7 ივნისის ამინდი საქართველოში

25
spot_img

7 ივნისს ქუთაისში +32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწივმებს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში ნალექიანი დღეა. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმს დღისით +31 იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

წვიმიანი იქნება დღე გორში. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს. დღე +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +24, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +33 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.