
ვერძი
პლანეტების განლაგება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ. ნუ გაფლანგავთ ენერგიას წვრილმანებზე და ყველაზე მთავარი ამოცანისკენ მიმართეთ. ეცადეთ, რომ პირად ურთიერთობებში არა მხოლოდ ვნება, არამედ მეფური დიდსულოვნებაც გამოავლინოთ. გირჩევთ, საღამოს ოჯახის ლიდერის როლი ოჯახის კეთილშობილი წევრის როლით შეცვალოთ – ეს ურთიერთობებში ჰარმონიას აღადგენს.
კურო
სტაბილურობისკენ სწრაფვა თქვენს მთავარ უპირატესობად იქცევა. მაშინ, როცა სხვები ჩქარობენ და რისკავენ, თქვენ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ და პოზიციებს იმყარებთ. ხელსაყრელი დღეა მიწასთან მუშაობის, ფინანსური საქმეების მოგვარებისა ან ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც სიმშვიდის განცდას განიჭებთ. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ პრინციპით — „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“.
ტყუპები
ამ დღეს თქვენი სიტყვები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. თქვენ შეიძლება ძველი კონფლიქტი მოაგვაროთ და გახდეთ ხიდი ადამიანებს შორის. მოულოდნელმა ზარმა ან ხანმოკლე მგზავრობამ შეიძლება გაცილებით მეტ სარგებელი მოგიტანოთ, ვიდრე წლების მანძილზე დაგეგმილმა საქმემ. ერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და სახიფათო თავგადასავლებს, რომლებიც პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანთ.
კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი ინტუიცია ზუსტი გზამკვლევივით იმუშავებს, განსაკუთრებით კი იმ საკითხებში, რომლებიც სახლსა და ოჯახურ ბიუჯეტს ეხება. გირჩევთ ეს დღე ოჯახური იდილიის შექმნას დაუთმოთ – მოამზადეთ საყვარელი კერძი, გამოაცხვეთ ნამცხვარი და საყვარელ ადამიანებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეთ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ.
ლომი
თქვენი ქარიზმა და თავდაჯერება წარმოუდგენელ სიმაღლეებს აღწევს და ახალ ადამიანებსა და ახალ შესაძლებლობებს იზიდავს. იდეალური დროა საკუთარი უნარების გამოვლენისა და დამსახურებული აპლოდისმენტების მისაღებად. ეცადეთ თითოეულ პრობლემას გონივრულად მიუდგეთ და საჭიროების შემთხვევაში, კომპრომისი იპოვოთ. არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ სინათლე მათ, ვინც თქვენს ჩრდილშია.
ქალწული
თქვენი გამჭრიახობის დამსახურებით სახლში და სამსახურში ყველაზე დახლართული კვანძების გახსნას შეძლებთ. იდეალური დღეა ისეთი საქმისთვის, რომელიც სიზუსტეს მოითხოვს. არც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაივიწყოთ, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ამ მხრივ პრობლემები გაჩნდა. თქვენი პრაქტიკული რჩევა შეიძლება ვინმესთვის ნამდვილი სამაშველო რგოლი აღმოჩნდეს, ამიტომ დახმარება არ დაიზაროთ.
სასწორი
ამ დღეს პლანეტები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თქვენი პიროვნული ღირსებები პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს და ახალ ნაცნობობას მოგიტანთ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ და თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.
მორიელი
სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა საშუალებას გაძლევთ გარშემო მყოფების ნამდვილი მიზნები და მოტივები ამოიცნოთ. ენდეთ შინაგან ხმას — ის დაგეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და სწორად გათვლილი გადაწყვეტილება მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ უსარგებლო ნივთებისგან, მავნე ჩვევებისგან და უსარგებლო კავშირებისგან გათავისუფლდეთ.
მშვილდოსანი
თვალსაწიერის გაფართოების დროა — ახალი წიგნი, საინტერესო საუბარი ან შემთხვევით მოსმენილი ინფორმაცია შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცეს და ბრწყინვალე იდეამდე მიგიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ოპტიმიზმი იღბალს იზიდავს. თუ შეცდომებს არ დაუშვებთ, საკუთარი ძალების რწმენა ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ.
თხის რქა
ამ დღეს შეიძლება თქვენი ხანგრძლივი და მძიმე შრომის ნაყოფი მოიწიოთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან – ახლა — შედეგების შეჯამებისა და წარმატების გამყარების დროა. ნუ გაჩერდებით —მომავალი გამარჯვებისთვის საფუძველი ახლა უნდა ჩაყაროთ. ყურადღებით მოუსმინეთ ოჯახის უფროსი წევრის რჩევას და შეიძლება ძველი პრობლემის გამოსავალი იპოვოთ.
მერწყული
ეს დღე ხელსაყრელია მეგობრული ურთიერთობებისთვის, ერთობლივი პროექტებისთვის და ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც სხვა ადამიანების სასიკეთოდაა მიმართული. პარტნიორებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გართულებები. ეცადეთ, ხელშეკრულების პირობები არ დაარღვიოთ. მოერიდეთ დავას, რომელმაც შეიძლება პრინციპული დაპირისპირება გამოიწვიოს.
თევზები
ამ დღეს შინაგანი ხმა გიკარნახებთ, სად უნდა გამოიჩინოთ სიმტკიცე, ხოლო სად უნდა დათმოთ. ხელსაყრელი დღეა განმარტოების, შემოქმედებითი საქმიანობისა და სულიერი პრაქტიკისთვის. გირჩევთ, საკუთარი შიშებისა და განცდების შესახებ უახლოეს ადამიანს უამბოთ – მისი რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.