Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით: შე­გიძ­ლი­ათ და­დოთ მომ­გე­ბი­ა­ნი გა­რი­გე­ბე­ბი და მო­ა­წე­როთ ხელი სე­რი­ო­ზულ კონ­ტრაქ­ტებს, ისი­ნი საკ­მა­ოდ სწრა­ფად მო­გი­ტანთ მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას.

კურო

ცუდი გან­წყო­ბა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა დღეს შე­გა­წუ­ხოთ, არ არის იმის მი­ზე­ზი, რომ უხე­შად მო­ე­პყროთ სხვა ადა­მი­ა­ნებს და, მით უმე­ტეს, გა­ა­ნა­წყე­ნოთ ისი­ნი: დღეს მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი დიდ­ხანს არ მოგ­ვარ­დე­ბა.

ტყუ­პი

სელენა ლომში გადადის – “სიყვარულია, ის ერთადერთი, რასაც შეუძლია დააუძლუროს ლილიტი” – ასტროლოგ ქეთი ოდიშელის რეკომენდაციები

ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს არა­სა­სურ­ვე­ლია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს: ისი­ნი ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­აღ­წე­ვენ იმ ადა­მი­ა­ნის ყუ­რამ­დე, ვი­საც უშუ­ა­ლოდ ეხე­ბა და გა­ი­ფუ­ჭებთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

კირჩხი­ბი

ნე­ბის­მი­ე­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დი­სა და ჰარ­მო­ნი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა: ისი­ნი ხელს შე­უ­წყო­ბენ ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო ტემ­პის და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას რო­გორც საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, ასე­ვე უც­ნო­ბებ­თან.

ლომი

დღე ხელ­საყ­რე­ლია ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და ფრთხი­ლად მო­ემ­ზა­დეთ მათ­თვის – იმპრო­ვი­ზა­ცია არ გა­მო­გად­გე­ბათ. მო­გე­ბის ნაც­ვლად, შე­იძ­ლე­ბა და­ნა­კარ­გე­ბამ­დე მი­გიყ­ვა­ნოთ.

ქალ­წუ­ლი

დღეს, კა­მა­თის დროს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გი­თხრათ ისე­თი რამ, რა­ზეც ის სი­ნამ­დვი­ლე­ში არ ფიქ­რობს: მო­ე­პყა­რით მის მკაცრ და უმა­დუ­რი სი­ტყვე­ბი გა­გე­ბით და ნუ მი­ი­ტანთ გულ­თან ახ­ლოს.

სას­წო­რი

რო­გო­რი და­კა­ვე­ბუ­ლიც არ უნდა იყოთ, გა­მო­ნა­ხეთ დრო მე­გობ­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ დიდი ხა­ნია არ გი­ნა­ხავთ ისი­ნი: მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით აგავ­სებთ, რაც ახლა უფრო მე­ტად გჭირ­დე­ბათ, ვიდ­რე ოდეს­მე.

მო­რი­ე­ლი

არ უნდა ჩა­ე­რი­ოთ სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, მა­ში­ნაც კი, თუ გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ მათ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, უარი უნდა თქვათ ბრძნუ­ლი რჩე­ვე­ბის გა­ცე­მა­ზე. ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში თქვენ და­გა­და­ნა­შა­უ­ლოთ.

მშვილ­დო­სა­ნი

ცუდი გან­წყო­ბის იდე­ა­ლუ­რად გან­კურ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­თან სა­უბ­რით შე­იძ­ლე­ბა: სა­ერ­თო მო­გო­ნე­ბე­ბი და უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის გეგ­მე­ბის გან­ხილ­ვა და­გაბ­რუ­ნებთ თქვენს და­კარ­გულ – ოპ­ტი­მის­ტურ – შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე სამ­ყა­რო­ზე.

თხის რქა

ახა­ლი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე კარ­გად უნდა და­ფიქ­რდეთ, აწონ-და­წო­ნეთ თქვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ძალა – რო­გორც მო­რა­ლუ­რი, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი: შე­საძ­ლოა, არა­საკ­მა­რი­სად აფა­სებთ ძა­ლის­ხმე­ვას, რო­მე­ლიც ამას მო­ი­თხოვს.

მერ­წყუ­ლი

ნე­ბის­მი­ე­რი, მათ შო­რის რთუ­ლი, სა­მუ­შაო ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­უ­ლოდ­ნე­ლი კუ­თხი­დან შე­ხედ­ვით – მზა კლი­შე არ გა­მო­გად­გე­ბათ, ამი­ტომ ჩარ­თეთ თქვე­ნი თან­და­ყო­ლი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კრე­ა­ტი­უ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა.

თევ­ზე­ბი

დღე, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი სი­ურპრი­ზის­თვის მზად უნდა იყოთ – რო­გორც პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ მათ იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბით, რად­გან უკვე წი­ნას­წარ ხართ გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი.

15 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან მოსალოდნელია წვიმა. 

დედაქალაქში +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +29 – წვიმა 

სოხუმი +26 – უმეტესად მზიანი  

ზუგდიდი +28 – მზიანი 

მესტია +21 – წვიმა 

ფოთი +28 – მზიანი 

ბათუმი +28 – მზიანი 

ოზურგეთი +28 – მზიანი 

ქუთაისი +29 – მზიანი 

ამბროლაური +26 – მზიანი 

ახალციხე +17 – წვიმა  

ბორჯომი +22 – უმეტესად მზიანი 

ბაკურიანი +20 – მზიანი 

გორი +29 – მზიანი 

ცხინვალი +26 – მზიანი 

სტეფანწმინდა +17 – წვიმა 

გუდაური +15 – უმეტესად მზიანი 

თელავი +26 – წვიმა 

რუსთავი +31 – უმეტესად მზიანი 

თბილისი +30 – უმეტესად მზიანი 

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ევროპელმა პარტნიორებმა ან უნდა იმოქმედონ, ან დადუმდნენ

ევროპელმა პარტნიორებმა ან უნდა იმოქმედონ, ან დადუმდნენ, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.

წამყვანის კითხვაზე – თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტი მზად არის პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს სანქციების შესახებ. თქვენ ასევე მოუწოდებთ ევროპას, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონის ინიციატივას მეორადი სანქციების დაწესების შესახებ იმ ქვეყნებზე, რომლებიც კვლავაც ყიდულობენ რუსულ ნავთობს. რას ელით ამ საუბრისგან და რას ეტყოდით ევროპელ ლიდერებს ამ საკითხზე? – აშშ-ის ხაზინის მდივანმა უპასუხა:

პრეზიდენტ ტრამპს აქვს მოლაპარაკების სტრატეგია – ბოლო რამდენიმე კვირისა და დღის განმავლობაში, მან ბევრი ნაბიჯი გადადგა ამისთვის. ასე რომ, ის [ამ დიალოგში] შევა ძალიან ძლიერი პოზიციით. მინდა ვთქვა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა ან უნდა იმოქმედონ, ან დადუმდნენ. ისინი კვლავ ამბობენ: ო, ამერიკამ უნდა გააკეთოს ეს, ამერიკამ უნდა გააკეთოს ის. პრეზიდენტმა ტრამპმა ინდოეთს დაუწესა მეორადი სანქციები ან მეორადი ტარიფები რუსული ნავთობის მოხმარების გამო, ხოლო ევროპელებს ჯერ ეს არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ევროპელები ყიდულობენ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს, რომლებსაც ინდოელები აწარმოებენ. ამიტომ, საჭიროა კოორდინაცია. თუ გვინდა, რომ გვქონდეს ერთიანი ფრონტი, რაც პრეზიდენტ ტრამპს მისცემს მაქსიმალურ ბერკეტს, მაშინ ვფიქრობ, რომ ევროპელმა პარტნიორებმა თავიანთი წილი უნდა შეასრულონ.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს – გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, მამუკა ბაღდავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დავით მიქაძეს და გიროგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატი ბრალდებულის გათავისუფლებას 10 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, 30 000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, რაც შეეხება გიორგი და დავით მიქაძეებს, ადვოკატმა გიორგი მიქაძის გათავისუფლება მოსამართლეს 50 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა.

პროკურორი ლევან ვეფხვაძე სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ.

დაცვის მხარის მტკიცებით, არ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაკავებულების წინააღმდეგ, გარდა პოლიციელის ჩვენებისა.

ადვოკატების თქმით, მკვლელობის შეკვეთის ბრალდება არის აბსურდული და დაუსაბუთებელი.

სიტყვით ისარგებლა გიორგი მიქაძემ. მისი თქმით, ის არაერთხელ გააფრთხილეს იმასთან დაკავშირებით, რომ დააკავებდნენ, თუმცა ქვეყანა მაინც არ დატოვა.

“ამ საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა. სანამ დამაკავებდნენ გამაფრთხილეს, არაერთ გზის,რომ დამაკავებდნენ, მაინც არ წავედი. ვარ შეურაცხყოფილი. ვითხოვ თავისუფლებას”,- აღნიშნა გიორგი მიქაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს , 12:00 საათზე, ჩაინიშნა.

,,ნებისმიერი თავმოყვარე პარტიისათვის საარჩევნო პოლიტიკის და კანდიდატურების დაკავშირება და შეთანხმება უცხოურ ძალებთან, არის ხარაკირის ჩატარება”- ირაკლი ქადაგიშვილი

ნებისმიერი თავმოყვარე პარტიისათვის საარჩევნო პოლიტიკის და კანდიდატურების დაკავშირება და შეთანხმება უცხოურ ძალებთან, არის ჰარაკირის ჩატარება, – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ.

„ნებისმიერი თავმოყვარე პარტიისათვის საარჩევნო პოლიტიკის და კანდიდატურების დაკავშირება და შეთანხმება [უცხოურ ძალებთან], თუ ეს ასე არის, არის სირცხვილი. ეს არის თვით ჰარაკირის ჩატარება. მათი ყველა გადაწყვეტილება იქნება იმპულსური, აქედან გამომდინარეც შედეგებიც იმპულსური იქნება და არა რაიმე სისტემური“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ. ფაქტი დაადასტურეს გახარიას პარტიაშიც და ლელოშიც. არსებული ინფორმაციით, პარტიები საარჩევნო სიასა და კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. „ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემ შეხვედრა დაადასტურა და განაცხადა, რომ გახარიას პარტიასა და „ლელოს” აუცილებლად საერთო კანდიდატი ეყოლებათ.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, 14 პარტიაა რეგისტრირებული, რომელთაც მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდგომაც დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.

https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11036757-munitsipalitetis-organota-archevnebistvis-partiebis-registratsia-dasrulda

რა ეღირება დოლარი და ევრო 15 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7263 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7226 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1870 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1909 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0039 ლარი შეადგინა.

ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა

ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა.

საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63% მიიღო და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა.

ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.

მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობების ინსტიტუციური სიძლიერე შეფასდა 4 კრიტერიუმით: კოორდინაცია; მონაცემთა შესაძლებლობები; იმპლემენტაცია; ბიუროკრატიის ხარისხი. საქართველო კოორდინაციის მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა; ბიუროკრატიის ხარისხით კი 25-ე პოზიცია დაიკავა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: „ ინსტიტუტები, როგორიცაა სამინისტროები, საჯარო დეპარტამენტები და საკანონმდებლო ორგანოები, წარმოადგენენ კარგად მოქმედი მთავრობის ქვაკუთხედს. ძლიერი ინსტიტუტები ეფუძნება მიზანს, შეუძლიათ კოორდინაცია და ეფექტური მუშაობა სხვებთან, გაანალიზონ და კარგად იმოქმედონ ახალი ინფორმაციის საფუძველზე და შეუძლიათ გეგმებისა და პოლიტიკის კონკრეტულ ქმედებებად და პროგრამებად გარდაქმნა“.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

ერთადერთი, რაც „ლელოს” და გახარიას პარტიას აერთიანებთ, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია – დავით მათიკაშვილი

ერთადერთი, რაც „ლელოს” და გახარიას პარტიას აერთიანებთ, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიას შეხვდნენ. გორდულაძე გახარიას „მშიშარა ადამიანს“ უწოდებს.

„რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან. იციან, რამეთუ ვერც შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე. დღეს იკრიბებიან უცხოეთში, სურვილი აქვთ, რომ იმსჯელონ ამ საკითხებზე და ვინ? გიორგი გახარია, რომელიც გაქცევითა და ღალატით არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ერთ განშტოებას. მეორე მხრივ, „ლელო” თაღლითების და „ნაცმოძრაობასთან” არსით დაკავშირებული პირების პარტია. ერთადერთი შეგვიძლია ვთქვათ – რა აერთიანებთ ამ ძალებს? საკუთარი ქვეყნის სიძულვილი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ. ფაქტი დაადასტურეს გახარიას პარტიაშიც და ლელოშიც. არსებული ინფორმაციით, პარტიები საარჩევნო სიასა და კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.

ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ დავთმოთ ის ცივილიზაციური საწყისები, რომლებიც გვაქვს – ბიძინა გიორგობიანი ბრიუსელზე

ბრიუსელის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც გამჭვირვალობასთან და ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებული კანონების გაუქმებას გულისხმობს, ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნებზე პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ნეიტრალური საქართველო“.

როგორც მოძრაობაში განმარტავენ, კითხვა შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს – ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, გაწევრიანდეს ქვეყანა ევროკავშირში.

„ეს მოთხოვნები გახდა ჩვენი ინიციატივის საფუძველი, რომ ჩაგვეტარებინა პლებისციტი – ნაცვლად იმისა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის ინსტრუქციებით და მოქმედებებით ვიხელმძღვანელოთ და ვიცხოვროთ, დავუბრუნდეთ პირდაპირ დემოკრატიას და ვკითხოთ საქართველოს მოქალაქეებს, სურთ თუ არა მათ იმ ინსტრუქციებით იცხოვრონ, რომლებიც ბრიუსელიდან მოდის და რომლებიც მოითხოვენ ჩვენგან სუვერენიტეტის დათმობას, ვიდრე ჩვენთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

7 რეზოლუციაა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ. ეს არ არის რეზოლუციები პოლიტიკურ ან ეკონომიკურ პირობებზე. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები, რომლებშიც გარკვევით არის აღნიშნული, რომ საქართველომ უნდა გაიწვიოს ესა თუ ის კანონი. განსაკუთრებული გართულება აქვთ ამ ორ კანონზე, რომლებიც ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელია. ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ დავთმოთ ის ცივილიზაციური საწყისები, რომლებიც გვაქვს“, – აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს – წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.

საპასუხოდ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ინიციატივით გამოვიდა. საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაში აღნიშნულია: „მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება“.

დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება – ვენეცია დაემატება

2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება, ვენეცია დაემატება. ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის უკვე მესამე ქალაქში იქნება მოხვედრა შესაძლებელი. ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანიაWizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს. ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებები აღადგინა, ხოლო ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულებით დაიწყო კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება.

2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. 2025 წლის 7 თვის მონაცემებით Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და პირიქით, დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.

ამ ეტაპზე,Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

„ავტონომიური გუნდების მართვა“ – სწორედ, ამ კატეგორიაში მოიპოვა თიბისიმ ჯილდო, რომელიც DORA Awards-ის ფოკუსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეაა.

DORA Awards არის Google Cloud-ის ყველაზე მასშტაბური და გრძელვადიანი კვლევითი პროგრამა, რომელიც ადგენს, რა შესაძლებლობები დგას პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციების პერფორმანსის უკან.

თიბისის, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, საერთაშორისო ტექ საზოგადოებას აჩვენოს, როგორ აქტიურადაა ჩართული საქართველო მსოფლიოს მიმდინარე ტექნოლოგიურ პროცესებში.

ამ ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ქმნის მაღალი პერფორმანსის მქონე ჯგუფებს, რომლებიც:

  • მუშაობენ დამოუკიდებლად, მაღალი დონის პასუხისმგებლობით;
  • მინიმალურად არიან დამოკიდებული სხვა გუნდებზე;
  • შეუძლიათ ავტონომიურად დანერგონ, გატესტონ და შეცვალონ კოდი ან ინფრასტრუქტურა;
  • აქვთ ეფექტიანი კოლაბორაცია სხვა გუნდებთან, მათი ბლოკერებისა და თანხმობების საჭიროების გარეშე;

თიბისის ეს გამარჯვება, Google-s მხრიდან ოფიციალურად ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდების სტრუქტურა, კომპანიის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა არის თანამედროვე, ეჯაილური, DevOps პრაქტიკებთან შესაბამისი, რაც სწრაფად, ეფექტიანად და მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობის საშუალებას იძლევა.

ბიძინა მაცაბერიძე (თიბისის ტექნოლოგიების ინფორმაციის მართვის დირექტორი): „ჩვენი, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია, ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნათ მარტივი და კომფორტული პროდუქტები და სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ვიყენებთ ტექ ინდუსტრიაში საერთაშორისოდ აღიარებულ საზომებსა და ნიშნულებს (ე.წ benchmark-ებს) და Google-ის DORA პროგრამაც ზუსტად იმიტომ შევარჩიეთ, რომ ყოველთვის ვხედავდეთ ობიექტურ სურათს, თუ როგორ ვპოზიციონირდებით, როგორც ტექნოლოგიური კომპანია.

Google-ისგან მიღებული აღიარება და ის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ პროგრამაში ჩართული უამრავი კომპანიიდან თიბისი გამოარჩიეს, ნიშნავს ჩვენი ტექნოლოგიური გუნდის მიერ კომპანიის სწორი სტრატეგიით მართვას. ამასთან, ბიზნესი იყენებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად.

ასევე, ეს გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან პროდუქტებისა და სერვისების შექმნის ტექნოლოგიური პროცესები, მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისია. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრისთვის, ეს საინტერესო და დიდი გამოცდილების მიმცემია.“

გიგა შუბითიძე (SDLC მმართველობის ლიდერი): „ეს გამარჯვება უდიდესი აღიარებაა იმ ტრანსფორმაციული ინიციატივებისა, რაც თიბისიმ ბოლო წლებში განახორციელა და ორმაგად სასიამოვნოა ისეთი ტექნოლოგიური გიგანტის მხრიდან, როგორიცაა Google.

რაც შეეხება ნომინაციას, რომელშიც გავიმარჯვეთ, მარტივი ენით რომ ავხსნა, მომხმარებლამდე ახალი ფუნქციონალის მიწოდება საგრძნობლად დავაჩქარეთ, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორით და ძლიერი DevOps კულტურის ჩამოყალიბებით – შენ ქმნი, შენვე მართავ.

ამ  პროცესების შედეგად, პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების გატარების ხანგრძლივობა თვეებიდან დღეებამდე შევამცირეთ და დანერგვების სიხშირე 600%-ზე მეტით გავაუმჯობესეთ.

Google-ის კონკურსში გამარჯვება თიბისის ტექნოლოგიების გუნდისთვის უდიდესი სტიმულია. ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ განვითარებას, რათა მომხმარებლებს უფრო სწრაფად მივაწოდოთ არაერთი ინოვაციური ციფრული სერვისი.“