29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5
spot_img

ვერძი

თუ არასტანდარტული მეთოდებით იმოქმედებთ, მიზნის მიღწევა უფრო გაგიადვილდებათ. იგივე ეხება გარშემო მყოფებთან ურთიერთობას. დღევანდელი მოვლენები საინტერესო შესაძლებლობებს და კეთილდღეობის შანსს გთავაზობთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, თუმცა ზედმეტი დატვირთვა არასასურველია.

კურო

პრობლემებით სავსე, რთული დღეა. ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაჭრა და სწრაფი რეაქციის გამოჩენა დაგჭირდებათ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და სხვისი საკეთებელი საქმის კეთება მოგიწიოთ. მხოლოდ ინტუიციის იმედად ნუ იქნებით – უმჯობესია, ფაქტები გადაამოწმოთ და თავი დაიზღვიოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, ფეხით მეტი იაროთ ან სპორტდარბაზში ივარჯიშოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ, კამათში არ ჩაერთოთ და ურთიერთობის გარკვევა არავისთან სცადოთ. ნუ იდარდებთ, თუ გარშემომყოფები თქვენ და თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს ხშირად აკრიტიკებენ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით და უარი თქვით საეჭვო პროექტებში ჩართვაზე, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ძალების აღდგენას.

კირჩხიბი

დილიდან მცირე, თითქმის უმნიშვნელო პრობლემებს ებრძვით. დროა, ძალები ახალ საქმეში მოსინჯოთ, საჭირო ინფორმაციას დაეუფლოთ და სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ. ცხოვრების შეცვლას ნუ იჩქარებთ – ყველა ცვლილება ხანგრძლივ ფიქრს და საგულდაგულო დაგეგმვას მოითხოვს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ და პროცესებში არ ჩაერიოთ.

ლომი

მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების გწამდეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. რთული და უსიამოვნო საკითხების მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ. ამ დღეს შეიძლება ახალი თანამოაზრეები იპოვო და ის გაიცნოთ, ვისაც მომავალს დაუკავშირებთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

ქალწული

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. იძულებული ხართ, სხვადასხვა ადამიანის განწყობას „მოერგოთ“ და საერთო ენა გამონახოთ. წვრილმანის გამო ნუ დაიწყებთ ჩხუბს საყვარელ ადამიანებთან. ეცადეთ, უფრო დამთმობი და მეგობრული იყოთ. უმჯობესია, ამ დღეს ურთიერთობა შეზღუდოთ – სასურველ შედეგს მარტო მუშაობით უფრო მიაღწევთ. არსებობს შანსი, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის და მიმდინარე მოვლენებზე გავლენას მოახდენს.

სასწორი

ამ დღეს ინტუიცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, რომლებიც უჩვეულო იდეებს გპირდებათ. ახლობელ ადამიანებს სჭირდებით, ეცადეთ, მათთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ გულწრფელობას უცნობ ადამიანებთან. დროა, ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და იმ ადამიანის გვერდში იყოთ, ვინც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

მორიელი

თქვენი მჭევრმეტყველების ნიჭით ამ დღეს ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავთ და მხარდამჭერად აქცევთ. არ დანებდეთ, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ამ დღეს შეიძლება ახლობელი ადამიანის საიდუმლო გაიგოთ, მაგრამ ეს, რობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ დაწყებულ საქმეს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, გირჩევთ, მისი დასრულება სამომავლოდ გადადოთ. ახლა საქმის დასრულებისთვის საკმარისი რესურსი არ გაქვთ.

მშვილდოსანი

დაასრულეთ ყველა საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ და სამომავლოდ არაფერი შეინახოთ. ეს ნაყოფიერი, მნიშვნელოვანი შეხვედრებით სავსე დღეა, ამიტომ დასვენების დრო არ დაგრჩებათ. ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას და თავი შეიკავეთ გულწრფელობისგან. გირჩევთ, საღამო მეგობრებთან ერთად გაატაროთ და დღის განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდეთ.

თხის რქა

ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს – ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს. შესაძლოა ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

მერწყული

რასაც არ უნდა აკეთებდეს, არ აჩქარდეთ და ყურადღება არ მოადუნოთ, თორემ ამას მძიმე შეცდომა მოჰყვება. უსმინეთ საყვარელი ადამიანების და მეგობრების რჩევებს და უარს ნუ იტყვით მათ მხარდაჭერაზე. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. კარგი დღეა სწავლისა და ახალი უნარების დაუფლებისთვის.

თევზები

გაუფრთხილდით დროს და უმნიშვნელო საქმეებზე ნუ დაკარგავთ. მით უმეტეს, რომ ბევრი რთული საკითხის გადაჭრა გელით. მარტოხელა თევზებს რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ელით. მოულოდნელი სირთულეების გამო შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.