29 სექტემბრიდან დედამიწასთან ახალი, დროებითი თანამგზავრი – მინი მთვარე გამოჩნდება. ეს იქნება, ასტეროიდი, რომელიც დედამიწის ორბიტაში მალე შემოვა და ორ თვეს გაატარებს. როგორც მეცნიერები ამბობენ, მისი მისია დედამიწის გრავიტაციის დროებით დაბალანსებაა.
მკვლევრების თქმით, მას, სავარაუდოდ, პროფესიონალური ტელესკოპის დახმარების გარეშე ვერ დაინახავთ.
NASA-ს მიერ დაფინანსებულმა მეცნიერებმა პაწაწინა ასტეროიდი, რომელსაც 2024 PT5 უწოდეს, 7 აგვისტოს აღმოაჩინეს. ასტეროიდი მოვიდა “არჯუნას“ ასტეროიდთა სარტყლიდან. ის დედამიწის ორბიტას 29 სექტემბერს შეუერთდება და 25 ნოემბერს დატოვებს.
ასტეროიდი 2024 PT5 დაახლოებით ავტობუსის ზომისაა. მიუხედავად იმისა, რომ მინი მთვარე დედამიწის ორბიტაზე მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იქნება, ის პლანეტასთან სიახლოვეს რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება.