Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მომავალზე და მიზნის მიღწევის გზებზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, მაგრამ ზოგჯერ მიმდინარე პრობლემები გავიწყდებათ. თავი შეიკავეთ ფინანსური საკითხების განხილვის, დოკუმენტებზე ხელის მოწერისა და ახალი ვალდებულების აღებისგან.

კურო

თქვენ იპოვით რთული პრობლემის მოგვარების გზას, რომელსაც სხვები ვერ გაუმკლავდნენ. ასევე საბოლოოდ მიიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ხელსაყრელი დღეა გარიგებებისთვის. ამ დღეს ფინანსურ საქმეებში არ ცდებით.

ტყუპები

მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებთ, ძალიან დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობისგან და ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მას ახლა თქვენი მზრუნველობა და გაგება უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე.

კირჩხიბი

წარუმატებელი შესყიდვები და ტრანზაქციები ფინანსურად დაგაზარალებთ. შრომითი ხელშეკრულება ყურადღებით წაიკითხეთ და ნუ ენდობით მათ, ვინც ძალიან ბევრს გპირდებათ. შესაძლოა, ძველ პარტნიორთან თანამშრომლობა განაახლოთ. საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებით, ამიტომ ბევრი დაუგეგმავი ხარჯი გელით.

ლომი

სირთულეების და სიახლეების არ გეშინიათ. სწორედ ასეთი განწყობა დაგეხმარებათ, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. იცით, ხელსაყრელი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და რაზეც ნერვიულობთ.

ქალწული

შესაძლოა, ბიზნესპარტნიორებმა იმედი გაგიცრუონ, მაგრამ ეს მიზნების მიღწევაში ხელს არ შეგიშლით – უკვე მიეჩვიეთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები – ვიღაცას თქვენი ხუმრობა ან უწყინარი შენიშვნაც კი აღიზიანებს, თუმცა ხვალ ეს მცირე ინციდენტი არავის ემახსოვრება.

სასწორი

ნუ იქნებით გულწრფელი ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. უმჯობესია, საკუთარი და სხვისი საიდუმლოებები თქვენთვის შეინახოთ. არახელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების განხილვისთვის. მოერიდეთ გადაღლას. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ დასვენებას, თავს მით უფრო უკეთესად იგრძნობთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა საჯარო გამოსვლებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის. როგორი გეგმებიც არ უნდა გქონდეთ ამ დღისთვის, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საქმე სერიოზულობას მოითხოვს.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ინიციატივა უფრო ხშირად გამოიჩინოთ – თქვენი იდეები საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს. ფინანსური და კომერციული საქმიანობა წარმატებული იქნება. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრები არაფორმალურ გარემოში დანიშნოთ, რაც პარტნიორის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ – შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი შენიშნოთ. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი მაქსიმალური სიმშვიდით უნდა განიხილოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ფეთქებადი ხასიათი ურთიერთობებში ხელს გიშლით. გარიგებების დადებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა შეაფასოთ.

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სრული იდილია და ურთიერთგაგება სუფევს. ახლობელ ადამიანებს თქვენი უთქმელადაც ესმით, რაც საშუალებას მოგცემთ, ხელსაყრელი გარიგება დადოთ ან თანამშრომლობაზე შეთანხმდეთ.

თევზები

წარუმატებელი შესყიდვები და გარიგებები სერიოზულად დაგაზარალებთ. სანამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელს მოაწერთ, ეცადეთ, ყველა საკითხი გულმოდგინედ შეისწავლოთ და თუ საჭიროა, სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ მცირე კონფლიქტები გარდაუვალია.

შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით – საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები – ჩეხეთის საგარეო უწყება 

შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით , – ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ჩეხეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.

“შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით და ამ სასამართლო საქმის დახურული ფორმით. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, კანონის უზენაესობა და პატივი სცენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტებში არსებობდეს ჩანაწერი, რომ საქართველოში ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია – მიქანაძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტებში არსებობდეს ჩანაწერი, რომ საქართველოში უნდა მოხდეს დეოკუპაცია, რომ ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია და რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც მხარდაჭერილია ნატოსა და მისი ინდივიდუალური წევრების მიერ, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ამერიკიდან, სადაც საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს.

„გავაჟღერებთ ჩვენს პოზიციებს, თუ რა წვლილი შეაქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სამშვიდობო პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ნატოს წევრი ქვეყნები და მთლიანად ნატო იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქართველი დეპუტატები ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც ქალაქ დეიტონში იმართება.

აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდეა – მეუფე შიო

აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდეა, – იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს და აფხაზეთობას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

როგორც მეუფე აღნიშნა, გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას და აფხაზეთობას.

ღვთის დიდი წყალობაა, რომ საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის იყო წმინდა მოციქული სვიმონ კანანელიც. იგი წარმოშობით იყო კანას გალილეადან. სწორედ სვიმონის სახელს, მის ოჯახს უკავშირდება უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული პირველი სასწაული – წყლის ღვინოდ გადაქცევა კანაში, სვიმონ კანანელის ოჯახში, მის ქორწილში. იგი იყო იოსებ დამწინდველის შვილი პირველი ქორწინებიდან.

და აი, მან შეიცნო იესო ქრისტე, როგორც მესია, როგორც სოფლის მხსნელი, დატოვა თავისი ოჯახი და გაჰყვა ქრისტეს. როდესაც იესო ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები გაემართნენ სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად, წმინდა სვიმონ კანანელი წამოჰყვა ანდრია პირველწოდებულს საქართველოში, იქადაგა მასთან ერთად დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი დარჩა აფხაზეთში წარმართთა მოსაქცევად, სადაც მოწამებრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი საფლავის ადგილზე მოგვიანებით ახალი ათონის მთაზე აიგო შესანიშნავი მონასტერი. დღემდე შემორჩენილია ის მღვიმე, სადაც იგი მოღვაწეობდა.

წმინდა სვიმონ კანანელი არის დიდი მფარველი საქართველოსი, ჩვენთვის მლოცველი და განსაკუთრებით აფხაზეთის დიდი მფარველია.

როდესაც ვეცნობით მის ცხოვრებას, ვიხსენებთ მის ღვაწლს, ვაცნობიერებთ, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობაა და დიდი სიწმინდეა ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საშინელ ომს, რომელიც გამოვიარეთ, იმ ტრაგედიას… დღეს ჩვენ გადავიხდით პარაკლისს აფხაზეთისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისთვის, ასევე – პანაშვიდს ომში დაღუპული მეომრებისთვის, ადამიანებისთვის. ეს იყო საშინელი მოვლენა – ათასობით ადამიანი დაიღუპა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა მხრიდან; 300 000 ადამიანამდე განიდევნა თავიანთი სახლებიდან, თავიანთი მშობლიური კუთხიდან ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.

შედეგად, ეს უმშვენიერესი მხარე დღეს ოკუპირებული და ჩამოშორებულია საქართველოს, რა თქმა უნდა, დროებით! ჩვენ ვიცით, რომ ეს მოვლენა დროებითია და აუცილებლად გამოსწორდება.

რაშია გამოსავალი და ხსნა? – უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიან შერიგებაში! მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი – როგორც ქართველების, ასევე აფხაზების – ცოდვების შედეგი. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალში მომხდარ ომსა და ტრაგედიაზე.

გამოსავალია, რომ ჩვენ, ყველა მხარემ, გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები; გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და სულ მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს.

დღეს ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და გაძლიერდეს.

სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას.

დაბოლოს, მინდა, გაგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეგონება ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ თუ გინდათ აფხაზეთის გადარჩენა, თუ გინდათ აფხაზი ხალხის გადარჩენა, ჩვენ – ქართველებმა და აფხაზებმა – ერთად, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. აი, მხოლოდ მაშინ გადარჩება აფხაზეთი!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ლოცვით, უფალმა ინებოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება. წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული – მეუფე შიო

დღეს ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და გაძლიერდეს, – იქადაგა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს და აფხაზეთობას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

როგორც მეუფემ აღნიშნა, აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდეა.

„წმინდა სვიმონ კანანელი არის დიდი მფარველი საქართველოსი, ჩვენთვის მლოცველი და განსაკუთრებით აფხაზეთის დიდი მფარველია.

როდესაც ვეცნობით მის ცხოვრებას, ვიხსენებთ მის ღვაწლს, ვაცნობიერებთ, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობაა და დიდი სიწმინდეა ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საშინელ ომს, რომელიც გამოვიარეთ, იმ ტრაგედიას… დღეს ჩვენ გადავიხდით პარაკლისს აფხაზეთისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისთვის, ასევე – პანაშვიდს ომში დაღუპული მეომრებისთვის, ადამიანებისთვის. ეს იყო საშინელი მოვლენა – ათასობით ადამიანი დაიღუპა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა მხრიდან; 300 000 ადამიანამდე განიდევნა თავიანთი სახლებიდან, თავიანთი მშობლიური კუთხიდან ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.

შედეგად, ეს უმშვენიერესი მხარე დღეს ოკუპირებული და ჩამოშორებულია საქართველოს, რა თქმა უნდა, დროებით! ჩვენ ვიცით, რომ ეს მოვლენა დროებითია და აუცილებლად გამოსწორდება.

რაშია გამოსავალი და ხსნა? – უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიან შერიგებაში! მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი – როგორც ქართველების, ასევე აფხაზების – ცოდვების შედეგი. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალში მომხდარ ომსა და ტრაგედიაზე.

გამოსავალია, რომ ჩვენ, ყველა მხარემ, გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები; გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და სულ მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს.

დღეს ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და გაძლიერდეს.

სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას.

დაბოლოს, მინდა, გაგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეგონება ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ თუ გინდათ აფხაზეთის გადარჩენა, თუ გინდათ აფხაზი ხალხის გადარჩენა, ჩვენ – ქართველებმა და აფხაზებმა – ერთად, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. აი, მხოლოდ მაშინ გადარჩება აფხაზეთი!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ლოცვით, უფალმა ინებოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება. წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქართველმა ათლეტებმა კლასიკურ წოლჭიმში მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვეს

ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართულ კლასიკური წოლჭიმის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს. ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და ღია ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ნაკრებმა სულ ცხრა მედალი მოიპოვა.

ჭაბუკთა შორის ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გოდერძი ქარცივაძე (74 კგ) და თორნიკე მარტაშვილი (120 კგ), ნიკოლოზ მამულაძემ (120+ კგ) კი ბრინჯაოს მედალი მიიღო. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

ახალგაზრდებს შორის ჩემპიონობა იზეიმა ზურა ღვინიანიძემ (59 კგ), ვერცხლის მედლებს კი ანდრია მიქაუტაძე (53კგ) და ალეკო სიდანოვი (66 კგ) დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაიკავა პირველი ადგილი.

ღია ასაკობრივ კატეგორიაში ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ) მეორე, ხოლო ცოტნე ბეჟაშვილმა (66 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველი ათლეტები ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს ექსპოზიცია „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შესახებ საარქივო დოკუმენტების ორიგინალები – დამოუკიდებლობის აქტები, გერბის, დროშისა და შტანდარტის ესკიზები, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი, ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები. ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს 1918-1921 წლების საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ამსახველ სხვასაარქივო მასალას.

გამოფენა ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

გახარია როდესაც აცხადებს პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი – დავით მათიკაშვილი

გახარია როდესაც აცხადებს ჩვენ პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გიორგი გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა გააკეთეს, ანუ სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ჩაუხსნიათ, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, კი, დაწერეს მათ განცხადებები, რომ ისინი პარლამენტში არ აპირებენ შემოსვლას, მაგრამ ეს სია, რომელიც მათ წინასაარჩევნოდ წარადგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არის აქტუალური და აქტიური.

„შესაბამისად, წესს რაც შეეხება, რეგლამენტით დადგენილ პროცედურას, თუკი ერთი სესიის ნახევარზე მეტს გააცდენს კონკრეტული პარტია, მას, რა თქმა უნდა, შეუწყდება მანდატები, მაგრამ ამ ყველაფრის განხილვა და მსჯელობა ხდება სესიის ამოწურვის შემდეგ ათ დღეში. სესიის ნახევრის შემდეგაც თეორიული შანსი არის, ზოგადად, დარჩენილი, რომ შესაძლოა ჩაინიშნოს სესიები და ა.შ. რაღაცნაირად შეივსოს ეს სივრცე. ამიტომ, წესი იქნება ასეთი, ჩვენ დაველოდებით სესიის ბოლოს, იქნება მოკვლევა რა საფუძვლით არ მონაწილეობდნენ ეს დეპუტატები საპარლამენტო სხდომებში, კომიტეტებსა და სესიებში და შემდგომ მოხდება მათი უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგრამ წესის მიხედვით, რადგანაც ჩახსნილი არ აქვს სია გახარიას პარტიას, შემდგომ წევრებზე მოხდება ცესკოს მხრიდან შეთავაზება და მათი, ანუ გახარიას თანხმობის შემთხვევაში უკვე შემდეგი 12 ადამიანი ჩაითვლება გახარიას პარტიიდან იმ წინა 12-ის უფლებამონაცვლედ. ეს შეგნებულად გააკეთა გახარიამ, რა თქმა უნდა, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მას არ შეეწყვიტოს იმიტომ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ყველა იმ პარტიას შეუწყდა, რომლებმაც მთლიანად ჩახსნეს სია ცესკოში და ამით უარი განაცხადეს საბოლოოდ პარლამენტში შემოსვლაზე. ესეც რაღაც გარკვეული ფანდი იყო იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან ფინანსები გახარიას მიეღო“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე-შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს მსხვერპლსა და რადიკალიზაციაზე.

„არ ვიცი, ვინ ვის ხვდება, თუმცა მართლაც ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია და საუბრობს რადიკალიზაციაზე. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვაფიქრებინებს მათზე და ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ საინტერესო არის ცალსახა პოზიცია ზოგიერთი ელჩისა. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს მოძალადე ჯგუფებმა, „ენჯეოების“ და პარტიების მოძალადე ჯგუფებმა როგორ სცადეს რადიკალიზაცია. იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე. არ უშვებდნენ მათ მემორიალთან. ამას ყველაფერს უყურებდნენ ამ „ენჯეოების“ დამფინანსებელი ელჩები და ხმა არ ამოუღიათ. 9 აპრილიდან გავიდა თვეზე მეტი და ერთი დაგმობაც არ გვინახავს დონორებისა, როდესაც მათმა დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ 9 აპრილს მემორიალთან ძალადობის აქტი ჩაიდინეს. ასე რომ, ახლაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ აანონსებენ პროვოკაციებს, აანონსებენ ძალადობას. შესაბამისად, მინდა, ერთი რამე ვთქვა: თუკი რომელიმე „ენჯეო“ გაერევა კიდევ ერთხელ ძალადობაში, პირდაპირ ეს იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ასე რომ, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 ზურაბ ჯაფარიძის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას, ეს არის საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური -დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით, მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც დიპლომატიური მისიის განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური.

„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში -შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას, ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი.

„ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი წუხილიც გამოთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ. განემარტათ, რომ ამ თანამშრომელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შემოვიდეს. თუმცა, ერთი ნიშანდობლივი საკითხი იყო ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში და მივესალმები, რომ საელჩომ მიუთითა ვენის კონვენციის დარღვევაზე. მართალია, აკრედიტებული დიპლომატის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, ვენის კონვენციიდან გამომდინარე არის მასპინძელი სახელმწიფოს ვალდებულება. მიხარია, რომ ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში. ამ პუნქტსაც თუ წაიკითხავენ და შეასრულებენ, ვენიის კონვენციის გარშემო ჰარმონიული თანაარსებობა იქნება. იმ მომენტშივე განიმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, გარკვეული ხარვეზი, მათ შორის, არც ის მოგვერიდა, რომ ბოდიში მოგვეხადა, ვინაიდან იყო ეს ხარვეზი და გამოსწორდა კიდეც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ 21 მაისს ევროკავშირის დელეგაციის წევრს, საიმონ ვანდერბრუკს თბილისის აეროპორტში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მათი განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გადაეგზავნა და საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერად მოიბოდიშა.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორც უწყებაში განმარტეს, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას და საკითხი ამოწურულია.

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7376 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7383 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1061 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა.