Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

ჩვენი ამოცანაა, საერთო არ შედგეს პარლამენტის სხდომა, აბა რატომ ვართ ქუჩაში?! -ანა დოლიძე

სიების ჩახსნა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ამის შემდეგ ჩვენ იურიდიულად ყველაფერს სწორად გავაკეთებთ – დღეს იქ არ წავალთ, სადაც გვეტყვიან, უკაცრავად, სამუშაო საათები არ არის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

როგორც დოლიძემ „ძლიერი საქართველოს“ პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პარტიის მიზანი არა მხოლოდ პარლამენტში არ შესვლაა, არამედ არის ის, რომ საერთოდ არ შედგეს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა.

„რა თქმა უნდა, ვაპირებთ საპარლამენტო სიების ჩახსნას და ეს ნათქვამიც გვაქვს. „ძლიერი საქართველო“ ვართ კოალიცია, სადაც 4 პარტია შედის: „პარტია ხალხისთვის“, „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“. ცალ-ცალკე ყველა ლიდერს ეს განცხადება გაკეთებული აქვს. იძულებული ვარ ავხსნა რა ხდება დღეს, რა საკითხთან გვაქვს საქმე და იძულებული ვარ, რომ მოქალაქეებისთვის განვმარტო იურიდიული საკითხების მოკლე კურსი. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ ვთქვათ – ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ და ამ პარლამენტს ქმედით უნარიანობას არ მივანიჭებთ.

გარდა ამისა, ჩვენი ამოცანაა, საერთოდ არ შედგეს ეს სხდომა. აბა რატომ ვართ ქუჩაში?! ორი კვირაა ქუჩებს ვკეტავთ, ყველა არა, ჩვენ ვკეტავთ ქუჩებს, იმიტომ, რომ არ გვინდა ეს სხდომა საერთოდ შედგეს. ჩვენ ყველანაირი ძალებით ვეცდებით, რომ სხდომა არ შედგეს“, – განაცხადა დოლიძემ.

როგორც ის განმარტავს, სიების ჩახსნა შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ხოლო ყველა განცხადება, რაც მანამდე კეთდება, დოლიძის თქმით, არის სიმბოლური ტიპის პოლიტიკური განცხადებები.

„როდესაც საუბარია უფლებამოსილების შეწყვეტაზე და სიების ჩახსნაზე, ეს არის სხვადასხვა რაღაც. ორივე შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პარლამენტის უფლება-უნარიანობა იქნება ცნობილი. საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლი. მაპატიეთ, ვისაც იურიდიულზე არ გინდოდათ ჩაბარება. ყველაფერი რაც მანამდე კეთდება, მსგავსი განცხადებები არის სიმბოლური ტიპის პოლიტიკური განცხადებები.

რამდენჯერაც ვიღაცას მოაფიქრდება – „აბა კიდე გააკეთეთ განცხადება!“… სიების ჩახნა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ამის შემდეგ ჩვენ იურიდიულად ყველაფერს სწორად გავაკეთებთ. დიდი ხანია განცხადებები უკვე დაწერილი გვაქვს. დღეს იქ არ წავალთ, სადაც გვეტყვიან, რომ უკაცრავად, სამუშაო საათები არ არის“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

გარდა ამისა, დოლიძემ ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალონ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის შედგენაში და არ შედეგს პარლამენტის სხდომა.

„ჩვენი შუალედური ამოცანა ხელი შევუშალოთ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის შედგენაში. ის ამას უახლოეს დღეებში გააკეთებს. საპროტესტო მოძრაობა მუშაობს იმაზე, რომ ეს გააკეთოს. მეორე შუალედური ამოცანაა, არ შედეგს საქართველოს პარლამენტის სხდომა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის მეშვეობით. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ რა მოხდება, ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ეს არის პროევროპული მოძრაობა, აპოთეოზი არის საქართველოს გათავისუფლება და ევროკავშირში შეყვანა“, – განაცხადა დოლიძემ.

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, დიდი მოცულობის სამუშაოს გაუმკლავდეთ და რთული საკითხები მოაგვაროთ. ამით ისარგებლეთ და დღეს დაწყებული საქმის დასრულებას ხვალისთვის ნუ გადადებთ. თქვენი პიროვნული ხიბლი და დახვეწილი იუმორი საინტერესო ადამიანებს იზიდავს. აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი მარტომ აკეთოთ, შეგიძლიათ საკუთარი მოვალეობები სხვა ადამიანებს გაუნაწილოთ.

კურო

დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოაგვაროთ. ცხოვრებაში ცვლილებების ნუ შეგეშინდებათ – მათ მხოლოდ პოზიტივი მოაქვთ და სიტუაციის გაუმჯობესებაში გეხმარებიან. ისარგებლეთ კარგი შესაძლებლობებით და შეთავაზებებს დაეთანხმეთ. ზოგი პრობლემა თავისთავად, მოულოდნელი გზებით მოგვარდება. თუ დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ და კოლეგებს ან საყვარელ ადამიანებს დაუკავშირდით – ისინი აუცილებლად მხარს დაგიჭერენ.

ტყუპები

ამ დღეს შანსი მოგეცემათ, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ და ის ცვლილებები განახორციელოთ, რაზედაც ყოველთვის ოცნებობდით. ურთიერთობა დადებით ემოციებს და პერსპექტიულ იდეებს მოგიტანთ. ახალი პროექტები პირველივე წუთებიდან შეფერხდება, ამიტომ უმჯობესია, უკვე დაწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შოპინგი მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. გადადეთ შესყიდვები, ნუ დახარჯავთ ფულს 13 ნოემბერს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, რომ შეცდომა არ დაუშვათ. რთული პროექტის დასრულების შემდეგ თავს გადაღლილად გრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რამე სასიამოვნო ან გემრიელი იყიდოთ, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

ლომი

ეცადეთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და ურთიერთობა შეზღუდოთ. ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენას ვერ პოულობთ, ამიტომ მოსალოდნელია კამათი. უსაფუძვლო პრეტენზიების გამო ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს, ამიტომ ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ. რისკისა და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ, მთავარია დამოუკიდებლად იმოქმედოთ და დახმარებისთვის სხვებს არ მიმართოთ.

ქალწული

ამ დღეს აქტიურობა უნდა შეამციროთ და მოლოდინის პოზიცია დაიკავოთ. ბევრი პრობლემა შეიძლება თქვენი მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხები საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა მოაგვაროთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ.

სასწორი

თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. ნუ გადაიღლებით და ეცადეთ, იმუნური სისტემა გაიძლიეროთ.

მორიელი

ერთმა უმნიშვნელო მოვლენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე და თქვენი ჩვეული განრიგი შეცვალოს. მთავაირა, რომ არ დაიბნეთ და მომხდარი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შეძენილი იმედს გაგიცრუებთ. თუ საქმიან მოლაპარაკებას გეგმავთ, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ შეთავაზებისგან საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

მშვილდოსანი

დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. მცირე წინააღმდეგობაზე მზად ხართ, დენთივით იფეთქოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კონტაქტები შეზღუდოთ, აქტივობა შეანელოთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ნუ გადაიღლებით, ნელა იმუშავეთ და ხშირად დაისვენეთ. უმჯობესია, საკუთარი მოსაზრებები თქვენთვის შეინახოთ და კამათში არ ჩაერთოთ.

თხის რქა

ყურადღებით მოუსმინეთ, რაზე საუბრობენ თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოტოვოთ. ამბავი, რომელსაც დღეს გაიგებთ, განწყობას აგიმაღლებთ და მოტივაციას გაგიზრდით. უმჯობესია ახალი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ – მოულოდნელი პრობლემების გამო მათი წარმატებით დასრულება გაგიჭირდებათ. შესაძლოა შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ რაღაც საკითხზე, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით.

მერწყული

გაუთვალისწინებელი პრობლემები და უსიამოვნებები გელით. მათი მოგვარებისთვის არასტანდარტული მეთოდებით მოქმედება დაგჭირდებათ. ამ დღეს სიტყვაზე ნურავის ენდობით და მტკიცებულებები მოითხოვეთ. ფრთხილად იყავით იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც ერთი შეხედვით იდეალურად გამოიყურებიან.

თევზები

გირჩევთ, დილა მშვიდად გაატაროთ და ნაკლები ისაუბროთ. შემთხვევით ნათქვამმა ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ბევრი გეგმა გაქვთ და ახლა მათი განხორციელებისთვის შესაფერისი დროა. სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეცადეთ, ეს ისე გააკეთოთ, რათა არავინ გაანაწყენოთ.

ესპანეთში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო მეტეოროლოგებმა მეოთხე დონის გაფრთხილება გამოსცეს

ესპანეთში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო ახალი გაფრთხილება გამოიცა.

ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტესი ნაწილისთვის 12 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ახალი გაფრთხილება გამოსცა.

ვალენსიაში, კატალონიასა და ანდალუსიის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელი უამინდობის გამო, გაფრთხილების მეოთხე დონე გაიცა

11 ნოემბერს ანდალუსიაში ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია, თუმცა მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ახალი ქარიშხალი იმდენად ძლიერი არ იქნება, როგორც ორი კვირის წინ იყო.

შეგახსენებთ, რომ წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 89 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი სამომავლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი არის “ექსპერტი ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და გლობალური ტერორიზმის მხრიდან მომავალი საფრთხეების საკითხში”.

“მაიკი ჩემი, “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” საგარეო პოლიტიკის პროგრამის, მყარი მხარდამჭერი იყო და ძალის მეშვეობით მშვიდობისკენ ჩვენი სწრაფვის დიდი მომხრე იქნება”, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მაიკ უოლცი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში – ფლორიდის შტატს წარმომადგენს და პირველი “მწვანე ბერეტია” (მსახურობდა ამერიკული არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში), ვინც ამერიკის კონგრესში იქნა არჩეული. წარმომადგენელთა პალატაში უოლცი ჩინეთის წინააღმდეგობისა და ჩინეთის რესურსებზედამოკიდებულების შემცირების თემებით არის დაკავშირებული და “რესპუბლიკურ პარტიაში” პეკინის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად ითვლება.

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო მეტეხის ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.

„გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N301, N331, N333, N345, N350, და N371, ასევე, მიკროავტობუსები: N538, N547, N550 და N580 ევროპის, მოედნის ნაცვლად, გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და თავისუფლების მოედნიდან მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურებიან.

უკუმიმართულებისას ცვლილება შეეხება მხოლოდ N333-ის მარშრუტს. კერძოდ, მიკროავტობუსი ვაზისუბნის დასახლების მიმართულებით მოძრაობისას კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

13 ნოემბერს, მეტეხის ხიდზე, ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით, პარაკლისი აღევლინება

ხვალ, 13 ნოემბერს, მეტეხის ხიდზე პარაკლისი აღევლინება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ 2024 წლის 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება.

საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა – ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის მიერ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და გამჭვირვალობის კანონების გაუქმების მოთხოვნის შეფასებისას.

„დაგველაპარაკეთ ჩვენ როგორც ზრდასრულ სახელმწიფოს. უნდა გვითხრან, რატომ არის გამჭვირვალობა ევროპის ყველზე დიდი მტერი. საკუთარ ფასეულობებზე გადაბიჯება არის ის, რასაც ევროკავშირის რეალურ ფასეულობასთან კავშირი არ აქვს და რაც არის გარკვეულწილად, ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეციდივები. საქართველო ამ რეციდივების ქვემდებარე არ იქნება. საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“50 ათასი რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე თავდასხმისათვის ემზადება”-The New York Times

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “50 ათასი რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებზე თავდასხმისათვის ემზადება“ (ავტორები – ჯულიან ბარნსი, ერიკ შმიტი და მაიკლ შვიცი). „რუსებისა და კორეელების კონტრშეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება“, – ნათქვამია ვრცელ მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

რუსეთის არმიის სარდლობამ კურსკის ოლქში თავი მოუყარა 50-ათასიან სამხედრო დაჯგუფებას, რომელსაც დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაციც ემატება და ემზადება შეტევისათვის, რათა უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს.

როგორც ამერიკული დაზვერვა იუწყება, რუსეთმა ესოდენ მნიშვნელოვანი ძალები ისე შეკრიბა, რომ დონბასის ფრონტიდან რაიმე ქვედანაყოფები კურსკის ოლქში არ გადაუყვანია, ანუ კრემლისთვის მთავარი პრიორიტეტი ისევ დონბასი რჩება, თუმცა იმავდროულად სურს კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილი დროულად, ზამთრის დადგომამდე გაათავისუფლოს, რომელიც უკრაინის არმიამ აგვისტოში დაიკავა, ოთხი თვის წინ. შესაბამისად, უკრაინის არმიაზე ზეწოლა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე განხორციელდება.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის ქვედანაყოფების შეტევა, ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებთან ერთად, დღე-დღეზე დაიწყება. ამჟამად, ფხენიანის რეჟიმის წარგზავნილები რუს ჯარისკაცებთან ერთად იწვრთნებიან კურსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში.
რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ერთობლივი შეტევა განხორციელდება დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მაგრამ მანამდე, სანამ პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიიღებს, ანუ ინაუგურაციამდე.
დონალდ ტრამპს ადრე არაერთხელ განუცხადებია, რომ მას განზრახული აქვს რუსეთ-უკრაინის ომის რაც შეიძლება სწრაფი დასრულება, მაგრამ როგორ და რა ფორმით, ეს ჯერ მკაფიოდ არ განუმარტავს. ერთადერთი, რაც არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს დევიდ ვენსმა თქვა, ისაა, რომ გეგმის მიხედვით, რუსეთი დაკავებულ ტერიტორიას ინარჩუნებს.

აშშ-ის დაზვერვისა და პენტაგონის ზოგიერთი წარმომადგენელი უკრაინის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას პერსპექტივაში პესიმისტურად უყურებს და აღნიშნავენ, რომ რუსეთის ძალები ბევრად აღემატება უკრაინის ძალებს როგორც კურსკის ოლქში, ასევე დონბასში. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ეს არის იმის შედეგი, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა უუნარო აღმოჩნდა მოეგვარებინა ჯარისკაცების კრიტიკული უკმარისობის პრობლემა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას დიდ დახმარებას უწევს – იგი ცდილობს, რომ კონგრესის ამჟამინდელი შემადგენლობა კიევისადმი რაც შეიძლება მეტი დახმარების გამოყოფაზე აიძულოს, ხოლო ამერიკული დაზვერვა – უკრაინას რაც შეიძლება მეტი და ზუსტი სადაზვერვო ცნობები მიაწოდოს.

ერთ-ერთი დასავლელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინის ჯარების შეჭრამ კურსკის ოლქში სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ კიევის ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასში, რუსების განუწყვეტელი წინსვლის გამო, ძალიან შეთხელდნენ. მართალია, უკრაინას კურსკის ოლქში საკმაოდ ძლიერი დაჯგუფება ჰყავს, მაგრამ საეჭვოა, რომ უკრაინელებმა რუსებისა და კორეელების ერთობლივ შეტევას გაუძლონ.

დასავლელი და უკრაინელი სამხედრო პირები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის ნაწილების დახმარება მოსკოვისადმი ომის სერიოზულ ესკალაციას ნიშნავს – ყველაზე მნიშვნელოვანს ორი წლის განმავლობაში.

ამერიკელების აზრით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი გაგზავნა. კორეელი სამხედრო მოსამსახურეები რუსულ ფორმებში არიან გადაცმულნი და რუსული იარაღით ეკიპირებულნი (ტყვიამფრქვევებით, სნაიპერული შაშხანებით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებით და რეაქტიული გრანატმტყორცნებით), თუმცა ისინი საერთორუსულ ქვედანაყოფებში კი არ არიან გაბნეულნი, არამედ ცალკე ქვედანაყოფების სახით იბრძოლებენ, თავიანთი ოფიცრების მეთაურობით.

რუსი ინსტრუქტორები ჩრდილოკორეელებს ავარჯიშებენ როგორც საარტილერიო სროლაში, ასევე ქვეითთა ტაქტიკაში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტრანშეებისა და სანგრების დაკავების ბრძოლაში. აშკარაა, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები გამოყენებულნი იქნებიან პირდაპირი შეტევებისა და ხელჩართული ბრძოლების დროს, უკრაინის არმიის პოზიციების დასაკავებლად.

ამერიკელი ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არ არიან, რომ კიმ ჩენ ინმა რუსეთში საომრად გაგზავნილ თავის სამხედრო კონტინგენტს რაიმე შეზღუდვა დაუწესა. კორეელები, რასაკვირველია, იბრძოლებენ, მაგრამ კონკრეტულად რომელი მიმართულებით და როგორ, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. უკრაინელი ჩინოვნიკები კონფიდენციალურად ამბობენ, რომ კორეული ქვედანაყოფები ორ ჯგუფადაა გაყოფილი – შემტევით და ზურგის ქვედანაყოფებად. პირველი უშუალოდ ფრონტის ხაზზე იბრძოლებს, მეორე კი იმ ტერიტორიაზე დაამყარებს წესრიგს, რომლებსაც რუსები და კორეელები ერთობლივი ძალებით გაათავისუფლებენ.

ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს, მაგრამ რუსებისაგან განსხვავებით, კორეელი ჯარისკაცები დიდი ხანია ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ და მათ საომარი გამოცდილება პრაქტიკულად არ აქვთ. ამასთან, ის ქვედანაყოფები, რომელიც რუსეთს ეხმარებიან, ჩრდილოეთ კორეის არმიაში საუკეთესოდ ითვლებიან. სადაზვერვო მონაცემებით ირკვევა, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის მე-11 კორპუსის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომელიც ქვეყნის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებსაც მოიცავს.
აგვისტოში უკრაინის არმიამ შედარებით იოლად დაიკავა კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილი – ისე, რომ პრაქტიკულად წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მაგრამ მოგვიანებით რუსეთმა თანდათან დაიბრუნა თითქმის ნახევარი და ახლა გენერალური შეტევისათვის ემზადება. ამასთან, ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ რუსებს და კორეელებს მძიმე დანაკარგები ექნებათ – დაახლოებით ისეთი, როგორსაც რუსები დონბასში განიცდიან (1200 ჯარისკაცი დღეში).

როგორც უკვე ვთქვით, ჩრდილოკორეელები მსუბუქი იარაღით იბრძოლებენ, მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე, ამასთან, არავინ არ იცის, რა ნებისყოფას გამოიჩენენ გამოუცდელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე. არის ასევე აზრი, რომ რუსები და კორეელები, წარმატების შემთხვევაში, კურსკის ოლქიდან შეტევის შემდეგ, უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე არ გაჩერდებიან და მის ტერიტორიაზე შეიჭრებიან. ამასთან დაკავშირებით უცნობია, ნება დართო თუ არა კორეელებს კიმ ჩენ ინმა უკრაინის ტერიტორიაზეც აწარმოონ ბრძოლები თუ ისინი მხოლოდ კურსკის ოლქით არიან შემოფარგლულნი. შესაძლოა კორეელები საზღვარზე გაჩერდნენ, რუსები კი უკრაინის სიღრმეში წინსვლას შეეცდებიან.
და მაინც – როგორ იბრძოლებენ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები?

ჯორჯ ბაროსი, აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ამბობს, რომ გამოუცდელობის მიუხედავად, კორეელები კარგად არიან ორგანიზებულები, მათი დისციპლინა უმაღლეს დონეზეა, ანუ ამ მხრივ რუსებს ბევრად სჯობიან.

რობ ლი, ფილადელფიის საგარეო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის სამხედრო სპეციალისტი, რომელიც უკრაინიდან ახლახან დაბრუნდა, ამბობს: „რა თქმა უნდა, ათასობით კორეელ ჯარისკაცს კურსკის ოლქში სამხედრო ვითარების შეცვლა შეუძლია. კორეელი ჯარისკაცები ახალგაზრდები არიან და საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან, ბევრ რუს კონტრაქტიანთან შედარებით“.

ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას, ჯარისკაცების სანაცვლოდ, რაკეტები და რაკეტული ტექნოლოგიები გადასცა. მოსკოვი ფხენიანს დიპლომატიურ მხარდაჭერასაც უწევს. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეა იმედოვნებს, რომ მისი ჯარისკაცები საბრძოლო გამოცდილებას რეალურ ომში მიიღებენ და ეს სასარგებლო იქნება ქვეყნის სამხედრო ძლიერების განმტკიცებისათვის.

პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ არ იციან, გაგზავნის თუ არა კიმ ჩენ ინი დამატებით სამხედრო ქვედანაყოფებს რუსეთში. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ფხენიანს რუსეთ-უკრაინის ომში დამატებით კიდევ 100 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა შეუძლია, თუმცა ჯორჯ ბაროსის თქმით, ეს არ მოხდება ერთდროულად და ერთჯერადად. კორეის რეჟიმი, სავარაუდოდ, ჯარების რაოდენობას ნელ-ნელა გაზრდის, ვთქვათ, თვეში 15 ათასამდე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

არაერთგზის გვისაუბრია ამაზე და კიდევ შეგვიძლია ვისაუბროთ, აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან – დავით მათიკაშვილი

არაერთგზის გვისაუბრია ამაზე და კიდევ შეგვიძლია ვისაუბროთ, აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

„ჩვენ აქამდეც გვსმენია საკითხები, თემები ევროპელი ლიდერებისგან, რომლებიც შემდგომ ისე არ გადაწყვეტილა, როგორც იმ მომენტში ამ სიტყვებში შინაარსი საზოგადოებას ამცნობდა. მაგალითად, მაკრონის სიტყვებს გაგახსენებთ, როდესაც კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო საქართველომ, ეს განმარტა თავისი შესაბამისი ლოგიკით, რომ საქართველო გეოგრაფიულად მოცილებულია ევროპულ არეალს და ა.შ. გავიდა გარკვეული პერიოდი ამ განცხადების შემდგომ და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. მიიღო ღირსებით, მიიღო ღირსეულად და ის, რომ საქართველო გეოგრაფიულად ამ წუთას არ წარმოადგენს ევროკავშირის მოსაზღვრეს, არ ყოფილა იმის დამაბრკოლებელი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

ზუსტად იმავეს გეტყვით ახლაც, ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამაზე და კიდევ შეგვიძლია ვისაუბროთ, აუცილებლად გადაიტვირთება ეს ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ომი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მიმდინარეობს უკრაინაში. ომის დასრულება უკრაინაში, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდებით, განაპირობებს ახალ პოლიტიკურ მიდგომებს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის და დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან, რადგანაც, საქართველოს ზოგიერთი ძალების, ასე ვთქვათ, არეალში და თვალსაზრისით, აღარ ექნება ის გამორჩეული მნიშვნელობა უკრაინასთან მიმართებით, რუსეთთან მიმართებით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც აქვს დღეს, როდესაც მიმდინარეობს უკრაინაში ომი.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ შეერთებულ შტატებში შეიცვლება დამოკიდებულება და პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში არჩეული პრეზიდენტის წინასაარჩევნო პლატფორმა და მანამდე არსებული განცხადებები სწორედ ამაზე მეტყველებს.

ის, რომ მაგალითად ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას გვთხოვენ ჩვენ ევროპიდან და არაევროპულს ეძახიან, შევხედოთ ამას საკითხის მნიშვნელობის ჭრილში. შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის აუცილებლად ინიციატივით გამოვა მსგავსი საკითხის. ეს ზოგადი საერთო ფედერალური კანონი სახით იქნება შეერთებულ შტატებში თუ რა ფორმა ექნება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას და ოჯახური ღირებულებების დაცვას, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად, ვინაიდან ტრამპმა ამის შესახებ თქვა. ახლა, რას ამბობენ იგივე ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, საინტერესოა იგივე წერილით მიმართავენ შემდგომ ტრამპს და სთხოვენ, რომ მოდით გააუქმეთ ეგ კანონი, თორემ ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიხედება. თქვენ გჯერათ ამის? მე არ მჯერა. არ მჯერა იმიტომ, რომ ეს მოცემულობა არ არის ადეკვატური მსოფლიო პოლიტიკური ვითარების და გეოპოლიტიკური მოცემულობის“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევას დიპლომატიასთან არანაირი საერთო არ აქვს, არც იმ განცხადებებს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ -კოტე ჟღენტი

უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესში ჩარევას დიპლომატიასთან არანაირი საერთო არ აქვს, არც იმ განცხადებებს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. როთი და პავილიონისი რასაც ამბობდნენ, ეს ადრეც მოგვისმენია, – ამის შესახებ დიპლომატმა კოტე ჟღენტმა განაცხადა.

„ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ასე მოხსენიება, როგორც ისინი ადრე აკეთებდნენ და გუშინ კიდევ ბრძანეს გამოსვლების დროს, ამას დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი არიან სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. ეს სტატუსი ხომ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ.

მათი ეს ვიზიტი და მთელი „ღონისძიება“ უფრო პიარ სვლა იყო, ვიდრე რაიმე რეალურის მომტანი მათთვის და ოპოზიციისთვის. ეს პიარი იყო რადიკალური ოპოზიციის მომხრეებისთვის, რომ აი კვლავ ჩამოვიდა ევროპიდან დიდი დელეგაცია და ისინი ჩვენ მხარს გვიჭერენ იმ კუთხით, რომ მათ მომხრეებს მიაწოდონ დამატებითი მასალა პოზიციების გაძლიერებისთვის.

ჩვენც და საზოგადოებაც, ძალიან კარგად ვხვდებით ვინ გადაიხადა მათი ჩამოსვლის თანხები, საერთოდ ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი. როდესაც მიხაილ როთს ჰკითხეს თქვენს ვიზიტს ხომ არ მიიჩნევთ შიდა საქმეებში ჩარევადო, მან უპასუხა არ მივიჩნევ, რადგან ხომ შეიძლება თქვენმა პრეზიდენტმა დაგვპატიჟა ოპოზიციასთან სალაპარაკოდო. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გნებავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ეს მართალია, ქვეყნის ჯერ კიდევ პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ ითამაშა ოპოზიციის თამაში და კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი სიტუაციის დაძაბვას და არეულობის შექმნას ქვეყანაში“, – აღნიშნა კოტე ჟღენტმა “ქრონიკის” ეთერში.

ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მტკიცებულებებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით წარადგენს

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, ბადრი ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გეგმავს, რადგან ჯაფარიძის აზრით, პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ „ყალბი პროცესის შექმნა“ სურს.

„გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე! დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული !

ცხადია, “ოცნების” პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე”, – წერს ჯაფარიძე.

კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან – ნიკა გვარამია

კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს.

როგორც გვარამია განმარტავს, მიზეზების ძიება არ არის საჭირო და „პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება“.

„მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს, ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს. მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?!

კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ და არ უნდა მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!“,- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ “კოალიცია ცვლილებისთვის” მიიღო.

რაც შეეხება დანარჩენ, კიდევ ორ ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტს – “ძლიერ საქართველოს” და “გახარია საქართველოსთვის”, “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძე განაცხადა, რომ პარლამენტში არშესვლაზე „ძლიერი საქართველოს“ პოზიციაში არაფერი შეცვლილა და 80-ჯერ განცხადების დაწერას “არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ”. პარტიაში “გახარია – საქართველოსთვის” კი აცხადებენ, რომ “ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს”. ანა ბუჩუკურის თქმით, “რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმაზე დადგეს სპექტაკლი”.