ვერძი
დღის პირველი ნახევარი ნაყოფიერი იქნება. რთული საკითხების მოგვარებაში ლოგიკა და საღი აზრი დაგეხმარებათ. აუჩქარებლად იმუშავეთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც შეიძლება რაღაც მნიშვნელოვან ურთიერთობაში გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარი საზრუნავით სავსე იქნება, თუმცა ოჯახის წევრების დახმარებით საქმეს თავს გაართმევთ.
კურო
ამ დღეს გარშემომყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანები თქვენს წარმატებებს ვერ ამჩნევენ, ხოლო წარუმატებლობას მუდმივად გახსენებენ და გსაყვედურობენ. სინამდვილეში საქმე, ალბათ, ასე სერიოზულად არ არის, უბრალოდ, ზედმეტად ეჭვიანი ხართ და ბოლო დროს არავის ენდობით. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც სწრაფად და საინტერესოდ განვითარდება.
ტყუპები
გირჩევთ, დილას არცერთი წუთი უქმად არ დაკარგოთ — სწორედ ეს დროა საუკეთესო მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება თავში შესანიშნავი იდეები მოგივიდეთ ან საინტერესო და სარფიანი წინადადებები მიიღოთ. არ არის გამორიცხული, რომ დახმარების თხოვნა მოგიწიოთ ადამიანისთვის, ვისთანაც ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა გქონდათ.
კირჩხიბი
ყველა საქმეს, რომელსაც ხელს ჰკიდებთ, სერიოზულად ეკიდებით და წარმატების მიღწევაში სწორედ ეს გეხმარებათ. ეცადეთ, ადრე მიცემული ყველა დაპირება შეასრულოთ. მნიშვნელოვანია, იმედი არ გაუცრუოთ პარტნიორებს, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან. საქმის საბოლოო წარმატება იმაზეა დამოკიდებული, ურთიერთობას როგორ ააწყობთ.
ლომი
კარგი დღეა უჩვეულო საქმეებისთვის, რომლებიც ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს, თუმცა, ბევრი ლომი იძულებული იქნება, მთელი დღე რუტინული საქმეების მოგვარებას დაუთმოს. თუ გრძნობთ, რომ ერთფეროვნება გაღიზიანებთ, აუცილებლად ეცადეთ, ბრაზი მოთოკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი აგრესიის სამიზნეები ყველაზე ახლობელი ადამიანები გახდებიან და ეს მოწმენდილ ცაზე კონფლიქტს გამოიწვევს.
ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ საქმე არც ისე კარგადაა, როგორც გეგმავდით, ოპტიმიზმს მაინც ინარჩუნებთ, რაც გარშემომყოფებს ძალიან იზიდავს. დღის პირველ ნახევარში მუშაობა გაგიჭირდებათ და შესაძლოა, კოლეგებს დახმარება სთხოვოთ. შესაძლებელია, შემთხვევით ვიღაცის საიდუმლოს ფარდა ახადოთ. სასურველია საღამოს კოსმეტოლოგთან ან მასაჟზე წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრებია მოსალოდნელი. ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილების დატოვება და საკუთარი იდეების სწორად წარმოჩენა რთული იქნება. დიდი შანსია, რომ მოლაპარაკებები თქვენი გეგმის მიხედვით არ წარიმართოს, ამიტომ მოემზადეთ იმპროვიზაციისთვის. შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, ვინც ადრე თქვენთვის ძალიან ძვირფასი იყო. შესაძლოა, მიძინებულმა გრძნობამ გაიღვიძოს, თუმცა ურთიერთობის აღდგენის შანსი არ გექნებათ.
მორიელი
ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ — ასე იმედგაცრუებასა და დროის კარგვას თავიდან აიცილებთ. უმჯობესია, დახმარება არ ითხოვოთ. უფრო მეტიც – ეცადეთ ურთიერთობები საერთოდ აიცილოთ თავიდან და განსაკუთრებით, უცნობ ადამიანებთან. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საღი აზრით იხელმძღვანელეთ – ამ დღეს ინტუიცია არასწორ რჩევას მოგცემთ. საღამოს ბევრ ცდუნებასა და გამაღიზიანებელ ფაქტორს შეხვდებით, მაგრამ მათთან გამკლავებას შეძლებთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა როგორც საქმიანი, ისე პირადი საუბრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. გსურთ თუ არა, ბევრი უსიამოვნო საკითხის მოგვარება და რთული დავალების შესრულება მოგიწევთ. მათთვის, ვინც მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, დღე მარტივი არ იქნება — ბევრი რამ ყურადღებას გაგიფანტავთ და შეიძლება თქვენმა დაბნეულობამ შეცდომებიც გამოიწვიოს. ზოგჯერ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც გვსურს, ამიტომ გეგმის შეცვლა მოგიწევთ.
თხის რქა
არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები და სერიოზული შეხვედრები არ დანიშნოთ. რაც მეტად ცდილობთ ყურადღების მოკრებას, მით უფრო მალე იღლებით. ჯობია, ცოტა მოიცადოთ — მალე ყველაფერი შეიცვლება. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.
მერწყული
საკმაოდ დაძაბული დილა გელით. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მნიშვნელოვანი შეხვედრები ან საქმიანი მოლაპარაკებები აქვს დაგეგმილი. დიდი ალბათობით, შეთანხმებას ვერ მიაღწევთ და ერთიან გადაწყვეტილებამდეც ვერ მიხვალთ. დღის მეორე ნახევარი კი ბევრად უფრო მშვიდი და სასიამოვნო იქნება. მოსალოდნელია კარგი ამბები და ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც აუცილებლად გამოიყენებთ.
თევზები
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ სასარგებლო და საინტერესო საქმეებით დაკავდეთ. მოსალოდნელია წარმატებული მგზავრობა. არ არის გამორიცხული, რომ ფინანსური საკითხებიც მოაგვაროთ, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ. ამ დღეს მთავარია, ოთხ კედელში არ იჯდეთ, ახალ ადგილებს ეწვიოთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდეთ – ზოგიერთი მათგანი მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.