29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

94
spot_img

ვერძი

ოჯახური პრობლემები იმდენ დროს გართმევთ, რომ ჯობია ახალი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადოთ. ამჟამად პროფესიული ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულებას ვერ ახერხებთ, თუმცა ძალიან მალე კარიერული წინსვლის შანსი გაჩნდება. ეცადეთ, ოჯახური საკითხები რაც შეიძლება მალე მოაგვაროთ.

კურო

თუკი ამ დღეს ძალა ყველაზე მარტივი საქმეების მოსაგვარებლადაც კი არ გყოფნით, ყველაფერს ახლობლებს ნუ დააბრალებთ – მათ ცხოვრებაში ისედაც რთული პერიოდია. მოვლენების თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება, ამიტომ ეცადეთ, დილიდან იაქტიუროთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა რაღაც ისეთი მოხდეს, რაც თქვენს ცხოვრებას საგრძნობლად შეცვლის.

ტყუპები

გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს არა მარტო საკუთარი მოვალეობების შესრულება, არამედ გარშემო მყოფთა რეაქციაზე დაკვირვება და ვითარების კონტროლი მოგიწევთ. შეიძლება ახალი გატაცება გაგიჩნდეთ, რომელსაც თავისუფალ დროს მთლიანად დაუთმობთ. ეცადეთ, ამ დღეს რამდენიმე მარტივი სპორტული ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ.

კირჩხიბი

მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი ექსცენტრიკული ქცევა გარშემო მყოფებისთვის ძალიან შემაწუხებელი იქნება. ემოციებთან გამკლავება გიჭირთ, ამიტომ პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებულ მიღწევებს არ უნდა ელოდოთ. ნუ ეცდებით, ყველა გეგმა და ჩანაფიქრი ერთდროულად განახორციელოთ – სიჩქარეში შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ, რის გამოც შემდეგ ინანებთ.

ლომი

ამ დღეს ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, თორემ შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. შეიძლება ვიღაცამ დახმარებისთვის მოგმართოთ. ადამიანების დახმარება კეთილშობილური საქმეა, მაგრამ არც საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ – ამ ადამიანის თხოვნამ შეიძლება თქვენი ავტორიტეტი დააზიანოს.

ქალწული

თქვენი ზედმეტი თავდაჯერება შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს, დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა კი შეიძლება მხოლოდ იმედგაცრუება მოგიტანოთ. ახლა სიფრთხილეა საჭირო, რადგან თქვენი ჩვეული მიდგომები შეიძლება საქმისთვის საზიანო აღმოჩნდეს. მალე შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, მნიშვნელოვანი ადამიანის მხარდაჭერა მიიღოთ და კარიერული პოზიცია გაიუმჯობესოთ.

სასწორი

ამ დღეს რჩევების მიცემისგან თავი უნდა შეიკავოთ — შესაძლოა სხვებმა არასწორად გაგიგონ და საბოლოოდ, წარუმატებლობა თქვენ დაგაბრალონ. დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ძლიერი მოტივაცია გჭირდებათ. თქვენი შემეცნებითი აქტიურობა ახლა არ არის მაღალ დონეზე, ამიტომ ეცადეთ ახალ ინფორმაციას ნაკლებად დაეყრდნოთ. თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს ბევრი ჭირვეული კლიენტი გეყოლებათ.

მორიელი

ამ დღეს წინასწარ შედგენილი გეგმების განხორციელებას სწრაფად და ადვილად შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი და პირადი კონტაქტებისთვის, არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.

მშვილდოსანი

იდეალური დღეა მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ხალხმრავალ გარემოში იშვიათად ისვენებთ, მაგრამ ეს დღე გამონაკლისია. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ეს დღე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით არის სავსე და იოლად შეიძლება შეცდეთ. ეცადეთ, ნათესავებთან კარგი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

თხის რქა

ოჯახის წევრებთან ურთიერთობა პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ. თუ ძველმა მეგობრებმა თავი შეგახსენეს, შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით. შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა განახლდეს და დაკარგული დრო აინაზღაუროთ. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — დღეს მათ ბევრი რამის თქმას შეუძლიათ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ფრთხილად იყოთ და იმ ადამიანების დახმარება არ უგულებელყოთ, ვინც თქვენთან კეთილი განზრახვებით მოდის. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და მხოლოდ მათ ენდეთ, ვინც წლებია, თქვენს ცხოვრებაშია. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მოინდომებთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. გჯეროდეთ თქვენი წარმატების და ყველაფერი გამოგივათ!

თევზები

ამ დღემ შესაძლოა, ახალი ვალდებულებები დაგაკისროთ. დროებით მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და მთელი ენერგია ამ ამოცანების გადაჭრისკენ მიმართეთ. ჯობს, ეს დრო პიროვნულ განვითარებას და შემეცნებით საქმიანობას დაუთმოთ. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და განმარტოება გჭირდებათ.