ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს.
აღნიშნულის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია.