Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

,, რუსეთი ყოველწლიურად 1000 – 1500 ტანკს ამზადებს”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთმა საკუთარი ეკონომიკა ომის რელსებზე გადაიყვანა და ყოველწლიურად 1000 1500 ტანკ ამზადებს.

„ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება ხუთ უმსხვილეს ევროპულ ქვეყანას ერთად აღებულს. ჩვენთვის ერთი რამ არის ნათელი: რუსეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, და ის ასეთად დარჩება უახლოეს მომავალში“, – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ადრე გერმანულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანა სამომავლოდ რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად უნდა მოემზადოს. პისტორიუსს არაერთხელ უთქვამს, რომ გერმანია რუსეთთან ომისთვის 2029 წლისთვის უნდა იყოს მზად.

ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ვივამედში“ განუცხადეს, ელისაშვილმა საავადმყოფო ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ, წუხელვე დატოვა.

„ჩვენთან იყო, გუშინ საღამოს გაეწია ამბულატორიული მომსახურება და გუშინვე გაეწერა“,- განაცხადეს „ვივამედში“.

ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა ალეკო ელისაშვილის ადვოკატს, გიორგი რეხვიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის, მათ ელისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„გუშინ დატოვა „ვივამედი“ და გადაიყვანეს ისევ დუშეთის იზოლატორში, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. სამედიცინო დაწესებულება ინფორმაციას არ გვაწვდის. კლინიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა დროს მოითხოვს. რამდენიმე საათში გვეცოდინება, როდესაც გადმოიყვანენ თბილისში, ვინაიდან დღეს პროცესი მიმდინარეობს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. გამომძიებლისგან ზარს ველოდები, სხდომა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინიშნოს“,- განაცხადა ადვოკატმა.

,,სპეცრაზმელების პერსონალური ინფორმაციების გამოქვეყნებით ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ”- ავთანდილ კუნჭულია

მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თუ შეძლებდა დააბულინგოს და გამოაქვეყნოს იმ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იცავენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და მშვიდობას, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.

მისი თქმით, სპეცრაზმელების პერსონალური ინფორმაციების გამოქვეყნებით ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ.

„მითუმეტეს, ვინ, თუა არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ადამიანები მონაწილეობას იღებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში. შესაბამისად პერსონალური ინფორმაციების გამოქვეყნებით პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა კუნჭულიამ.

რადიკალებმა სპეცრაზმელთა სიები გაასაჯაროვეს და სამართალდამცველების ოჯახის წევრებს ბრალდებებით სახლებში მიუვარდნენ.

,,რუსეთი დათანხმდება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას იმ პირობებით, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა” – სერგეი ლავროვი

რუსეთში ბევრს სურს, რომ სანქციების გაუქმება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა გახდეს, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში გავაცნობიერეთ, რომ სჯობს, საკუთარ თავს დავეყრდნოთ და განვავითაროთ თანამშრომლობის მექანიზმები ნორმალურ ქვეყნებთან, რომლებიც ეკონომიკურ ინტერესებსა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ურევენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთში ბევრს სურს ეს პირობა დაიდოს. მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტს ვცხოვრობთ ამ სანქციების ქვეშ, მით უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ სჯობს საკუთარ თავს დავეყრდნოთ და განვავითაროთ მექანიზმები, პლატფორმები თანამშრომლობისთვის „ნორმალურ“ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენთვის მეგობრულნი არიან და არ ეკონომიკურ ინტერესებსა და ურთიერთობებს, განსაკუთრებით პოლიტიკას, ერთმანეთში არ ურევენ“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მისი თქმით, რომ რუსეთი დათანხმდება უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას იმ პირობებით, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა.

„არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე უცხოური ჯარების მონაწილეობით. საჭიროა რეალობის გათვალისწინება „ადგილზე“ და ეს არა მხოლოდ კონტაქტის ხაზია, არამედ ცვლილებები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში რეფერენდუმის შემდეგ. ახლა ისინი უკვე რუსეთის შემადგენლობაში არიან ჩვენი კონსტიტუციით – ეს არის რეალობა“, – დასძინა ლავროვმა.

,,დაკავებები უტყუარი ნიშანი იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია აქციების, ეშინია მოქალაქეების”- ელენე ხოშტარია

ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულები არიან, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მედიასთან განაცხადა.

ხოშტარიას შეფასებით, ბოლო დღეებში განხორციელებული დაკავებები იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას აქციებისა და მისი მოქალაქეების ეშინია.

“ეს არის უტყუარი ნიშანი იმის, რომ ხელისუფლებას ეშინია აქციების, ეშინია მოქალაქეების, ეშინია შეუპოვარი ბრძოლის და ამიტომ გადავიდნენ კონკრეტულად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაშინებაზე, დაკავებებზე, შევარდნებზე, ღია რუსული მეთოდით რეპრესიებზე, მაგრამ ეს მხოლოდ უკუეფექტს მოიტანს, უფრო მეტ ადამიანს გააბრაზებს. ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულები არიან, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

აქცია არც ერთი დღე არ ყოფილა ძალადობრივი. ეს აქცია ყოველთვის იყო მშვიდობიანი, პრინციპული. პოლიციის ძალადობას ხალხისგან წინააღმდეგობა შეხვდა და ასეც გავაგრძელებთ. ისე არ იქნება, რომ პოლიცია თავს ესხმის ადამიანებს და ჩვენ წყნარად ვდგავართ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ფოიერვერკებიც იქნება, ლაზერებიც იქნება, კვერცხებიც იქნება და რაც საჭიროა, ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავწიოთ, ამიტომ კობახიძის მცდელობას, დისკრედიტაციასა და ტყუილების ლაპარაკს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობის მოძრაობას ყველა კანონიერი, ოღონდ ძალიან მძლავრი ხერხებით. არავინ აპირებს, რომ დააჩაგრინოს საკუთარი მოქალაქეები”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან მე არ მისაუბრია -სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან არ უსაუბრია.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს უპასუხა კითხვას ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბატელის იმ განცხადებაზე, სადაც ბატელი ამბობს: „გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ“.

„წაგიკითხავთ სიას: პოლონეთი – ანჯეი დუდა, ლიეტუვა – გიტანას ნაუსედა, ლატვია – ედგარს რინკევიჩსი, ესტონეთი – ალარ კარინსი, მოლდოვა – მაია სანდუ, ფინეთი – ალექსანდრე შტუბი, გერმანია – ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, დანია – მეტე ფრედერიქსენი, რუმინეთი – ელენსა ლასკონი, შვედეთი – ულფ კრისტენსონი. ამერიკა, სენატორები – შაჰინი, კუნსი, კარდინი და კიდევ სამი. ევროპული საბჭო – ანტონიო კოსტა, ევროპის საბჭო – ალან ბერსე, ევროპული პარლამენტი – რასა იუკნევიჩიენე, ევროკომისია – მარტა კოსი, ევროკომისია – ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისია – კაია კალასი. ესენი არიან ამ ბოლო დღეებში ის ადამიანები, რომლებსაც მე ვესაუბრე. ლუქსემბურგთან არ მისაუბრია. არ ვიცი, საიდან, არ მისაუბრია. შეიძლება, ვიღაცისგან რაღაც გაიგო და გადმოსცა, როგორც შეეძლო, მე არ მისაუბრია ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, – „სხვა მინისტრებთან, ვისაც ესაუბრეთ, იყო ასეთი ფორმულირებული თხოვნა, რომ არ ყოფილიყო აღიარებული? მტკიცებულებები მიწოდებული გაქვთ?“ – ზურაბიშვილმა უპასუხა: „აბა რა. აბა რა. მტკიცებულება არის ქუჩაში. მეტი რა გინდათ? მე არ ვარ მტკიცებულებების დამლაგებელი, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დამკვირვებელთა ორგანიზაციებმა მოაგროვეს ძალიან ბევრი მტკიცებულება, ეს მტკიცებულებები არის სტრასბურგში, ასევე, მე შევიტანე საკონსტიტუციოში ორი მიმართულებით სარჩელი“.

საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ვრცლად და ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევს – გაიგებთ დროულად-სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნავდა, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მისი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი.

„ამის დრო მოვა… არაერთი საჯარო სიტყვა მექნება და საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს. გაიგებთ დროულად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში,რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ახლა ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება? -სალომე ზურაბიშვილი

მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ახლა ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება? – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

წამყვანმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რომ პრეზიდენტის მხრიდან „კეთდება მოწოდებები კონკრეტული უწყებების მისამართითაც, მათ შორის, სასწავლო დაწესებულებების მისამართით და იყო განცხადება, რომ უნივერსიტეტების შემდეგ სკოლებიო“, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის დეზინფორმაცია.

„არა, არა, ამაზე გაგაჩერებთ. ეს არის წარმოუდგენელი დეზინფორმაცია და პროპაგანდა, არ გვინდა. მე ნუ მიბრუნებთ, რას ვამბობ, წარმოუდგენელია. არანაირი მოწოდება. იყო ინგლისურად, ჯერ ერთი, და მოწოდებები საქართველოში ინგლისურად არ კეთდება სოციალურ ქსელში, რომელიც არის უცხოელებისთვის. ეს არის აღწერა იმისა, რომ სკოლებშიც დაიწყო იგივე. და ახლა ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ მე ვარ დედა და ბებია და შემიძლია, მოვუწოდო სკოლის ბავშვებს, რომ გამოვიდნენ, გაოგნებული ვარ, რომ შეიძლება, ვიღაცას საპატრიარქოში იმას სჯეროდეს, რომ მე შეიძლება, ასეთი მოწოდება გავაკეთო. მოწოდება არ გამიკეთებია არავის მიმართ, არც დიდების, არც ბებიების, არც ბაბუების, არც ზრდასრული ადამიანებისთვის და ახლა ბავშვებისთვის რატომ უნდა გამეკეთებინა მოწოდება? მე იქ ვწერ, რაც არის, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, რადგან ვიცი, რომ ჩემი პოსტები იკითხება და ამით ვავრცელებ იმ ინფორმაციას, რაც, სამწუხაროდ, არ ვრცელდება სხვანაირად. ის არ იყო მოწოდება და ტყუილად ნუ მოეკიდებით რაღაც სისულელეს. ფაქტი არის, მე ვნახე ფაქტი, სურათები, სადაც მოსწავლეები გამოდიოდნენ ძალიან საინტერესო პლაკატებით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, სწორია თუ არა არასრულწლოვნების ჩართვა საპროტესტო აქციებში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არავინ ჩაურთავს.

„მე ხომ არავინ ჩამირთავს. გეტყვით, ვინ ჩართო ეს ბავშვები და ახალგაზრდები ამ მოძრაობაში, ვინც წაიყვანა რუსეთისკენ, რადგან მარო მაყაშვილზე რომ ვლაპარაკობთ, ვინ იყო მარო მაყაშვილი? გამახსნეთ. ეს იყვნენ იმდროინდელი ახალგაზრდები, რომლებმაც ვერ აიტანეს, რომ რუსეთი შემოდიოდა დასაპყრობად და ეს დარჩება, რაც გინდათ, ის თქვით. მე არავინ არ გამომიწვევია და არავისთვის მოწოდება არ გამიკეთებია და ცხოვრებაში არ გავაკეთებ, რადგან თუ ერთი რამის მჯერა ყველაზე მეტად, ეს არის ადამიანის თავისუფლების. ყველას აქვს თავისი გზა, თავისი არჩევანი და, ბოლოსდაბოლოს, როცა ის დრო მოდის, თავის სინდისთან მარტო რჩება. ამიტომ არავის არა აქვს უფლება, რომ ვინმეს მოუწოდოს.

თუ მოწოდებაზე გადავალთ, აბა, ახლა ვთქვათ, ვინ მოუწოდა ჩვენს სპორტსმენებს, რომ შემოსულიყვნენ პოლიტიკაში? ჩვენ რომ ვიყავით გაერთიანებული მთელი ერი ფეხბურთის დროს, ასეთი ბედნიერი მომენტი ბოლო წლებში საქართველოსთვის არ ყოფილა, როგორც ევროფეხბურთში შესვლა საქართველოსი და ვინ ჩართო ეს ხალხი პოლიტიკაში? ვინ მოუწოდა? ან ჩვენი ოლიმპიელები ვინ შემოიყვანა პარლამენტში, ან რა ესაქმებათ პარლამენტში, ეს არ არის ერის დაყოფა?

სპორტსმენებს შეუძლიათ, პოლიტიკურ პროცესებში იყვნენ, მაგრამ არ უნდა ჩართო. არ უნდა დაყო. მთელი ეს ისტორია იმას აჩვენებს, რომ საქართველო არის ძლიერი, როცა არის გაერთიანებული და თუ ჩვენ გვქონდა და გვაქვს დაპირისპირება, პოლარიზაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოსი არ არის, მთელ მსოფლიოს მოედო ეს პოლარიზაცია, მაგრამ ჩვენ გვქონდა ის ბედნიერება, რომ ორ მომენტში – ფეხბურთზე და ოლიმპიადაზე მართლაც ვიყავით გაერთიანებული და არავის არ ჰქონდა უფლება, რომ ეს დაეშალა. ვიდრე ჩვენ ერთად დავდიოდით გერმანიის სხვადასხვა ქალაქში და ქართული დროშა ყველას ეჭირა, მე სადაც ვიყავი, არავინ არ კითხულობდა ეს ოცნებისტია, თუ ოპოზიციაა, თუ ვინ არის. ეს დაშალა საარჩევნოდ „ოცნებამ“. სხვამ არავინ, სხვას არავის არ გამოუყენებია პოლიტიკურად ეს ადამიანები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: „უნივერსიტეტების შემდეგ ახლა სკოლების დროა, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოხატონ სოლიდარობა საპროტესტო აქციების მიმართ“.

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ ეს დღე ან მისი ნაწილი მაინც სახლს მიუძღვნათ. დაიწყეთ საახალწლო დღესასწაულისთვის მზადება: ახალი ფარდები შეიძინეთ ან ძველი გარეცხეთ, ზედმეტი ნივთები გააჩუქეთ ან გადაყარეთ და ოთახები საგულდაგულოდ დაასუფთავეთ. თუ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა გსურთ, სხვების აზრის მოსმენა და კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიხარულს და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.

კურო

მცირე პრობლემებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეს ხანმოკლე სირთულეებია და მალე მოგვარდება. მიზნის მისაღწევად, ბევრი შრომა მოგიწევთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს. თითქმის უცნობი ადამიანისგან უზარმაზარ მხარდაჭერას და დახმარებას იგრძნობთ. საღამოს შეიძლება ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.

ტყუპები

ამ დღეს იღბალი ბევრ საკითხში გაგიღიმებთ. დაპირებებს ნუ ენდობით, უმჯობესია საკუთარ ძალებს დაერყდნოთ. საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები გაქვთ, ამიტომ ოპონენტების დაყოლიება არ გაგიჭირდებათ. თქვენს ენთუზიაზმს შეიძლება უკუშედეგი მოჰყვეს და ვიღაც ძალიან გააღიზიანოს. დროა, დაუსრულებელი საქმეებიისთვისაც მოიცალოთ და ამ ტვირთისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეთ.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს უნებლიედ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოთ, ამიტომ ეცადეთ ემოციები და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ. გათავისუფლდით მძიმე ფიქრებისგან და ეცადეთ გვერდით მხოლოდ დადებითად განწყობილი, ხალისიანი ადამიანები გყავდეთ. სამსახურში თავს გამოიჩენთ როგორც საიმედო, შრომისმოყვარე ადამიანი. მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ საკუთარი მისია და მიზნები გააცნობიეროთ, მაგრამ განზრახვის განხორციელება ჯერ ადრეა. ჯერჯერობით, საკუთარი მიზნები ახლობლებსაც კი არ უნდა გაუმხილოთ – მის მისაღებად მზად არ არიან. არ ინერვიულოთ იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა. სასურველია, რომ საქმეები ცოტა ხნით გვერდით გადადოთ და თუნდაც 2 დღით დასასვენებლად წახვიდეთ. შემდეგ კი საქმეს ახალი ენერგიით შეუდექით.

ქალწული

დილიდან უამრავი საზრუნავი გელით, თუმცა საღამომდე ყველა საკითხის მოგვარებას შეძლებთ და დასვენების დროც დაგრჩებათ. გირჩევთ კოლეგებისა და მეგობრების მოწვევა მიიღოთ და მხიარულ წვეულებაზე წახვიდეთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება სასარგებლო რჩევა მოგცეთ, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარი გეგმები გაუზიაროთ.

სასწორი

ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. ფრთხილად და აუჩქარებლად იმუშავეთ, რადგან შეიძლება მძიმე შეცდომა დაუშვათ. ძველი გამოცდილება დაგეხმარებათ იპოვოთ მინიშნება, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია გამოცდილი გზით იაროთ და ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი

გირჩევთ ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ. მშვენიერი დღეა ახალი გამოცდილების მისაღებად. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას შეგიძლიათ საყვარელ ადამიანებს დაეყრდნოთ. ისინი სიტყვითაც დაგეხმარებიან და საქმითაც. ზოგ მშვილდოსანს ახალი ნაცნობობა ელის, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება. მოერიდეთ დიდხანს ფიქრს და საქმის სამომავლოდ გადადებას – დღევანდელი საქმე დღესვე უნდა დაასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხვალ ორჯერ უფრო მეტი საქმე გექნებათ.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით, რადგან ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. წინ ახალი საქმე და შესაძლებლობები გელოდებათ. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ეს ხელსაყრელი დღეა დაზავებისა და მშვიდობის დასამყარებლად. გახსოვდეთ, რომ განსხვავებულ მოსაზრებებს პატივი უნდა სცეთ. თავი შეიკავეთ დიდ პროექტებში მონაწილეობისგან, სადაც, თქვენ გარდა, უამრავი ადამიანი იქნება ჩართული – ნაკლებად სავარაუდოა, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ.

მერწყული

უარი თქვით დიდი პროექტის დაწყებაზე – სავარაუდოდ, რაღაც გეგმის მიხედვით არ წავა ან გადაუჭრელი დაბრკოლებები წამოიქმნება. ის აკეთეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც ძირითადად ნეგატივი მოაქვთ.

თევზები

გირჩევთ ეს დღე საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ. ვიღაცისთვის ეს ცხოვრების მეგზური იქნება, ვიღაცისთვის – შვილები, მშობლები, მეგობრები, ნათესავები. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების გაძლიერების და საერთო ენის პოვნისთვის. ნუ იქნებით ზედმეტად ცნობისმოყვარე და ადამიანებს უტაქტო კითხვებით ნუ შეაწუხებთ. საქმეში, რომელიც დიდი ხანია, დასრულებული გგონიათ, შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. ასე რომ, დღის განმავლობაში ნებისმიერი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ.

“შეხედეთ, ჯო ბაიდენს, როგორც ჩანს, აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან სამიტის დროს ჩაეძინა”-The Daily Telegraph

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შეხედეთ, ჯო ბაიდენს, როგორც ჩანს, აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან სამიტის დროს ჩაეძინა“ (ავტორი – ტონი დაივერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ჯო ბაიდენმა, როგორც ჩანს, გუშინ, ანგოლაში ვიზიტის დროს, აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე, ჩაიძინა – მას თვალები ერთ წუთზე მეტ ხანს დახურული ჰქონდა.

აშშ-ის 82 წლის პრეზიდენტი დაღლილად გამოიყურებოდა და ანგოლაში გამართული სამიტის დროს, მასპინძელი ქვეყნისა და მისი მეზობელი ზამბიისა და კონგოს პრეზიდენტებთან შეხვედრისას, ხრინწიანი ხმით ლაპარაკობდა.

ტანზანიის ვიცე-პრეზიდენტის ფილიპ მპანგოს გამოსვლის დროს კი, მისტერ ჯო ბაიდენმა სახეზე ხელი აიფარა და თვალები დახუჭა – ისე ჩანდა, რომ ჩათვლიმა. შემდეგ ამერიკელი ლიდერი, თითქოსდა უცებ გამოერკვაო, შეკრთა და თვალები გაახილა. მას ყურსაცვამები ეკეთა, თუმცა თარგმანი არ ჭირდებოდა, რადგან გამომსვლელი ჯო ბაიდენის მშობლიურ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა.

ინციდენტი მოხდა ანგოლაში ჯო ბაიდენის სამდღიანი ვიზიტის დასასრულს – ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო აფრიკაში, მისი ინაუგურაციის – 2021 წლის შემდეგ.

უკანასკნელ ხანს მისტერ ჯო ბაიდენზე ბევრი მოარული ხმები ვრცელდება, რომ იგი თავს ვერ იკავებს და საჯარო ღონისძიებების დროს ხშირად ეძინება, განსაკუთრებით საერთაშორისო შეხვედრების დროს. რასაკვირველია, ამ დროს, როცა ღრმად  მოხუცი ადამიანი გაუნძრევლად ზის, ასაკი თავისას აკეთებს, გონება მოდუნებულია და თვალებს თვლემა ერევა.

4 დეკემბერს „ლობიტუს დერეფნის“ (რკინიგზის მშენებარე მაგისტრალი „ანგოლა-კონგო-ზამბია“) ქვეყნების ლიდერების სამიტში რამდენიმე აფრიკული ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა. მოლაპარაკება გაიმართა მას შემდეგ, რაც მათ ლობიტუს ნავსადგურის ტერმინალი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს. როგორც ჩანს, მოხუცი ამერიკელი პრეზიდენტი გადაიღალა.

მისტერ ჯო ბაიდენს ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ძნელი გადასატანია საერთაშორისო ვიზიტები და როცა მან დონალდ ტრამპთან ტელედებატები წააგო ივნისში, მარცხი ევროპულ ვიზიტს და კალიფორნიაში მგზავრობას დააბრალა. იტალიაში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ ვახშამზე არ დაესწრო, რადგან დაეძინა „დაძაბული ორდღიანი დიპლომატიური მუშაობის გამო“.

ნატოს საიუბილეო სამიტზე ვაშინგტონში ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი დამსწრეთ შეცდომით ვლადიმერ პუტინად წარუდგინა.

იმის გამო, ჯო ბაიდენი ხშირად მოჩანს ხოლმე დაბნეული და დაღლილი საერთაშორისო არენაზე, დონალდ ტრამპმა მას „მძინარე ჯო“ დაარქვა, რომელმაც ეს მეტსახელი 2019 წელს მოიფიქრა მათი პირველი წინასაარჩევნო დებატების დროს.

ანგოლაში 4 დეკემბერს გამართული შეხვედრის დროს ჯო ბაიდენმა თავის აფრიკელ კოლეგებს უთხრა, რომ მას ძალიან მოეწონა „ლობიტუს დერეფანში“ გასეირნება, სადაც რკინიგზის მშენებლობაში აშშ-ის ინვესტიციებია ჩადებული. თავის გამოსვლაში „მძინარე ჯომ“ ანგოლას „მშვენიერი ქალაქი“ უწოდა, თუმცა იქვე გაასწორა; „ბოდიში, გამახსენდა, რომ ანგოლა ქალაქი არ არის. მინდოდა მეთქვა, ანგოლის ამ მშვენიერ ქალაქში“.  მან კომენტარი გაუკეთა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას და განაცხადა: „როგორც იცით, მე ჩემი პრეზიდენტობის ბოლო კვირებს ვითვლი. ტაშს არ ვითხოვ, მაგრამ თუ გსურთ, შეგიძლიათ ტაშიც დამიკრათ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“უკრაინის კონფლიქტი, ყარაბაღი, საქართველო: ძალთა ცვალებადი ბალანსი კავკასიაში”-უცხოური პრესა

უკანასკნელ ხანს კავკასიაში ძალთა ბალანსი შეიცვალა, რასაც ხელი შეუწყო ჯერ მთიანი ყარაბაღის, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილმა კავშირებმა თავიანთი მნიშვნელობა უკვე დაკარგეს, რეგიონის სახელმწიფოებმა უფრო მეტი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობას და საგარე პოლიტიკურ მრავალ ვექტორიანობას მიაქციეს, – ნათქვამია თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ (Anadolu Ajansı) მიერ გავრცელებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის კონფლიქტი, ყარაბაღი, საქართველო: ძალთა ცვალებადი ბალანსი კავკასიაში“ (ავტორი – ილიას ქემალოღლუ, პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. . უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ როგორც რუსეთ-უკრაინის ომი, აზერბაიჯანის მიერ თავისი ტერიტორიის გათავისუფლება სომხეთის ოკუპაციისაგან და კავშირების გაფართოება თურქულ რესპუბლიკებს შორის, ასევე მოლდოვასა და საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რომლის შედეგად ორივე სახელმწიფო რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების არენა გახდა – ისეთი, როგორიც 25 წლის წინათ იყო, 21-ე საუკუნის დასაწყისში.

მიუხედავად იმისა, რომ სსრ კავშირიდან 33 წელი გავიდა, კავკასიაში კვლავ ომები და კონფლიქტები გრძელდება. ამგვარი სიტუაციის უმნიშვნელოვანესი მიზეზი გამოიხატება იმაში, რომ სანამ საბჭოთა კავშირი იშლებოდა, იმ რესპუბლიკებმა, რომლებიც მასში შედიოდნენ, არ (ვერ) მოახერხეს ერთმანეთს შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტა, ან გადადეს მათი მოგვარება და ყოველი მათგანი საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად შესაფერის მომენტს ელოდებოდა.

ალიანსები საბჭოური ალიანსის შემდეგ

კავკასია თავისი არსებობის ისტორიაში მუდამ იზიდავდა მსოფლიო და რეგიონული სახელმწიფოების ყურადღებას, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რეგიონად გადაიქცა.  ამ არასტაბილურობის ძირითადი მიზეზი იყო სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპირება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის მიწურულში დაიწყო. სომხეთის ასეთი პოლიტიკა ფაქტობრივად განაპირობებდა ძალთა ბალანსს მომდევნო 1990-იან წლებში. ერევანი ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის საკითხში მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთზე. ამ დუეტში ჩაერთო ირანიც, რომელსაც მუდმივად აინტერესებდა სამხრეთი კავკასია და იმავდროულად სხვადასხვა პრობლემები ჰქონდა აზერბაიჯანის მიმართ. ეს სამ ქვეყნიანი ალიანსი ემსახურებოდა როგორც საერთო ინტერესების განმტკიცებას, ასევე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

რუსეთ-სომხეთ-ირანის კავშირს ეწინააღმდეგებოდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი, რომლებიც ურთიერთობას ავითარებდნენ პრინციპით „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“, აგრეთვე საქართველო, რომელსაც იმ მომენტში პრობლემები ჰქონდა როგორც რუსეთთან, ასევე სომხეთთან. ამ პოლიტიკური განტოლების შესაბამისად, აზერბაიჯანმა და თურქეთმა დიდი ხნის განმავლობაში შეაჩერეს ურთიერთობა სომხეთთან, ხოლო თავის მხრივ, საქართველომაც, რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ხუთდღიანი ომის შემდეგ, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმის გამო, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ აღიარა, თბილის-მოსკოვის ურთიერთობები ისტორიულად ყველაზე უარეს სიტუაციაში აღმოჩნდა. უეჭველია, რეგიონში კიდევ არსებობს სხვა უამრავი პრობლემა, რომლებიც ხელს უშლიან ადგილობრივი ქვეყნების ერთმანეთთან ინტეგრირებას.

ყარაბაღისადა უკრაინის ომის გავლენა კავკასიაზე

შექმნილი სიტუაცია, ალიანსები და ძალთა ბალანსი, რომლებიც ზემოთ იქნა ნაჩვენები, მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და არ იყო მოსალოდნელი, რომ ახლო მომავალში რეგიონის კონიუნქტურა შეიცვლებოდა, თუმცა 2020 წელს აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებამ და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ კავკასიური პოლიტიკური ლანდშაფტი მთლიანად შეცვალა.

ყარაბაღის ომმა, ერთი მხრივ, აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა გაეთავისუფლებინა ოკუპირებული მიწები, მეორე მხრივ კი – განამტკიცა ურთიერთობა თურქულ რესპუბლიკებს შორის (თურქეთის მატერიალური და მორალური მხარდაჭერის სახით). ყარაბაღის ომმა ასევე განამტკიცა ილჰამ ალიევის ხელისუფლებაც. სომხეთში შეცვლილმა საშინაო პოლიტიკურმა  სიტუაციამ (ხელისუფლებაში პროდასავლური ოპოზიციის მოსვლამ) საგარეო პოლიტიკაზეც იმოქმედა – ერევანმა ორიენტირად პარიზი აირჩია. შესაბამისად, ბაქომ მეტი ყურადღება დაუთმო მოსკოვთან ურთიერთობას, რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთთან ურთიერთობის გაცივებისა და უკრაინასთან ომის გამო, თეირანთან კავშირებში ბაქო ერთგვარ „ხიდად“ აირჩია სახმელეთო კავშირებში (ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტში).

ქართული პოლიტიკის კორექტირება

კავკასიის კიდევ ერთ სახელმწიფოს, რომელმაც თავისი საგარეო პოლიტიკის გადახედვა დაიწყო, საქართველო წარმოადგენს. ერთი შეხედვით, ყარაბაღის გათავისუფლებამ და სომხეთის პოლიტიკამ აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა თითქოსდა შეამცირეს, მაგრამ სინამდვილეში თბილისმა რეალური სარგებელი ნახა ანკარასთან და ბაქოსთან თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავისი მიწისქვეშა ენერგეტიკული სიმდიდრე არ აქვს, თბილისმა მაქსიმალურად მიიღო მონაწილეობა ყველა ტრანსკავკასიურ ენერგეტიკულ-სატრანსპორტო პროექტებში, თავისი მომგებიანი მდებარეობის გამო. სწორედ ეს პროექტები უწყობენ ხელს, რომ საქართველომ “იტივტივოს”.

ამასთან, საქართველომ დარტყმა მიიღო დასავლეთისაგან, რომელიც იმით გამოიხატა, რომ თბილისმა ვერ შეძლო ვერანაირი პროგრესის მიღწევა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში. უეჭველია, არც ნატოს და არც ევროკავშირს არ სურს თავიანთ რიგებში მიიღონ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც პრობლემები აქვს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რომელსაც არ აქვს მოგვარებულ-გადაწყვეტილი თავისი სახელმწიფო საზღვრები და ა.შ. რასაკვირველია, საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს კიდევ სხვა ბევრი დაბრკოლება აქვს, ისევე როგორც თურქეთის ევროინტეგრაციის პროცესს.

საქართველომ დასკვნები გამოიტანა რუსეთ-უკრაინის ომისაგან, რომელმაც თბილისისათვის ერთგვარი გაკვეთილის როლი შეასრულა. სავარაუდოდ, თბილისს კითხვა უჩნდება: რატომ არ დაეხმარა დასავლეთი საქართველოს 2008 წელს ისევე, როგორც ახლა უკრაინას ეხმარება? ალბათ, სწორედ ამიტომაც, საქართველომ დასავლეთისაკენ, კერძოდ კი ევროკავშირისაკენ ინტეგრაციული სწრაფვა გარკვეულწილად შეანელა და თანდათანობით აღრმავებს რუსეთთან კავშირებს, პრაგმატული მიდგომით, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში.

საქართველოს არ ჰყავს ისეთი მფარველი, როგორიც აზერბაიჯანს ჰყავს თურქეთის სახით და რომელიც მას მძიმე წუთებში დახმარებას გაუწევს და გვერდში ამოუდგება. საქართველოს არ ჰყავს ისეთი მდიდარი და ძლიერი მხარდამჭერი, როგორიც ევროკავშირია უკრაინისათვის. ეს გარემოებები თბილისისაგან გარკვეული სპეციფიკური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს  – სტრატეგიის კორექტირებას და უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: