3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

201
spot_img

ვერძი

ამ დღეს კოლეგებთან საერთო ენის პოვნას და საქმიანი ურთიერთობის დამყარებას ადვილად შეძლებთ. ეს თქვენს პოზიციებს გააძლიერებს და შესაძლოა, კარიერულ წინსვლაშიც კი დაგეხმაროთ. აქტიური და ენერგიული ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, ხელსაყრელ შედეგს მიაღწიოთ. შეეცადეთ, ყველა ის შეცდომა გამოასწოროთ, რომელიც უახლოეს წარსულში დაუშვით.

კურო

კუროსთვის დღის პირველი ნახევარი ძალიან აქტიური იქნება, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და შეცდომების გამოსარიცხად ყველა საბუთი გადაამოწმოთ. მაღაზიებში სიარულისა და შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში. შეეცადეთ, მეტი უსმინოთ, ვიდრე ისაუბროთ.

ტყუპები

ამ დღეს სიზარმაცისა და ცუდი განწყობის შემოტევებს უნდა გაუმკლავდეთ. ყურადღება არ მოადუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი პროექტის განხორციელების დროს ფინანსურ მოგებაზე მეტი იფიქროთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი დასრულებაც დღეს შეგიძლიათ. მოგვიანებით, ამისთვის საკუთარ თავს მადლობას ეტყვით.

კირჩხიბი

რთული, ემოციურად დაძაბული დღეა. კოლეგასთან ან მეგობართან უწყინარი საუბარიც კი შეიძლება კამათში ან ჩხუბში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ და მთელი ყურადღება მუშაობაზე გადაიტანოთ. თუ მონათესავე სულს ეძებთ, 3 აპრილს შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ – ზედმეტმა მუშაობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ლომი

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ – ღონისძიებებს დაესწარით და საქმიან ადამიანებს შეხვდით. ზოგი მათგანი შეიძლება მომავალი პროექტების განხორციელებაში დაგეხმაროთ და მფარველობა გაგიწიოთ. რისკების და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ. თქვენთვის ხელსაყრელი გარემო და კეთილგანწყობილი ადამიანები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული

პიროვნული ხიბლისა და კეთილგანწყობის წყალობით ნებისმიერ შეკრებაზე ყურადღების ცენტრში მოექცევით. ეცადეთ, ეს უპირატესობა პროფესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის მიღებისთვის გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პრინციპულად იმოქმედოთ, რისკისა და ახალი გარემოებების არ შეგეშინდეთ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი აზრები და მოთხოვნები სწორად, მკაფიოდ და გასაგებად გამოხატოთ და კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.

სასწორი

მკაფიოდ შედგენილი სამოქმედო გეგმა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. საკუთარი წარმატებების რეკლამირების ნუ მოგერიდებათ. შესაძლოა, ისეთი ადამიანის ყურადღება მიიქციოთ, რომელიც მომავალში თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდება. ნუ გადაიღლებით, თორემ შეიძლება დღის ბოლოს თავი შეუძლოდ იგრძნოთ.

მორიელი

რთული, ემოციებით დატვირთული დღისთვის უნდა მოემზადოთ. დღის განმავლობაში უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ. მთავარია, ემოციებისგან გათავისუფლდეთ და პრობლემებს ცივი გონებით შეხედოთ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მშვილდოსანი

გსურთ, რომ საკუთარ თავს და ახლობლებს ასიამოვნოთ, მაგრამ ხვდებით, რომ ახლა ამისთვის საუკეთესო დრო არაა. პოზიტიური ემოციების წყურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რომელსაც მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

დღის მეორე ნახევარი ტრავმების თვალსაზრისით საშიშია, ფრთხილად უნდა იყოთ.

თხის რქა

ამ დღეს სწრაფად მოქმედება მოგიწევთ, რათა ყველაფერი დროულად დაასრულოთ. ენერგიით სავსე ხართ, რაც ამოცანების შესრულებაში გეხმარებათ. გაუზიარეთ თქვენი გეგმები და იდეები მეგობრებს და შესაძლოა, საიმედო მოკავშირე იპოვოთ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

მერწყული

დროა, საქმეები, რომლებიც ყველაზე მაღალ თაროზე შემოაწყვეთ და დაივიწყეთ, ჩამოიღოთ და დაასრულოთ. ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთულ ამოცანებს გაუმკლავდეთ. გირჩევთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მოისმენთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უკეთეს შედეგს მოიტანს. სამსახურის შემდეგ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო ემოციების გარდა, სარგებელსაც მოგიტანთ – შეიძლება მათი დახმარებით მტკივნეულ პრობლემასთან გამკლავების გზა აღმოაჩინოთ. თუ შესაძლებელია, ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ.