,,9 მაისს დონალდ ტრამპის რუსეთში ჩასვლაზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს”- დიმიტრი პესკოვი

3
spot_img

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობის შესაძლებლობაზე.

პესკოვის თქმით, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის რუსეთში ჩასვლაზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა მითითება მისცა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან, არ დაესწრონ 9 მაისის აღლუმს მოსკოვში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, გამოხატონ სოლიდარობა უკრაინის მიმართ.