25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო , – ასე პასუხობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, მელინე არაკელიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში უკუსვლაა დემოკრატიისა და ფუნდამენტური ულფბების მხრივ და “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა გაჩერებული”.
“25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო. თქვენი ლოგიკით, ასოცირების შეთანხმებაში პროგრესი, მაშინ საერთოდ არ არის პროგრესი. რაც შეეხება კანონებს, კანონების არადემოკრატიულად შეფასება დიპლომატების/პოლიტიკოსების საქმე არ არის, არამედ სასამართლოსი. ასე რომ, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – წერს სამხარაძე.