Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეები იდენტურია, დადგენილია დამნაშავეც, აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა – სოზარ სუბარი

დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა,- ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა სოზარ საუბარმა განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება.

ამასთან, კომისიის დღევანდელ სხდომაზე იკითხება დავით ცინდელიანის დედა, თამარ არღვლიანი. მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დაუსვა შეკითხვა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, რომან შამათავას, „თუ რატომ მოუკლა შვილი“. სოზარ სუბარის თქმით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა კამპანიას, რომ „რომან შამათავა არის გმირი და მათი სახე“.

„რატომ მივიდნენ [ცინდელიანები] პაატა ქარდავას ოჯახში და სად დაინახეს მსგავსება? ორივე საქმეზე დადგენილია სასამართლოს განაჩენი, ორივე საქმეს ჰყავს დამნაშავე და ორივე საქმე იდენტურია. ორივე საქმეზე მოხდა ამ ორი ადამიანის გატაცება, წამება, დახვრეტა პირდაპირ.

ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში – დადგენილია. დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. გამოძიება მოხდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, 2013 წელს. პაატა ქარდავაც ზუსტად ასე, ზუგდიდის ცენტრში დღისით, ბაზართან ახლოს 27 აგვისტოს ჩასვეს მანქანაში, მოიტაცეს უამრავი ხალხის წინაშე, არავის იქაც სახე არ დაუმალავს, ყველამ იცოდა იქაც, რომ სამართალდამცავებზე იყო ლაპარაკი. ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩემთან როგორც ქალბატონი თამარ არღვლიანი, ისე პაატა ქარდავას შვილები, ბექა და ქრისტინე ქარდავები. ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე, ბევრი წერილი გვაქვს გაგზავნილი ამ თემაზე, პასუხი ყველა მხრიდან იყო ნული. ორივე შემთხვევაზე მაშინ საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

თიბისი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ მხარდამჭერი გახდა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბრენდი ქალთა სპორტის გაძლიერების გზაზე დგამს; სადაც თანადგომა, მხარდაჭერა და დაჯერების ძალა მთავარი ღირებულებებია.

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ვერე“ 2022 წელს, თბილისში დაარსდა. 2023 წელს, გუნდმა სადებიუტო სეზონი ჩაატარა ლიგა 2-ში და ღირსეული ასპარეზობა15 გუნდს შორის მესამე ადგილზე დაასრულა.

2025 წლიდან, „ვერე“ უკვე საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის ბინადარია. კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის ფეხბურთელების აღზრდა და განვითარებაა. ასევე, აკადემიის გაძლიერება და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და მხარდაჭერა. კლუბი ქმნის სივრცეს, სადაც  მიზნების მიღწევა ყველას შეუძლია. ეს არის ადგილი, სადაც გოგონებს სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.

დღეს, „ვერეს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 18 ფეხბურთელია, დუბლშემადგენლობაში – 25; ხოლო აკადემიაში 20 მოზარდი გოგონა ვარჯიშობს. გუნდის სამწვრთნელო შტაბი კი, დაკომპლექტებულია უეფას ლიცენზირებული მწვრთნელებით.

ამ ნაბიჯით, თიბისი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს ახალ თაობას; მათ ნებისმიერ სურვილსა თუ წამოწყებას. 

ახალი თაობა თიბისისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ინსპირაცია. გვჯერა, რომ გოგონებისთვის არ არსებობს საზღვრები, როცა მათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სჯერათ.

გვჯერა, რომ თითოეული გოგო, რომელიც მოედანზე გადის, თავისუფალ, თავდაჯერებულ მომავალს ქმნის და თიბისი ყოველთვის მხარს უჭერს თამამი მიზნებისკენ სწრაფვას.

კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის – ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი – რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც – რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ – სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას – ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით…) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ – მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს – ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე – გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა – დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა – ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს – ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს – ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები – ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში – ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება – ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

თიბისი კონცეპტმა Visa სადებიტო ბარათების მფლობელებს გამორჩეული საზაფხულო შეთავაზება მოუმზადა. 20 და 21 ივნისს, პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგისას, მათ გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდებათ.

შეთავაზება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ Visa თიბისი კონცეპტ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature და Visa Platinum.  

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი კი, ტრადიციულად, მრავალფეროვანია:

  • რონიკო
  • კენარი
  • ოპტიმისტი
  • თორელი
  • Afflelou Paris
  • Yamamay
  • Etam
  • Dressup.ge (ონლაინ, Summerstory კატეგორიაში)

შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული მაღაზიების ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას.

ერთადერთი გამონაკლისია Dressup.ge, სადაც შეთავაზებით სარგებლობა Summerstory-ის კატეგორიაში, ონლაინ შეგიძლიათ (ამ შემთხვევაში გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის საგადახდო მეთოდით და არა Apple ან Google pay-ით).

შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

r

ისრაელში, ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის გამო, საჰაერო განგაშის სირენების და აფეთქებების ხმები ისმის

ისრაელის ტერიტორიაზე, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განგაშის სიგნალი ვრცელდება ცენტრალურ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ისრაელში, ასევე იერუსალიმის ტერიტორიაზე.

მშვიდობიან მოსახლეობას მიეცა მითითება, რომ შემდგომ შეტყობინებამდე თავშესაფრებში დარჩნენ.

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმის.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.

პუტინის თქმით, შეხვედრისას მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან უკრაინის კონსტიტუციით საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივების შესაძლებლობა არ არსებობს საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი.

„რუსეთისთვის სულერთია, ვინ ატარებს მოლაპარაკებებს უკრაინის მხრიდან, მაგრამ დასასრულს დოკუმენტების ქვეშ უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმოწერა“, – უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.

უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრისას კი რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები დათანხმდებიან ამას და არ უბიძგებენ კიევს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას, ამ საკითხზე საუბრისას პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი თავად უკრაინამ დაიწყო.

„რუსეთს არ დაუწყია სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში, არამედ მის დასრულებას ცდილობს. კიევის რეჟიმმა თავად დაიწყო ომი, ძალის გამოყენებით დონბასის მცხოვრებლების წინააღმდეგ. სწორედ ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა ამჟამინდელ შეიარაღებულ კონფლიქტამდე. რუსეთი არტყამს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და არა საცხოვრებელ უბნებს, უკრაინის დემილიტარიზაციის მიზნით. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინას ჰქონდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ რუსეთისა და მისი ხალხისთვის საფრთხის შექმნას“, – განაცხადა პუტინმა.

ნაჩო სანჩესი – გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.

„ყველაზე შემაშფოთებელი ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან არ მხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის ქმედებები, როგორც მოქალაქეებს ეპყრობიან – ბავშვებივით, არასრუწლოვნებივით. გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ დარბაზში კეთდება ქვეყნის შესახებ. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები აკეთებენ, როგორიცაა მზია ამაღლობელი. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამიტომ იბრძვიან ისინი პრესის თავისუფლების წინააღმდეგ სასაცილო ზომებით.

ზოგჯერ, მაგალითად, თუ ჟურნალისტები იყენებენ სიტყვებს: არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა, ოლიგარქიული მთავრობა, რეჟიმის პატიმრები ან რუსული რეჟიმი – ყველა ეს გამონათქვამი, ყველა ეს გამოხატულება აკრძალულია იმ ქვეყანაში“,- განაცხადა ნაჩო სანჩესმა ევროპარლამენტში დებატებისას.

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე დაგანახვებთ, რამდენად გულწრფელები და პატიოსნები არიან თქვენ გვერდით მყოფი ადამიანები. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანთან დამშვიდობებაც მოგიწიოთ, მაგრამ ამის გამო არ ინერვიულოთ – თქვენ უბრალოდ ნამდვილი მეგობრისა და მოკავშირესთვის ადგილს ათავისუფლებთ. მოერიდეთ ჩხუბს და საჯარო დაპირისპირებას, რაც თქვენს რეპუტაციაზე აისახება.

კურო

ყველა თვალსაზრისით რთული დღეა. დილიდან ჩართული ხართ მოვლენებში, რომლებსაც მხოლოდ ქაოსი და გაურკვევლობა მოაქვთ. შეწყვიტეთ სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა და თვალი ადევნეთ, რა მოხდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები მომდევნო დღეებისთვის გადადოთ, ახლა კი დაისვენოთ და ახლობელ ადამიანებზე იზრუნოთ.

ტყუპები

საეჭვო ვითარებაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. თქვენი ხალისი და დიპლომატიური თვისებები ნებისმიერ კარს გააღებს და ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. დღის მეორე ნახევარში ძალისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. სასურველია, რომ ამ დროს ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. ხელსაყრელი დღეა სოციალური ღონისძიებებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

კირჩხიბი

ამ დღეს ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, ამიტომ ყურადღება წუთითაც არ უნდა მოადუნოთ. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც თქვენით მანიპულირებას და თქვენი ნაკლის წარმოჩენას ცდილობს. გირჩევთ ცოტა იეშმაკოთ და ნამდვილი ემოციები არ გამოავლინოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის – ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

ლომი

შემოქმედებითი საქმიანობისა და გონებრივი მუშაობის ერთობლიობა ამ დღეს განსაკუთრებით საინტერესოს გახდის. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება და უახლოეს მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. ეცადეთ, დაასრულოთ საქმე, რომელსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა განმარტოებისა და დასვენებისთვის. გაატარეთ ეს დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ქალწული

ამ დღეს ქალწულებს საერთო ენის პოვნა უახლოეს მეგობართანაც კი გაუჭირდებათ. ვარსკვლავები შეეცდებიან, ყველანაირად ხელი შეუშალონ მეგობრობას, მშვიდობის დამყარებას ან სიმართლის პოვნას. თქვენი შიში უსაფუძვლოა – სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ფიქრობთ. პროვოკაციებს ნუ აჰყვებით – მხოლოდ სიმშვიდე და საღი აზრი დაგეხმარებათ, რომ ეს დღე კონფლიქტის გარეშე დაასრულოთ.

სასწორი

სასწორის სასიცოცხლო ენერგია მცირდება. შეიძლება დაღლილობამ და ქრონიკული დაავადებების გამწვავებამ შეგაწუხოთ, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. დაისვენეთ და, თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში დარჩით.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პროექტების დაწყებამდე ძველი საქმეები დაასრულოთ. ამ დღეს მთელი ყურადღება ოჯახზე და საოჯახო საქმეებზე უნდა გადაიტანოთ. შესაძლოა, პრობლემას, რომელიც თქვენს ახლობელს აწუხებს, სათანადოდ არ აფასებთ.

მშვილდოსანი

ეს დღე გაურკვევლობას მოგიტანთ. მოვლენების განვითარებით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ ამის მიზეზებს ვერ ხედავთ. ეცადეთ რჩევა სანდო და ობიექტურ ადამიანს სთხოვოთ. გარემოების სწორად აღქმაში მხოლოდ გულწრფელი სიმართლე დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს მიზნის მისაღწევად ყველაზე უსაფრთხო გზა უნდა შეარჩიოთ. თქვენმა დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება გარშემო მყოფები თქვენ საწინააღმდეგოდ განაწყოს. მოერიდეთ ფაქტების დამახინჯებას. მოსალოდნელია საქმიან პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა.

მერწყული

შესანიშნავი დროა მოგზაურობისა ან დასვენებისთვის. ხელიდან არ გაუშვათ საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში განმარტოების შესაძლებლობა. ყურადღება მიაქციეთ ბედის მინიშნებებს და ეცადეთ, ნანახიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

თევზები

დილას სამსახურთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. ფინანსური პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენ ელოდით. საქმიანი მოლაპარაკებები იმედებს გაგიცრუებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ზედმეტი ინიციატივა არ გამოიჩინოთ, დღეს ეს თქვენ წინააღმდეგ იმუშავებს.

  ,,მოქალაქეებზე ზრუნვა და  სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”- ირაკლი კობახიძე

იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში – მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა, გაგრძელდება ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  მოქალაქეებზე ზრუნვა და  სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომი დაახლოებით 500 სხვადასხვა საჯარო მომსახურება. საგარეჯოში უზრუნველყოფილი იქნება უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ მომსახურებას. მისასალმებელია, რომ საგარეჯოს შეემატა თანამედროვე ტიპის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი ნაგებობა. ახალი შენობა ერთიან, თანამედროვე სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურს. მთლიანობაში, იუსტიციის სახლში 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული კომფორტულ გარემოში. 

საგარეჯოს იუსტიციის სახლი მთლიანად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერის შეფასებით, წარმატებით ფყნქვიონირებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომლის სერვისითაც კახეთში  15 სოფლის 24 000-მა მცხოვრებმა ისარგებლა.

“ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იზრდება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე.  ეს არის მთავარი მიდგომა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში – მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა. გაგრძელდება მომავალშიც ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე. საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით და სათანადო ხელმისაწვდომობით. მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ასევე საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოიკითხა

ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოიკითხა.

როგორც ხოჯევანიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების კითხვებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამომწურავად უპასუხა.

„საუბარი შეეხო ძირითადად ჩორჩანას ირგვლივ საკითხებს, ეს იყო ბორდერიზაციის სიმძაფრე. რა თქმა უნდა, ბორდერიზაცია და ოკუპაციის თანმდევი ძალიან მძიმე პროცესები იმ რეგიონში, რომელიც იმ პერიოდისთვის ჩემი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებოდა, საუბარი ეხება შიდა ქართლის რეგიონს. ეს არის ის საკითხი, რომელიც იმ დროსაც და დღესაც ჩვენი რეგიონისთვისაც და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხია. ასევე იყო სხვადასხვა საკითხი და სხვადასხვა კითხვა, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი. ჩემი შემხებლობა ამ პროცესთან იყო მხოლოდ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილის განმარტებით, არ ჰქონდა ინფორმაცია ძალოვანი უწყებების ოპერატიულ-ტაქტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეს არც უნდა სცოდნოდა.

„ჩემთვის უცნობია, ვის ვისთან ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს გახსნის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

,,შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ”- დონალდ ტრამპი

შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, – ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას.

“შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ.

შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. და ვეუბნები აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ… რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ? კარგად იქნებოდით, ქვეყანა გექნებოდათ,” – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანისთვის მოლაპარაკებებში ჩასართველად მიცემული 2-თვიანი ვადა ამოწურა და ისრაელმა ამის შემდეგ განახორციელა თეირანის წინააღმდეგ დარტყმები. ტრამპის თქმით, ყველაფერი ისრაელის დარტყმების “პირველ დღეს დასრულდა” და ირანი ახლა “სრულიად დაუცველია, საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა”.

“გუშინ ველაპარაკე მას [პუტინს]. მედიაცია შემომთავაზა [ისრაელ-ირანზე] და ვუთხარი: “ჯერ თავს უშუამავლე, მოდი, ჯერ რუსეთის მედიაცია მოვახდინოთ, კარგი?.. ამაზე მერე იღელვე”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დარტყმების დაწყების შემდეგ მას ირანული მხარი დაუკავშირდა და თეთრ სახლში მისვლაც შესთავაზეს, რაზეც მან უპასუხა, რომ “ძალიან გვიანია საუბრისთვის” და მას ახლა ირანის “უპირობო დანებება” სურს.

“40 წელია ისინი ამბობენ “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”, სიკვდილი ყველა სხვას, ვინ მათ არ მოსწონს. მჩაგვრელები იყვნენ, სკოლის მჩაგვრელები და ახლა მჩაგვრელები აღარ არიან და ვნახავთ რა მოხდება”, – განაცხადა ტრამპმა.

,,ვწუხვარ, რომ ბრიტანეთის საელჩო მარტივ შეცდომებს უშვებს”- შალვა პაპუაშვილი

2024 წელს მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში იქნებოდა გადამწყვეტი. როგორც კი ჩახედეს, ანგარიშის შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, ფარისევლობაა საუბარი, რომ ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს დღევანდელ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირ-ის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირ-ის ყველა რეკომენდაცია“.

„ცოტა უცნაურია ბრიტანეთის საელჩოს ბოლო განცხადებების სერია, რომელსაც ვისმენთ. ამ განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ფიქრობენ, რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში, ფეხში ისვრიან ხოლმე განცხადებებით, ისევ საკუთარ თავს იზიანებენ. როგორც წინა ჯერზე იყო ეს საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი – თითქოს ჰქონდათ საკრიტიკო, რომ თანხმობების პროცედურა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს, რომ პროპაგანდას, ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და ისევ საკუთარი თავი დაიზიანეს. ახლა ამ განცხადებასაც ორი ნაწილი აქვს. პირველი შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და დამკვირვებლებს. ფარისევლობაა, როდესაც ბრიტანეთი, რომელიც არ აღიარებს ეუთო/ოდირის დასკვნას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს და ითხოვს, თუ წინადადებით გამოდის ეუთო/ოდირის მისიასთან დაკავშირებით.

ეუთო/ოდირთან დაკავშირებით 2024 წელს ბევრი, მათ შორის ბრიტანეთი საუბრობდა, რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც კი ჩახედეს და შედეგი, ანგარიშის შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს ეს ანგარიში. გვახსოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გვახსოვს პრესრელიზი, როდესაც მან დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ მინისტრს ესაუბრა. რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო განცხადება იყო და აბსოლუტურად აცდენილი ეუთო/ოდირის დასკვნას. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ ეუთო/ოდირის დასკვნებს და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, შემდეგ ფარისევლობა, არასერიოზულია სერიოზული სახით საუბარი, რომ ეუთო/ოდირი არის მნიშვნელოვანი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებების სახით ბრიტანეთის საელჩო მარტივ შეცდომებს უშვებს.

აქაც კიდევ ერთი მცდელობაა, თითქოს ბრიტანეთის საელჩომ რაღაც გაისროლა იმით, რომ ახსენა სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება, მუხლებზე მითითება, თითქოს რაღაც ირღვევა საქართველოს მხრიდან. აქაც ფეხში ისროლა. ბრიტანეთის საელჩოს სამართლებრივ ასპექტებზე საუბარი თუ უნდა, არ მგონია, ეს არის სფერო, რომელიც მათთვის მომგებიანია. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, 41-ე მუხლი, როდესაც წინასაარჩევნოდ ჩაერია არჩევნებში ერთი სუბიექტის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. არჩევნებამდე ათი დღით ადრე მან მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც დაუთმო მხოლოდ ერთ სუბიექტს, „ქართული ოცნების“ კრიტიკას. მისი მთელი სტატიის სულისკვეთება იყო მოწოდება იმისკენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიეცათ ხმა ადამიანებს. ეს არის დარღვევა ვენის კონვენციის 41-ე მუხლისა.

ეს არ იკმარა ბრიტანეთის საელჩომ და ახლა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე გადავიდა. მათ არათუ მუხლები აქვთ დარღვეული, ბრიტანეთის საელჩოს დარღვეული აქვს პრეამბულა, რომელიც ადასტურებს სუვერენიტეტის პატივისცემას. ბრიტანეთის ელჩი როდესაც ჩაერია არჩევნებში, ამით დაარღვია სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპი, რომელიც ამ შეთანხმების პრეამბულაშია ჩადებული. ასევე ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია ამ შეთანხმების მეოთხე მუხლი, სადაც წერია, რომ მხარეები თანამშრომლობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის, სტაბილურობის გაძლიერებისკენ. როდესაც ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს პროპაგანდისტებს და აფინანსებს ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ამ შეთანხმების მეოთხე მუხლს. გარდა ამისა, ბრიტანეთმა დაარღვია ამ შეთანხმების მე-16, მე-17, მე-18 მუხლები, სადაც საუბარია, რომ თანამშრომლობა არის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მათ შორის კორუფციული დანაშაულების.

იცით, რომ დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ბრიტანეთში, ლონდონის კაფეებიდან ვხედავთ მის ფოტოებს. ზუსტად ეს გახლავთ, რომ კორუფციულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებაში მონაწილე ადამიანისთვის თავშესაფრის მიცემა ეს გახლავთ ზუსტად ამ შეთანხმების მე-16, მე-18 მუხლების დარღვევა. ასე რომ, თუ ბრიტანეთის საელჩოს სურს, ისაუბროს სამართლის დარღვევაზე, გარწმუნებთ, მათთვის საზიანო არის ეს დიალოგი, თუ პლატფორმა, ვინაიდან აუარება არის მუხლებისა, თუ კონვენციებისა, რომლებსაც ბრიტანეთის საელჩო თუ ელჩი არღვევს. ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ისევე, როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.