9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

0
spot_img

ვერძი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია თქვენი უყურადღებობის ან დაბნეულობის გამო. ერიდეთ გადაღლას და გაუმართლებელ რისკს, რათა პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შანსი არ დაკარგოთ. დროა, ღრუბლებში ფრენა დაასრულოთ, რომ დაწყებული საქმეების დროულად დასრულება შეძლოთ. რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ და ჩანაფიქრის განხორციელება გაგიადვილდებათ.

კურო

თამამად წადით მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე – დღეს რთულ საკითხებს კარგად მოაგვარებთ და კომპრომისის გზებს იპოვით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, როცა მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილი იქნება. ნუ ეცდებით მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ – თუ რაღაც არ გამოდის, ჯობია, საქმე სამომავლოდ გადადოთ. გადაღლამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ დროდადრო, უნდა შეისვენოთ.

ტყუპები

გათავისუფლდით ძველისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და მისი ადგილი ახალს და საინტერესოს დაუთმოთ. თავიდან გაიაზრეთ თქვენი მიზანი და სწორ სტრატეგიაზე დაფიქრდით. შეეცადეთ, სიტუაციას კი არ მიჰყვეთ, არამედ მისი მართვა მოახერხოთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში გულწრფელობას მოერიდეთ, რადგან თქვენი აღსარება შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს.

კირჩხიბი

ამ დღეს მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, ამიტომ შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. სავარაუდოდ, პრობლემები იქ გაჩნდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით, ამიტომ სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. მომგებიანი შეკვეთა ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მაცდური შეთავაზება გელით. თუ შემთხვევით მეგობრის საიდუმლო გაიგეთ, არავის გაუმხილოთ, თორემ პრობლემებს შეიქმნით.

ლომი

ამ დღეს საკუთარ თავს უარს ვერაფერზე ეუბნებით. ეცადეთ, ფული ისეთი საქმისთვის გაიღოთ, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ნაყოფიერ და ემოციებით სავსე დღეს გპირდებათ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც ვერ დაასრულებთ და თაროზე შემოდებთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, რომლებიც დიდ დროს დაგაკარგვინებთ.

ქალწული

მომატებული ემოციური ფონის გამო უმცირესი წინააღმდეგობა გაღელვებთ და თავის გაკონტროლება გიჭირთ. თუ ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით შეხედავთ, ეს თქვენს საქმეებზე უარყოფითად აისახება. ახალი ვალდებულებები ახალ პერსპექტივებს მოგიტანთ. ეს შეიძლება იყოს ხელის თხოვნა, პროფესიული საქმიანობის გაფართოება, კარიერული წინსვლა და ა.შ. ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გეგონოთ, რომ გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება.

სასწორი

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დილა აქტიურად დაიწყოთ – დილის ვარჯიში და კონტრასტული შხაპი საქმიან განწყობას შეგიქმნით. გირჩევთ, დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას მოერიდოთ და თქვენი უშუალო მოვალეობები შეასრულოთ. თუ მოინდომებთ, საკუთარი განსწავლულობით ნებისმიერ თანამოსაუბრეს გააოცებთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ გამოცდები წარმატებით ჩააბაროთ და მოლაპარაკებაზე სასურველი შედეგი მიიღოთ.

მორიელი

აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით და შეწყვიტეთ ექსპერიმენტების ტარება. დროა, დიდი ხნის წინ, ახლობელ ადამიანთან დაწყებული უთანხმოება დაძლიოთ, თუ საჭიროა, ბოდიში მოიხადოთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. გაციების რისკი იზრდება, გარეთ გასვლას მოერიდეთ და იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნეთ.

მშვილდოსანი

საქმემ რომელიც სრულიად უიმედო გეგონათ, შეიძლება შემოსავალი მოგიტანოთ. მცირე უსიამოვნებები მიზნის მიღწევაში ხელს ვერ შეგიშლით. გირჩევთ სამსახურის საქმეები შესახებ ცოტა ხნით დაივიწყოთ და დასვენების დღე საკუთარ სიამოვნებას დაუთმოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სირთულეების მიუხედავად, საკუთარ გეგმებზე უარი არ თქვათ. გაუზიარეთ საკუთარი იდეები პროფესიონალებს და შეიძლება მათგან სასარგებლო რჩევა ან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღოთ. შეეცადეთ, რეალისტი იყოთ და არ დადოთ დაპირებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. ქალებს ვურჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ – ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა.

მერწყული

რთული და გამოწვევებით სავსე დღეა. ახლობელ ადამიანებს თქვენი არ ესმით და თქვენს იდეებს არ ეთანხმებიან. მოერიდეთ კამათის დაწყებას, რადგან ეს, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სასურველია, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და საღამო მშვიდ გარემოში, განმარტოებით გაატაროთ, მით უმეტეს, რომ ახალს და საინტერესოს ვერაფერს გაიგებთ.

თევზები

ამბავი, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ეცადეთ, სიახლეები მშვიდად მიიღოთ და მოვლენების განვითარება არ დააჩქაროთ. შესაძლოა, უსარგებლო ნივთებზე მეტისმეტად ბევრი ფული დახარჯოთ, ამიტომ ჯობს, შოპინგი სამომავლოდ გადადოთ და საყოფაცხოვრებო საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ეს სიტუაციის სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ.