Home Blog

“ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!”

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო.

„ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ!
საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?!
უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ რამხელა აგრესიას და ზიზღს ავლენთ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური პრეფერენციების გამო. რამ შეგაძულათ ასე საკუთარი მოსახლეობა? რამ შეგაშინათ ასე საკუთარი ხალხის?
დღეს, თქვენგან განსხვავებით, მშვიდობიანი მიზნით შეიკრიბება უამრავი ადამიანი! მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ერის წინაშე უდიდესი დანაშაული მიგიძღვით და ამ ადამიანების დიდი ნაწილი სრულ ტერორში გყავდათ თქვენი მმართველობის დროს, ჩვენ მაინც ცივილიზებულად მოგექცევით და თქვენსავით კაციჭამიები არასდროს გავხდებით!“ – წერს წილოსანი.

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

თუ გა­ნიც­დით მტკივ­ნე­ულ სიმპტო­მებს, ნუ იჩ­ქა­რებთ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას. ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, დაღ­ლი­ლო­ბის ბრა­ლია და დას­ვე­ნე­ბა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

კურო

დღე იდე­ა­ლუ­რია ტემ­პის შე­სა­ნე­ლებ­ლად. თქვენ გარ­შე­მო არ­სე­ბულ სამ­ყა­რო­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად და მას­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად.

ტყუ­პი

ენერ­გი­ის ძლი­ე­რი ნა­კა­დი, რო­მელ­საც დღეს იგ­რძნობთ, სე­რი­ო­ზულ სა­მუ­შა­ო­ზე უნდა მი­მარ­თოთ. თუ მას უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხებ­ზე და­ხარ­ჯავთ, პრო­დუქ­ტი­უ­ლი დღე ფუ­ჭად და­ი­კარ­გე­ბა.

კირჩხი­ბი

რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, ასე­ვე უც­ნო­ბე­ბის­თვის ნუ ეც­დე­ბით თქვე­ნი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას ნე­ბის­მი­ერ ფა­სად. მა­ინც ვერ შეძ­ლებთ, დრო და ენერ­გია კი ფუ­ჭად და­ი­კარ­გე­ბა.

ლომი

საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ გა­უმკლავ­დეთ იმ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­მე­ლიც დღეს შე­გა­წუ­ხებთ. თქვე­ნი ჰო­ბით და­ი­ვი­წყებთ არა მხო­ლოდ თქვენს პრობ­ლე­მებს, არა­მედ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას.

ქალ­წუ­ლი

დღის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც მარ­ტო­ო­ბა­ში გა­ა­ტა­რეთ. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მრა­ვა­ლი კონ­ფლიქ­ტი, რო­მელ­საც გარ­და­უვ­ლად წა­ა­წყდე­ბით სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას.

სას­წო­რი

რო­დე­საც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ერ­თვე­ბით იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლით, რო­მელ­საც, თქვე­ნი აზ­რით, უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცნენ, დარ­წმუნ­დით, რომ მას ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა და დაც­ვა.

მო­რი­ე­ლი

თუ სა­კუ­თარ თავს და­უ­სა­ხავთ მი­ზანს, არ­სე­ბულ კონ­ფლიქ­ტში გა­ი­მარ­ჯვოთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ თქვენს მი­ზანს, მაგ­რამ ღირს კი დღე­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ენერ­გი­ის ასე უაზ­როდ და, უფრო მე­ტიც, უშე­დე­გოდ ხარ­ჯვა?

მშვილ­დო­სა­ნი

დღეს და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი, მისი უაზ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა კვი­რე­ბის, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი გაგ­რძელ­დეს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ მას­ში ჩაბ­მა.

თხის რქა

მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თავი აა­რი­დოთ ძვი­რად ღი­რე­ბულ შეს­ყიდ­ვებს: იყი­დეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინა­ნებთ და­ხარ­ჯულ ფულს, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან თან­ხას.

მერ­წყუ­ლი

თუ დი­ლით ვინ­მეს გა­ა­ნა­წყე­ნებთ, შუ­ა­დღეს მიხ­ვდე­ბით, რამ­დე­ნად ცდე­ბო­დით და უხე­ში იყა­ვით. ამ შემ­თხვე­ვა­ში, უმ­ჯო­ბე­სია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ი­ხა­დოთ ბო­დი­ში, ვიდ­რე გა­და­დოთ და შე­რი­გე­ბა გა­ა­ჭი­ა­ნუ­როთ.

თევ­ზე­ბი

ეს დღე ხელ­საყ­რე­ლია უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გეგ­მე­ბის და­სახ­ვის­თვის – სულ მცი­რე, რამ­დე­ნი­მე კვი­რის: დღეს თქვენ შეძ­ლებთ მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვროთ რო­გორც თქვე­ნი მი­ზა­ნი, ასე­ვე მისი მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი

კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა

კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გულწრფელი მადლობა უნდა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისა და ნდობისთვის. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად გავლილი ეს წლები, დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში თქვენი ჩართულობა, ყოველი შეხვედრა, ყოველი გზავნილი სოციალური ქსელით, თქვენი მოსაზრებების გაზიარება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ამ მადლიერებას ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ანგარიშვალდებულებით, ღიაობით, სამომავლო ნაბიჯების გაცნობით. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენს წინაშე, ვიყოთ გულწრფელები და ვისაუბროთ არა მხოლოდ გაკეთებულ საქმეებზე, არამედ სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებზე, რომელთა გადასაჭრელად გვაქვს კონკრეტული ხედვა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განცხადებით, ყველაფერს, მათ შორის კულტურას, სჭირდება მხარდაჭერა, წახალისება, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, განკუთვნილია ჩვენი მომავალი თაობისთვის – ახალგაზრდებისთვის, მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, მათი განათლების უზრუნველყოფისთვის, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობისთვის. ძალიან მეამაყება, რომ დღეს ჩვენს ქალაქში ახალგაზრდებისთვის არაერთი სივრცეა, სადაც თავიანთ ნიჭს, შესაძლებლობებს გამოავლენენ და განავითარებენ, ეზიარებიან ხელოვნებას, დაკავდებიან სპორტით, იცხოვრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

მინდა, მივმართო ახალგაზრდებს: თქვენ, რასაკვირველია, ხართ ჩვენი მომავალი, მაგრამ ასევე ხართ აწმყოს აქტიური მონაწილეები. თქვენი ხედვა, იდეები, თქვენი ჩართულობა პროცესებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალაქისა და ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენი კარი ღიაა, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი. თბილისი ის ქალაქია, სადაც ბუმბერაზი ხელოვანები ქმნიდნენ საქართველოს კულტურის საგანძურს. ასეა დღესაც – თბილისი კვლავაც ხელოვნებისა და კულტურის უდიდესი კერაა. შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ამ ქალაქს არასდროს აკლდა, თანამედროვე ფორმებით წარმოჩინდა. ყველაფერს, მათ შორის კულტურას, სჭირდება მხარდაჭერა, წახალისება, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტი კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა თბილისის მერიისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება კი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„კარგად იცით, ჩემთვის რამდენად პრიორიტეტულია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ყველა უბანში, ყველა რაიონში ხელმისაწვდომი ყოფილიყო თბილისელებისთვის სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურა. ყველა დაწყებული პროგრამა გაგრძელდება და გაფართოვდება, უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა განათლების მიღების შესაძლებლობა, კიდევ მეტი მხარდაჭერა ექნება კულტურის სფეროს, გაგრძელდება ახალი პროფესიების დაუფლებისა და დასაქმების ხელშეწყობა. გვიგულეთ თქვენს გვერდით, არ დავიღლებით თქვენს სამსახურში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა, რადგან მათი ჩართულობით დედაქალაქში არაერთი საფეხბურთო სკოლა აშენდა.

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერიის, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლები, ასევე, სპორტსმენები და ახალგაზრდები დაესწრნენ.

რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ერთობლივი განცხადება გავრცელდა

რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით გაერო-ს საგანგებო სხდომის წინ გავრცელდა მთავრობების ერთობლივი განცხადება, რომელშიც რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

განცხადება გავრცელდა ალბანეთის, ანდორას, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, ფიჯის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მოლდოვის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სან მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირისა და ესტონეთის მთავრობების სახელით.

„19 სექტემბერს სამმა რუსულმა გამანადგურებელმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. ისინი ნატო-ს ცაზე 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ღრმად შეაღწიეს ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ესტონეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თითქმის 100 კილომეტრი დაფარეს. ეს საშიში ესკალაციაა. ეს იყო წელს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა. სამი თვითმფრინავი ერთდროულად შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ტალინიდან, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზე იმყოფებოდა. ჩვენ დღეს აქ ვართ, რადგან ეს ინციდენტი ეხება არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ აღმაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ პროვოკაციების უფრო ფართო სქემის ნაწილია. მაშინ როცა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი აგრძელებს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, რუსეთის დაუფიქრებელი ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციას, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან აახლოებს, ასეთი პროვოკაცია ღრმა უპატივცემულობას წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიური და დაუღალავი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღდგენისკენ. ამიტომ ესტონეთმა გადაწყვიტა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. მადლობას ვუხდით საბჭოს თავმჯდომარეს, კორეის რესპუბლიკას სხდომის სწრაფი მოწვევისთვის. ასევე, ვიყენებთ ამ შემთხვევას, რათა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უნდა მოითხოვდეს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვას. ჩვენ ყოველთვის უნდა გავაკრიტიკოთ ასეთი აღმაშფოთებელი ქმედებები გაერო-ს ნებისმიერი წევრის მხრიდან და, მით უმეტეს, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან, რომელსაც აკისრია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. გმადლობთ ყველას ამ მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მარგუს ცაჰკნამ შეხვედრის წინ წაიკითხა.

გაეროს პრინციპები თავდასხმის ქვეშაა, გამოწვევებთან გასამკლავებლად არა მხოლოდ უნდა დავიცვათ გაერო, არამედ უნდა გავაძლიეროთ ის – ანტონიუ გუტერეში

გაერო-ს პრინციპები თავდასხმის ქვეშაა, ისე როგორც არასდროს, გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ გაერო, არამედ უნდა გავაძლიეროთ ის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს შტაბ-ბინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის 2030 წლისთვის დღის წესრიგის მიზანი.

„დღესაც გაერო-ს პრინციპები თავდასხმის ქვეშაა, ისე როგორც არასდროს. ახლა ვიდრე აქ ვხვდებით, მშვიდობიანი მოსახლეობა თავდასხმების სამიზნე ხდება და საერთაშორისო სამართალი გათელილია ღაზაში, უკრაინაში, სუდანსა და მათ მიღმა. ვიდრე აქ ვსაუბრობთ, სიღატაკე და შიმშილი იზრდება, მდგრადი განვითარების პროგრესი კი ჩერდება, პლანეტა ნადგურდება ხანძრებით, წყალდიდობებით და რეკორდული სიცხეებით, რომელიც მძვინვარებს კლიმატურ ქაოსში. ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ მრავალპოლარული მსოფლიოსკენ, მაგრამ მტკიცე, მრავალმხრივი ინსტიტუტების გარეშე. მრავალპოლარულობა რისკის ქვეშაა, როგორც ეს ევროპამ პირველი მსოფლიო ომის დროს ისწავლა. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ გაერო, არამედ უნდა გავაძლიეროთ ის. ეს არის 2030 წლისთვის დღის წესრიგის მიზანი. მომდევნო 80 წლისთვის გამოცდები იქნება როგორც ნაცნობი, ასევე ახლებიც. ბრძოლა გაგრძელდება ომებისა და სიღატაკის წინააღმდეგ. ასევე კლიმატური ქაოსი, უმართავი ტექნოლოგიები, კოსმოსის მილიტარიზაცია და კრიზისები, რომლებიც ჯერ ვერც წარმოგვიდგენია. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად უნდა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენმა დამაარსებლებმა იცოდნენ: ერთადერთი გზა წინ – ერთად ყოფნაა“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 367,1301 გრ. „ალფა-პვპ“.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1549,68 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ შემოიტანა, რომელიც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შეიძინა და შეინახა ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქემ. აღნიშნულმა პირმა ასევე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ. ერთ პირს ასევე ბრალდება 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა) წარედგინა. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო ორის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,თუ ელჩმა ერთი განცხადება გააკეთა, ან ქმედება ჩაიდინა და შემდეგ შეწყვიტა, ე.ი. მას თავისი ქვეყნიდან მიუთითეს, მაგრამ თუ ხანგრძლივად აკეთებს, მიუხედავად ადგილსამყოფელი ქვეყნის მითითებისა, თვითშემოქმედება აღარ არის”- თენგიზ შარმანაშვილი

თუ თქვენ დაინახეთ, რომ რომელიმე ელჩმა ერთი განცხადება გააკეთა, ან რაღაც ერთი ქმედება ჩაიდინა და შემდეგ შეწყვიტა, ე.ი. მას თავის ქვეყნიდან მიუთითეს, მაგრამ თუ ის ერთსა და იმავეს ხანგრძლივად აკეთებს, მიუხედავად ადგილსამყოფელი ქვეყნის მითითებისა, რომ ეს ვენის კონვენციის დარღვევაა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს თვითშემოქმედება აღარ არის, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ძალიან მარტივი ტესტია.

„საკუთარ მაგალითზეც ვიცი და კოლეგებთანაც მქონდა ურთიერთობა, ზოგადად, ვიცნობ სხვა ქვეყნების საელჩოების მუშაობასაც. საელჩოდან ინფორმაცია მხოლოდ ელჩისგან არ მიდის თავის დედაქალაქში. იქ არის უამრავი სხვა უწყება, რომელიც იმავე საკითხზე აგზავნის ინფორმაციას და საკუთარ ანალიზს, რომლის შესახებაც ელჩმა არ იცის. ანუ, ერთი და იმავე საკითხზე სხვადასხვა წყაროებიდან მიდის დედაქალაქში ინფორმაცია. თუ ეს ერთჯერადი შემთხვევაა, შეიძლება თეორიულად მოხდეს, რომ რომელიმე ელჩმა რაღაც პირადი ინიციატივა გამოიჩინოს, რაც ეწინააღმდეგება მისი ქვეყნის პოლიტიკას, მას ამაზე მიუთითებენ და ის ამას აღარ გაიმეორებს. მაგრამ, მთავარი წესი და მაჩვენებელი იმისა, რომ ეს არ არის თვითშემოქმედება, არის ის, როდესაც შენ ამას ხანგრძლივად აკეთებ, ამაზე არავინ მიგითითებს შენი ქვეყნიდან და ამას აგრძელებ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველივე შენი მოქმედების შემდეგ ამას შეგაწყვეტინებდა შენივე ქვეყანა და შენივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამიტომ, ტესტი მარტივია. თუ თქვენ დაინახეთ, რომ რომელიმე ელჩმა ერთი განცხადება გააკეთა, ან რაღაც ერთი ქმედება ჩაიდინა და შემდეგ შეწყვიტა, აღარ გააგრძელა, ე.ი. მას თავის ქვეყნიდან მიუთითეს, მაგრამ თუ ის ერთსა და იმავეს ხანგრძლივად აკეთებს, მიუხედავად ადგილსამყოფელი ქვეყნის მითითებისა, რომ ეს ვენის კონვენციის დარღვევაა და ის მაინც თავისუფლად აგრძელებს ასეთ საქმიანობას, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს თვითშემოქმედება აღარ არის. ეს ძალიან მარტივი ტესტია“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

 ,,დღეს ყველამ უნდა გაიხსენოს წარსულის რთული გაკვეთილები და აირჩიოს სწორი გზა”-ანალენა ბერბოკი

ქვეყნები განადგურებულია, 70 მილიონზე მეტი დაღუპული, ორი მსოფლიო ომი ერთ თაობაში, ჰოლოკოსტის წარმოუდგენელი საშინელება და 72 ტერიტორია, რომელიც ამ დრომდე კოლონიალიზმის ქვეშ იმყოფება, ეს იყო ჩვენი მსოფლიო 80 წლის წინ. სასოწარკვეთილი მსოფლიო, იმედის ნაპერწკალს ეჭიდებოდა, მამაცმა ლიდერებმა იმედი გაერო-ს ქარტიის საშუალებით მოგვცეს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ბერბოკმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს ყველამ უნდა გაიხსენოს წარსულის რთული გაკვეთილები და აირჩიოს სწორი გზა.

„ჩვენ ბებიებსა და ბაბუებს გააჩნდათ ჰუმანურობა, ღირსება და გავბედავ ვთქვა, გონიერება, რათა გვერდით გადაედოთ უთანხმოება, საკუთარი ინტერესები, წყენა და ემუშავათ ერთობლივად. ჩვენ კი, გზაჯვარედინზე აღმოჩენისას ისინი გვიჩვენებენ გზას, იმედის გზას. იმედი არ არის ბრმა ოპტიმიზმი, ის არ არის გარანტია, რომ ყველაფერი გამოვა. ეს არის ღრმა რწმენა, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით, მიუხედავად იმისა, მივაღწევთ თუ არა წარმატებას. ახლა, მართლაც რთული დროა. ჩვენ ასეთ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ვხედავთ ბავშვებს მშობლების გარეშე, რომლებიც ეძებენ საკვებს ღაზის რაიონებში, უკრაინაში მიმდინარე ომს, სექსუალურ ძალადობას სუდანში, ჰაიტიში ბანდ-დაჯგუფებებს, რომლებიც ხალხს ატერორებენ, გაუფილტრავ სიძულვილს ინტერნეტში და წყალდიდობებსა, გვალვებს მთელ მსოფლიოში. ასეთი მსოფლიოა გათვალისწინებული ჩვენ ქარტიაში? ჩვენ რთული გაკვეთილები თავიდან უნდა ვისწავლოთ.

დღეს არ ვზეიმობთ, არამედ ვიხსენებთ რთულ გაკვეთილებს და ვიკრებთ სიმამაცეს, რომ კიდევ ერთხელ ვიპოვოთ იმედი, შეგუების ნაცვლად. ავირჩიოთ სწორი გზა, არა რაიმე გარანტიების გამო, არამედ იმ რწმენით, რომ ეს სწორია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ სწორი გზა, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია. ვიყოთ უკეთესები ერთად არა იმიტომ, რომ გასული 80 წელი იდეალური იყო, არამედ, იმიტომ რომ ამ 80 წლის განმავლობაში ვცდილობდით. ეს შენობა არის მონუმენტი უკეთესი მომავლისთვის ჩვენი ერთობლივი იმედებისა. დიახ, ჩვენ გვქონდა უთანხმოება, ვიბრძოდით, მაგრამ ასევე ვიმარჯვებდით. სწორედ ამიტომ, ამ სესიის თემატიკაა ერთად უკეთესია. ჩვენი ვალდებულებაა მომდევნო 80 წლისთვის, რომ არამხოლოდ ვიმედოვნოთ, რომ პრობლემები გაქრება, არამედ ვიპოვოთ ძალა მათთან გასამკლავებლად. ერთად უკეთესად ვიმოქმედოთ იქ, სადაც რთული ასარჩევია. ჩვენ გვმართებს ეს ხალხისთვის, ვინც არ ნებდება ომის ყველაზე მძიმე წუთებშიც“, – განაცხადა ბერბოკმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 23 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7258 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7258 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7405 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0147 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.

თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 350 მლნ. ლარის ობლიგაციები განათავსა

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” (GHG) ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებულიყველაზე მსხვილი ადგილობრივი ემისია განახორციელა და 350 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა.

ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა დღიური არაკუმულაციური რთული TIBR + 3.75% – ით, ხოლო ვადა 5 წლით. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ემისიას სოციალური ობლიგაციების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მოზიდულ თანხებს კომპანია სოციალური პროექტების დაფინანსებისა და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა – ემისიაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა კომერციულმა ბანკებმა და საპენსიო ფონდმა, ასევე, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა: საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB).

“თიბისი კაპიტალსა და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს” შორის პირველი თანამშრომლობა წარმატებით შედგა. მოხარული ვარ, რომ ერთობლივად შევძელით საქართველოს კაპიტალის ბაზრის ისტორიაში უმსხვილესი ლარში დენომინირებული ადგილობრივი ემისიის განხორციელება. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ობლიგაციების მიმართ ქვეყანაში ინტერესი სულ უფრო იზრდება, რაშიც თიბისი კაპიტალიც აქტიურად არის ჩართული. ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც არამხოლოდ ინვესტორებისთვისაა საინტერესო, არამედ ეკონომიკის მდგრად ზრდაზეც აისახება. დარწმუნებული ვარ, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მიერ ამ მასშტაბის სოციალური ობლიგაციების ემისია შექმნის ახალ სტანდარტს კაპიტალის ადგილობრივ ბაზარზე და გახსნის გზას მსგავსი ტრანზაქციებისთვის მომავალში”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან” ერთად, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ახალი ისტორიული ტრანზაქცია განხორციელდა. ეს ტრანზაქცია აჩვენებს, თუ რამდენად მზარდია ინვესტორების დაინტერესება სოციალური და მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტების მიმართ და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აღნიშნულ ტრანზაქციაზე ინვესტორთა მაღალი ინტერესი კომპანიის სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი ნდობის ნათელი დადასტურებაა. გალტ & თაგარტისთვის პრიორიტეტია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან გრძელვადიან ეფექტს როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. გვჯერა, რომ მომავალშიც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფთან“ ერთად არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, – ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„ეს მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ქვეყნის კაპიტალის ბაზრისთვის – პირველად განხორციელდა ასეთი მასშტაბის ლარის ობლიგაციების ემისია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს – „გალტ & თაგარტს“, „თიბისი კაპიტალს”, საპენსიო ფონდს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და ადგილობრივ ბანკებს. აღსანიშნავია ინვესტორთა მაღალი ინტერესი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის სტაბილურობასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას. მოზიდული რესურსი მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებასა და არსებული სესხების რეფინანსირებაზე, რაც ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ მომავალშიც იქნება ის ორგანიზაცია, რომელიც შექმნის ახალ სტანდარტს და განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების ხელშეწყობას“ – ირაკლი გოგია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ჯანდაცვის სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია ქვეყანაში და მოსახლეობას სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს  სთავაზობს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 4 ძირითადი მიმართულებით საქმიანობს და ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს: 50 საზოგადოებრივ ჰოსპიტალსა და პოლიკლინიკას, უმსხვილეს ლაბორატორიას სამხრეთ კავკასიაში და 4 ათასამდე ექიმს.

R

გახარია და პოლიტიკური კორუფცია ძალიან ახლოს მდგარი ცნებებია – ირაკლი კობახიძე

გახარია და პოლიტიკური კორუფცია ძალიან ახლოს მდგარი ცნებებია – ასეთ ფონზე არც სხვა ტიპის კორუფცია არ გამიკვირდებოდა, თუმცა უნდა დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ქონებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, გიორგი გახარია გარე დაკვეთებს ასრულებს.

„ზოგადად, გახარია და კორუფცია ძალიან ახლოს მდგარი ცნებებია. პირველ რიგში, ვგულისხმობ პოლიტიკურ კორუფციას. ეს ადამიანი ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ გარე დაკვეთებს ასრულებს. ეს არის სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური კორუფცია. ასეთ ფონზე არც სხვა ტიპის კორუფცია არ გამიკვირდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. არ მაქვს უფლებამოსილება, რომ ასეთ საკითხებზე პოლიტიკური კომენტარი გავაკეთო,“ – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ელის, თუ არა რომ კორუფცია ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც გამოვლინდება, პრემიერი პასუხობს, რომ „ეჭვები შეიძლება მხოლოდ გამოძიებას ჰქონდეს“.

„რაც შეეხება დაჭერებს – ეს არ არის საქართველოს მთავრობის პრეროგატივა, ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივა. თუ რაიმე კითხვები გექნებათ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის უწყებას. მე ვერავისზე ვერავითარი ეჭვი ვერ მექნება. ეჭვები შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ გამოძიებას და მიმართეთ მას ყველა თემასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება პრინციპულია.

„ოპოზიცია ტრაგიკულად უყურებს ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მუდმივად აკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა. ამ დროს, თქვენ ხედავთ ფაქტებს. ფაქტი არის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველას მოვუწოდებთ, ჩახედონ აქტებს, რომელიც გამოიცა ამ ერთ წლის განმავლობაში და თუ სადმე კითხვის ნიშანი ექნებათ, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. არავითარი შეკითხვებიც კი არ არსებობს, მთავრობა მუშაობს არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ სუფთად. პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანად აღკვეთა, აბსოლუტურად გამჭვირვალეა შესყიდვები და ა.შ. ყველას შეუძლია ყველაფერს ჩახედოს. ჩვენ წელიწად-ნახევარში დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ, არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ ბოლომდე სუფთად ვიმუშაოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ გომელაურს დღეს არავითარი ფუნქცია არ აქვს პოლიტიკურ გუნდში – ჭორაობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ – ირაკლი კობახიძე

ჭორაობაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ვახტანგ გომელაურს დღეს არავითარი ფუნქცია არ აქვს პოლიტიკურ გუნდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გომელაური არ არის ჩართული არც პოლიტიკური გუნდის და არც ხელისუფლების საქმიანობაში.

„როგორც მოგეხსენებათ, მან მიიღო გადაწყვეტილება გუნდის დატოვების თაობაზე, შესაბამისად, არავითარი ფორმით არ არის ჩართული არც პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში და არც ხელისუფლების საქმიანობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სუს-ის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს „მაკონტროლებლად დაუნიშნა“.

32 წელი ბაბუშერას ტრაგედიიდან

დღეს, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი, დაღუპულთა საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

ბაბუშერაში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, მოხალისეთა ორგანიზაციის- ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.

”დღეს, კიდევ ერთხელ მინდა, სამძიმარი ვუთხრა დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. გმირების სახელები უკვდავყოფილია. აქ, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, გადმოსვენებულია სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული და იმ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი თანამებრძოლების ნეშტები. ესეც უდიდესი ჩართულობა იყო, როგორც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე წითელი ჯვრის შემადგენლობის. თითოეულ მათგანს მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენი გმირების ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს… ეს ადგილი კიდევ ერთი სიმბოლიკაა იმის, რომ ერთად ყოფნას, ერთად ბრძოლას, ყოველთვის აქვს აზრი და ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფი 100-ზე მეტი მგზავრიდან, მხოლოდ 20-მდე პირი გადარჩა, დანარჩენი კი _დაიღუპა. მათი ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან, ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა; 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში, უგზო -უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, ბაბუშერას ძმათა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა სამარხების გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება. გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ბაბუშერას ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები, დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა იდენტიფიცირებისა და მათი გადმოსვენებისათვის, სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა კვლავ გრძელდება.