ვერძი
საზოგადოებაში გარეგნულად დაძაბული ფონისა და შფოთვითი განწყობის მიუხედავად, იგრძნობთ სიცოცხლისუნარიანობის მატებას, სურვილს არა მხოლოდ თავად დატკბეთ ცხოვრებით, არამედ გარშემო მყოფებიც გაახალისოთ. თქვენი ქარიზმა იზრდება, სხვების ყურადღებას იქცევთ, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პროექტების პოპულარიზაციისთვის. შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ შვილებს ან გაატაროთ დრო მეგობრებთან ერთად! გამოიყენეთ ეს კვირა მაქსიმალურად და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით.
კურო
ენერგია საკმარისზე მეტი გაქვთ, მოიმატებს ენერგიული აქტივობის წყურვილი. იმისთვის, რომ არ ჩაგთვალოთ ექსცენტრიკულ ადამიანად, უმჯობესია მოიქცეთ უფრო მოკრძალებულად და არ ჩაიცვათ “ერთდროულად ყველაფერი საუკეთესო” ერთად! გარშემო მყოფები მზად არიან მოგისმინონ და განიხილონ თქვენი თვალსაზრისი ამა თუ იმ პროცესზე. თქვენი ენამახვილობაც მოიმატებს და შეგიძლიათ ეს კარგად გამოიყენოთ – მაგალითად, სასარგებლო ნაცნობობის გასამყარებლად ან ურთიერთობის დამყარებისთვის მასთან, ვინც დიდი ხანია მოგწონთ.
ტყუპი
ვარსკვლავების განლაგება ისეთია, რომ მშვიდი ცხოვრება მალე არ დადგება, ნაცნობები და კოლეგები საკუთარ თავს გამუდმებით შეგახსენებთ. მოემზადეთ გაუთვალისწინებელი დაბრკოლებებისთვის, სხვა ადამიანების განსჯისთვის. კვირა შესაფერისია ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად, სხვადასხვა მოხსენების შევსებისა და დოკუმენტების ხელახალი განხილვისთვის. ამ შაბათ-კვირას იდეალური იქნება დასვენება: გადადეთ არასაჭირო საქმეები და, თუ ეს შესაძლებელია, პასიურად დაისვენეთ ან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, ბუნებაში სახეტიალოდ.
კირჩხიბი
კვირა მდიდარია რთული და გარდამტეხი მოვლენებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მზად იქნებით ბევრი რამ გააკეთოთ მაღალი სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად. მდიდრული ნივთებისა და ძვირად ღირებული ბრენდების ფლობის სურვილი გაგაგიჟებთ, მაგრამ თავს ნუ დაკარგავთ, თქვენი დანაზოგი მალე გამოგადგებათ! თუ მოულოდნელად გაგიჩნდათ გადაუდებელი აუცილებლობა, აიღოთ სესხი მოდური ბრენდის შესაძენად, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ და აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიდრე აჰყვეთ თქვენს მატერიალურ სურვილებს.
ლომი
არაპროგნოზირებადი და, ამავდროულად, საოცარი პერიოდია! კვირის დასაწყისში, მიდრეკილი იქნებით ობიექტურად აღიქვათ ის, რაც თქვენ გარშემო ხდება, თითქოს თქვენი ცხოვრება უწყვეტი ძიებაა! მაგრამ, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, გაგიმართლებთ და ყველაფერი საოცრად მარტივად და სწრაფად გამოვა. ასე რომ, ისარგებლეთ ამ კვირის ხალისიანი ენერგიით და მოაგვარეთ ნებისმიერი საკითხი, თუნდაც ის, რისი გადაჭრაც შეუძლებელი გეგონათ. მატერიალურ საკითხებში ცვლილება უკეთესობისკენ ჯერ არ ჩანს.
ქალწული
ნუ ჩივით რომ საყვარელი ადამიანი სათანადო ყურადღებას არ გაქცევთ. ამ კვირაში პირიქით იქნება საქმე. ვერც ფლირტისთვის მოიცლით სოციალურ ქსელებში სამაგიეროდ, ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ გამოავლინოთ ინიციატივა პროფესიულ სფეროში. თავისუფლად მიდით უფროსთან და აიღეთ დამატებითი პროექტი, განახორციელეთ საკუთარი იდეები თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ სფეროში.
სასწორი
საუკეთესო დროა სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებისთვის. ან წადით სამოგზაუროდ, მივლინებაში, რომელსაც დიდი ხანია გეგმავდით. კომუნიკაცია როგორც პროფესიულ საკითხებზე, ისე საყვარელ ადამიანებთან კარგად ვერ წარიმართება. და ნებისმიერ, მეტ-ნაკლებად მარტივ ამოცანაში კი გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები წარმოიქმნება. ყველაზე ხელსაყრელია დამოუკიდებელი აქტივობა, ფიზიკური მუშაობის დროსაც კი. ამ შემთხვევაში ეფექტი შესამჩნევი იქნება ამ კვირის შუა დღეებში.
მორიელი
ვარსკვლავები არ გირჩევენ არანაირი ინიციატივის გამოვლენას, ხოლო ზედმეტად აქტიურები, პირიქით, სერიოზულ პრობლემებს წააწყდებით. იყავით დაკვირვებული და მობილიზებული. წინააღმდეგ შემთხვევაში კონცენტრაციასთან დაკავშირებული აქტივობები გაგიჭირდებათ. მაგრამ ნებისმიერი შემოქმედებითი ქმედებით სხვა ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ, რაც საშუალებას მოგცემთ იპოვოთ ახალი გზები თქვენი ოცნებების ასრულებისთვის.
მშვილდოსანი
მიდრეკილი იქნებით თქვენი გრძნობების გამოხატვისკენ, ამჯობინებთ თანამოსაუბრეების მაგივრადაც საუბარს. თუ გაქვთ კითხვები საყვარელ ადამიანთან, უმჯობესია პირდაპირ დიალოგში ჩაერთოთ ყველა ეჭვის გასაქარვებლად. პლანეტარული ასპექტები გაძლევთ შესაძლებლობას დაამყაროთ სასარგებლო კავშირები და მათი დახმარებით მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. შეძლებთ მარტივად მიაღწიოთ სასურველს. წარმატების მისაღწევად, უნდა ეცადოთ იყოთ ყურადღების ცენტრში, იტრიალოთ სხვადასხვა წრეში და დაამყაროთ ყველანაირი ნაცნობობა.
თხის რქა
ერთადერთი, რამაც შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა არის წარმოქმნილი პრობლემები დაწყებული საქმეების დასრულებისას. ასევე თქვენი ოჯახის, საყვარელი ადამიანების და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ახირებები. კვირის ენერგეტიკული ფონი აგიმაღლებთ იმპულსურობას და სურვილს, დაიცვათ თქვენი აზრი ბოლომდე. კვირის განმავლობაში უმჯობესია არ დაგეგმოთ ფინანსური საკითხები ან დაგეგმოთ სერიოზული მანიპულაციები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ ვარცხნილობის შეცვლა მშვენიერი იქნება და უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ.
მერწყული
ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილმა შეიძლება გარშემო მყოფებში გამოიწვიოს აგრესიულობა და სპეკულაციები კონკურენტებისა და არაკეთილსინდისიერებისგან. სიამაყის შელახვა ადვილია, ამიტომ ეცადეთ, თქვენს მიმართ არავითარ კრიტიკაზე რეაგირება არ მოახდინოთ. ნაცნობ გუნდში, სამსახურში, შეძლებთ გუნდური მუშაობის ორგანიზებას და კარგი შედეგების მიღწევას. ასევე, კვირა ხელსაყრელია იმისთვის, რომ დაასრულოთ ყველაფერი, რაც დაგროვდა დიდი ხნის განმავლობაში, რასაც, როგორც წესი, თვალს არიდებდით.
თევზები
ემოციები დაიძაბება, ვნებები ადუღდება და საუბრები გართულებული დაპირისპირებით დასრულდება. მარტოხელებისთვის სასარგებლოა პირად ფრონტზე ცვლილებებზე ფიქრი, ასე რომ შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი პროფილი გაცნობის საიტზე და გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში. ხოლო მათთვის, ვინც ურთიერთობაშია, გირჩევთ გაანებივროთ რომანტიკული პარტნიორი სანთლის შუქზე ვახშმით ან უქმეებზე მოაწყოთ პიკნიკი. კვირა ასევე შესაფერისია ცხოვრების მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, საბუთების შედგენისთვის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ან შორ მანძილზე მოგზაურობებისთვის.