Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

“რომის ახალი პაპი შეიძლება დონალდ ტრამპის ძლიერი კრიტიკოსი გახდეს: ლეო XIV-ის შეხედულებები თეთრი სახლის გაღიზიანებას გამოიწვევს” -The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph)  9 მაისი ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რომის ახალი პაპი შეიძლება დონალდ ტრამპის ძლიერი კრიტიკოსი გახდეს: ლეო XIV-ის შეხედულებები თეთრი სახლის გაღიზიანებას გამოიწვევს“ (ავტორი – ტიმ სტენლი). „მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაპი ამერიკელია, აშშ-ის ხელისუფლებისათვის მისი არჩევა შეიძლება არასასიამოვნო იყოს“, – ასეთი თვალსაზრისია გამოხატული პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა წმინდა პეტრეს მოედანზე ვიდექი და ახალი პაპის სახელი – რობერტ ფრენსის პრევო – გავიგონე, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო და, სხვათა შორის, თვითონ მისთვისაც პაპად არჩევა სიურპრიზი გამოდგა.

მოედანზე მყოფ ამერიკელებს ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ. ერთ-ერთი ჩემს გვერდით მდგომი გაიძახოდა – „ამერიკელი პაპი! ღმერთო ჩემო, ამერიკელი რომის პაპი!“.

როცა ლეო XIV ბლკონზე გამოვიდა, იგი ძალიან აღელვებული ჩანდა და აშკარად ნერვიულობდა. ის, ვინც მიჩვეული იყო კულისებს მიღმა ყოფნას, ახლა ვარსკვლავი გახდა.

რომის პაპები წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს ჯერ კიდევ პაპ იოანე პავლე II-ის დროიდან ესალმებიან, მაგრამ ლეო XIV პირველი პაპია, რომელიც მთლიანად წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობდა – ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას სურს ზუსტად გამოხატოს თავისი სურვილები და მიზნები. მის გამოსვლაში ხაზგასმულია ერთობა, დიალოგი და ეკლესიის მისია.

დონალდ ტრამპმა, პაპის თანამემამულემ, მისასალმებელი წერილი გამოაქვეყნა: „ჩემთვის დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ახალი პაპი პირველი ამერიკელია, რომელიც რომის პაპი გახდა“, – დაწერა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

პირველმა ამერიკელმა რომის პაპმა, როგორც ჩანს, მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში – ეს უეჭველია, რადგან როგორც ამომრჩეველი, იგი აბორტების მოწინააღმდეგე და სიცოცხლის გაგრძელების მომხრეა, მაგრამ ბევრ საკითხში ჩიკაგოელ მათემატიკოს მღვდელს, რომელიც პერუში მისიონერად წავიდა და იქ არქიეპისკოპოსი გახდა, პრეზიდენტისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

რობერტ პრევო – რომის პაპი ლეო XIV – მისი წინამორბედის – ფრანცისკას – იდეების გამგრძელებელი იქნება, მაგალითად, განქორწინებების საკითხებში (სამოქალაქო შეუღლების განმეორებითი უფლება), ჰომოსექსუალების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში. მის გამოსვლაში გაჟღერდა ფრანცისკას იდეა, რომ ადამიანები ურთიერთგაგებისაკენ უნდა ისწრაფოდნენ და გულწრფელობას უნდა ამჟღავნებდნენ.

და ბოლოს, მისი სახელი – ლეო XIV – მნიშვნელოვან მომენტზე მიანიშნებს: ლეო XIII იყო Rerum Novarum-ის ავტორი – 1891 წლის ენციკლიკისა, რომელშიც იმ დროისთვის ეკლესიის როლის ახლებურად გააზრება იყო გადმოცემული: სიღარიბის დაძლევაში, მოწყალების გაღებაში და დავრდომილთა დახმარებაში. მე ვიტყოდი, რომ რობრტ პრევოს მიერ ლეო XIV-ის სახელად აღება ერთ-ერთი პირველი პროგრესული ნაბიჯია მის სამომავლო მმართველობის პროცესში.

გარდაცვლილი პაპის ფრანცისკას სახელი ასოცირდებოდა როგორც მშვიდობისმოყვარეობასთან (იგი თავის დროზე ბალკონზე თეთრ სამოსში გამოვიდა) და შემრიგებლობასთან, ასევე მეამბოხე დამოკიდებულებით რიგი საკითხების მიმართ. ლეო XIII ენერგიული პოტიფიკი იყო, აქტიურად გამოდიოდა სოციალიზმის წინააღმდეგ, მაგრამ მხარს უჭერდა პროფკავშირების საქმიანობას მშრომელ ადამიანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

წმინდა პეტრეს ბაზილიკის ბალკონზე ლეო XIV თავისი ისტორიული წინამორბედის ლეო XIII-ის მსგავსად, მდიდრულად მორთული წითელი სამოსით გამოვიდა, რაც, ალბათ, მის სამომავლო აქტიურობაზე მიანიშნებს.

მაგრამ რას წარმოადგენს ახალი პაპი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის?

როგორც ჩანს, ამერიკის 47-ე პრეზიდენტს ვატიკანში კიდევ ერთი ახალი კრიტიკოსი გაუჩნდა. სიტუაციის ირონიულობა იმაში გამოიხატება, რომ დღევანდელი აშშ-ის რესპუბლიკური პარტია ისეთი კათოლიკურია, როგორიც არასოდეს არ ყოფილა. მას ადასტურებს პირველი ლედის მელანიას და ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს ვენსის ღრმა მორწმუნეობაც. რესპუბლიკური პარტია აბორტების წინააღმდეგია, რაც სრულიად შეესაბამება კათოლიკური ეკლესიის პოზიციას, ასევე სექსუალობასთან მიმართებით.

მაგრამ ლეო XIV არ ეთანხმება აშშ-ის ხელისუფლების ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას. პერუში მოღვაწეობის დროს იგი პატივისცემით სარგებლობდა ვენესუელელ მიგრანტებს შორის, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა და თანაგრძნობას გამოხატავდა. ასევე – ლეო XIV-მ გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს ვენსის განცხადება, რომ ქრისტიანებმა უპირველეს ადგილზე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები უნდა დააყენონ: „ჯეი დი ვენსი სცდება: იესო არ გვთხოვს ჩვენი სიყვარულის სხვადასხვანაირად შეფასებას. ქრისტიანებს ყველა ერთნაირად უნდა უყვარდეთ“.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯეიმს ვენსი თავის გამონათქვამს უკავშირებს წმინდა ავგუსტინის საქმიანობას, პაპი ლეო XIV კი წმინდა ავგუსტინელთა ორდენის ხელმძღვანელად რამდენჯერმე იყო არჩეული. ასე რომ, პაპმაც კარგად იცის, როდის რას აკეთებდა წმინდა ავგუსტინე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ როგორ შეებრძოლებიან ერთმანეთს „ხმალამოღებულები“ ეს ორი ინტელექტუალი ქრისტიანი  სამომავლოდ. პრინციპში, მათი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.

რატომ? იმიტომ, რომ დასავლური კონსერვატიზმი, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, ნაციონალისტურ შეფერილობას იძენს. კათოლიციზმი კი უნივერსალურია, რაშიც სასიამოვნო გაკვირვებით დავრწმუნდი, როცა წმინდა პეტრეს ტაძრის წინ, მოედანზე ვიდექი: ირგვლივ უამრავი ალამი დავინახე – აფრიკელები, აზიელები, ევროპელები… მღვდლები ყველა ფერის სამოსში გამოწყობილნი… ადამიანთა ყველა რასა, რომლებსაც პაპისადმი – წმინდა მამისადმი – სიყვარული აერთიანებთ.

ამერიკელი ახალგაზრდები სკანდირებდნენ: „ოლე-ლეო! ოლე-ლეო!“ – თითქოსდა აშშ-ის ნაკრების მიერ კარში გამარჯვების გოლი იქნა გატანილი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის მიერ მოხდენილი სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის -რომის პაპი 

მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის მიერ მოხდენილი სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის, – ამის შესახებ ახლადარჩეულმა პაპმა, ლეო XIV-მ პონტიფიკოსის რანგში პირველი მესის ჩატარების დროს განაცხადა.

სიქსტეს კაპელაში გამართულ მესას კარდინალები დაესწრნენ, რომლებმაც რობერტ პრევოსტი კათოლიკური ეკლესიის ახალ ლიდერად აირჩიეს.

მესის შემდეგ პაპი კარდინალებთან ერთად ისადილებს, რის შემდეგაც მათ საშუალება ექნებათ, დატოვონ ვატიკანი და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

„მინდა, გავიმეორო სიტყვები ფსალმუნიდან: „ახალ სიმღერას ვუმღერებ უფალს, რადგან მან, რადგან მან სასწაულები მოახდინა“, და მართლაც, არა მხოლოდ ჩემთან, არამედ ყველა ჩვენგანთან, ჩემო ძმებო კარდინალებო. მოგიწოდებთ, აღიაროთ უფლის მიერ მოხდენილი სასწაულები, კურთხევები, რომლებსაც უფალი კვლავ აგრძელებს ჩვენთვის. პეტრეს მსახურების მეშვეობით, თქვენ მომიწოდეთ, რომ ეს ჯვარი მეტარებინა და ამ მისიით მეკურთხებინა და ვიცი, შემიძლია, თითოეულ თქვენგანს დავეყრდნო, ჩემთან ერთად იაროთ, რადგან ჩვენ, როგორც ეკლესია, გავაგრძელებთ არსებობას, როგორც იესოს მეგობრების საზოგადოება, როგორც მორწმუნეები, სასიხარულო ცნობის გასაცხადებლად, სახარების გასაცხადებლად“, – განაცხადა არჩეულმა პაპმა, ლეო XIV-მ.

ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ჩვენ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ, ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეში არ არის -ვლადიმერ ბოჟაძე

ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ხოლო ქვეყანა ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს.

„ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა, ჩვენ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ და დემოკრატია საფრთხეში არ არის. ჩვენთვის ნებისმიერი უსამართლო დამოკიდებულება მიუღებელია. კანონმდებლობა, რომელზეც თავის დროზე ევროკავშირი გვსაყვედურობდა, ახლა თავად მიიღო. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ერთადერთ რამეს – სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას ითხოვდა. ეს პროცედურა ახლა თავად ევროკავშირში არის დაწყებული, ისევე როგორც საყვედურებს ვისმენდით აშშ-დან და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „იუესეიდი“ და „ნედი“ საერთოდ დახურა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრობლემა არა ევროკავშირთან აქვს, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რაც უკრაინის ომს და ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა.

„ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ პრობლემა გვაქვს არა ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რაც უკრაინის ომს და ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში, როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. მზად ვართ, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ახლაც პირნათლად ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ევროკავშირის წინაშე გვაქვს აღებული“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ევროკავშირი არის ჩვენი მომავალი, იქ არის ის სრული თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა -სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირი არის ჩვენი მომავალი, იქ არის ის სრული თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის დღე აღინიშნება.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო არის მარტო, პირისპირ დარჩენილი რუსეთთან, ეს გავლილი გვაქვს და ამის გავლა არავის უნდა.

„გილოცავთ და ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი მომავალი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და გაძლიერებული, განვითარებული საქართველო. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის სწორედ იმ ჩვენ მეგობრებთან ერთად და იმ მოცემულობაში, რაც არის ევროკავშირი. იქ არის ჩვენი მომავალი. იქ არის ის სრული თავისუფლება, მშვიდობა და დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც იბრძოდა საქართველო საუკუნეების მანძილზე. საქართველო არის მარტო, პირისპირ დარჩენილი რუსეთთან. ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს, გავლილი გვაქვს და ამის გავლა არავის უნდა ამ ქვეყანაში. მე აქ მოვედი ჩემით, როგორც მოვიდა ყველა. ეს არის ყველას ერთობლივი ზეიმი, ვისაც სჯერა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ევროპასთან ერთად“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

  ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება ვერ მოხერხდა, რადგან ამისთვის ერთსულოვნება გვჭირდება -პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ ვცდილობთ, დავაწესოთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის გამოყენებაზე, სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, რადგან ამისთვის გვჭირდება ერთსულოვნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაეწესებინა ორმხრივი სანქციები და ეს რაოდენობა იზრდება.

„ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ძალადობას ნებისმიერი ფორმით. თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვა ქალაქებში რაც ვნახეთ, მიუღებელია. ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავაწესოთ სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის გამოყენებაზე. სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოხერხდა ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, რადგან ამისთვის გვჭირდება ერთსულოვნება, რამდენიმე წევრი არ არის იმ პოზიციაზე, რომ შემოუერთდეს ამ ერთსულოვნებას. სწორედ ამიტომ, რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა, დაეწესებინა ორმხრივი სანქციები და ეს რაოდენობა იზრდება“, – განცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა – ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია, სიძულვილი და ზიზღი -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდა.

დედაქალაქის მერმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს. ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია, სიძულვილი, ზიზღი. 9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა. 80 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან, რაშიც დიდია საქართველოს წვლილი. ქედს ვიხრი მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, დემოკრატია ისევ საფრთხეშია, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი -პაველ ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი  შეჩერებულია, თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით გამართულ ევროპის დღისადმი მიძვღნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ევროპის დღეს და შუმანის დეკლარაციის 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის სიძლიერე არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რისი მოტანა შეუძლია მსოფლიოსთვის ქვეყნების მშვიდობიან თანამშრომლობას.

ევროკავშირი მშვიდობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ერთგულია – ჩვენს საზღვრებში და ასევე მთელ მსოფლიოში. მაშინაც კი, როდესაც ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მხარს ვუჭერთ ერთიანობას მრავალფეროვნებაში – ვმუშაობთ დიალოგის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე უნივერსალური ღირებულებების ხელშესაწყობად.

მსოფლიო სწრაფად იცვლება და სულ უფრო დაქსაქსული ხდება. საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ კონკურენციად გადაიქცა. თუმცა ევროკავშირი აგრძელებს მთელ მსოფლიოში ქვეყნებთან თანამშრომლობას. გადაწყვეტილებებზე მუშაობა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ჩვენ სანდო პარტნიორი ვართ და ინვესტირებას ვაკეთებთ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებში, რომელიც ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ვიცავთ და ხელს ვუწყობთ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც წესებს და არა ძალას ემყარება. ამიტომაც ევროკავშირი გვერდში უდგას უკრაინას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინამ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას სიძლიერის პოზიციიდან მიაღწიოს. ევროკავშირი მტკიცედაა დაფუძნებული ღირებულებებზე. უნივერსალურ ღირებულებებზე, რომელსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ერთად ვიცავთ და რომლის მხარდაჭერასაც გავაგრძელებთ.

რაც უფრო მატულობს გლობალური გამოწვევები, იზრდება ევროპის სიმტკიცე, დარჩეს საიმედო, თანმიმდევრულ, პროგნოზირებად და პრინციპულ პარტნიორად, რომელიც არის: პარტნიორი კეთილდღეობისთვის, ერთგული მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ღია ეკონომიკისა და წესებზე დაფუძნებული ვაჭრობისა; პარტნიორი უსაფრთხოებისთვის, რომელიც იყენებს ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას, რომ ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას – ჩვენი მისიების და ოპერაციების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის მეშვეობით. პრინციპული, თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი, გაჭირვებაში მყოფი ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის სასიცოცხლო დახმარების მიმწოდებელი. ეს არის ევროპა.

საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში. მესამე წელია, მაქვს პატივი, თქვენთან ერთად აღვნიშნო ევროპის დღე.

2023 წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ.

დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი  შეჩერებულია. ეს ვითარება თუ არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ხალხის ევროპული არჩევანი ნათელია. როგორც ხედავთ, რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. ამიტომაც ვართ ერთად. საქართველო თუკი დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს, უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, წინ“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ, რომლის სიტყვით გამოსვლის ტექსტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

“დიფ სთეითის”ბრალია უსამართლობა, რასაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ ვხედავთ, სანქციები არ დავაწესეთ, მოხალისეები არ გავგზავნეთ უკრაინაში და ამას მოჰყვა ეს უსამართლობა -პრემიერი

„დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააწესა სანქციები, მებრძოლი მოხალისეები არ გაგზავნა უკრაინაში, რასაც მოჰყვა ეს უსამართლობა.

„„დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ, 2022 წლიდან მოყოლებული, მინდა, გაგახსენოთ, რა გავაკეთეთ: შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, 5 000-გვერდიანი დოკუმენტი მოამზადეს ჩვენმა საჯარო მოსამსახურეებმა. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და წელიწად-ნახევარი გაგრძელდა დამატებით ეს უსამართლობა. ამის შემდეგ კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდა ეს უსამართლობა, რომელსაც არავითარი დასაბუთება არ ჰქონდა. სანქციები არ დავაწესეთ, მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ და ამას მოჰყვა ეს უსამართლობა. თქვენ შეგიძლიათ, მიიჩნიოთ, რომ ეს იყო დამთხვევა, თუმცა, ეს ბუნებრივია, არ იყო არავითარი დამთხვევა. დაიწყო უსამართლობა და ეს უსამართლობა გრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს ძალიან მკაფიო გაფრთხილებაა -ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ჩაიბარებს ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს დაგეგმილია სათანადო ღონისძიებები ისე, როგორც წინა წლებში იყო.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია.

„რაც შეეხება 26 მაისს, 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იმავე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. მკაფიო გაფრთხილებაა, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ, ფეხი არ დაუცდეთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება -ირაკლი კობახიძე

ესტონეთის მიერ სანქციების დაწესება არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რჩება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

„რაც შეეხება ესტონეთს, მათ მანამდეც აქვთ სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 83 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

“მთავარია გჯეროდეს”-  თიბისის ახალი გზავნილი 

„მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ – მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.

ეს გზავნილი საუკეთესოდ ჰყვება განვითარების იმ ისტორიას, რომელიც თიბისიმ 33-წლის განმავლობაში შექმნა და იმ ფასეულობებს აერთიანებს, რომლებიც მეოთხე ათწლეულია თიბისის ამოძრავებს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.

თიბისის გუნდის ფილოსოფიაც ამ ღირებულებაზე იყო დაშენებული – ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, საბოლოოდ შესაძლებელი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ეს გამოცდილება გახდა თვითრწმენის საფუძველი და მოტივაცია იმისათვის, რომ ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო, ახალი სათქმელი ეთქვა ადამიანებისთვის და საკუთარი წარმატების მაგალითით, შთაგონება და სტიმული გამხდარიყო.

„თიბისი, როგორც ბრენდი, დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. მასთან ერთად გავიარეთ განვითარების არაერთი ეტაპი. საკუთარი თავისა და ჩვენი მიზნების რწმენა, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენთვის. ამ გზაზე შესაძლებლობად ვაქციეთ ყველა გამოწვევა, გავიზარდეთ, გავფართოვდით, გავციფრულდით და საქართველოს საზღვრებსაც გავცდით. ჩვენ დავიჯერეთ ის, რაც თავდაპირველად შეუძლებელი გვეგონა და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ თვითრწმენით, თავდაჯერებულობითა და შემართებით, ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ – მთავარია, გვჯეროდეს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

®

პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს მოსკოვში ვიქნებოდი და შევასრულე-ალექსანდრ ვუჩიჩი 

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირობა მისცა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავზე მოსკოვში ჩავიდოდა და პირობა შეასრულა.

„იცით, მე პრეზიდენტ პუტინს მივეცი სიტყვა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და მე შევასრულე, რაც ვთქვი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა განმარტა, რამდენად მნიშვნელოვანია ბელგრადისთვის პუტინთან მოლაპარაკებები და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.

„ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანა, შევინარჩუნოთ ხსოვნა დიდი სამამულო ომის შესახებ, გამარჯვების შესახებ. მე ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. მადლობა თქვენ თბილი მიღებისთვის, თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

მანამდე ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს სერბეთის პრეზიდეტი, რომ მოსკოვში ვიზიტი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. თავად ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მოსკოვში ვიზიტის გამო მისი ქვეყნის ევროპულ გზას საფრთხე არ ემუქრება.