Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკიდან ვაზიანში ჩავიდა 

საერთაშორისო სწავლების, „მტკიცე სული 2025“-ის ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გავლით ჩავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი დაკომპლექტებული იყო ამერიკული მაღალმობილური, მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანებით და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანმანქანებით – ქართული წარმოების „დიდგორი“ და „კობრა“. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) ოფიციალურად 25 ივლისს გაიხსნა. სწავლებაში ჩართული ამერიკული მანქანები ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან ბორნით შემოვიდა, ფოთის პორტში გადმოიტვირთა და სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში განლაგდა.

უწყების ცნობით, „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) 6 აგვისტოს ოფიციალურად დაიხურება. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს. Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, “ვგიჟდები” ასეთ ხალხზე, ყველა დროს რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა -მიხეილ სააკაშვილი

უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით, „ვგიჟდები“ ასეთ ხალხზე, ყველა დროს რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისივე თქმით, არგუმენტი, რომ დავით უსუფაშვილის დროს არაფერი ცუდი არ ხდებოდა, ბოლომდე სიცრუეა.

„დავით უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო. კი, „მოიშორეთ“ ხელისუფლება რომელმაც ნანგრევებიდან შექმნა ქართული სახელმწიფო, დაამარცხა კორუფცია, კრიმინალი, დაუბრუნა აჭარა, ტურიზმი გაზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე, ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა 2008 წელს, საქართველო აქცია მსოფლიოს N1 რეფორმატორად და მთელს პლანეტას გააცნო მსოფლიოს დემოკრატიის შუქურად; შექმნა განათლების და ჯანდაცვის სრულიად ახალი სტრუქტურები, შექმნა ახალი ჯარი და პოლიციაა, ააშენა ბათუმი. აი ასეთი ხელისუფლება „მოიშორეთ“ და მოიყვანეთ კლასიკური მაფიოზი, რომელმაც ჩამოგვაშორა ევროპულ გზას, დაასრულა ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობები, რომელსაც ჩემს დროს მოეწერა ხელი, გააქცია ნახევარი საქართველო და გააღატაკა ქართველები. დაიჭირა ამდენი პოლიტიკური ლიდერი (ჩემს დროს არცერთი არ იყო დაპატიმრებული), დაანგრია ქართული ჯარი, გააბანდიტა პოლიცია და ღიად გვაბარებს რუსეთს. ახლა უსუფაშვილი ამაყობს, რომ მონაწილეობა მიიღო ამათ მოყვანაში

პირდაპირ „ვგიჟდები“ ასეთ ხალხზე, ყველა დროს, რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა. თან უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის სახით. ის არგუმენტი, რომ მის დროს არაფერი ცუდი არ ხდებოდა, ბოლომდე სიცრუეა, უსუფაშვილის დროს გაუშვეს რუსი ჯაშუშები, როგორც პოლიტპატიმრები, ჩახალიანის ჩათვლით. დახურეს ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. რუსებს გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე ჩვენი მებრძოლების სიები, შემოუშვეს „სპუტნიკი“ და დახურეს რუსეთზე მაუწყებელი „პირველი კავკასიური არხი“, რუსებს ასევე გადასცეს ჩვენი სადაზვერვო დეპარტამენტის კონტაქტების სია რუსეთში, რამაც გამოიწვია მათი დაპატიმრება და განადგურება.პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი წყნარად უყურებდა მასობრივი რეპრესიების დაწყებას და ბოლომდე დარჩებოდა თანამდებობაზე, ივანიშვილს რომ არ მოესროლა“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, უნდა დავივიწყოთ იმ ყოფილი „ქოცების“ ცუდი, რომელთან შეცდომები აღიარეს და პასუხი გავცეთ მათ, ვინც ამტკიცებს, რომ 2012 წელსაც და ახლაც მართალი არიან.

„მე მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება, არ იცოდეს, რომ დღე ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანობაში პოზიტიურად აფასებს ჩემს საქმიანობას და უკიდურესად უარყოფითად დღევანდელ მაფიოზურ კლანს. გაერთიანების მომხრე მართლაც არის ბევრი ყოფილი „ქოცი“, მაგალითად მურმან დუმბაძე, რომელმაც ღირსება შეინარჩუნა და აღიარა თავისი შეცდომები. მე მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ იმ ყოფილი „ქოცების“, რომელიც აღიარებს თავის შეცდომებს და სათანადო პასუხი გავცეთ მათ, ვინც ამტკიცებს რომ 2012-შიც მართალი იყო და ახლაც. შევახსენოთ მათ ყველაფერი თუ მაინც არ შეისმენენ თქვენს ხმას, მოვახდინოთ მათი სრული პოლიტიკური მარგინალიზაცია. მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს მოსახლეობა მადლიერია ევროკავშირის ელჩის, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჩვენი ინტერესებს გატარებაში, “რუსულ ოცნებას” ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ-ელენე ხოშტარია

ინტერესებს გატარებაში, „რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებამ „რუსული ოცნება“ ტყუილში ამხილა.

„„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი პარტნიორების ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო გადაწყვეტილებას. მოქმედებას, რომელიც, ერთი მხრივ, გამოხატავს უპრეცედენტო მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ე.წ მთავრობის რუსულ ბუნებას. უპირველესად, ვართ ძალიან ბედნიერები, რომ საქართველოში ტარდება ნატო-ს მრავალეროვნული წვრთნები „მტკიცე სული“, რომლის მიზანია უსაფრთხოების გამყარება და ჩვენს საფრთხეებზე სწრაფი რეაგირება, საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს წვრთნები ტარდება მიუხედავად იმისა, რომ „რუსული ოცნება“, ე.წ. ხელისუფლება უკვე მესამედ ემიჯნება ნატო-ს წვრთნებს. ემიჯნება და ამ წვრთნების გახსნაზე არ გამოცხადნენ რუსეთის მსახური ბიუროკრატები, როგორებიც არიან ირაკლი ჩიქოვანი და ე.წ გენშტაბის უფროსი. მიუხედავად ამისა, ამ წვრთნების ჩატარება ხაზს უსვამს, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების „რუსული პოზიციები“ ვერ შეაჩერებს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, ვერც ჩვენი უსაფრთხოებისა და ვერც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების;

მეორე, არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ევროკავშირის სპეციალური განცხადება, სპიკერის განცხადება, რომელიც პირდაპირ ტყუილში ამხელს „რუსულ ოცნებას“. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ „რუსული ოცნება“ ვიზალიბერალიზაციის საფრთხეზე, რუსული კონსპირაციული თეორიების მსგავსად, ავრცელებს სრულ ტყუილებს, თითქოს ვიღაცა რაღაცას გვახვევს თავს. ამ დროს ჩვენი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ამასთანავე, მინდა სრულად დავგმო კალაძის, ასევე რუსეთის მსახურის, სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, აქ ევროკავშირის ელჩის მიმართ. საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის. ჩვენ ვიცით, თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში. „რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ. მე მინდა, ევროკავშირმა იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება აბსოლუტურად არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვინმე ჩიქოვანის არგამოცხადება წვრთნებზე, არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარების სივრცის ნაწილი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება, სადაც ნათქვამია: „ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს“.

ტალიაშვილისა და ტრამპის შეხვედრა არის დასტური, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა, ოპოზიციას ელდა ეცა, ეს მათ ინტერესებში არ შედის -დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შეხვედრა არის პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს წაადგება.

მისივე შეფასებით, „ოპოზიციას ელდა ეცა, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა“.

„ამ შეხვედრას აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი. ეს არის დასტური, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები პოზიტიურ რელსებზე გადავა. ამისთვის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს, რასაც ორივე მხარე მიჰყვება. მე მწამს და ამას ვნახავთ, რომ ელდა ეცა ოპოზიციას, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრა შედგა. ეს მათ ინტერესებში არ შედის. ეს არა მხოლოდ მათი, არამედ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალების ინტერესს აბსოლუტურად სცდება, მაგრამ ეს არის მაღალი პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯი, რაც წაადგება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ქრთამის აღების ფაქტზე ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის“ დირექტორი ნ.ს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. ბრალდებულმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით, საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის ათი დღით ქირავნობით დაინტერესებულ ერთ-ერთ პირს, ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარი.

დაკავებულის მოთხოვნით, 5 000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო ა(ა)იპ-ს ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის. დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით, ნ.ს.-მ დაამზადა ორი ხელშეკრულება, ერთი ფართის ქირავნობის, ხოლო მეორე ფიქტიურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით.

ნ.ს. დაკავებულ იქნა მოთხოვნილი თანხის ნაწილის, 7 000 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით.

საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებზე.

აშშ-ის “დემოკრატიული” პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა- The Wall Street Journal

აშშ-ის „დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგი 35 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა.

ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „დემოკრატიული“ პარტიას ნეგატიურად გამოკითხულთა 63% აფასებს, ხოლო პოზიტიურად – 33%.

ამასთან ერთად, როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, რესპონდენტები „რესპუბლიკურ“ პარტიასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ნეგატიურად აფასებენ. „რესპუბლიკელებს“ ძალიან კარგად გამოკითხულთა 19% აფასებს, ხოლო „დემოკრატებს“ – 8%.

ამერიკელები ტრამპის პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტს ნეგატიურად აფასებენ. გამონაკლისს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის პოლიტიკა წარმოადგენს. ამასთან, აშშ-ის მოქალაქეები კონგრესში „რესპუბლიკელებს“ უფრო ენდობიან, ვიდრე „დემოკრატებს“.

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, „დემოკრატებს“ იმედი ჰქონდათ, რომ ამომრჩევლების ნეგატიური რეაქცია ტრამპის მოღვაწეობაზე ძლიერი იქნებოდა, რათა მათ მომავალ წელს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოეპოვებინათ. გამოცემა იხსენებს, რომ მსგავსი სიტუაცია ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დრო განვითარდა, როცა 2018 წლის შუალედური არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში სულ მცირე 40 ადგილი დაკარგეს.

თუმცა, გამოკითხვა აჩვენებს, რომ „დემოკრატებს“ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნება სჭირდებათ იმაში, რომ ისინი საქმეს ტრამპზე უკეთ გაართმევენ თავს. „დემოკრატების“ ბრენდი იმდენად ცუდია, რომ ისინი ტრამპის ან „რესპუბლიკური“ პარტიის კრიტიკის საქმეში ნდობას არ იმსახურებენ“, – აცხადებს სოციოლოგი ჯონ ანსალონე, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.

 ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს -გიორგი ვაშაძე

რვა პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას, მათ შორის – ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს. თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერილში წერს, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვაშაძე 8-პუნქტიან გეგმას ასახელებს და მის გარშემო გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„რვა პუნქტიანი გეგმა არის მწყობრი, გააზრებული ნაბიჯების ერთობლიობა როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას. ფორმულა მარტივია, თუ ერთად ვიქნებით, გავიმარჯვებთ, რადგან ერთად მდგომ ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ვერ დაუდგება წინ. დანარჩენი დროის საკითხია და ჩვენს მონდომებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული.

ძალა ერთობაშია!

გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმა: 1. ვერთიანდებით საერთო ბრენდის ქვეშ, ვერთიანდებით პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები და სალომე ზურაბიშვილი საერთო ბრენდის ქვეშ; 2. ერთიანობის ურღვეობისთვის ვთანხმდებით გადაწყვეტილებების მიღების წესზე. თუ კონსენსუსი ვერ მიიღწევა, გადაწყვეტილება მიიღება გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების უმრავლესობით; მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის; 3. სოციოლოგიურ კვლევებში ვაფიქსირებთ დიდ უპირატესობას. მიზანია კვლევაში დიდი უპირატესობის დაფიქსირება – ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს გაერთიანების შემთხვევაში; ეს შეცვლის ხალხის განწყობას, გააჩენს ახალ მუხტს და აჩვენებს რეალურ ძალას, ალტერნატივას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე „ქოცი“; 4. ვაახლებთ საერთო ეროვნულ კამპანიას. კამპანია მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ – თბილისში და რეგიონებში. მიზანია სპეციალურ აპში (სარეგისტრაციო პროგრამაში) მინიმუმ მილიონი მხარდამჭერის რეგისტრაცია. აპი გამოიყენება გადაწყვეტილებების მიღებაში ჩასართავად, შეტყობინებების და კოორდინაციისთვის; 5. ვნიშნავთ საერთო ეროვნულ შეკრებას. ვაორგანიზებთ და ვნიშნავთ მასშტაბურ შეკრებას – „მილიონი ქართველი”; გადამწყვეტი შეტევა შესაძლოა იყოს 4 ოქტომბერს;6. ვაახლებთ მოთხოვნას დროებითი მთავრობის შესახებ. ვითხოვთ დროებით მთავრობას, რომელიც ჩაატარებს ახალ არჩევნებს; 7. უკიდურესი ზომები უარის შემთხვევაში – თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, საერთო ეროვნული მასშტაბით ვიწყებთ დაუმორჩილებლობის კამპანიას. სხვა ბევრი ნაბიჯები გვაქვს მოფიქრებული, რომლებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ; 8. ვანიშვნინებთ ახალ არჩევნებს, ვაიძულებთ ჩანიშნონ ახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი წესებით; ახალ არჩევნებზე გაერთიანება გავდივართ საერთო ბრენდით, სახელით და დიდი უპირატესობით იმარჯვებს ქართველი ხალხი!“, – წერს გიორგი ვაშაძე.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 184 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“ ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეები – 2004 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, 184 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი“ ამოიღეს.

ასევე, პოლიციის მიერ ბრალდებულების მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და წებოვანი ლენტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორი ამინდი იქნება 26 ივლისს საქართველოში

26 ივლისს ქუთაისში დღისით +33 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთში უნალექო დღე იქნება. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში სავარაუდოდ, იწვიმებს, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია სოხუმში. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ნალექიანი დღე იქნება, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +31 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება თელავში, +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან დღეს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში უნალექო ამინდია. დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიული და შემტევი დღეა. იდეალურია ახალი წამოწყებებისთვის. გამოიყენე შენი თავდაჯერებულობა, თუმცა ერიდე კონფლიქტებს.

კურო

სიწყნარე და სტაბილურობა შენს მხარესაა. კარგია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და ემოციური დასვენებისთვის.

ტყუპი

აქტიური კომუნიკაციის დღეა. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, ინფორმაციის შეგროვებისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის და პროფესიული წინსვლისთვის. შედეგიანად იმოქმედებ ემოციური ინტუიციით.

ლომი

შენი დრო დგება – გამოჩნდები საზოგადოების წინაშე. იდეალურია შემოქმედებითი საქმიანობისთვის ან ლიდერული ნაბიჯებისთვის.

ქალწული

მუშაობა, დაგეგმვა და დეტალებზე ფოკუსი დღეს სასარგებლო იქნება. შესაძლებელია ახალი წინადადება კარიერის მიმართულებით.

სასწორი

სასიყვარულო ურთიერთობებს განსაკუთრებული დინამიკა ექნება. კარგი დროა ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ბალანსის დასამყარებლად.

მორიელი

შეიძლება შეხვდე ძლიერ ემოციურ სიტუაციებს, თუმცა თუ კონცენტრირდები, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევ პროფესიულ სფეროში.

მშვილდოსანი

გაფართოების, მოგზაურობის ან ახალი ხედვების დღეა. იუპიტერის მხარდაჭერით შესაძლოა, სიყვარულშიც გაგიმართლოს.

თხის რქა

დღე მოითხოვს სერიოზულობას და პასუხისმგებლობას. კარგი დროა ფინანსურ საკითხებზე ფოკუსირებისთვის და სტაბილურობის შესაქმნელად.

მერწყული

მეგობრული კავშირები და კოლაბორაციები წარმატებას მოგიტანს. კარგი დროა ჯგუფურ პროექტებზე სამუშაოდ.

თევზები

ინტუიცია გიმაღლდება. შეგიძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო პირად ცხოვრებაში. სასიყვარულო საკითხებში პოზიტიური ძვრებია მოსალოდნელი.

 დონალდ ტრამპს გადავეცი მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა,  გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში – თამარ ტალიაშვილი

დონალდ ტრამპს გადავეცი მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში , – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ტალიაშვილის განცხადებში, რომელიც მას შემდეგ გააკეთა, რაც მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც ტალიაშვილი აღნიშნავს, „შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა და მას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

“მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს.

მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა,შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ – ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე”, – განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ, რომლის კომენტარასაც უწყება ავრცელებს.

დონალდ ტრამპს გადავეცი მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში , – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის თამარ ტალიაშვილის განცხადებში, მას შემდეგ რაც მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც ტალიაშვილი აღნიშნავს, „შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა და მას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

“მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა სიგელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის. მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს.

მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა,შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

მინდა, მადლობა გადავუხადო აშშ – ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე”, – განაცხადა ელჩმა შეხვედრის შემდეგ, რომლის კომენტარასაც უწყება ავრცელებს.

რვა ოპოზიციური პარტია მოქალაქეებს მოუწოდებს, სპეციალურ პლატფორმაზე – “გააძლიერე წინააღმდეგობა” დარეგისტრირდნენ

რვა ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, სპეციალურ პლატფორმაზე – “გააძლიერე წინააღმდეგობა” – დარეგისტრირდნენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რაც უფრო ორგანიზებული და შეკრული იქნება ხალხი, მით უფრო „დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნება რეჟიმი“.

„საქართველო კარგავს მომავალს. კარგავს ყველაფერს, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოგვიპოვებია. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ანტისახელმწიფოებრივი სისტემა, სადაც რაც უფრო სუსტდება და ღარიბდება მოქალაქე, მით უფრო მდიდრდება და ძლიერდება თვითონ. ამისთვის იგონებს ის არარსებულ მტრებს, რომ ვერ შევამჩნიოთ ნამდვილი მტერი, რომელიც ჩვენ თვალწინ ამ ქვეყანას ერთადერთ მომავალს ართმევს. ყველაფერს კარგად ვხედავთ და ვიაზრებთ! ყოველ ღამე საქართველოს მოქალაქეები იძინებენ უფრო სახიფათო, უფრო არასტაბილურ, უფრო ქაოსურ, უფრო ღარიბ, უფრო დაუცველ, უფრო უსამართლო სახელმწიფოში. თუ ივანიშვილი შეძლებს ქართული სახელმწიფოს სრულად მიტაცებას და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხავს, ქაოსი ამ ქვეყნის ბედისწერად იქცევა. თუმცა არსებობს მეორე გზა. გზა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები შევძლებთ ძალაუფლება დავიბრუნოთ, რომლითაც კორუფციას, ტერორს და განუკითხაობას ჩაანაცვლებს სამართლიანობა, ერთობა და მშვიდობა, ქართველებს კი საკუთარ ქვეყანაში დაედგომებათ, რადგან ეს ქვეყანა ისევ მათი იქნება. ამას მივაღწევთ მხოლოდ ერთად დგომით, წინააღმდეგობის ორგანიზებით და ამ რუსული, კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის სრული იზოლაციით. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც რეჟიმი დასუსტდება, საქართველოს მოქალაქეები კი გავძლიერდებით. რაც უფრო ორგანიზებულები და შეკრულები ვიქნებით ხალხი, მით უფრო დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნება რეჟიმი.

19 ივლისის აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უპირობო წარმატების და ამ ქვეყნის საძირკვლიდან რეფორმირების გარეშე პროტესტი არ დასრულდება, რომ მას ვერ დაასრულებს სუსხი, ვერ დაასრულებს სიცხე, ვერ დაასრულებს რეპრესიები და ტერორი, მას მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს, რომელიც ქართულ სახელმწიფოს პიროვნების ღირსების სამსახურში დააბრუნებს. დარეგისტრირდი და გააძლიერე წინააღმდეგობა, თუ მზად ხარ რომ ამ ცვლილების ნაწილი გახდე“,- აღნიშნულია რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის წინ წაიკითხეს.