Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ სიბრძნე და გამძლეობა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ამ დღეს საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება ან ავადმყოფი ნათესავის მოვლა მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი განწყობა შეიცვლება – თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ და საქმეებიც უკეთესობისკენ წავა.

კურო

შესაძლოა, ამ დღეს ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგართვან. სამსახურში მცირე დაპირისპირება გელით, რასაც თავს ადვილად გაართმევთ. გადაღლა ნერვულ აშლილობას მოგიტანთ, ამიტომ ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

ტყუპები

ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. ამ დღეს ნებისმიერი საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. მოსალოდნელია რთული საუბარი ხელმძღვანელებთან, რაც საბოლოოდ, სარგებელს მოგიტანთ და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა გელით.

კირჩხიბი

საკუთარი გამოცდილების წყალობით, ამ დღეს ფინანსების სწორად განკარგვას შეძლებთ, თუმცა ავტომობილის მართვისას მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, ძალიან წარმატებული იქნება. იდეები, რომლებიც ამ დღეს გაგიჩნდებათ, სავარაუდოდ, შემოსავალს მოგიტანთ.

ლომი

ამ დღეს თუ წინასწარ დაგეგმავთ, ნებისმიერ რთულ საქმესთან გამკლავებას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება თქვენი კარიერული წინსვლა შეაფერხოს. გირჩევთ, ფინანსური პრობლემების მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ და დოკუმენტს ხელი არ მოაწეროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უფროსებთან ურთიერთობაში. ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება, ყველაფერი გააფუჭოს.

ქალწული

ეს დღე სავსეა თავგადასავლებით და ინტრიგებით. მოვლენები ისე განვითარდება, რომ თანდათან თავდაჯერებულობის გრძნობას დაკარგავთ. სამუშაოს სიმცირეს არ უჩივით, მაგრამ ამჟამად ეს უფრო მეტად გაღიზიანებთ და გღლით, ვიდრე გახარებთ. ხელსაყრელია ვალუტის გაყიდვა.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, ფინანსური სირთულეები გელით, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და დროებითი პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. საოჯახო საქმების კეთება სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ,

მორიელი

ამ დღეს მოსალოდნელია სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სილამაზის ან სპა სალონში ვიზიტისთვის. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს და მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას ოჯახის წევრებთან. ამ დღეს გადაღლა ნერვულ აშლილობას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ამ დღეს უხილავ ადამიანად იქცეთ, რომელსაც ვერავინ ამჩნევს. მოულოდნელი შეთავაზება ან ბიზნესპარტნიორთან შეხვედრა გელით. ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებში ვიზიტისთვის. კვალიფიციური სპეციალისტების რჩევები მნიშვნელოვანი საკითხების დაუყოვნებლივ მოგვარებაში დაგეხმარებათ. გავლენიან ადამიანებთან საინტერესო შეხვედრა გელით.

თხის რქა

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. ეცადეთ, უფროსებთან ურთიერთობაში ზომიერებისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი განწყობა შეიცვლება – წარმატებული იდეების დამსახურებით, თავს უფრო ოპტიმისტურად იგრძნობთ და საქმეები უკეთესობისკენ წავა.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, ბევრი გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი განხორციელება თქვენთვის სასარგებლო გამოდგეს. ეცადეთ, უფროსებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

თევზები

გირჩევთ, მთლიანად დანებდეთ გრძნობას, რომელმაც დაგიპყროთ. ინტუიციურად აცნობიერებთ, როგორ შეუსაბამოთ პირადი ამბიციები გარშემო მყოფთა სურვილებს. მოსალოდნელია რთული საუბარი უფროსებთან, რაც საბოლოოდ სარგებელს მოგიტანთ და ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აქციის მონაწილის სახის ნიღბით დაფარვა, ცრემლმდენი, მომწამვლელი ნივთიერების ქონა, გზის გადაკეტვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა გამოიწვევს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი კირცხალიამ განმარტა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

ამასთან, ცვლილება ეხება იმგვარ მანიფესტაციაში მონაწილეობასაც, რომელიც, შსს-ს მოთხოვნით, შეწყვეტას ექვემდებარება.

„იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება – ორ წლამდე ვადით.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა

ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შეიტანს. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

„ყველას კარგად გახსოვთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. საუბარი მაქვს საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც შედგა და რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურა ქართველმა ხალხმა, ბევრმა ახალგაზრდამ, რომელიც საერთოდ დაბადებულიც არ იყო ან ვერ მოესწრო იმ რეკეტს, იმ სისხლის ღვრას და დიქტატურას, რასაც „ნაცმოძრაობა“ ეწეოდა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების დროს და შემდეგ რასაც აკეთებს უკვე ე.წ. ოპოზიციის მანტიაში გახვეული. ახსოვს ჩვენს საზოგადოებას, რომ მომზადდა უმძიმესი დასკვნა საგამოძიებო კომისიის შედეგებზე.

ასევე, დავაანონსეთ და დავპირდით ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დასკვნის საფუძველზე მომზადდებოდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებოდათ საშუალება, ასევე პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი უკვე იმ პროცესისთვის, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელის ტექსტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და უახლოეს მომავალში უკვე სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს

ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი მიმდინარეობს, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამიტში მონაწილე ლიდერებს ხელი ჩამოართვა.

დონალდ ტრამპი პირადად მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს, კანადის პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას, გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, იორდანიის მეფე აბდულასა და სხვა ლიდერებს.

სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

„ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული“ – ვილი სანიოლი თურქეთთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის ნაკრებთან მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ჩვენს ჯგუფში არის გამოკვეთილი ლიდერი, ესპანეთის ნაკრები, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში უძლიერესი გუნდია. რაც შეეხება ამ გუნდთან მატჩს, მათთან პირველი შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ კარგად ვითამაშეთ. ველოდები, რომ მოახლოებულ თამაშში 90 წუთის მანძილზე აგრესიულად ვიმოქმედებთ და გვექნება სწორი დამოკიდებულება, რაც დადებითი შედეგის მისაღწევად აუცილებელია.

ვიცით, საიდან მოვდივართ და როგორ განვითარდა ქართული ფეხბურთი. საჭიროა, გქონდეს ამბიცია, რომ მიაღწიო დიდ შედეგს. ჩვენი ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული და ეს ოცნება რომ შევინარჩუნოთ, ხვალ შესანიშნავი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ყველაფერი პირველად ხდება, გასულ წელს პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული შედეგი იყო. ფეხბურთი სწორედ ამიტომაა საინტერესო სპორტი, სიურპრიზები ხდება.

არ ვიცი, რამდენად შემიძლია ფეხბურთელებთან გამართული საუბრის დეტალებზე აქ ვილაპარაკო, ეს შიდა საკითხი და გუნდში სამუშაო გარემოს ნაწილია. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს ახალი პრობლემა არ არის, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ იდეალური ვარიანტი. არ ვგულისხმობ კონკრეტულ ფეხბურთელებს, არამედ უფრო იმ სისტემას, რომელიც ამ ფლანგზე უნდა მუშაობდეს.

მწვრთნელს შეუძლია გუნდის შემადგენლობის შეცვლა. მისი მთავარი დანიშნულებაა, იპოვოს სწორი ბალანსი და კომბინაცია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იდენტობაა, რაც მოედანზე უნდა გამოჩნდეს მთელი თამაშის განმავლობაში.

დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩი ესპანეთთან შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან მხოლოდ ჩვენი სტილითა და თვისებებით შეგვიძლია მართლაც გამორჩეული შედეგის მიღწევა.

როგორც ფეხბურთელები, ისე სამწვრთნელო შტაბი კარგად ვაცნობიერებთ, რომ თუ მოვდუნდებით, შანსი არ გვექნება. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მოთამაშეებთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე მოტივირებულები არიან, რათა ხვალ სრულიად სხვა გუნდი დავინახოთ, ვიდრე ორი დღის წინ“, – განაცხადა სანიოლმა.

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ქალაქ იზმითში 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ რუსეთზე უნდა ფოკუსირდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ რუსეთზე ფოკუსირება სურს.

ისრაელის აპრლამენტში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა, თუმცა, მისი თქმით, თავდაპირველად რუსეთზე უნდა ფოკუსირდნენ.

„ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს. წინააღმდეგი თუ არ ხარ, სტივ უიტკოფ, მოდით, თავდაპირველად ვფოკუსირდეთ რუსეთზე. ჩვენ ამას მოვაგვარებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

თიბისი ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავს მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს.

მორიგი განსაკუთრებული შეთავაზება ამჯერად ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის აქვს. 13 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, Trendyol-ზე  ახალი თიბისი Mastercard ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით ან ერთგული Mastercard საკრედიტო ბარათით გადახდისას, მომხმარებლები შერჩეულ პროდუქტებზე მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით 30%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.  

ერთ ტრანზაქციაზე ფასდაკლების მაქსიმალური ოდენობა 1,070 თურქული ლირაა, რაც მიმდინარე კურსის შესაბამისად, 70 ლარია. თუმცა, TL–GEL კურსის ცვლილების შემთხვევაში, თანხა ლარში, შესაძლოა მცირედით შეიცვალოს.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც Trendyol-ის ვებგვერდზე, ისე აპლიკაციაში შოპინგისას; აქციის პერიოდში (13 ოქტომბერი-26 ოქტომბერი) იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay და Google Pay გადახდებზე. გადახდა უნდა განხორციელდეს ბარათის Trendyol-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე დამატებით, აუცილებლად ქართული IP მისამართიდან. 

შეთავაზებით სარგებლობისთვის, შეკვეთის გაფორმებისას აირჩიეთ საქართველოს ან თურქეთის რეგიონი.

შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, აჭარის რეგიონში ერთდროულად ხუთ სხვადასხვა ადგილას, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე.

ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, გატარებული ოპერატიულ/სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული, ე.წ. „თექბირისტების“ ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ  გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის,  ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.

საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების  საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.

დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას,  უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს -ისრაელში საქართველოს საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს, – ამის შესახებ აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

„მძევლების დაბრუნება სინათლის სხივია და იმედით გვავსებს. გვინდა, მათ ვუსურვოთ, სწრაფად აღიდგინონ ძალები და წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება. სიხარულთან ერთად, არ ნელდება მწუხარება გარდაცვლილების გამო“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

„ჰამასის“ ტყვეობაში სულ 20 მძევალი იყო. მძევლები „ჰამასმა“ ორ ეტაპად გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ შვიდი მძევალი გაათავისუფლა და ისინი უკვე ისრაელში იმყოფებიან. გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ამასთან, დარჩენილი 13 მძევალი „ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ გადასცა და უახლოეს საათებში გათავისუფლდებიან.

პატიმრების გასათავისუფლებლად ემზადება ისრაელის მხარეც, რომელმაც „ჰამასს“უნდა გადასცეს 250 პალესტინელი პატიმარი და 1 700 ღაზელი, მათ შორის 22 ბავშვია.

გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის – კონკურსის საბოლოო შედეგები.

🔊გამოვლინდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის – კონკურსის საბოლოო შედეგები.
🔹 სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის პრემიის – მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის – კონკურსის ფარგლებში შეფასდა 49  საკონკურსო განაცხადი.
🔹 დეტალური ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ იხილეთ ფონდის ვებგვერდზე ⤵️

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე უიმედო ვითარებიდანაც კი შეუძლია გამოსავლის პოვნა.
შეიძლება ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და წვრილმანებს ნუ გამოეკიდებით, რათა ჭორების და ინტრიგების სამიზნე არ გახდეთ.
ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ აუცილებლად ყველაფერი გადაამოწმეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მცირე ემოციური განტვირთვა მოახდინოთ —თქვენი სირთულეების შესახებ სანდო მეგობარს ან ახლობელ ადამიანს მოუყევით.

კურო

ამ დღეს ინტუიცია ძალიან გამძაფრებულია, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარ შეგრძნებებს დაეყრდენით.
ელოდეთ პოზიტიურ ცვლილებებს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს უმჯობესია, შორეული მგზავრობისგან თავი შეიკავოთ.
ბედი მზად არის, სანუკვარი სურვილი აგიხდინოთ, ოღონდ ამისთვის სიფხიზლე და აქტიურობა უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები

ზოგ ტყუპს შეიძლება საქმიანი მიზნით ან ხელმძღვანელობის დავალებით გრძელ გზაზე მგზავრობა მოუწიოს, თუმცა ეს სასურველ შედეგებს არ მოიტანს.
არახელსაყრელი დროა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის — ამ დღეს დაწყებული რომანი იმედგაცრუებით დასრულდება.
სამსახურში მკაცრად დაიცავით დადგენილი გრაფიკი და ნუ მისცემთ გარე ფაქტორებს ყურადღების გაფანტვის საშუალებას, თორემ საქმეების ნაწილი დაუმთავრებელი დაგრჩებათ.

კირჩხიბი

რთული დღე გელით, რომელიც მოთმინებას და თავშეკავებას მოითხოვს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ.
ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მალე ბრწყინვალე შესაძლებლობა მოგეცემათ, უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოთ, რათა ხელსაყრელი შანსი არ გამოგეპაროთ.
სანამ რაიმე ჩანაფიქრის განხორციელებას დაიწყებთ, საკუთარ ინტუიციას მოუსმინეთ.
თუ შიგნიდან წინააღმდეგობას გრძნობთ, გეგმები უმჯობესია გადადოთ.

ლომი

დღეს წითელი პლანეტა მაღალი ენერგიულობით გამოირჩევა, რაც ზოგიერთს აგრესიისკენ უბიძგებს. ასტროლოგები გირჩევენ, სიტუაციის გამწვავებისა და დაპირისპირებისგან თავი შეიკავოთ.
ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ რამე მნიშვნელოვანი ისწავლოთ ან დაუახლოვდეთ მათ, ვისი გამოცდილებაც მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.
სამსახურში მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის. თქვენი გამჭრიახობა და მოქნილობა რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ეს დღე გაიძულებთ, ცხოვრების მთავარ ღირებულებებსა და პრიორიტეტებზე დაფიქრდეთ.
შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც საფუძვლიანად შეცვალოთ.
თანამოაზრეებთან ურთიერთობაში შეიძლება მცირე უთანხმოებაც კი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ კამათს და სხვის საქმეებში ჩარევას უნდა მოერიდოთ.
სასიყვარულო ურთიერთობაში მეტი აქტიურობა გჭირდებათ – თქვენგან უფრო გაბედულ ნაბიჯებს ელიან.
საკუთარი ძალების რწმენა, ტაქტი და პარტნიორისადმი პატივისცემა სასურველ შედეგს მოიტანს.

სასწორი

სარისკო საქმეებში ნუ ჩაერთვებით — ამ დღეს იღბალი მხოლოდ ერთეულებს გაუღიმებს.
ეცადეთ ურთიერთობებში გულწრფელობა გამოიჩინოთ და არავინ მოატყუოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, თუმცა ეს დროებითი პრობლემებია.
პროფესიულ საქმიანობაში უმჯობესია ექსპერიმენტებს მოერიდოთ და გამოცდილი მეთოდები გამოიყენოთ.

მორიელი

პლანეტების განლაგება არასტაბილურია და თაღლითობის საფრთხე არსებობს, ამიტომ საბუთებზე ხელის მოწერის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
თანდაყოლილი გამჭრიახობა და ძლიერი ინტუიცია შეიძლება რთული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.
თუ საყვარელი ადამიანი თქვენკენ ნაბიჯს არ დგამს, შესაძლოა, თქვენი უარის ეშინია, ამიტომ ინიციატივის საკუთარ ხელში აღება მოგიწევთ.
სამსახურში ხელსაყრელი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგებს არ დაუპირისპირდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ, ცოტა დაისვენოთ და გაერთოთ. თუ ამინდი ხელს გიწყობთ, ქალაქგარეთ წადით ან, უბრალოდ, პარკში გაისეირნეთ — შესაძლოა ბედისწერამ მნიშვნელოვან ადამიანს სწორედ ახლა შეგახვედროთ.
ის, რის გამოც ნერვიულობთ, საბედნიეროდ, არ ასრულდება. ამ დღეს ბუზის სპილოდ ქცევაზე ხართ განწყობილი, თუმცა თქვენი ინტუიცია სწორი მიმართულების პოვნაში დაგეხმარებათ.
თუ პირად ცხოვრებაში რაღაც არ გამოგდით, მიდგომა უნდა შეცვალოთ.

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს მეგობრის რჩევა ან მხარდაჭერა დაგჭირდეთ. ასტროლოგიური გავლენა მეგობრებთან შეხვედრებს და საინტერესო თავგადასავლებს გპირდებათ.
ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ეცდება, ამიტომ მზად იყავით, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ უიმედო სიტუაციები არ არსებობს. მთავარია, რეაგირება დროულად მოახდინოთ და თქვენს პრობლემას პასუხისმგებლობით მიუდგეთ.
უარი თქვით რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებაზე, აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გარშემომყოფების აზრიც გაითვალისწინოთ.
ამ დღეს ძლიერია უარყოფითი ასტროლოგიური გავლენები, ამიტომ ავარიებისა და სხვა სახის ინციდენტების საფრთხე არსებობს.
არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე არიან დამოკიდებულნი.
დღეს შესაძლოა კუპიდონის ისრების სამიზნე გახდეთ. ფრთხილად, იყავით, რადგან შეიძლება მტკივნეულად მოგხვდეთ, მით უმეტეს, თუ თქვენი გეგმები ცხოვრების რადიკალურ ცვლილებებს არ ითვალისწინებს.

თევზები

ამ დღეს მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებაზე უნდა გადაიტანოთ. მოერიდეთ მგზავრობას, რომელიც სავარაუდოდ, წარუმატებელი იქნება. ჯობია ეს დღე, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, მშვიდ და მყუდრო გარემოში გაატაროთ.
უახლოეს ოცდაათ დღეში პირადი ცხოვრების მიმართულებით რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა არ დაგავიწყდეთ და ვალდებულებები ყურადღებით შეასრულეთ.
თქვენი ენერგია და თავდაჯერება სირთულეების გადალახვასა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

,,აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ესკალაციის ახალი ეტაპი”- ავთანდილ წულაძე

ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომის ახალი ეტაპი ორ ზესახელმწიფოს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების ჩაშლას ნიშნავს. ჩინეთმა დაძაბულობის ახალი რაუნდი დაიწყო ექსპორტის ლიცენზიების შემოღებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავიანთ წარმოებაში ჩინეთიდან შეძენილ იშვიათმიწა ლითონებს იყენებენ. იშვიათმიწა ლითონები ელექტრონიკის წარმოებაში გამოიყენება. ჩინეთი აკონტროლებს იშვიათმიწა ლითონების მოპოვების და გადამუშავების გლობალურ ბაზარს.  სავაჭრო ომში ასეთი ბერკეტის გამოყენება ეკონომიკური ბომბია. გლობალური ელექტრონიკის მწარმოებლები ჩინეთის მძევლები გახდებიან.

 ტრამპმა საპასუხოდ გამოაცხადა, რომ ჩინეთს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს და ვერ ხედავს სი ძინპინთან შეხვედრის საჭიროებას, რომელიც იყო მოსალოდნელი.

მიზეზები, რის გამოც სი ძინპინმა კონფლიქტის ესკალაცია გადაწყვიტა, ჩინეთის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.

პირველ, ჩინეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მწვავდება, რასაც მოწმობს სი ძინპინის ავადმყოფობის შესახებ ჭორები. დახურულ პოლიტიკურ სისტემაში ლიდერის ავადმყოფობის შესახებ ჭორები არ შეიძლება იყოს უბრალო დამთხვევა. ისინი წარმოადგენენ ფარულ პოლიტიკურ ბრძოლას ძალაუფლებისთვის მებრძოლ ფრაქციებს შორის. სი ძინპინი გეგმავს ჩინეთის ლიდერის თანამდებობაზე მეოთხე ვადით კენჭისყრას 2027 წელს. კონტრელიტა, რომელსაც ჩინეთის ყოფილი ლიდერი ჰუ ძინტაო ხელმძღვანელობს, ცდილობს შეზღუდოს სი ძინპინის ძალაუფლება და ქვეყნის კურსი შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო პრაგმატული ურთიერთობებისკენ შეცვალოს. სი ძინპინი აპირებს თავისი პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავებით და მის გარშემო ელიტისა და მოსახლეობის მობილიზებით.

მეორე, ტრამპის წარმატებები სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში საფრთხეს უქმნის ჩინეთის გავლენას ამ რეგიონებში და ხსნის შესაძლებლობებს ამერიკული პროექტებისთვის ჩინეთის პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საპირწონედ. ზანგეზურის დერეფანს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, „ტრამპის გზა“ ეწოდა. ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აძლიერებს აშშ-ს გავლენას ამ რეგიონში.

მესამე, სი ძინპინი ამწვავებს სავაჭრო ომს შეერთებულ შტატებთან, რათა გააძლიეროს თავისი საერთაშორისო მოკავშირეების ბანაკი. ტრამპის მცდელობებმა, პუტინი თავის მხარეს გადაიბიროს, შეშფოთება გამოიწვია პეკინში. ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის გამწვავების გამო, პუტინს ფაქტობრივად ჩამოერთვა ვაშინგტონსა და პეკინს შორის მანევრირების შესაძლებლობა.

სი ძინპინმა ძალიან სარისკო თამაში წამოიწყო. ჩინეთი არანაკლებ არის დამოკიდებული დასავლეთზე, ვიდრე დასავლეთი ჩინეთზე. ტრამპმა განაცხადა, რომ შეზღუდავს ამერიკული თვითმფრინავების კომპონენტების მიწოდებას ჩინური ავიაკომპანიებისთვის და ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას ჩინეთში. ამ ბრძოლაში ორივე მხარეს აქვს კოზირები.

ჩინეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მკაცრად გასაიდუმლოებულია, მაგრამ ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სი ძინპინს სავაჭრო ომში გამარჯვების იმედი აქვს. ჩინელი ექსპერტების აზრით დონალდ ტრამპის ქაოტური საგარეო და საშინაო პოლიტიკა ასუსტებს ამერიკის პოზიციებს მსოფლიოში. ტრამპი სავაჭრო ომებს აწარმოებს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებთან, არამედ აშშ-ის მოკავშირეებთანაც. ჩინეთის გადმოსახედიდან, ტრამპის ქმედებები ხშირად სპონტანურია და არ გააჩნია კარგად გააზრებული სტრატეგია. სანამ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია, ამერიკა გაუაზრებლად მოქმედებს, არათანამიმდევრულია, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ მსოფლიო გათავისუფლებლეს ამერიკული ჰეგემონიისგან. ჩინეთის ეკონომიკაში მზარდი სირთულეებისა და ჩინეთის ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამწვავების გათვალისწინებით, სი ძინპინი აჩქარებს მოვლენებს და ამწვავებს ურთიერთობებს აშშ-სთან.

ავტ: ავთანდილ წულაძე – პოლიტილოგი