ვერძი
ყოველმხრივ ნაყოფიერი დღეა. პროფესიულ თუ ოჯახურ საქმიანობას თავს შესანიშნავად გაართმევთ და დასვენების დროც დაგრჩებათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მაცივარი სავსე იყოს, რადგან უახლოეს დღეებში შესაძლოა, მაღაზიაში წასვლის დრო არ დაგრჩეთ. სასიხარულო სიახლე განწყობას აგიმაღლებთ. ნუღარ ფიქრობთ წარსულის შეცდომებზე – ახლა თვითკრიტიკა ვერაფერში დაგეხმარებათ.
კურო
ზოგჯერ იმაზე უნდა იფიქრეთ, რაც თქვენ გსურთ და არა სხვას. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც სწორ მიმართულებას დაგანახვებთ. შესაძლოა ახალი შესაძლებლობები და შეთავაზებები გაჩნდეს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და ფინანსურად მოგებიან საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
ტყუპები
ბრობები და დაბრკოლებები შეიძლება დილიდან წარმოიშვას. სირთულეების დასაძლევად გამძლეობა და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცვლილებების არ შეგეშინდეთ და მათში დადებითი მხარეები დაინახოთ. საღამოს მოულოდნელი საუბარი გელით. შესაძლოა ისეთ ადამიანთან მოგიწიოთ ურთიერთობა, რომელიც არ მოგწონთ, მაგრამ ეცადეთ, თქვენი დამოკიდებულება ვერავინ შენიშნოს.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი საქმიანობისა და მედიტაციისთვის. მიეცით გასაქანი ფანტაზიას, გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ზოგი სურვილი ახდეს. ამ დღეს მხოლოდ სასწრაფო და გადაუდებელი საქმეები აკეთეთ და ეცადეთ, მუშაობა ადრე დაასრულოთ. ნუ ელით, რომ პრობლემებს ვინმე მოგიგვარებთ, თუ სასიკეთო ცვლილებები გსურთ, თავად უნდა იმოქმედოთ.
ლომი
დროა, დაუმთავრებელი საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ და სასურველ შედეგამდე მიიყვანოთ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური მუშაობისა და სპორტული აქტივობებისთვის. ეცადეთ, ეს დღე საინტერესო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, ვინც ოპტიმიზმით აგავსებთ. შეზღუდეთ უსარგებლო ურთიერთობები – არაკეთილსინდისიერ ადამიანებზე დასაკარგი დრო არ გაქვთ.
ქალწული
უმჯობესია, რომ 3 დეკემბერს ყველაფერი მშვიდად და აუჩქარებლად აკეთოთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოგეპაროთ და ყველაფერი გააფუჭოთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და კონკურენტები მხარდამჭერებად აქციოთ. ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის.
სასწორი
მოემზადეთ იმისთვის, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დროდადრო დაბრკოლებები გამოჩნდება, ამიტომ სხვა გზების ძებნა მოგიწევთ. ეცადეთ, გარშემო მყოფ ადამიანთა შორის მოკავშირეები იპოვოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ორმხრივ სასარგებლო თანამშრომლობა დაიწყოთ. ოპონენტზე ზეწოლას ერიდეთ და ეცადეთ, მის მიმართ მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ. ფინანსურ საკითხებში არ გარისკოთ, ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე – იმუნიტეტის გაძლიერების დროა.
მორიელი
უმჯიბესია, ამ დღეს გარედან დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და პროცესების მიმდინარეობაში არ ჩაერიოთ. საკუთარი და სხვისი საიდუმლო არ გაამხილოთ, რადგან ეს მეგობრებს დაგაკარგვინებთ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს. შეძენილი ნივთები შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს, რაც სტრესს და იმედგაცრუებას გამოიწვევს. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში და მოერიდეთ საეჭვო შეთავაზებებს.
მშვილდოსანი
შეეცადეთ, გამონახოთ დრო საყვარელი ადამიანებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. დამშვიდდით, მალე ოჯახთან დავა და უთანხმოება უკან დარჩება და მშვიდობა დამყარდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გიზიდავთ. ამ დღეს უმჯობესია შოპინგზე უარი თქვათ. დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ – ამ დღეს უმჯობესია სიტუაციის განვითარებას დააკვირდეთ.
თხის რქა
ნუ ინერვიულებთ, თუ რაღაც არ გამოგდით, შეცდომები ყველას აქვს. თანამოსაუბრე ფრთხილად შეარჩიეთ, თორემ მთელი დღე გაუთავებელი წუწუნის მოსმენა მოგიწევთ. დაეხმარეთ მხოლოდ მათ, ვისაც დახმარება ნამდვილად სჭირდება. მოერიდეთ სხვისი მოვალეობების შესრულებას. რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა ენდოთ.
მერწყული
მეგობრებთან, ნათესავებთან ან კოლეგებთან ურთიერთობის მოგვარება მოგიწევთ. ამ დღეს თანამშრომლობა, თანადგომა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. დღის მეორე ნახევარი აქტიური და ნაყოფიერი იქნება, ამიტომ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება ამ დროს უნდა დაგეგმოთ. უცნაურია, მაგრამ ამ დღეს სპონტანურობა უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე საგულდაგულოდ შედგენილი გეგმა. იმპროვიზაციის და ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ. ყველაფერი კარგია, რაც მიზანთან დაგაახლოებთ.
თევზები
თუ სწორი მიმართულებით მოძრაობაში რაღაც ხელს გიშლიდათ, დღეს ეს დაბრკოლება გაქრება. ეცადეთ მეტი კეთილი საქმე აკეთოთ, დაეხმარეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ პრობლემებს მანამდე უნდა გაუმკლავდეთ, სანამ ცხოვრების მძიმე ტვირთად გექცევათ. გამორიცხული არ არის, ამ დღეს რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.