და ერთად იბრძოლონ.

„მთავარი პრინციპია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი – დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს, მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი. კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია იყოს მიღწეული. წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად, ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება, ჩვენი მოვალეობაა. მმართველმა პარტიამ  ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობაც შეინარჩუნოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

9500 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება – ნახეთ, მისამართები

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, გაზის მიწოდება ისანი-სამგორის რაიონში დროებით 9500 აბონენტს შეუწყდება.

„გაზის მიწოდება შეუწყდება:

საცხოვრებელ კორპუსებს, კერძო სახლებისა და კომერციულ ობიექტებს შემდეგ ლოკაციებზე:
ქ. წამებულის (წმ. ქეთევან დედოფლის) გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 11), 3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 13), 4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 15) 5 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 17), ჩოლოყაშვილის ქ. 57-1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 37), 57-2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 41), 57-3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 35), 57-4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 39), ჩოლოყაშვილის ქ. 1/1,
ჩოლოყაშვილის კვ. II-ში მდებარე კორპ. 2 – იგივე ბერი Gგაბრიელ სალოსის გამზ. 45

(გაბრიელ სალოსის გამზ. 3), ჩოლოყაშვილის ქ. 1/2 (გაბრიელ სალოსის გამზ. 5) ჩოლოყაშვილის ქ. 1/3-ში (გაბრიელ სალოსის გამზ. 1), ჩოლოყაშვილის ქ. 1-7/1 (მიხეილ აბრამიშვილის ქ. 37), ჩოლოყაშვილის ქუჩა, ნაკვ. 003/002 (მ. აბრამიშვილის ქ. 36 – დოსააფის შენობის მიმდებარედ) შპს ბალავარი პროპერთის”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ჩოლოყაშვილის ქ. 48ა (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 48ე), ლერწმის ქ. 1-ში მდებარე შპს ,,თბილის ჰაუსი”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ჩოლოყაშვილის II კვ-ში მდებარე კორპ. 2 (სალოსის გამზ. 45), ჩოლოყაშვილის II კვ-ში მდებარე კორპ. 1-ის მიმდებარედ შპს ,,ჰაუს დეველოპმენტი”-ს, ბერი გაბრიელ სალოსის მოედ. 3-ში მდებარე შპს ,,ასორტი გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ბაღდადის (რიჩარდ-ჰოლბრუკის), ნავთლუღის ქ. 10-ში მდებარე შპს ,,პრაიმ არქი”-ს საცხოვრებელი კომპლექსის, ნავთლუღის ქ. 33-ში მდებარე შპს ,,ჯი ემ თი”-ს, საექიმოს გასავალის (ვლ. ლობჟანიძის), სოლომონ დოდაშვილის, რთველაძის, ჩკალოვის, ბაღდადის (რიჩარდ ჰოლბრუკის), ჰოსპიტალის შეს-ის, სამხედრო ქალაქის, ასევე ლერწმის, მეგობრობის, წერნაკის, II, III დოლაბაურის, კაჭარავას, უჯარმის, ჩოლოყაშვილის კვ. II-ში მდებარე კორპ. 2 – იგივე ბერი Gგაბრიელ სალოსის გამზ. 45. პატარძეულის, ორთაჭალის ტურფის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის (არტურ ლაისტის ქ. 3, 5, 6, 7, 9, 11-ის კორპუსების მოსახლეობა), არტურ ლაისტის ქ. 13-ში მდებარე შპს ,,ევრომშენი 21”-ის, ლაისტის ქ. 4-ში მდებარე შპს ,,ტიფლისი”-სა და შპს ,,ორთაჭალის თაუერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მიმდებარედ – ნიკოლა ბაჟანის, მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის მეგობრობის, აჰმედ ჯავადის, მიხეილ აბრამიშვილის, გრიგოლ აფშინაშვილის, მეგობრობის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ-ზე, მალხაზოვის შესახვევებში, მანავის, ალექსანდრე ამილახვარის, ჩოლოყაშვილის, ორთაჭალის ტურფის მიმდებარედ, ლერწმის ქუჩის მიმდებარედ, ჩოლოყაშვილის (ახლ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის დასაწყისი) ქუჩის მიმდებარედ – მტკვრის სანაპიროზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.

აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს – შპს ,,ძველი უბანი 2”-ს, შპს ,,ლიონს”-ს, რესტორან ,,ასტორიას“, ბაგა-ბაღი # 215-ს, შპს ,,თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს“, შპს ,,მონიო”-ს, ისანი-სამგორის კომპლექსურ სპორტულ ცენტრს. ასევე გაზმომარაგება შეუწყდათ – დოდაშვილის მოედანზე მდებარე გაზგასამართ სადგურ ,,ვისოლს”, ნავთლუღის ქუჩაზე – ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, პოლიციის შენობას, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – საცურაო აუზს ,,ოლიმპი” – შპს ,,მონიო”-ს, ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, ჩოლოყაშვილის ქ. 48-ში – ,,ფრესკო შოპინგ ცენტრს”, შპს ,,ჯნეს 777” – რესტორანი ,,Aასტორია”, #215 საბავშვო ბაგა-ბაღს, საექიმოს ქუჩაზე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ნავთლუღის ქუჩაზე – ისანი მოლს, სუპერმარკეტ ,,კარფურს” (შპს ,,ქროსი 2”), ქ. წამებულის გამზ. 69-ში – სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსს”, ნავთლუღის ქ. 11-13-ში – შპს ,,ავერსის კლინიკა”-ს, შპს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ,,ინტელექტს”, დოდაშვილის ქუჩაზე – საკონდიტრო ,,ნარცისს”, ბაღდადის ქუჩაზე – შპს ,,რივერ ჰოლ თბილს”, ი/მ ელიზა კაპანაძეს, შპს ,,ასტორია 2012“-ს, შპს ,,LION”-ს და ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ-კომუნალურ ობიექტებს.

ჯამში 9500-ზე მეტი აბონენტი.

გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება 2 აპრილის 10:00 საათიდან და ეტაპობრივად დასრულდება 19:00 საათამდე.

გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

             საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

ჟენევა, ლონდონი და მილანი. ახალი ევროპული ავიაკომპანია და ერთდროულად 3 მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ, დაბალბიუჯეტურმა ‘’easyJet’’-მა დაიწყო. easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს  გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას  დაუკავშირებს. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა ცოტა ხნის წინ ჟენევიდან შეასრულა და 147 მგზავრი ჩამოიყვანა.

ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი  – გარეთ უარდი, დიდი ბრიტანეთის კონსული -ჩარმენ ლევერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ‘’easyJet”-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჟენევიდან თბილისის მიმართულებით easyJet-ი კვირაში 2-ჯერ იფრენს. ხვალიდან კი ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონისა და მილანის მიმართულებით კვირაში დაიწყებს. ლონდონის ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტებიდანაც პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება.

ბრიტანული მულტინაციონალური ავიაკომპანია easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

,,პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს”- პაატა ბურჭულაძე

პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ, – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა გაიმართოს.

ბურჭულაძის თქმით, ხალხის აქციები დროა “ქმედებაში გადაიზარდოს”.

“მინდა, ყველას მივულოცო დიდებული დღე. როგორც მისალოცია, ასევე, სამწუხარო დღეა იმით, რომ ჩვენ, 34 წლის შემდეგ კიდევ გვიწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა და დამტკიცება, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ერი. ოკუპანტი ძალა გვიზის პარლამენტში, ისინი უკიდურეს ზომამდე მივიდნენ, უნდათ, რომ გააუქმონ საქართველოს დამოუკიდებლობა. ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! გარე მტერი უფრო ადვილი მოსაგერიებელია, ვიდრე შიდა. ახლა ვიცი ვინ არის შიდა მტერი, რას აკეთებს. ძნელია, მაგრამ აუცილებლად მოვიშორებთ მათ.

პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ. მდუმარე და ხალხის აქციები დროა გადაიზარდოს ქმედებაში. როგორ ქმედებაში არ ვიცი, ეს პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

,,ოპოზიცია თავიანთი მზაკვრული მიზნებისთვის გმირებს ვერ გამოიყენებს”- კირცხალია

„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავიანთი მზაკვრული მიზნებისთვის გმირებს ვერ გამოიყენებს. 

„ამ უსამშობლოებმა რაღაც თავისუფალი მარში დაგეგმეს. ამ ყველაფერს რა კონტექსტი აქვს, ეს ნიშანდობლივია, კონტექსტი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობიდან მომდინარეობს. მათი პარტაქტივი გამოდის, აგენტურული ქსელის დანაყოფები გამოდიან და ისტორიულ დღეს, გმირი ბიჭების სახელებს ამოფარებულები მარშის მოწყობას აპირებენ. სად, როდის და რა კონტექსტში აწყობენ? გახსოვთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო სასამართლოებში რა სასამართლო პროცესები მოიგო, სადაც წერტილი დაესვა იმ თემას, რასაც ჰქვია ჩვენი მხრიდან რაიმე სახის დანაშაულს რუსეთის მიმართ.

რომელ ჯარზე, რომელ ღირსებაზე მელაპარაკებიან ეს უსამშობლოები, თავიანთი მზაკვრული გეგმებით აგენტურული ქსელი არიან. ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ. თავიანთი მზაკვრული მიზნებისთვის გმირებს ვერ გამოიყენებენ“, – აღნიშნა კირცხალიამ. 

ბართოლომეოსი “დიფ სტეიტის” ნაწილია – საქართველოში შეუმჩნეველი არ რჩება კონსტანტინეპოლის პატრიარქის პოლიტიკა

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართოლომეოსი, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობას იჩემებს, ე. წ. „დიფ სტეიტის“ ნაწილია და შეერთებული შტატების პოლიტიკას ატარებს – მიიჩნევენ ქართველი მართლმადიდებლები, ძირითადად, ახალგაზრდა თაობების წარმომადგენლები, რომლებმაც თურქეთის საელჩოსთან პიკეტი მოაწყეს.

„კითხვაზე პასუხი, თუ რატომ შევიკრიბეთ აქ, თურქეთის საელჩოსთან, ჩვენს მიერ მოტანილ პლაკატებზეა. ბართოლომეოსი, რომელიც ჩემულობს მსოფლიო პატრიარქობას, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. მან საეკლესიო კანონების დარღვევით, ერთპიროვნულად მიანიჭა უკრაინის არაკანონიკურ ეკლესიას ტომოსი ანუ საეკლესიო წესდება, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. ბართოლომეოსი არის კონსტანტინეპოლის პატრიარქი, ბიზანტიის დედაქალაქისა, რომელიც 1453 წლის შემდეგ აღარ არსებობს და არის თურქეთის უდიდესი ქალაქი.

ასევე შეგახსენებთ, რომ პირველად ისტორიაში, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, ბართლომეს სახით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაუკითხავად გამართა შეხვედრები აფხაზეთის სეპარატისტ სასულიერო პირებთან. ეს კაცი არის დიდი საფრთხე მთელი მართლმადიდებლობისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქ ილიას, მის ქრისტიანულ მეგობრობას რუსეთის პატრიარქ კირილთან და ვფიქრობთ, რომ საეკლესიო პრობლემები საეკლესიო სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა გადაწყდეს. ამ აზრს გამოვხატავთ ახლა აქ, თურქეთის საელჩოს წინ და ვეუბნებით თურქ მეზობლებს, რომ ჩვენ მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენ გვყავს საერთო მოწინააღმდეგეები. სწორედ “დიფ სტეიტის” ძალებს, რომლებსაც წარმოადგენს ბართოლომეოსი, სურდათ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ისინი გვებრძვიან ჩვენ, მართლმადიდებლებს. ჩვენი ეკლესია განუყოფელია და მარადჟამს ასე იქნება“ – ხაზგასმით თქვეს აქციის ორგანიზატორებმა, რომლებასაც ასეთი შინაარსის პლაკატები ეკავათ: „მართლმადიდებელი ეკლესია განუყოფელია!“, „რეალური მართლმადიდებლები და რეალური მუსლიმები მეგობრები არიან!“, „ბაიდენის საუკეთესო მეგობარი ვერ იქნება თურქეთის მეგობარი“ და სხვ.

აქციის წინა დღით თბილისშივე გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ბართოლომეოსის სახიფათო, ანტიმართლმადიდებლური პოლიტიკის დეტალები განიხილეს. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველი და უცხოელი პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, სასულიერო პირები.

„სვისოტელში“ გამართულ კონფერენციაზე პოლიტოლოგიის დოქტორმა გულბაათ რცხილაძემ შეაჯამა ბართოლომეოსისადმი ქართველი მართლმადიდებელი საზოგადოებრიობის პრეტენზიები:

„ბართოლომეოსს საერთოდ არ ჰყავს მრევლი და თავად იგი იმართება შეერთებული შტატების მიერ. ამას მოწმობს არა მხოლოდ დასავლურ მასმედიაში ბოლო დროს გაჟონილი ინფორმაციები, არამედ თუნდაც ბართოლომეოსის ზედმეტად ხშირი შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. წარმოიდგინეთ, აშშ-ის პრეზიდენტი უმრევლო პატრიარქს თავისი მმართველობის პერიოდში (ჯერ როგორც ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ როგორც პრეზიდენტი) 4-ჯერ ხვდება. ნუთუ აშშ პრეზიდენტს მეტი საქმე არ აქვს? მაგრამ ეს შეხვედრები მოწმობს იმას, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ სწორედ ბართლომეოსის ხელით კეთდება. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს თურქ მეზობლებს, რომ ასეთი პიროვნება – ბართოლომეოსი, რომელიც, სხვათა შორის, თურქეთის პასპორტს ფლობს ანუ თურქეთის მოქალაქეა, ვერ იქნება თურქეთის სახელმწიფოს ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. ბართოლომეოსი არის იარაღი გლობალური ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ და დაანგრიონ მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობა“ – აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ.

 

,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

“ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე, ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს.

შესაბამისი ცვლილებები “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას გაიმეორებს.

სწორედ აღნიშნულ ინიციატივას ერთვის თან “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიღებით შედეგად, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადები მჭიდროვდება.

კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.

კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება

საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ასეთია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შინაარსი, რომელიც პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

პარტიის საქმიანობა ასევე შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს.

პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

„ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო”- ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვეს, ამ მიზანს ისინი მაინც მიაღწევენ.

„ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას იმიტომ, რომ ქართველი ხალხი უკვე 12 წელია ამას ელოდება. საგამოძიებო კომისია რაც მიმდინარეობს და ახლა, ვინც პირდაპირ ეთერში თვალ-ყურს ადევნებს, იქ უკვე ხედავს, თუ რა მჟღავნდება.

იქ, ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, როგორ მძიმე ისტორიებს ვისმენთ, ომთან დაკავშირებით როგორი ქაოსი იყო, თუ როგორ გაათავისუფლეს გამოცდილი სამხედროები რამდენიმე თვით ადრე, სანამ ომი დაიწყებოდა. იმასაც ვაკვირდებით პირდაპირი ჩვენებებიდან, რომ თურმე სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. იყო სრული ქაოსი, არც გაუფრთხილებიათ მოქალაქეები. არც კოდორი ხეობაში, არც ცხინვალში, მიატოვეს და გაწირეს სასიკვდილოდ და ა.შ.

რა თქმა უნდა, იქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ აიკრძალოს, როგორც პარტია. როგორც კი მორჩება საგამოძიებო კომისია მუშაობას, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს გადავცემთ პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს.

ამასთანავე, რა თქმა უნდა, სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.